მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების შესახებ 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-03-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 6
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
3/14/25, 1:04 PM
საქართველოს პარლამენტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
17 მარტი 2025 12:00
2025 წლის 17 მარტს, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
დღის წესრიგი
1. მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების შესახებ 2024 წელს
განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია 2025 წლის სამოქმედო გეგმის
შესახებ;
მომხსენებელი: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.
https://parliament.ge/print/announcement/3185?local=true
1/2
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი
ოქმი N6
2025 წელი, 17 მარტი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, პაატა სალია, გიორგი
სოსიაშვილი, ვლადიმერ ბოჟაძე, ნინო წილოსანი, ვლადიმერ კახაძე, იმედა ნიკურაძე.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
ავთანდილ
კასრაძე,
საქართველოს
ინოვაციების
და
ტექნოლოგიების
სააგენტოს
საქართველოს
ინოვაციების
და
ტექნოლოგიების
სააგენტოს
ინოვაციების
და
ტექნოლოგიების
სააგენტოს
თავმჯდომარე;
თორნიკე
ჯობავა,
თავმჯდომარის მოადგილე;
ლევან
დარსალია,
საქართველოს
თავმჯდომარის მოადგილე;
გიორგი კეჟერაშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკების დეპარტამენტის უფროსი;
ანა გოგიბედაშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;
მამუკა აფაქიძე, FABLAB კონსულტანტი;
შორენა ჩაფურიშვილი, ახმეტის ინოვაციების ცენტრის მენეჯერი.
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის
წესრიგი და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს
წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე
გადასვლამდე, კომიტეტის თავმჯდომარემ, სხდომაზე დამსწრე პირებს წარუდგინა მცირე
ანგარიში უნგრეთში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
ოფიციალური ვიზიტის შესახებ. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების
წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრებისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა
ახალგაზრდობის მიმართულებაზე, ქართველი და უნგრელი ახალგაზრდებისთვის
ერთობლივი გაცვლითი ბანაკების განხორციელების შესაძლებლობაზე. გივი მიქანაძის
განცხადებით, ნოემბერში დაიგეგმა უნგრეთის შესაბამისი კომიტეტის ვიზიტი
საქართველოში ერთობლივი კომიტეტის სხდომის ჩასატარებლად. მსგავსი ვიზიტები იქნება
ყოველწლიური. ბუდაპეშტში კომიტეტმა შეხვედრა, აგრეთვე, გამართა ევროპის საბჭოს
ახალგაზრდულ ცენტრშიც, სადაც, მხარეებმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავების
შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
დღის წესრიგი:
1. მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების შესახებ 2024 წელს
განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია 2025 წლის სამოქმედო გეგმის
შესახებ;
მომხსენებელი: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე,
ავთანდილ კასრაძე.
კომიტეტმა მოისმინა:
ავთანდილ კასრაძემ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს
თავმჯდომარემ, პრეზენტაციისას ყურადღება გაამახვილა სამ მთავარ მიმართულებაზე,
ესენია: ტექნოლოგიური საზოგადოების განვითარება საქართველოში, სტარტაპ
ეკოსისტემის შექმნა და სამეცნიერო მიმართულება, კვლევების განვითარება, იმისათვის,
რომ ინოვაციები და ტექნოლოგიები ეკონომიკის ყველა სექტორში აისახოს და ამ
მიმართულებით უზრუნველყოფილი იყოს ტექნოლოგიური განვითარება. მომხსენებლის
განცხადებით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 9 ქალაქშია წარმოდგენილი და
ამ ჩამონათვალს მალე
დაემატება ქუთაისის მუნიციპალიტეტიც.
აღნიშნული
9
ტექნოპარკის 4 ძირითადი მიმართულებაა: ინოვაციური მეწარმეობის განვითარება, ამ
მიმართულებით ტარდება ბევრი ჰაკათონი, ტექნოლოგიური კვირეულები და სხვა;
სტარტაპ საზოგადოების გაძლიერება, რაც გულისხმობს არა მარტო დაფინანსების მიღებას,
არამედ სწავლას, რომელიც უფრო მეტად უზრუნველყოფს მათ შემდგომ წარმატებას;
აგრეთვე,
Hardware
პროტოტიპირების
მიმართულება
და
STEM
განათლება.
ტექნოლოგიური ბანაკები მოქმედებს სკოლის მოსწავლეებისთვის, გოგონებისთვის,
სტუდენტებისთვის სამი მიმართულებით: ხელოვნური ინტელექტი, აგროტექნოლოგიები
და ბიოტექნოლოგიები. ბანაკებში მონაწილეობის მიღების მსურველთა რაოდენობა არის
ყოველთვის ძალიან მაღალი. ცალკე მოქმედებს საგრანტო პროგრამა რეგიონებში.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ერთ-ერთი პროექტი, რომელიც შეიქმნა Hardware
სტარტაპ ინკუბატორის ფარგლებში. პროექტის ავტორის განცხადებით, სტარტაპი არის
საგანმანათლებლო-ტექნოლოგიური და მის ფარგლებში გამოყენებულია საქართველოში
ხელმისაწვდომი
ყველა
ტექნოლოგია.
თანამშრომლობენ
როგორც
სკოლებთან,
მომხსენებლის
ასევე,
განცხადებით
სახელმწიფო
ისინი
უნივერსიტეტებთან.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან მათ აიღეს
გრანტი, დაახლოებით 450 ათასი ლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო
უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით იგეგმება მასწავლებელთა მოსამზადებელი
პროგრამები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე შექმნილია მრავალი STEM ნაკრები,
რომლიც მომავალ მასწავლებლებს მოამზადებენ. რაც შეეხება სტარტაპ ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წელიწადში ორჯერ აქვს საგრანტო
პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 40 სტარტაპს აქვს შესაძლებლობა მიიღონ 150 000 ლარიან
გრანტი. აღსანიშნავია, რომ 4000-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი ამ მიმართულებით,
ახალგაზრდების როლი არის 43% ამ სტარტაპებში, ჯამური ინვესტიცია, რომელიც
სახელმწიფომ წლების განმავლობაში განახორციელა არის 43,5 მლნ. კიდევ უფრო
მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსების შემდგომ ამ სტარტაპებმა ნახევარ მილიარდზე მეტი
კერძო ფინანსური კაპიტალი შექმნეს ქვეყანაში, რომელიც გულისხმობს როგორც უკვე
შემოსავალს, ასევე, ქვეყანაში შემოტანილ ინვესტიციებს. დაფინანსების პროექტები
გაგრძელდება მომავალშიც, თუმცა, ეს გადავა აქსელერაციის პროცესში, რაც გულისხმობს,
რომ
კომბინირებული
პირდაპირპროპორციული
იქნება
იქნება
სწავლება
თუ
დაფინანსებასთან
რამდენად
კარგად
და
მისი
მუშაობს
ზრდა
სტარტაპი.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო კიდევ ერთი სტარტაპი, ბრიტანულ-ქართული
საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც დაიწყო 2022 წელს ბრიტანეთში და 150 000
ლარის ოდენობით გრანტი მიიღეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან. დღეს
მათ მსოფლიოში 16 ქვეყნიდან ყავთ მომხმარებლები. კომპანიას დაახლოებით 2 მლნ.-ზე
მეტი შემოსავალი აქვს მიღებული. კომპანია არის ტექნოლოგიური სტარტაპი, გაშვებული
აქვთ ე.წ. market place- სადაც მშობლებს შეუძლიათ იპოვონ რეპეტიტორები თავიანთი
შვილებისთვის, მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ რეპეტიტორები არიან მსოფლიოს
ტოპ უნივერსიტეტების სტუდენტები. კომპანიას ყავს 30 თანამშრომელი და ეს რიცხვი არის
მზარდი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა IT ეკოსისტემის განვითარება ქვეყანაში,
რომლის არაერთი წარმატებული მაგალითი არსებობს როგორც ლოკალურ დონეზე, ასევე,
საერთაშორისო ასპარეზზე. წლების განმავლობაში გადამზადდა 12 000 ადამიანი, საიდანაც
64% იყო ახალგაზრდა, 29 წლამდე ასაკის ადამიანი. ამ ეტაპზე არის სამი მიმდინარე
პროგრამა, ესენია: დამატებით 5 000 ადამიანის გადამზადება, აგრეთვე, ხორციელდება
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, ესაა საერთაშორისო
სერტიფიცირება და დასაქმება და მესამე მიმდინარე პროექტი - კოდირება. სხდომას
ესწრებოდნენ ორი 17 წლის მოსწავლე, ახმეტის მუნიციპალიტეტიდან, რომელთაც გაიარეს
ზემოაღნიშნული პროგრამა და დასაქმდნენ სხვადასხვა კომპანიებში და ამასთან თავიანთი
სტარტაპიც დაიწყეს.
პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტზე,
რომელიც საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება და ექნება
რეგიონალური მნიშვნელობა. აღნიშნული ჰაბი გააერთიანებს რამდენიმე მიმართულებას,
ესენია: ხელოვნური ინტელექტის კვლევითი კომპეტენციის ცენტრი, ასევე, იქნება
ინტერაქციული სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, განთავსდება საერთაშორისო
ტექნოლოგიური კომპანიების ოფისები, აწარმოე საქართველოს ოფისი და აგრეთვე,
საქპატენტი აკეთებს საერთაშორისო სწავლებისა და გადამზადების ცენტრს.
კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:
კომიტეტის წევრმა, ნინო წილოსანმა იკითხა არის თუ არა რაიმე სახის შეთანხმება ან
მემორანდუმი, რომელიც სისტემურ სახეს მისცემს ტექნო-პარკებისა და სკოლების
თანამშრომლობას.
ავთანდილ კასრაძის განცხადებით, სკოლებთან თანამშრომლობის კუთხით, რესურს
ცენტრებთან აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია, მოსწავლეები მონაწილეობენ
სხვადასხვა ბანაკებში და ამას გარდა, უშუალოდ განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტრო და პირადად მინისტრი, საქართველოს ინოვაციებისა და
ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, ძალისხმევას არ იშურებს, რათა ყველა სკოლაში
განხორციელდეს შესაბამისი სასწავლო მეთოდოლოგიის დანერგვა ტექნოლოგიური
სწავლების ხელშეწყობის კუთხით.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ იკითხა ტექნოპარკის
მომხმარებელთა,
ვიზიტორთა
რაოდენობის
შესახებ,
ასევე,
რეგიონების
გაძლიერებისთვის გაცემული გრანტების შესახებ, რა პლატფორმა არსებობს, სადაც
შესაძლებელია აღნიშნული გრანტების შესახებ ინფორმაციისა და მოსამზადებელი
ეტაპების ნახვა. ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბთან დაკავშირებით, გიორგი ჩაკვეტაძის
კითხვა ეხებოდა ინფრასტრუქტურის გაჯანსაღებისა და მოწესრიგების პროცესს.
ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა, რომ სტატისტიკა, რომელიც მოყვანილი იყო პრეზენტაციაზე,
იყო ორი წლის ჭრილში დათვლილი და ეს რაოდენობა დგება კონკრეტულ პროექტებში
მონაწილეობის ან ტექნო-პარკში განთავსებული ლაბორატორიების მომხმარებელთა
მიხედვით. საგრანტო პროგრამები თავსდება ერთიან პორტალზე - https://grants.gov.ge/ka,
სადაც ხდება განაცხადების მიღება. რაც შეეხება ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს,
სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, დასრულებულია არქიტექტურისა და შიდა
დიზაინის პროექტები. მიმდინარე წლის შემოდგომისთვის იგეგმება ტექნო-პარკის
ნაწილის გახსნა.
კომიტეტის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ თბილისში,
გლდანის რაიონში არსებულ ბაგა-ბაღებში განხორციელდეს საინფორმაციო ვიზიტები,
რომელიც ხელს შეუწყობს ბაღის ასაკის ბავშვებისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და მათ
დაინტერესებას საწყის ეტაპზე ტექნოლოგიური მიმართულებით.
კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის კითხვა ეხებოდა ბანაკებში სკოლის
მოსწავლეების ჩართულობის საკითხს, კერძოდ იმ პროცედურებს, რის მიხედვითაც ხდება
მოსწავლეების შერჩევა ბანაკებში მონაწილეობის მიღების მიზნით.
ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, რომ ბანაკები 2018 წლიდან ეწყობა და ამ წლების
განმავლობაში ყველა დიდ ქალაქში ჩატარდა. პროგრამები საკმაოდ დატვირთულია და
თეორიულ სწავლებასთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოებს. ინფორმაციის
მიწოდება ხორციელდება რესურს ცენტრების მეშვეობით, რომლებიც კონკურსის შესახებ
სკოლებს აყენებენ საქმის კურსში. მოსწავლეთა შერჩევისას ყურადღება მახვილდება
მოტივაციაზე.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ცნობად
მიიღეს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების შესახებ 2024 წელს
განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია 2025 წლის სამოქმედო გეგმის
შესახებ.
სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე