საქართველოს პარლამენტის წევრის დავით მათიკაშვილის მიერ წარმოდგენილი, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.03.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი
ნომერი
#2-3840/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-31
ბიუროს ნომერი 33

📜 ტექსტი

წერილი
2-3840/25 25-03-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ბატონო ნიკოლოზ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად გიგზავნით დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიშს. დანართი: 2 ფურცელი. პატივისცემით, პარლამენტის წევრი დავითი მათიკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში პერიოდი: 2024 წლის იანვარი - 2025 წლის მარტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართულ საპრეზიდენტო და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში. 2025 წლის 3 მარტს გაიმართა 2024 წელს დაგეგმილი სუამის საპარლამენტო ასამბლეის სესია. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------2024 წლის 7 თებერვალი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში ბაქო, აზერბაიჯანის რესპუბლიკა დელეგაციის შემადგენლობა: დავით მათიკაშვილი, დელეგაციის ხელმძღვანელი. 2024 წლის 7 თებერვალს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით მათიკაშვილი მიწვეული იყო აღნიშნულ არჩევნებზე, როგორც სუამის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წევრი. ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ უკრაინის და მოლდოვას რესპუბლიკის წარმომადგენლები. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------2024 წლის 7 თებერვალი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში ბაქო, აზერბაიჯანის რესპუბლიკა დელეგაციის შემადგენლობა: დავით მათიკაშვილი, დელეგაციის ხელმძღვანელი 2024 წლის 1 სექტემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებზე დამკვირვებლად მიწვეული იყო სუამის საპარლამენტო ასამბლეაც. ასამბლეის მისიაში შედიოდნენ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას რესპუბლიკის წარმომადგენლები. საქართველოს მხრიდან, ასამბლეის მისიაში მონაწილეობა მიიღო სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით მათიკაშვილმა. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------2025 წლის 3 მარტი სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტები, ბიურო და სესია ვირტუალური ფორმატი მონაწილეები: თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე რამიშვილი 2025 წლის 3 მარტს, აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით, ვირტუალურ ფორმატში გაიმართა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის სამუშაო შეხვედრა, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის 2024 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა. შეხვედრაში საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას ეროვნული საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ. სესიის განმავლობაში დეპუტატებმა მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ბიუროს სხდომაზე დაამტკიცეს დასკვნითი დოკუმენტის - ასამბლეის კომუნიკეს საბოლოო ვარიანტი და სიტყვით გამოვიდნენ ასამბლეის შეხვედრაზე. კომიტეტების ერთობლივი შეხვედრის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ სუამის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ძლიერი დარგობრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა ყოველთვის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. დეპუტატის აზრით, საჭიროა დიალოგის, ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის წახალისება და ახალი პროექტებისა და ინიციატივებისთვის პრიორიტეტის მინიჭება. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სუამის რეგიონში ფართო შესაძლებლობები იკვეთება ვაჭრობის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით, რომლის განხორციელებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ეროვნულ პარლამენტებსაც. ასამბლეის დღის წესრიგით გათვალისწინებული თემები იყო სუამის რეგიონში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობის დაცვა, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მდგრადობის შენარჩუნება. სესიაზე გამოსვლისას, თორნიკე ჭეიშვილმა ისაუბრა სუამის რეგიონში იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ წევრი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის. მან ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას და დეპუტატებს გააცნო ის პრიორიტეტები, რომლებიც ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგშია. სესიის ბოლოს, ასამბლეამ მიიღო დასკვნითი დოკუმენტი - ასამბლეის კომუნიკე. 2025 წელს, ასამბლეის საქმიანობას საქართველო უხელმძღვანელებს. 2024 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი