საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია მიმდინარე მოწვევაში საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების თაობაზე, 2025 წლის 24 მარტის მდგომარეობით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-31
ბიუროს ნომერი 33
📜 ტექსტი
წერილი
2-3878/25
25-03-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2
პუნქტის შესაბამისად წარმოგიდგენთ ინფორმაციას მიმდინარე მოწვევაში
საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი
დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის
თაობაზე, 2025 წლის 24 მარტის მდგომარეობით.
დანართი: 19 ფურცელი.
1.საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების
გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა
შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში 2025 წლის 24 მარტამდე და
ჯერ არ შესრულებულა (4 ფურცელი);
2. საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების
გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა
შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ 2024 წლის
12 დეკემბრიდან – 2025 წლის 24 მარტამდე დროის მონაკვეთში, ან
ნორმატიული აქტით განსაზღვრული შესრულების ვადის გასვლის შემდეგ
(15 ფურცელი).
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავითი მათიკაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დანართი
დანართი N1
საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი
დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა
მიმდინარე მოწვევაში 2025 წლის 24 მარტამდე და ჯერ არ შესრულებულა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი
საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
შესახებ“ N6823-რს, 14.07.2020
მუხლი 37. გარდამავალი დებულებები
5. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა:
ა) 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ პერსონალური ასისტენტის სერვისის
პროგრამული გაწერა, სერვისის მოცულობის განსაზღვრა და შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისი მიწოდების წესების შემუშავება;
მუნიციპალიტეტების აბსოლუტურ უმრავლესობაში პერსონალური ასისტენტის სერვისის
პროგრამები დამტკიცებულია, ხოლო დარჩენილ რამდენიმე მუნიციპალიტეტში უახლოეს მომავალში
დამტკიცდება. (კომიტეტის ინფორმაცია №2-2967/25; 07.03.2025)
საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ცვლილება №3847-XIIIმს-Xმპ, 30.11.2023)
მუხლი 64.
7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის
სამინისტრომ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტრომ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შემდეგი სამართლებრივი
აქტების გამოცემა:
ა) ამ კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, საქმეთა გადანაწილების წესის განსაზღვრის
შესახებ;
ბ) ამ კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სოციალური მუშაკის
საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების წესისა და პირობების დადგენის
შესახებ.
შესრულებულია ნაწილობრივ. კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აგრეთვე საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ აღნიშნული დავალებები
1
შესრულებულია. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
შესასრულებლად. (კომიტეტის ინფორმაცია 07.03.2025)
აგრძელებს
მუშაობას
დავალების
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე N5948-სს, 22.05.2020
მუხლი 67 1.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა:
ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ბრძანება „ზონებისა და აგლომერაციების
კლასიფიკაციის შესახებ“.
მიმდინარეობს მუშაობა. მინისტრის ბრძანების პროექტი შემუშავებულია და საბოლოო
კონსულტაციების დასრულების შემდეგ მოხდება მისი მიღება (კომიტეტის ინფორმაცია 18.03.2025)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ №4169-XIVმს-Xმპ, 15.05.2024
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში (29.11.2024-მდე)
უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით
გათვალისწინებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის
პირველი პუნქტითა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება.
მუხლში მითითებული დავალების (ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება) შესრულების
ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით 2025 წლის 12 მარტს საქართველოს პარლამენტში
განხორციელდა კანონპროექტის ინიციირება (კომიტეტის ინფორმაცია, 13.03.2025)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ №173-Iმს-XIმპ, 13.12.2024
მუხლი 2
1. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს:
2
ა) პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა
განსაზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება;
და
პირობების
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 14.03.2025)
ბ) პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის
ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცება.
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 14.03.2025)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №4206-XIVმს-Xმპ,
29.05.2024
მუხლი 2
4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
ზედამხედველობის სამსახურის მიერ სანქციის სახის/ოდენობის განსაზღვრისა და
სანქციის დაკისრების წესის დადგენის თაობაზე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის ზედამხედველობის სამსახური შეიმუშავებს 2025 წლის 1 იანვრამდე.
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 13.03.2025)
საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №4206-XIVმს-Xმპ,
29.05.2024
მუხლი 2
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-9
მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულ გამოქვეყნებული ანგარიშგებების კანონით
დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
3
აუდიტის ზედამხედველობის სამსახური შეიმუშავებს ამ პუნქტის ამოქმედებიდან 8
თვის ვადაში (14.02.2025-მდე).
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 13.03.2025)
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების წესს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის ზედამხედველობის სამსახური შეიმუშავებს ამ პუნქტის ამოქმედებიდან 8
თვის ვადაში (14.02.2025-მდე).
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 13.03.2025)
საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ №4207-XIVმს-Xმპ, 29.05.2024
მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულება
−
ბუღალტრული
აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ამ კანონის
ამოქმედებიდან 8 თვის ვადაში (14.02.2025-მდე) შეიმუშავებს აუდიტორული ფირმის
მიერ აუდიტის კომიტეტისთვის წარსადგენი დამატებითი ანგარიშის მომზადებისა
და წარდგენის წესს.
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 13.03.2025)
4
დანართი
დანართი N2
საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი
დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა
მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ 2024 წლის 12 დეკემბრიდან - 2025 წლის 24
მარტამდე დროის მონაკვეთში, ან შესრულების ვადის გასვლის შემდეგ.
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
საქართველოს კანონი „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და
სურსათის შეწირულების შესახებ“ №3548-XIIIმს-Xმპ, 04.10.2023
მუხლი 13. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული
აქტები
საქართველოს მთავრობამ:
ბ) არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა დაამტკიცოს სურსათის ნარჩენების მართვის
კონცეფცია.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №444; 26.12.2024
საქართველოს კანონი „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული
სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და
მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №4434XVIმს-Xმპ, 17.09.2024.
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით 2025 წლის 1 იანვრამდე
დადგენილებით დაამტკიცოს იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა,
რომელთა ჯიშებიც ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე
გამოცდას/შემოწმებას.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №456; 27.12.2024
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი
საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ (ცვლილება №4359-XIVმსXმპ, 27.06.2024)
მუხლი 64.
1
3. დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს, 2024 წლის 1 ოქტომბრამდე, საქართველოს პარლამენტისა და ამ
კანონის VIII თავით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილი დაწესებულებების
მონაწილეობით შეიმუშაოს სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების პროგრამის
დარგობრივი მახასიათებლები.
შესრულებულია. კომიტეტის ინფორმაცია (07.03.2025)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე № 2251-IXმს-Xმპ; 02.11.2022
მუხლი 2.
4. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, 2024 წლის 1 იანვრამდე
უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა/ამ კანონთან
შესაბამისობა.
შესრულებულია.
საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №4366-XIVმს-Xმპ, 27.06.2024
მუხლი 2.
1. 2024 წლის 1 ნოემბრიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს შეუწყდეს
უფლებამოსილება.
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ახალი
საკოორდინაციო
საბჭოს
შექმნასთან
დაკავშირებული
ღონისძიებების
განხორციელება.
შესრულებულია.
საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ №4299-XIVმს-Xმპ, 27.06.2024
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში (04.01.2025-მდე)
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ
2
უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტის გამოცემა და სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა.
შესრულებულია.
საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ №4298-XIVმს-Xმპ, 27.06.2024
მუხლი 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში (04.01.2025-მდე)
საქართველოს მთავრობამ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტრომ უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე
აქტების ამ კანონთან შესაბამისობა/მიღება/გამოცემა.
შესრულებულია.
გარემოს და დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“ (ცვლილება№157-Iმს-XIმპ,
13.12.2024)
მუხლი 49.
21. 2025 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ დადგენილებით
განსაზღვროს საქმიანობები, რომლებზედაც 2028 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება
ამ კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ვალდებულებები.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №44, 21.02.2025
საქართველოს კანონი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ №3423-XIმს-Xმპ,
30.06.2023
მუხლი 37. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული
აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები
1. 2026 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შემდეგი
სამართლებრივი აქტების მიღება:
ბ) „მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე“;
საქართველოს მთავრობის დადგენილება №66, 06.03.2025
3
ო) „სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და
საქმიანობის წესის თაობაზე“.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №45, 21.02.2025
საქართველოს კანონი „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და
დაცულობის შესახებ“ №3284-XIმს-Xმპ, 16.06.2023
მუხლი 69. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები (გამოსაცემი)
ნორმატიული აქტები
1. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება:
ნ)
მაიონებელი
გამოსხივების
წყაროებთან
მოპყრობის
რადიაციული
უსაფრთხოების ნორმები და ძირითადი მოთხოვნების ტექნიკური რეგლამენტი;
საქართველოს მთავრობის დადგენილება №77, 17.03.2025
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი
საქართველოს კანონი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ N5646-რს,
20.12.2019
მუხლი 162.
1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:
ა.გ) 12 თვის ვადაში 27.12.2020-მდე − შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების
მიღება ან /და მოქმედ აქტებში ცვლილებების შეტანა ამ კანონის მოთხოვნათა
გასათვალისწინებლად;
შესრულებულია.
საქართველოს კანონი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ N5646-რს,
20.12.2019
მუხლი 165. ანგარიშების განცალკევება
3. წყალმომარაგების ლიცენზიატებისთვის ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი
სისტემის დამტკიცება კომისიამ უზრუნველყოს 2024 წლის 31 დეკემბრამდე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
დადგენილება №43, 24.12.2024
4
საქართველოს კანონი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ №2738-XIმს-Xმპ,
04.04.2023
მუხლი 3.
2. მუნიციპალიტეტებმა 2024 წლის 1 იანვრამდე დაადგინონ მათ ადმინისტრაციულ
საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობები, აგრეთვე მწვანე
ნარგავების გაშენების, მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემისა და მათი
საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესი და პირობები.
შესრულებულია.
საქართველოს კანონი „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №2587-XIმს-Xმპ; 09.02.2023
მუხლი 2
1. მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა 2024 წლის 1 ივნისამდე
უზრუნველყონ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტისა და მოსაკრებლის
განაკვეთების ამ კანონთან შესაბამისობა.
შესრულებულია.
საქართველოს კანონი „ტურიზმის შესახებ“ №3969-XIIIმს-Xმპ, 15.12.2023
მუხლი 50. გარდამავალი დებულებები
1. საქართველოს მთავრობამ:
ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის
საქმიანობების პრინციპები, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვების ან/და
გაუქმების წესი და პირობები;
საქართველოს მთავრობის დადგენილება №465, 30.12.2024
კ) ამ კანონის ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში (28.02.2024-მდე) დაამტკიცოს
„კურორტების შესახებ“ დადგენილება;
საქართველოს მთავრობის დადგენილება №15, 21.01.2025
საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ №4373-XVრს-Xმპ, 18.07.2024
5
მუხლი 2
1. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:
ბ) „არაავტომატური აწონის საშუალებების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების მიღება;
საქართველოს მთავრობის დადგენილება №481, 31.12.2024
გ) „გაზომვის საშუალებების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების
თაობაზე“ დადგენილების მიღება.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №480, 31.12.2024
საქართველოს კანონი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსი“(ცვლილება №2998-XIმს-
Xმპ, 31.05.2023)
მუხლი 64. გარდამავალი დებულებები
2. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:
გ) მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის,
განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესებისა და
პირობების დამტკიცება.
საქართველოს მთავრობის დადგენილება: №442, 25.12.2024.
3. სააგენტომ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:
ა) უსაფრთხოების სერტიფიკატისა და უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმების
დამტკიცება;
სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №1-1/157, 27.12.2024
ბ) მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის ფორმების
დამტკიცება;
სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №1-1/155, 27.12.2024
გ) მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ
ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური
ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცება;
სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №1-1/152, 24.12.2024
დ) მემანქანეთა პროფესიული სწავლების წესებისა და პირობებისა და მემანქანის
გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცება;
სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №1-1/156, 27.12.2024
6
ე) მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება;
სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №1-1/151, 24.12.2024
ვ) ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების,
მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცება;
სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №1-1/158, 27.12.2024
ზ) პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის
შეჩერებისა და გაუქმების წესების დამტკიცება.
სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №1-1/154, 24.12.2024
საქართველოს კანონი „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №2999-XIმს-Xმპ, 31.05.2023
მუხლი 2
1. საქართველოს
უზრუნველყოს:
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
სამინისტრომ
ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე:
ბ.ა) მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და
ვადების, საფასურის განაკვეთების, აგრეთვე საფასურის გადახდისა და გადახდილი
საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ნორმატიული
აქტის გამოცემა;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/24,
31.01.2025
ბ.ბ) სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა
და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის განხორციელების წესის
დამტკიცება;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/497,
30.12.2024
ბ.გ) სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 26.02.2025)
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყონ საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს და საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო
უსაფრთხოების
მოკვლევის
ბიუროს
ფუნქციონირებისთვის
შესაბამისი
ღონისძიებების განხორციელება და მათი სათანადო რესურსებით აღჭურვა.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 26.02.2025)
7
საქართველოს კანონი „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №3311-XIმს-Xმპ, 28.06.2023
მუხლი 2. 2025 წლის 2 იანვრამდე:
ა) საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს საქართველოს შიდა
სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცება;
საქართველოს მთავრობის დადგენილება №451, 27.12.2024
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ
უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა;
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 23.02.2024)
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტომ უზრუნველყოს:
გ.ა) შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო
რეგისტრაციის წესის დამტკიცება;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №67, 27.12.2024
სამინისტროს
საზღვაო
გ.ბ) შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების წესის
დამტკიცება;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №68, 27.12.2024
სამინისტროს
საზღვაო
გ.გ) ამ კანონის მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელი
ღონისძიებების განხორციელება.
შესრულებულია.
საქართველოს კანონი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ №4166-XIVმსXმპ, 15.05.2024
მუხლი 33. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი
ღონისძიებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებებით:
8
ა) 2025 წლის 1 თებერვლამდე განისაზღვროს:
ა.ა) საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრის წარმოების წესი, საქართველოს
პატენტრწმუნებულის მოწმობის ფორმა და გაცემის წესი;
სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის
თავმჯდომარის ბრძანება №12, 31.01.2025
ა.ბ) საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების
ფორმა, წესი და საგამოცდო საკითხები, საქართველოს პატენტრწმუნებულთა
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის −
სერტიფიკატის ფორმა და გაცემის წესი;
სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის
თავმჯდომარის ბრძანება №11, 31.01.2025
ა.გ) საქართველოს პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის
სავალდებულო დაზღვევის წესი, პირობები და სადაზღვევო თანხის მინიმალური
ოდენობა;
სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის
თავმჯდომარის ბრძანება №13, 31.01.2025
2. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილების ამ კანონის
მოთხოვნებთან შესაბამისობა.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №81, 21.13.2025
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
საქართველოს კანონი „თავდაცვის კოდექსი“ №3500-XIIIმს-Xმპ, 21.09.2023
მუხლი 183. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი
სამართლებრივი აქტები
1. საქართველოს მთავრობამ:
ა) ამ კოდექსის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში (12.10.2024-მდე) დაამტკიცოს:
ა.ბ) საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ
სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი;
საქართველოს მთავრობის დადგენილება №478, 30.12.2024.
9
ა.გ) სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების
ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა;
საქართველოს მთავრობის დადგენილება №412, 16.12.2024.
ა.დ) სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სხვა
პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი;
საქართველოს მთავრობის დადგენილება №478, 30.12.2024.
ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს შემთხვევითი შერჩევის პრინციპის
საფუძველზე გაწვევის წესი.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №427, 19.12.2024.
2. მინისტრმა ამ კოდექსის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში (12.10.2024-მდე)
განსაზღვროს:
ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის,
მის რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასა და
შესაბამის ანაზღაურებასთან, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო
შვებულებასთან დაკავშირებული საკითხები;
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 09.01.2025)
ბ) სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი დაწინაურების წესი და პროცედურები,
აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეების წოდებრივი კატეგორიები, რომელთა
წოდებრივი დაწინაურება ხდება ცენტრალიზებულად, შერჩევის საბჭოს
გადაწყვეტილებით;
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №101, 27.12.2024.
გ) საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული
სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების
შეჩერებისა და ანაზღაურების შენარჩუნების წესები;
ვ)
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №100, 17.12.2024.
ქმედება,
რომლის
დისციპლინური
ჩადენისთვისაც
პასუხისმგებლობა
სამხედრო
დაეკისროს,
მოსამსახურეს
ან/და
ამ
შეიძლება
ქმედებასთან
დაკავშირებული საკითხები.
შესრულებულია.
3. საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ამ კოდექსის ამოქმედებიდან
12 თვის ვადაში (12.10.2024-მდე) უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე
აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა.
შესრულებულია.
10
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე №3100-XIმს-Xმპ, 31.05.2023
მუხლი 2
2. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2023 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ
ამ კანონით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემა.
შესრულებულია.
საქართველოს კანონი საქართველოს კანონი „ეროვნული სივრცითი მონაცემების
ინფრასტრუქტურის შესახებ“ №3705-XIIIმს-Xმპ, 16.11.2023
მუხლი 16. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი
ღონისძიებები
2. კოორდინატორმა 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს
გეოპორტალისა და მეტამონაცემების ეროვნული კატალოგის შექმნა.
ეროვნული
შესრულებულია.
საქართველოს კანონი „პენიტენციური კოდექსი“ №3988-XIIIმს-Xმპ, 15.12.2023
მუხლი 146. კოდექსის ამოქმედებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები
ამ კოდექსის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში (26.12.2024-მდე) სამინისტრომ და სხვა
შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ ამ კოდექსით გათვალისწინებული
სამართლებრივი აქტების გამოცემა, აგრეთვე ამ კოდექსის 147-ე მუხლით
გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული
სამართლებრივი აქტების (მათ შორის, ერთობლივი ნორმატიული აქტების) ამ
კოდექსთან შესაბამისობა.
შესრულებულია.
საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს
ცვლილების შეტანის თაობაზე“ №4334- XIVმს-Xმპ, 27.06.2024
კანონში
მუხლი 2. 2025 წლის 3 იანვრამდე შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის
პირებმა უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე
11
აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა.
შესრულებულია.
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ №4335-XIVმს-Xმპ, 27.06.2024
მუხლი 2. 2025 წლის 3 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის
იურიდიულმა პირმა – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ თავისი
უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოს ამ კანონის შესასრულებლად
საჭირო კანონქვემდებარე აქტების გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების
ამ კანონთან შესაბამისობა.
შესრულებულია.
საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს
ცვლილების შეტანის თაობაზე“ №4336- XIVმს-Xმპ, 27.06.2024
კანონში
მუხლი 2. 2025 წლის 4 იანვრამდე შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის
პირებმა უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე
აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა.
შესრულებულია.
საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა
და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
№314-IIმს-XIმპ, 20.02.2025
მუხლი 2
2. ბიუროს ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს მთავრობამ ამ პუნქტის
ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში (03.03.2025-მდე) შექმნას სალიკვიდაციო კომისია
და განსაზღვროს მისი შემადგენლობა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.03.2025)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №268-IIმს-XIმპ,
06.02.2025
12
მუხლი 2
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე
10.03.2025-მდე თანამდებობაზე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის
− საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის
თავმჯდომარე.
შესრულებულია.
3. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე
დაამტკიცოს 10.03.2025-მდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის
დებულება და საშტატო ნუსხა, აგრეთვე განსაზღვროს მისი ქონების შექმნის წესი.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №65; 04.03.2025
საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №262-IIმს-XIმპ,
06.02.2025
მუხლი 2
1. საქართველოს კულტურის მინისტრმა ამ კანონის პირველი მუხლის
ამოქმედებამდე 10.03.2025-მდე თანამდებობაზე დანიშნოს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული
ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი.
შესრულებულია.
3. საქართველოს კულტურის მინისტრმა ამ კანონის პირველი მუხლის
ამოქმედებამდე 10.03.2025-მდე დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის
დებულება და საშტატო ნუსხა, აგრეთვე განსაზღვროს მისი ქონების შექმნის წესი.
საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანება №05/03; 05.03.2025
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №3949-XIIIმს-Xმპ,
15.12.2023
მუხლი 2
3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში
(28.12.2024-მდე) უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი
აქტის გამოცემა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამართლებრივ
აქტებში ცვლილებების შეტანა.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 14.02.2025)
13
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტმა ამ კანონის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში (28.12.2024-მდე)
უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებულ ერთობლივ სამართლებრივ აქტში
შესაბამისი ცვლილების შეტანა.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 14.02.2025)
სპორტის კომიტეტი
საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა
და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
№82-Iმს-XIმპ, 12.12.2024
მუხლი 2
8. საქართველოს მთავრობამ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში
20.01.2025-მდე შექმნას კომისია, რომელიც თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში
უზრუნველყოფს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ამ კანონის
ამოქმედებამდე არსებული საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს
კულტურის სამინისტროსა და საქართველოს სპორტის სამინისტროსთვის
გადასაცემი აქტივების, მიმდინარე ვალდებულებებისა და სამსახურებრივი
დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა
დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და აღნიშნული სამინისტროებისთვის
მათ გადაცემას. ამ კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს
მთავრობა.
საქართველოს მთავრობის განკარგულება №125; 22.01.2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
საქართველოს კანონი „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ №3339-XIმს-Xმპ,
28.06.2023
მუხლი 58. გამოსაცემი ნორმატიული აქტები
2025 წლის 1 იანვრამდე:
ა) სამსახურმა უზრუნველყოს ამ კანონის 51-ე
გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა;
მუხლის
მე-3
პუნქტით
შესრულებულია.
14
ბ) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს ამ კანონის 52-ე მუხლის მე-5
პუნქტითა და 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული
აქტების გამოცემა.
შესრულებულია.
საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე №4312-XIVმს-Xმპ, 27.06.2024
მუხლი 2
1. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს ამ
კანონის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული კანონის მე-19 მუხლის
მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა და მათი 2025
წლის 1 მაისიდან ძალაში შესვლა.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 13.03.2025)
15