სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2024 წლის ანგარიშისა და 2025 წლის სამოქმედო გეგმის მოსმენა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.03.2025
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#[55be]/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-03-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 8

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
3/14/25, 1:05 PM საქართველოს პარლამენტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა თარიღი 17 მარტი 2025 13:00 2025 წლის 17 მარტი, 13:00 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/408; 05.07.2024) (წამყვანი კომიტეტი; I მოსმენა); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე; 2. სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2024 წლის ანგარიშისა და 2025 წლის სამოქმედო გეგმის მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი. https://parliament.ge/print/announcement/3182?local=true 1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომის ოქმი N8 ქ. თბილისი 2025 წლის 17 მარტი სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე; კომიტეტის წევრები: ვლადიმერ ბოჟაძე, გიორგი ჭყონია, გოდერძი ჩანქსელიანის უფლებამონაცვლე ანტონ ობოლაშვილი, ზაურ დარგალი, ალექსანდრე დალაქიშვილი, გიორგი ხახუბია. კომიტეტის აპარატის თანამშრომლები: დენის სალუქვაძე - კომიტეტის აპარატის უფროსი, ნანა გოგიტიძე, ნათია შამათავა, მანანა მოსიძე, ანი სისორდია, ხათუნა მუკბანიანი, მარიამ ბლიაძე და ელისო შანავა - სხდომის მდივანი. დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/408; 05.07.2024) (წამყვანი კომიტეტი; I მოსმენა); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე; 2. სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2024 წლის ანგარიშისა და 2025 წლის სამოქმედო გეგმის მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი. სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ. მან დაადასტურა სხდომის უფლებამოსილებისთვის საჭირო კვორუმის არსებობა და კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. I საკითხი მაია ბითაძემ სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძეს. მომხსენებელი: ნინო ენუქიძე - მან პირველი მოსმენით წარმოადგინა კანონპროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“. მისი განმარტებით, ცვლილება მიზნად ისახავს წიაღის აუქციონების ვადების ოპტიმიზაციას. ამჟამინდელი კანონმდებლობის მიხედვით, ვადები დიფერენცირებულია: სხვადასხვა სახეობის რესურსისთვის ისინი 15 ან 30 დღეს შეადგენს. ამჟამინდელი რეგულაცია გარკვეულ პრობლემებს ქმნის, რადგან თავდაპირველად ინფორმაცია 3 დღის განმავლობაში თავსდება წიაღის ვებგვერდზე, ხოლო შემდეგ გადადის www.eauction.ge-ზე. აღნიშნულ საკითხზე ჩატარებული რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) შედეგად დადგინდა, რომ აუქციონის გამოცხადებისთვის ოპტიმალური მინიმალური ვადა 10 დღე უნდა იყოს. მთავრობის ინიციატივის შესაბამისად, კანონში განისაზღვრება, რომ ლიცენზიის მოპოვების მიზნით აუქციონის ვადა არანაკლებ 10 დღე უნდა იყოს. აუქციონი გამოცხადდება www.eauction.ge-ზე. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ექნება უფლებამოსილება საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს დამატებითი ვადა, თუმცა მინიმალური ვადა ფიქსირებულად დარჩება 10 დღედ. კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა ერთხმად გადაწყვიტა: კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებულად ცნო და წარმოდგენილი შენიშვნის გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას. II საკითხი მაია ბითაძემ სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს სოლომონ პავლიაშვილს. მოისმინეს სოლომონ პავლიაშვილის ინფორმაცია: მან აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ კონვენციის (ორჰუსის კონვენციის) პრინციპების შესრულებას ეროვნულ დონეზე და, ასევე, საქმიანობას წარმართავს გაეროს ევროპის ეკონომიკის კომისიის (UNECE) „განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ სტრატეგიის ხედვებისა და მიმართულებების შესაბამისად. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად. აღნიშნული ვალდებულებებისა და მიზნების შესასრულებლად ცენტრი მუდმივად უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი მიმართულებით განათლებისა და ცნობიერების დონის ზრდის ხელშეწყობას, მათ შორის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის - საგანმანათლებლო დაწესებულებების, კერძო და საჯარო სექტორების, მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. ამ შესაძლებლობების გაძლიერება ხორციელდება ტრენინგებზე, სასწავლო პროგრამებსა და კურსებზე, კონკურსებზე, საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალებზე ხელმისაწვდომობის გზით. გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრი უზრუნველყოფს საჯარო განხილვების დაგეგმვას, ორგანიზებას, კოორდინირებასა და მოდერაციას. მომხსენებლის თქმით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელებისა და მეთოდისტების გადამზადებას 2016 წლიდან ახორციელებს. ტრენინგ-კურსი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხს, რომელთა ადრეული ასაკიდან სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად. სწავლება ხორციელდება განახლებული პროგრამის მიხედვით (თემები: ბიომრავალფეროვნება, წყლის რესურსები, ნარჩენების მართვა, კლიმატის ცვლილება). 2024 წელს გარემოსდაცვითი პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამები ახალგაზრდებისთვის „ეკოლიდერთა სკოლა“, „სატყეო სკოლა“, „მწვანე ბანაკი - კლიმატის ელჩები“. პავლიაშვილის თქმით, პროფესიული გადამზადების პროგრამა - „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ ეროვნული სატყეო სააგენტოს, პროფესიული უნარების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. ტყის ინვენტარიზაციისა და ტაქსაციის პროფესიული გადამზადების პროგრამაში ჩართული იყვნენ სატყეო და მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხის მქონე პირები. მსმენელებმა განიმტკიცეს ტყესთან დაკავშირებული საბაზისო ცოდნა და გაიუმჯობესეს ტყის ინვენტარიზაციისა და ტაქსაციის საველე პირობებში განხორციელებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. 2024 წელს კურსის ფარგლებში 15 პირი გადამზადდა, რომელთაც სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები გადაეცათ. სოლომონ პავლიაშვილის მოხსენების შემდეგ, სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა, წარადგინა პრეზენტაცია. მომხსენებელი: თამარ ალადაშვილი - აღნიშნა, რომ 2024 წელს მათ 12,000 ბენეფიციარი ჰყავდათ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტის მიხედვით. ეს მოიცავდა საგანმანათლებლო, საზოგადოების მონაწილეობისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებებს, ასევე სკოლამდელი გარემოს დაცვის საკითხებს. ჯამში, გადამზადდა დაახლოებით 3,500 ადამიანი, ხოლო პროგრამა მოთხოვნის შესაბამისად ყოველწლიურად გრძელდება მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში. რაც შეეხება დაწყებითი კლასების პროგრამას, ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ მიმდინარეობს, პარალელურად კი მზადდება მე-7–მე-12 კლასებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და პროგრამები, რომლებიც გარემოსდაცვითი მიმართულებით მრავალფეროვანი იქნება. პროფესიულ განათლებაზე სამი პროგრამა არის აკრედიტირებული. თუმცა, ყოველი სამი წლის შემდეგ საჭიროა პროგრამების აკრედიტაცია. წელს დაგეგმილია სამივე პროგრამის აკრედიტაცია და ასევე დაგეგმილია ბევრი ახალი პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, ერთ-ერთი სატყეო მიმართულებაა. ალადაშვილის თქმით, პროგრამის „გარემოსდაცვითი მმართველი“ მიზანია მწვანე ბიზნესის ხელშეწყობა, კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით კომპანიებისთვის შესაბამისი კადრის მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. 2024 წელს 36 პირი მომზადდა. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები გადაეცათ. დეფიციტური გარემოსდაცვითი პროფესიების ხელშეწყობის მიზნით, 2022 წელს დაინერგა „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამა უმაღლეს სასწავლებლებში. მაგისტრატურის 32 წარჩინებულ სტუდენტს 1,500 ლარიანი სტიპენდია გადაეცა. ცენტრმა, როგორც გარემოსდაცვითი პროგრამის სამდივნოს მანდატის მქონე უწყებამ, ჩაატარა გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის 2 სხდომა. კოორდინაცია გაუწია სამუშაო ჯგუფის მუშაობას, საპროექტო წინადადების მიღებას/დამუშავებას კომისიაზე წარდგენის მიზნით. ცნობიერების ამაღლების მიზნით, შემუშავდა საინფორმაციო ბიულეტენი კომისიის მუშაობის, სტრუქტურის, საპროექტო წინადადებების შესახებ. ასევე, შეიქმნა ტრენინგ-მოდული ადგილობრივი თვითმმართველობების (მუნიციპალიტეტების მერები, მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები) წარმომადგენლებისთვის თემაზე „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემა“ და ჩატარდა შესაბამისი ტრენინგი. ცენტრის მიერ ჩატარებულ გარემოსდაცვითი მიმართულებით განათლებისა და ცნობიერების დონის ასამაღლებელ ღონისძიებებში, ასევე საჯარო განხილვებში/დისკუსიებში, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 1,254 პირმა. ხოლო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, 2024 წლის განმავლობაში ცენტრის მიერ 190 საჯარო განხილვა დაორგანიზდა და ჩატარდა. კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა ერთხმად გადაწყვიტა: ცნობად იქნეს მიღებული სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ 2024 წლის ანგარიშისა და 2025 წლის სამოქმედო გეგმის მოსმენა. (ოქმს თან ერთვის სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ პრეზენტაცია). სხდომის თავმჯდომარე მაია ბითაძე სხდომის მდივანი ელისო შანავა
ოქმი
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი განხორციელებული პროგრამები და სამომავლო გეგმები 2025 წელი ცენტრის მიზნები და ვალდებულებები საზოგადოების გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება საჯარო განხილვების ორგანიზება და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განათლება მდგრადი განვითარებისთვის (ESD) ორჰუსის კონვენცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება გარემოსდაცვით და აგრარულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქმედებები: საგანმანათლებლო/ საინფორმაციო მასალები ტრენინგები მდგრადი განვითარების მიზნები საჯარო განხილვები საინფორმაციო შეხვედრები განხორციელებული პროგრამები - 2024 სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში ზრდასრულთა ტრენინგები გარემოსდაცვითი მიმართულებით ფერმერების ტრენინგები თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ლექცია-სემინარები და თემატური სკოლები მოსწავლეებისთვის 519 1032 1254 576 511 3232 საინფორმაციო შეხვედრები მემაცივრე ტექნიკოსთა და ი/პ სერტიფიცირება მომზადება/ გადამზადების პროგრამები თემატური კონკურსები საჯარო განხილვებში მონაწილეები სკოპინგისა და გზშ-ს გამოქვეყნებული განცხადებები 1364 970 49 6 3169 217 12 000-ზე მეტი ბენეფიციარი სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება გადამზადებულ პრაქტიკოსთა რაოდენობა წლების მიხედვით 2025 2016 2024 519 2023 2022 500 159117 559 542 2017 1145 2018 253 96 2019 2021 ჯამში გადამზადებული 3430 თემები: 1. 2. 3. 4. ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო ნარჩენების მართვა წყლისა და ენერგიის დაზოგვა კლიმატის ცვლილება გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში 2020 1800 2011 2024 1032 800 2021 2022 2023 2024 2025 დაწყებითი საფეხური 53 აფხაზეთი მდგრადი განვითარების კონცეფცია 567 ჯამში 7010 103 ბიომრავალფეროვნების დაცვა სამეგრელო -ზემო სვანეთი წყლის რესურსების დაცვა ატმოსფერული ჰაერის ხარისხი 162 1366 133 ნარჩენების მართვა გურია კლიმატის ცვლილება 412 მიწის რესურსების მდგრადი მართვა აჭარა სოფლის მეურნეობა. სურსათის უვნებლობა და ხარისხი რაჭა-ლეჩხუმქვემო სვანეთი 783 მცხეთა-მთიანეთი იმერეთიi 1243 შიდა ქართლი 891 361 თბილისი სამცხე-ჯავახეთი კახეთი 371 ქვემო ქართლი გადამზადებულ მასწავლებელთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხური გარემოსდაცვითი მიმართულება აგრარული მიმართულება კლიმატის ცვლილება სურსათის უვნებლობა ტრადიციული და ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსები სოფლის მეურნეობის გამოწვევები და მიღწევები გზა მდგრადობისკენ - ცირკულარული ეკონომიკა აკვაკულტურა და მეთევზეობა ქალაქების მდგრადი განვითარება ცხოველთა ჯანმრთელობა და კეთილღეობა მდგრადი წარმოება და მოხმარება მცენარეთა დაცვა მსოფლიო ოკეანე და მასთან დაკავშირებული პრობლემები ნარჩენების მართვა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება წყლის რესურსების მდგრადი მართვა მემცენარეობა აგრონომია კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა ბიომეურნეობა და ფერმერული მეურნეობის მართვა პროფესიული განათლება პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია - 199 სთ. 27 - მონაწილე აქტივობები  14 პროფესიულ სასწავლებელთან თანამშრომლობა გარემოსდაცვითი მმართველი - 52 სთ. 57 - მონაწილე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის კლიმატგონივრული დაგეგმვა - 75 სთ.  ტრენინგები პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებისთვის - 66 მონაწილე 2025-ის გეგმები: • არსებული პროგრამების რეაკრედიტაცია • 2 ახალი პროგრამის განხორციელებბის უფლების მოპოვება უმაღლესი განათლება საერთაშორისო მემორანდუმი  ბერნის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (HAFL) - აგრარული მიმართულების უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 10 უნივერსიტეტთან თანამშრომლობა  გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებების კურსების/მოდულების შემუშავება და ინტეგრირება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში:    კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მოდულის დანერგვა ქუთაისის აკ. წერეთლისა და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტებში 8 უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შემუშავებული სასწავლო მოდული საბაკალავრო საფეხურისათვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის მართვისა და შემცირების შესახებ თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე განახლებული კლიმატის ცვლილების და შექმნილი კურსი კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ.  ტრენინგები სტუდენტებისა და ლექტორებისთვის - 92 მონაწილე „მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამა აგრარული და გარემოსდაცვითი დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობა პროგრამის გაფართოება სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგარდი განვითარება გეოლოგია გამოყენებითი გეოგრაფია გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა გარემოს დაცვის ტექნოლოგიები წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა ეკოლოგია მევენახეობა და მეღვინეობა სამთო გეოლოგია ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში ქიმიური ტექნოლოგიები და მეტალურგია აგრარული ტექნოლოგიები 10 უნივერსიტეტი 14 კოლეჯი სატყეო საქმე მებოსტნეობა ვეტერინარია მეხილეობა სასურსათო ტექნოლოგიები მებაღეობა მეფუტკრეობა 64 სტიპენდიანტი 500-1000-1500 ლ „აქტიური სტატუსის“ სტუდენტი მაღალი აკადემიური მოსწრება ახალგაზრდული პროგრამები ეკოლიდერთა სკოლა მწვანე ბანაკი - კლიმატის ელჩები ასაკი: 15-17 წელი სატყეო სკოლა რაოდენობა: 276 აგროსკოლა ახალგაზრდა მოხალისეთა ქსელი ლექცია-სემინარები ინფო-ტურები ეკოკლუბების ქსელი აგროკლუბების ქსელი თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება - 511 სამინისტროს თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროებათა კვლევა სექტორული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები ტრენინგები: • • • შშმ პირებთან კომუნიკაციისა და ქცევის ეტიკეტი სექსუალური ექსპლუატაციისა და შევიწროების პრევენცია საჯარო გამოსვლა დარგობრივი მიმართულების ტრენინგები: • • • ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხისა და რისკის რუკების გამოყენება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ექსტენცია ტრენინგები გარემოსდაცვითი მიმართულებით - 1254 მუნიციპალიტეტებისთვის:  გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემა - 68  გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები - 250  კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კატასტროფები (სპეციფიკური საფრთხეებისა და ქცევის წესები) და DRR/DRM – 168  ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხისა და რისკის რუკების გამოყენება - 78 ტრენინგები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება 300 250 200 150 მემაცივრე ტექნიკოსთა გადამზადება - 144 139 100 50 კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება:  სკოლების დირექტორები - 139  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები - 279  ლექტორები - 26  შშმ პირები - 53  ახალგაზრდები/სტუდენტები - 16 279 0 53 26 45 ტრენინგები აგრარული მიმართულებით - 575 სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ექსტენცია 83 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვის საფუძვლები 73 კარტოფილის წარმოების აგროტექნოლოგია 35 სოფლის მეურნეობა და სტანდარტები. ხარისხის ინფრასტრუქტურა 71 მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიები და სამაცივრე მეურნეობების მართვა 35 დაფნის წარმოების აგროტექნოლოგია 21 აგრობიზნესის მართვის ფინანსური ასპექტები 87 სურსათის უვნებლობა და ხარისხი 52 მარწყვის, ჟოლოს, ნივრისა და ქოთნის ყვავილების მოვლა-მოყვანა 70 ღირებულებათა ჯაჭვის კონცეფცია სოფლის მეურნეობაში 14 ქარსაფარი ზოლების გაშენება/მართვა 34 სამიზნე ჯგუფები: ფერმერები პენიტენციური დაწესებულებები კოლეჯის მასწავლებლები სტუდენტები და დაინტერესებული პირები ექსტენციონისტები ჟურნალისტები სოფლის მეურნეობის ცოდნისა და ინოვაციების სისტემა (AKIS) EU No 2021/2115*, CAP (საერთო აგრარული პოლიტიკის დოკუმენტი) მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსთა და მეწარმეთა სერტიფიცირება სტატისტიკა - 2024 • სერტიფიცირებული ფიზიკური პირი - 643 • სერტიფიცირებული მეწარმე ან იურიდიული პირი - 327 2024 წლიდან სავალდებულო სერტიფიცირება: • • ფიზიკურ პირი - 5 წლის ვადით მეწარმე ან იურიდიული პირი - 3 წლის ვადით საზოგადოების მონაწილეობა და საჯარო განხილვები • საქართველოს კანონი - გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი • მუნიციპალიტეტების ტრენინგები • ei.gov.ge - პორტალის განვითარება ჩატარებული საჯარო განხილვების რაოდენობა 70 60 50 193 58 49 46 40 40 30 20 10 0 I კვ. 2024 II კვ. 2024 III კვ. 2024 IV კვ. 2024 https://eiec.gov.ge გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის სამდივნო ფუნქცია-მოვალეობები: • სხდომის მომზადება და ჩატარება • სამუშაო ჯგუფების შექმნა და მუშაობის კოორდინაცია • სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა • სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან, სხვა უწყებებიდან და საზოგადოებისგან შესული წინადადებების მიღება-დამუშავება • ანგარიშის მომზადება გაწეული საქმიანობის შესახებ 2024 წელს: • ჩატარებული სხდომების რაოდენობა - 2 • შემოსული წინადადებების რაოდენობა - 53 გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელება და ცნობიერების დონის ამაღლება საინფორმაციო შეხვედრები 38 კონკურსები 6 მწვანე და აგრარული დღეების აღნიშვნა, ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები 30 საინფორმაციო და საგანმანათლებლო მასალები 12 სტრატეგიული დოკუმენტები დასრულებული: მეხუთე ეროვნული შეტყობინება (5NC) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ პირველი გამჭვირვალობის ორწლიური ანგარიში (1BTR) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ მიმდინარე: ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (NBSAP) სათბურის აირების ეროვნული ინვენტარიზაციის ანგარიში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ დაგეგმილი: საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმა (NAP) საგრანტო პროექტები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში 31 სამიზნე მუნიციპალიტეტი პერიოდი: 10.2020-12.2026 V ეროვნული შეტყობინებისა და საქართველოს I ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის შემუშავება UNFCCC-სთვის პერიოდი: 07.2022-06.2025 სასოფლო სამეურნეო ცოდნის მხარდაჭერა (VET 3) საქართველოში სატყეო განათლებისა და ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა ECO.Georgia 6 სამიზნე რეგიონი 8 სამიზნე მუნიციპალიტეტი პერიოდი: 2023-2025 პერიოდი: 12.2021-02.2028 საქართველოში ადაპტაციის ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავებისთვის შესაძლებლობების გაზრდა ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (NBSAP) შემუშავება პერიოდი: 2025 - 2026 პერიოდი: 2025 საერთაშორისო თანამშრომლობა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი info@eiec.gov.ge www.eiec.gov.ge 032 211 20 23