„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/44/11; 12/03/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-17
ბიუროს ნომერი 29
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„წიაღის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.06.96, გვ.
12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე განთავსებულ წიაღით სარგებლობის ობიექტს
წიაღით სარგებლობის სახეობის მიხედვით უწესდება მიწის მინაკუთვნი, რომელიც
გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. მიწის მინაკუთვნი მოიცავს
დასამუშავებელ საბადოს, მასთან დაკავშირებული წიაღისეულის საწყობს, ფუჭი ქანის
სანაყაროს, აგრეთვე კუდის ან სხვა ნარჩენის განთავსების ადგილს. იგი სარეკულტივაციო
მიწებს განეკუთვნება. კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პირობების
გათვალისწინებით მიწის მინაკუთვნის დაწესებისა და მისი ზომების განსაზღვრის საკითხს
განიხილავს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო. დაწესებული მიწის
მინაკუთვნი წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის წესის შესაბამისად
შეიტანება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში, როგორც წიაღის ფონდის მიწა, რის
შემდეგაც იგი საჯარო რეესტრში აღირიცხება. წიაღის ფონდის მიწაზე შეიძლება წარმოებდეს
ან დროებით არ წარმოებდეს წიაღით სარგებლობა. ამ კანონის 39-ე მუხლის თანახმად,
დასაშვებია ტექნოგენური საბადოთი დაფარული მიწის ფართობის განაშენიანება, ხოლო
წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტის დროებითი განაშენიანება დასაშვებია მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ დროის მოცემულ მონაკვეთში იგი წიაღით სარგებლობისთვის არ
გამოიყენება. თუ წიაღით სარგებლობის ობიექტზე ან ობიექტის ნაწილზე წიაღით სარგებლობა
არ დაწყებულა, შესაძლებელია შესაბამისი მიწის ფართობით სასოფლო-სამეურნეო მიზნით
სარგებლობა 1 წლამდე ვადით, ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აკრძალულია
წიაღის ფონდის მიწის საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემა საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში
შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − მინერალური რესურსების ეროვნულ
სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, ხოლო ლიცენზირებული წიაღით სარგებლობის
ობიექტის შემთხვევაში – აგრეთვე ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმების გარეშე.“
2. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 20. ლიცენზიის ფორმა
ლიცენზიის გამცემი, ლიცენზიის ფორმის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს ლიცენზიებისა
და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“
მუხლი 2.
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მინერალური რესურსების ეროვნული
სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი - საჯარო სამართლის იურიდიულ პირის − მინერალური რესურსების
ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს
მიერ
მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონით
გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყების მიერ ახალი სამართლებრივი
აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
- საჯარო სამართლის იურიდიულ პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს
მიერ მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ
კანონით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყების მიერ ახალი
სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.
4. „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის
თანდართული “ინფორმაცია 2025 წლის ცენტრალური ბიუჯეტის შესახებ“ დოკუმენტით
(პროგრამული კოდი: 24 26 სასარგებლო წიაღის მართვა და კოორდინაცია)
გათვალისწინებული სახსრების განკარგვის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო.
5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2025 წელს
განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია აჭარბებდეს „ საქართველოს 2025 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ „ საქართველოს კანონით დადგენილ საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დადგენილ მომუშავეთა რიცხოვნობას.
6. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში:
ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:
ა.ა) სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა;
ა.ბ) სათანადო კანონქვემდებარე აქტების მიღება;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრომ და გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიულმა პირმა − მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყონ ამ
კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი - საჯარო სამართლის იურიდიულ პირის − მინერალური
რესურსების ეროვნული სააგენტოში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების უკონკურსოდ
გადაყვანა შესაბამის (ტოლფას) თანამდებობებზე;
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის
იურიდიულმა პირმა − მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყონ ამ
კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებისა,
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი-5 პუნქტები
გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი .
ამოქმედდეს
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„წიაღის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი :
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მინერალური რესურსების სააგენტოს (შემდგომში
- სააგენტო) ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წიაღის
მდგრადი მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში
მონაწილეობა, მიწისქვეშა სივრცის გამოყენებისა და სასარგებლო წიაღისეულით (გარდა
ნავთობისა და გაზისა) სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”
საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემა და ამ მიზნით გასაწევი
საქმიანობის წარმართვა/სახელმწიფო კონტროლის განხორციელება და კოორდინაცია.
შესაბამისად, აღნიშნული საქმიანობა მოითხოვს ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულის
ეფექტიანად მართვის და განკარგვის უზრუნველყოფას. ამასთან, იგი პირდაპირ ახდენს
მნიშვნელოვან ზეგავლენას გარემოზე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომშისამინისტრო) ძირითად ამოცანას/ფუნქციას წარმოადგენს სწორედ ბუნებრივი რესურსებით
(გარდა სასარგებლო წიაღისეულის, ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში
სახელმწიფო მართვა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ასევე, გარემოს დაცვა,
ქვეყანაში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის
ხელშეწყობა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება. ასევე, ნარჩენების
მართვა ბუნებრივი რესურსების გამოყენებისას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე,
მიზანშეწონილია საქართველოს კანონმდებლობაში
განხორციელდეს ცვლილება და სააგენტო გახდეს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიულ პირი, რომლითაც მეტად ეფექტიანად იქნება უზრუნველყოფილი
სასარგებლო წიაღისეულის მართვა,
გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების
პრევენცია და გარემოსთვის მიყენებული ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის შერბილება.
კანონის მიღების მიზანია სასარგებლო წიაღისეული მართვის და გარემოს დაცვის საკითხების
ეფექტიანად წარმართვა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა :
წარმოდგენილი საკანონმდებლო აქტით არის განსაზღვრული, რომ სსიპ- მინერალური
რესურსების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
შესაბამისად, მასში ცვლილების განხორციელება აუცილებელია.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები :
ცვლილების მიღებით უზრუნველყოფილი იქნება სასარგებლო წიაღისეულის
მართვის/განკარგვისა და გარემოსდაცვითი საკითხების ეფექტიანად წარმართვა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო,
ნაცვლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი იურიდიული პირისა, ხდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი - საჯარო სამართლის იურიდიულ პირის − მინერალური რესურსების ეროვნული
სააგენტოს უფლებამონაცვლედ.
პროექტით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ
მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონით
გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყების მიერ ახალი სამართლებრივი
აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.
ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი - საჯარო სამართლის იურიდიულ პირის − მინერალური რესურსების ეროვნული
სააგენტოს მიერ მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ
ძალას ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყების მიერ ახალი
სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.
წარმოდგენილი ცვლილებით, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონით
(დანართი - „2025 წლის ცენტრალური ბიუჯეტის შესახებ“,
პროგრამული კოდი: 24 26 სასარგებლო წიაღის მართვა და კოორდინაცია)
გათვალისწინებული სახსრების განკარგვის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ ჩაითვლება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო.
პროექტით განისაზღვრა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს მიერ 2025 წელს განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია
აჭარბებდეს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ „საქართველოს
კანონით დადგენილ საქართველოს გარემოს დაცვისა
სამინისტროსთვის დადგენილ მომუშავეთა რიცხოვნობას.
და
სოფლის
მეურნეობის
წარმოდგენილი ცვლილების პროექტი ადგენს გარდამავალ პერიოდს ამ ცვლილების
მიღებასთან დაკავშირებით მისაღები ან ძალადაკარგულად გამოსაცხადებელი ნორმატიული
აქტების შესახებ.
ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ან/და გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიულმა პირმა − მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ უნდა
უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი - საჯარო სამართლის იურიდიულ პირის −
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების
უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის (ტოლფას) თანამდებობებზე;
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში );
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება ;
კანონპროექტი, გარდა ამ კანონპროექტის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი-მე-5
პუნქტებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მისი პირველი მუხლი და მე-2
მუხლის პირველი-5 პუნქტები ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. კანონპროექტის
ძალაში შესვლის თარიღი შეირჩა კანონპროექტით განსაზღვრული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების ამ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანისა და სსიპ - მინერალური
რესურსების ეროვნული სააგენტოს ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას );
ასეთი მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო :
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
ცენტრალური ბიუჯეტი.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო ,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე :
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო ,
ავტონომიური
რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე :
რესპუბლიკის
„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის
თანდართული “ინფორმაცია 2025 წლის ცენტრალური ბიუჯეტის შესახებ“ დოკუმენტით
(პროგრამული კოდი: 24 26 სასარგებლო წიაღის მართვა და კოორდინაცია)
გათვალისწინებული სახსრების განკარგვის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ ჩაითვლება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით ;
კანონპროექტის მიღება
ვალდებულებების აღებას.
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა ;
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის
სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირი − მინერალური
რესურსების ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს ამ კანონპროექტის ამოქმედებამდე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირის − მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში
დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების უკონკურსოდ გადაყვანას შესაბამის (ტოლფას)
თანამდებობებზე არსებული ანაზღაურებით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი :
კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას და არც მისი არსებული ოდენობის შეცვლას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება ;
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება ;
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან :
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან :
კანონპროექტი არ გამომდინარეობს და არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან :
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი ;
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე
მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები :
დ.ა)
სახელმწიფო ,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში ;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების ,
სამუშაო ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის
შემთხვევაში ;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი :
საქართველოს პარლამენტის წევრები:
მაია ბითაძე, გიორგი ჭყონია, ვლადიმერ ბოჟაძე, გიორგი ხახუბია, გოდერძი ჩანქსელიანი,
ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი ზარქუა, ზაურ დარგალი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი :
საქართველოს პარლამენტის წევრები:
მაია ბითაძე, გიორგი ჭყონია, ვლადიმერ ბოჟაძე, გიორგი ხახუბია, გოდერძი ჩანქსელიანი,
ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი ზარქუა, ზაურ დარგალი.