საქართველოს პარლამენტის 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი, 2025 წლის 17 თებერვლის ბიუროს №21/12 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტის 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დებულება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.03.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი
ნომერი
#2-3828/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-31
ბიუროს ნომერი 33

📜 ტექსტი

წერილი
2-3828/25 25-03-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 25 მარტს გაიმართა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე, კომისიამ განიხილა კომისიის დებულების ცვლილების პროექტი, რომლსაც კენჭი ეყარა და ის ერთხმად იქნა მიღებული. წარმოგიდგენთ კომისიის მიერ მოწონებული კომისიის დებულების პროექტს დასამტკიცებლად. პატივისცემით, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დანართი
დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „კომისიას უფლება აქვს, ახსნა-განმარტების მისაცემად გამოცხადებული პირები სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ერთდროულად დაუშვას სხდომის დარბაზში და მათ კითხვები დაუსვას რიგ-რიგობით, ან მისცეს მათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, ერთმანეთს მიმართონ შეკითხვით.“