საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 10 მარტამდე პერიოდში

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.03.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-3398/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-17
ბიუროს ნომერი 29

📜 ტექსტი

წერილი
2-3398/25 14-03-2025 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს ბატონო შალვა, გიგზავნით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე - 2024 წლის 28 ნოემბრიდან - 2025 წლის 10 მარტამდე პერიოდში. დანართი: 5 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავითი მათიკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დანართი
დანართი ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე (2024 წლის 25 ნოემბრიდან - 2025 წლის 10 მარტამდე პერიოდში) 2024 წლის 25 ნოემბრიდან - 2025 წლის 10 მარტამდე პერიოდში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის ბიუროს 25 სხდომიდან, დავალებები (სულ 31), რომელთა შესახებაც წარმოდგენილია ინფორმაცია, განისაზღვრა ბიუროს 3 სხდომაზე, მათ შორის 30 დავალება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს - ხაზინადართა საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე. საქართველოს პარლამენტის სტრუქტურებიდან მიღებული თანახმად: 30 დავალება შესრულებულია, 1 ინფორმაციის დავალების შესრულება შეჩერებულია. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 12 დეკემბრის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N8/4  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა: 1 კვირის ვადაში დადგენილი წესით შეამოწმოს ხელმოწერების ნამდვილობა საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის მიერ ხელმოწერილ პეტიციაზე (N111841/24;09.12.2024) დავალების შესრულების მდგომარეობა: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: კომიტეტმა საკითხი განიხილა 2024 წლის 19 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე (ოქმი N10) და უარყოფითი დასკვნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს; (2-16438/24;19-12-2024) წარედგინა საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N13/1  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს  სათანადო პროცედურების განხორციელება: - საქართველოს პარლამენტის სასახლის გარე და შიდა ფასადებიდან, მოპირკეთების, ნალესისა და ქვის ელემენტების სპეციალისტების (ალპინისტები) მიერ შესწავლა-გასუფთავების სამუშაოების შესყიდვის შესაძენად; დავალების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია Page |2 ოქმი N13/2/3/5/6/8/9 საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს  სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების განხორციელება: - საქართველოს პარლამენტის სასახლის მონაცემთა სანახი ინფრასტრუქტურის (storage) აპარატურის 1 წლიანი საგარანტიო სერვისისა და მოწყობილობების მხარდაჭერის ლიცენზიის შესაძენად; - მყარი ქაფის (PVG სარკისებრი ოქროსფერი 1 მმ სისქის, ზომა 0.6X1,2 -50 ცალი ) შესაძენად; - ლედ ნათურებისა და სანათების შესაძენად; - 2 ცალი გარე მოხმარების კომუტატორის (switch) და 2 ცალი მარშუტიზატორის (router) შესაძენად; - ჰორიზონტალური და ვერტიკალური ფარდა-ჟალუზების შესაძენად; - პარლამენტის სასახლის სარეზერვო ელექტრომომარაგების დიზელ- გენერატორის PETROGEN-ის P800 PerKins-ის 3012 TAG3A მოდელის დიზელის ძრავის გაგრილების ამორტიზირებული სისტემის ანტიფრიზის სხვადასხვა შლანგებისა გამაცხელებლის და ე.წ.“ტენის“ მილაკების, ასევე საექსპლოატაციო დროის გასვლის გამო სხარჯი მარაგ-ნაწილების (ზეთი, ანტიფრიზი, სხვადასხვა ფილტრები) მოწოდება-შეცვლის, დიზელ- გენერატორის პარამეტრების შემდგომი დარეგულირებით შესაძენად; - პარლამენტის სასახლის ელექტრომომარაგების საერტო სისტემასტან გენერატორის სარეზერვო ელექტრომომარაგების ჩართვის ავტომატური გადამრთველის დანადგარის ე.წ. „ავრ“-ის ფაზების კონტაქტური შემაერთებლის და გენერატორის მართვის პულტის მოწოდება-შეცვლის შესაძენად; - ანტივირუსის პროგრამული პაკეტების (ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოების სისტემა)შესაძენად; - შუშის სცენის შესაძენად. დავალების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია ოქმი N13/10/11/ საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს  სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების განხორციელება: - საქართველოს პარლამენტის სასახლის “C” კორპუსის ცენტრალური ფლიგელის ცოკოლის სართულზე შიდა ეზოში გამომავალი ალუმინის მასალის ვიტრაჟის ახლით შეცვლის მიზნით; Page |3 - საქართველოს პარლამენტის სასახლისთამარ მეფის სახელობის დარბაზში გახმოვანების სისტემისათვის; - რკინის ზამბარის (მეტალიკი 7,9 მმ, A4(თეთრი ფერი)-2000 ცალი) შესაძენად; - XI მოწვევის პარლამენტის წევრებისათვის 200 ცალი ლეპტოპის ჩანთის შესაძენად; - 14 (თოთხმეტი) ერთეული მეტალოპლასტმასის კარის გასაღებიანი საკეტის შესაძენად; დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: ყველა დავალება შესრულებულია გარდა: - საქართველოს პარლამენტის სასახლის “C” კორპუსის ცენტრალური ფლიგელის ცოკოლის სართულზე შიდა ეზოში გამომავალი ალუმინის მასალის ვიტრაჟის ახლით შეცვლის მიზნით სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის განხორციელება. შეჩერებულია დავალების შესრულება ოქმი N13/17/23/25/32 საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს  სათანადო პროცედურების განხორციელება: - საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის www.parliament.ge განახლების/ცვლილების მომსახურების მიზნით შპს „ტოპ გრუპთან“ ხელშეკრულების გასაფორმებლად;  კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში 2025 წლისთვის: - ავტომანქანების სადაზღვევო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“-სთან ხელშეკრულების გასაფორმებლად; - ავტოსატრანსპორტო საშუალებების აკუმულატორების, დენის პირველადი წყაროების და პირველადი ელემენტების შესყიდვის მიზნით შპს „თეგეტა მოტორსთან“ ხელშეკრულების გასაფორმებლად; დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია ოქმი N13/25/32/45 საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს  სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების განხორციელება 2025 წლისათვის: Page |4 - შეკვეთით ნაბეჭდი პროდუქციის შესაძენად; - ფოტოასლების გადაღების მომსახურების შესაძენად; - მთარგმნელობითი მომსახურების შესყიდვის (პრეისკურანტით)მიზნით სსიპ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროსთან“ ხელშეკრულების გასაფორმებლად; - 3 ერთეული მაგთის მოდემის (4 G) ულიმიტო ინტერნეტის შესყიდვის შესაძენად; - 6 თვის ვადით მცენარეების მოვლის მომსახურების შესყიდვის შესაძენად; - 6 თვის ვადით ყავის მარცვლისა და ერთჯერადი მუყაოს ჭიქების შესყიდვის შესაძენად. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია ოქმი N13/27/39 საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს  გადაუდებელი აუცილებლობით სახელმწიფო შესყიდვის შესაძენად სათანადო პროცედურების განხორციელება 2024 წლის 1-2 დეკემბერს განვითარებული მოვლენების დროს - საქართველოს პარლამენტის სასახლეში დაზიანებული სხდომათა დარბაზის კენჭისყრის სისტემისა დუბლირებული და სერვერის პარლამენტის (BACK-UP) ცენტრალური უწყვეტი სასერვეროს ელექტრომომარაგების მოწყობილობის (UPS) ოთახის პრეზიციული კონდიცირების დანადგარის (წარმოების გარე ბლოკის KSVO16A11P) -1 (ერთი) ერთეულის (თანამდევი მომსახურებით) შესაძენად; - საქართველოს პარლამენტის სასახლეში დაზიანებული ფარდების (თანმდევი მომსახურებით, კერვა/მონტაჟი) შეყიდვის შესაძენად. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 20 თებერვლის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N25/4 საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს  სახელმწიფო შესყიდვის შესაძენად სათანადო პროცედურების განხორციელება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში 2025-2027 წლებისთვის: Page |5 - 50 ცალი A4 ფორმატის მრავალფუნქციური ლაზერული პრინტერისა და მისთვის განკუთვნილი 250 დიდი რესურსის მქონე კარტრიჯის შესაძენად; - 50 ცალი სტადარტული დესკტოპის(ერთიდა იგივე ბრენდის კომპლექტი: სისტემური ბლოკი, მონიტორი, კლავიატურა, მაუსი) შესაზენად; - 50 ცალი სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერის (სტანდარტული ლეპტოპი) შესაძენად;  სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების განხორციელება 2025 წლისათვის: - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე (www.macne.gov.ge)განთავსებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სისტემატიზირებული ელექტრონული (კოდიფიცირებული)ვერსიების მომსახურების საინფორმაციო ნახვისა სისტემით და სარგებლობის უფლების (500 მომხმაებელზე) შესაძენად. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიღებულ გადაწყვეტილებათა კონტროლის ჯგუფი