საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაში (ქ. ვენა, ავსტრიის რესპუბლიკა, 20-21 თებერვალი, 2025 წ.) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (ნ. სამხარაძე, მ. ბითაძე, ლ. მახაშვილი) მონაწილეობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-24
ბიუროს ნომერი 33
📜 ტექსტი
წერილი
2-3749/25
21-03-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ეუთოს მუდმივმოქმედი დელეგაციის,
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაში (ქ. ვენა, ავსტრიის რესპუბლიკა, 2021 თებერვალი, 2025 წ.) მონაწილეობის ანგარიშს.
დანართი 3 გვ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ეუთოს მუდმივმოქმედი დელეგაციის
ვიზიტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაზე (ქ. ვენა,
ავსტრიის რესპუბლიკა, 20-21 თებერვალი, 2025 წ.)
საქართველოს პარლამენტის ეუთოს მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა
მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომის მუშაობაში (20-21
თებერვალი). დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარე ნ. სამხარაძე. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მ. ბითაძე და
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლ. მახაშვილი.
ზამთრის სხდომის ფარგლებში ჩატარდა ორი პლენარული სესია (ასამბლეის სამივე
კომიტეტის გაერთიანებული სხდომა) და სამივე კომიტეტის სხდომა.
ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების
კომიტეტზე და გერმანელი მომხსენებლის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის
მომხსენებლის სამომავლო ანგარიში შეაფასა, სადაც რუსეთის მიერ განხორციელებულ
ოკუპაციებზე საუბრისას, საქართველო არ იყო ნახსენები. მან აღნიშნა, რომ
საქართველოსათვის მთავარ საფრთხეს და გამოწვევას კვლავაც რუსული ოკუპაცია
წარმოადგენს და მოუწოდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას და მის წევრ ქვეყნებს
დაგმონ 15 თებერვალს აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები.
„ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს
საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და საქართველოს სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მორიგ მცდელობას. შემაშფოთებელია, რომ
ევროპული სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა არ დაგმო ე.წ. არჩევნების ჩატარება.
ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მსგავსი მიდგომით, ჩნდება განცდა,
რომ არც ეუთო-ს და არც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვთ საკმარისი
რესურსი, რომ უზრუნველყონ სტაბილურობა, მშვიდობიანი თანაცხოვრება,
ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა და მიმდინარე ოკუპაციის დასრულება“ განაცხადა ნ. სამხარაძემ. კომიტეტის ანგარიშის მომხსენებელმა საპასუხოდ განაცხადა,
რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხი აუცილებლად დაემატება
ანგარიშში.
მაია ბითაძემ ეკომიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე სიტყვით მიმართა
ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის
კომიტეტს. აღნიშნულ საკითხებზე საუბრისას, მან ხაზი გაუსვა ეუთო-ს წევრი
სახელმწიფოების ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობასა და
ორგანიზაციის წამყვან როლს მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში. „ბოლო
წლებში საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების
რიცხვი, მათ შორის წყალდიდობა, გვალვა და ტყის ხანძრები, 30%-ზე მეტით
გაიზარდა. ამ ფონზე საგულისხმოა სოფლის მეურნეობის სექტორის მოწყვლადობის
ზრდაც, რომელზეც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკონომიკურად არის
დამოკიდებული. საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს კლიმატის ცვლილების
შერბილებისა და მასთან ადაპტაციის მიმართულებით. ამ კუთხით აღსანიშნავია,
საერთაშორისო
პარტნიორებთან
მჭიდრო
თანამშრომლობით,
მწვანე
ინფრასტრუქტურის განვითარება და ადრეული გაფრთხილების სისტემების
დანერგვა“ - განაცხადა მ. ბითაძემ.
ლევან მახაშვილმა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული
საკითხების კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახალმა
ტექნოლოგიებმა და სოციალურმა მედიამ დიდი გავლენა მოახდინა საარჩევნო
გარემოზე და დღესდღეობით ეს წარმოადგენს, როგორც შესაძლებლობას
დემოკრატიული პროგრესისათვის, ასევე გამოწვევას საარჩევნო პროცესებისათვის.
„საქართველოში, პირველად ჩვენს ისტორიაში, გამოვიყენეთ SmartMatic-ის
ელექტრონული აპარატები ამომრჩეველთა რეგისტრაციისათვის. აღნიშნულმა ხელი
შეუწყო საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას საარჩევნო სისტემის მიმართ, თუმცა
ტექნოლოგიების შესაძლებლობა, რომ გაზარდოს საზოგადოებრივი ნდობა, რისკებსაც
შეიცავს, როდესაც მას ადამიანები ბოროტად იყენებენ. მაგალითად, 2024 წელს
საქართველოში ვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე
არჩევნების დისკრედიტაცია და პოლიტიკური პროცესების დესტაბილიზაცია
ოპოზიციური ჯგუფებისა და მათთან დაკავშირებული უცხოური აქტორების მიერ,
კოორდინირებული დეზინფორმაციისა და სიცრუის კამპანიების მეშვეობით“ განაცხადა ლ. მახაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა აგრეთვე მიიღეს მონაწილეობა 21
თებერვალს
პლენარულ
სესიაზე
გამართულ
დებატებში.
დელეგაციის
ხელმძღვანელმა ნ. სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა მ. ბითაძემ და ლ. მახაშვილმა
გაამახვილეს ყურადღება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა
და აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე, აგრეთვე საქართველოში ჩატარებულ
საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ჩატარდა პლურალისტურ გარემოში და ახალი
ტექნოლოგიების გამოყენებით.
21 თებერვალს ჩატარებულ მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა
ეუთო-ს სივრცეში ჩატარებულ 4 არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები,
მათ შორის, საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო
არჩევნებზე ანგარიში. ამ საკითხზე მოხსენება გააკეთა სადამკვირვებლო მისიის
სპეციალურმა კოორდინატორმა, პასკალ ალიზარდმა, რომელმაც ხაზი გაუსვა
არჩევნების სათანადო ორგანიზებასა და კონკურენტულ გარემოს. მისიის
ხელმძღვანელმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ კი
აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ეუთო-ს საარჩევნო რეკომენდაციების გათვალისწინება.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნ. სამხარაძემ მადლობა
გადაუხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას საარჩევნო მისიის ორგანიზებისათვის
და გამოთქვა მზაობა, ითანამშრომლოს ასამბლეასთან საარჩევნო რეკომენდაციების
შესრულების თაობაზე.
ვენაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი,
ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა ეუთო-ს ახალ გენერალურ მდივანს, ფერიდუნ
სინირლიოღლუს. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს შიდა პოლიტიკურ
პროცესებზე, ჩატარებულ არჩევნებსა და მის შემდგომ მიმდინარე მოვლენებზე. ნ.
სამხარაძემ ეუთო-ს გენერალურ მდივანს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და
ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია. მან ხაზი გაუსვა
გასულ კვირას ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო
არჩევნებს. მხარეებმა აგრეთვე მიმოიხილეს გლობალური უსაფრთხოების საკითხები
და ეუთო-ს სივრცეში მიმდინარე კონფლიქტები.
საგრეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ვენაში
ავსტრიის ფედერალური საბჭოს ინოვაციებისა და მომავლის კომიტეტის
თავმჯდომარეს და ევროკავშირის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს,
სოციალურ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარეს, შტეფან შენახსა და ასევე,
ავსტრიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ანდრეას მინიხს შეხვდა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტით გათვალისწინებული შემდეგი
ღონისძიების - ყოველწლიური სხდომის ჩატარება დაგეგმილია ა.წ. 28 ივნისიდან 3
ივლისის ჩათვლით პორტუგალიაში, .ქ. პორტოში.