საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2022 წლის 22 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო - ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი)“ №1 ცვლილებისა და უარის თქმის წერილის“ (№07-2/21; 21.02.2025) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-17
ბიუროს ნომერი 29
📜 ტექსტი
წერილი
2-3458/25
17-03-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
(N2-3434/25; 17.03.2025) თხოვნით, გთხოვთ, სავალდებულო კომიტეტზე
განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით საქართველოს მთავრობის მიერ
რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ ფინანსურ ხელშეკრულებაზე: „2022
წლის 22 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის
ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო-ზემო სამგორის ირიგაციის
პროექტი)“ N1 ცვლილებისა და უარის თქმის წერილი“(07-2/21; 21.02.2025).
დანართი: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წერილი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დანართი
2-3434/25
17-03-2025
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
2022 წლის 22 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის
ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო - ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი)“ №1
ცვლილებისა და უარის თქმის წერილის“ (07-2/21/11; 21-02-2025) განხილვის ახალი ვადის
განსაზღვრის შესახებ
საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2025 წლის 24 თებერვლის
(N26/9)
გადაწყვეტილებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს (სავალდებულო კომიტეტი)
დაევალა 2022 წლის 22 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის
ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო - ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი)“ №1
ცვლილებისა და უარის თქმის წერილის“ (07-2/21/11; 21-02-2025) განხილვა და დასკვნის
საფინანსო საბიუჯეტო (წამყვანი) კომიტეტისათვის წარდგენა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ
გადაწყვეტილება განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე და განხილვის ვადა
გააგრძელოთ 30 დღის ვადით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge