საქართველოს პარლამენტის 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი, 2025 წლის 17 თებერვლის ბიუროს №21/12 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტის 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-31
ბიუროს ნომერი 33
📜 ტექსტი
წერილი
2-3763/25
21-03-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 21 მარტს გაიმართა 2003-2012 წლებში მოქმედი
რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის
შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის
მორიგი სხდომა.
აღნიშნულ სხდომაზე, კომისიამ განიხილა კომისიის დებულების ცვლილების
პროექტი, რომლსაც კენჭი ეყარა და ის ერთხმად იქნა მიღებული.
წარმოგიდგენთ კომისიის მიერ მოწონებული კომისიის დებულების პროექტს
დასამტკიცებლად.
პატივისცემით,
კომისიის თავმჯდომარე
თეა წულუკიანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დებულება
1. „მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 67-ე მუხლის
დადგენილი წესით, პირს ჩამოართვას ახსნა-განმარტება;“.
მე-9
პუქტით
2. „მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები,
ასევე, დადგენილი წესით გაეცნოს კომისიის მასალებს;“.
3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კომისია, ასევე, კომისიის მიერ განსაზღვრული კომისიის წევრი წერილობითი ან
ზეპირი ახსნა-განმარტების ჩამორთმევის მიზნით მოწვეულ პირს წინასწარ
განუმარტავს, რომ ახსნა-განმარტების ჩამორთმევის პროცესი გადაიცემა
პირდაპირი ტრანსლაციით ან/და იწერება აუდიო/ვიდეო მოწყობილობის
მეშვეობით და აფრთხილებს მას ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმის ან
ახსნა-განმარტების მიცემისათვის თავის არიდების, ანდა შეგნებულად ცრუ ახსნაგანმარტების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.“.
4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8-მე-10 პუნქტები:
„კომისიისათვის მომუშავე ადმინისტრაციულ პერსონალს უფლება აქვს, დაესწროს
კომისიის ღია სხდომებს. დახურული სხდომის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას
იღებს კომისია.“;
„კომისიას უფლება აქვს სხდომაზე დისტანციური ჩართვის მეშვეობით მოუსმინოს
პირს, რომელიც არ იმყოფება საქართველოში, განთავსებულია თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებაში ან ფიზიკურად ვერ ცხადდება კომისიის წინაშე სხვა
საპატიო მიზეზით.“;
„პირს, რომელმაც კომისიას ან მის წევრს მისცა ახსნა-განმარტება, უფლება აქვს,
კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ, გაითხოვოს გასაუბრების ოქმი და
შესაბამისი აუდიოჩანაწერი.“.
დანართი
„მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 67-ე მუხლის მე-9 პუქტით დადგენილი წესით, პირს ჩამოართვას ახსნა-განმარტება;“.
„მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ასევე, დადგენილი წესით გაეცნოს კომისიის მასალებს;“.
მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კომისია, ასევე, კომისიის მიერ განსაზღვრული კომისიის წევრი წერილობითი ან ზეპირი ახსნა-განმარტების ჩამორთმევის მიზნით მოწვეულ პირს წინასწარ განუმარტავს, რომ ახსნა-განმარტების ჩამორთმევის პროცესი გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით ან/და იწერება აუდიო/ვიდეო მოწყობილობის მეშვეობით და აფრთხილებს მას ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმის ან ახსნა-განმარტების მიცემისათვის თავის არიდების, ანდა შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.“.
მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8-მე-10 პუნქტები:
„კომისიისათვის მომუშავე ადმინისტრაციულ პერსონალს უფლება აქვს, დაესწროს კომისიის ღია სხდომებს. დახურული სხდომის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს კომისია.“;
„კომისიას უფლება აქვს სხდომაზე დისტანციური ჩართვის მეშვეობით მოუსმინოს პირს, რომელიც არ იმყოფება საქართველოში, განთავსებულია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან ფიზიკურად ვერ ცხადდება კომისიის წინაშე სხვა საპატიო მიზეზით.“;
„პირს, რომელმაც კომისიას ან მის წევრს მისცა ახსნა-განმარტება, უფლება აქვს, კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ, გაითხოვოს გასაუბრების ოქმი და შესაბამისი აუდიოჩანაწერი.“.