საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის დებულება და ოქმი

დებულება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.03.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებით კომისია
ნომერი
#2-3909/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-31
ბიუროს ნომერი 33

📜 ტექსტი

წერილი
2-3909/25 26-03-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 24-ე მუხლის „ვ“ პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ოქმს და დებულებას. დანართი: 7 (შვიდი) ფურცელი პატივისცემით, კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დებულება
დებულების პროექტი საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის დებულება დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2024 წლის 10 დეკემბერი N35-Iმს-XIმპ გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია (შემდგომ დროებითი კომისია) არის საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 10 დეკემბრის N35-Iმს-XIმპ დადგენილებით შექმნილი საქართველოს პარლამენტის (შემდგომ პარლამენტი) დროებითი სუბიექტი. 2. დროებითი კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, პარლამენტის რეგლამენტის (შემდგომ - რეგლამენტი), სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. მუხლი 2. დროებითი კომისიის მიზანი, ამოცანები და უფლებამოსილებანი 1. დროებითი კომისიის მიზანია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მიმართულ ღონისძიებათა კოორდინირება, მათ განხორციელებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება, სამშვიდობო პროცესისა და ხალხთა შორის ნდობის აღდგენისთვის ხელის შეწყობა აღნიშნულ საკითხებზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, გადაწყვეტილებების პროექტებისა და დასკვნების მომზადება. 2. დროებითი კომისია: ა) შეისწავლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათ გადასაჭრელად შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან ერთად მონაწილეობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე კანონპროექტებისა და დადგენილებების შემუშავებაში; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე მიღებული კანონების, დადგენილებების, გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობას და შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს და/ან პარლამენტის პლენარულ სხდომას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვის თაობაზე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების, დადგენილებების, ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებას; ე) უფლებამოსილია ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკურ-სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მოისმინოს მინისტრების, დეპარტამენტებისა და უწყებების, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურების ხელმძღვანელთა ინფორმაციები და ანგარიშები; ვ) უფლებამოსილია სახელმწიფო უწყებებიდან, და სხვა ორგანიზაციებიდან კანონით დადგენილი წესით გამოითხოვოს აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე მონიტორინგს, კომისია უფლებამოსილია გამოითხოვს ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან წერილობით ინფორმაციას მიმდინარე სამუშაოების შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში დროებითი კომისიის სხდომებზე მოისმინოს ამ უწყებათა პასუხისმგებელ პირთა ანგარიშებსა და ინფორმაციებს; თ) უფლებამოსილია დროებითი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების მომზადების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფი დროებითი კომისიის წევრებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით; ი) ახორციელებს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას. 3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით დროებითი კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახალხო დიპლომატიის საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან. მუხლი 3. დროებითი კომისიის შემადგენლობა და სტრუქტურა 1. დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. ამასთანავე, დროებით კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და დროებით კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. 2. დროებითი კომისიის შემადგენლობაში არიან: თავმჯდომარე, მდივანი და დროებითი კომისიის სხვა წევრები. 3. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარეს ფრაქციის წარდგინებით, პარლამენტი ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს. 4. დროებითი კომისია თავის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე თავის შემადგენლობიდან ირჩევს დროებითი კომისიის მდივანს, შეიმუშავებს დროებითი კომისიის დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. 5. დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესს არეგულირებს რეგლამენტი. მუხლი 4. დროებითი კომისიის თავმჯდომარე დროებითი კომისიის თავმჯდომარე: ა) წარმოადგენს კომისიას პარლამენტში და მის გარეთ; ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს; გ) კოორდინაციას უწევს კომისიის წევრთა საქმიანობას; დ) ხელს აწერს კომისიის აქტებსა და მისი სხდომების ოქმებს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5. დროებითი კომისიის მდივანი დროებითი კომისიის მდივანი: ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების გამართვას; ბ) განაგებს კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს; გ) კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას; დ) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 6. დროებითი კომისიის მუშაობის წესი 1. დროებითი კომისიის სხდომების გამართვის ადგილსა და პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომა. 2. დროებითი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის უმრავლესობა. დროებითი კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ რეგლამენტითა და ამავე დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა. თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ითვლება. 3. დროებითი კომისიის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობებათ. აღნიშნული ინფორმაცია სხდომის თარიღის დანიშვნისთანავე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. 4. დროებითი კომისიის საჯარო სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები და მოწვეული პირები. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით. 5. დროებითი კომისიის წევრის წინადადებით კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დახურული სხდომის გამართვის შესახებ. დროებითი კომისიის სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით. დროებითი კომისიის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 7. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა 1. დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს, პირადი განცხადებით გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან. 2. დროებითმა კომისიამ შეიძლება თავისი შემადგენლობიდან გარიცხოს წევრი, თუ იგი არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში არ მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში, არ ესწრებოდა მის სხდომებს, აგრეთვე გადაამეტა თავის უფლებამოსილებას. დროებითი კომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა არანაკლებ ორი მესამედით და ამის შესახებ აცნობებს პარლამენტს. 3. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის სხვა საფუძვლები განისაზღვრება რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით. მუხლი 8. დროებითი კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა 1. დროებითი კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს პარლამენტის აპარატი. 2. დროებითი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით პარლამენტის აპარატის უფროსი შრომით ხელშეკრულებას აფორმებს მოწვეულ ექსპერტებთან და სპეციალისტებთან. 3. დროებითი კომისიის მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. 4. დროებითი კომისიის ხარჯების ოდენობის თაობაზე პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. მუხლი 9. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა 1. დროებითი კომისია ვალდებულია პარლამენტს 3 თვეში ერთხელ მაინც, და კომისიის უფლებამოსილების ვადის გასვლისას წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. თუ იგი პარლამენტს არ წარუდგენს ანგარიშს ან პარლამენტი წარდგენილ ანგარიშს არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს, პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შეცვლის შესახებ. 2. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია პარლამენტის 2024 წლის 10 დეკემბრის N35-Iმს-XIმპ დადგენილებით.
დანართი
b,:jr6or3gq,eilr 3r6cq,0g6gob g36ogc'r6ogq,o Oorq,orbrnbolr rqqr636obr sgr cgCalJU3r6oob b,:3ootbSborrb qrr3r30o6gbgqto qr6erXboon 3mfloboolr bbqrofl.> 2025 $q,ob 28 cogbg63.:qro j. cnboqrobo c'rjOo Nt bbqgcnadl gdqgbcoq,: brj,>6cn3gqrarb 3r6q,$g6$ob $gt6o$r'r6ogqro Ocoqrorbcnbob rqqr6g6obr sgCcnJg3rgoolr br3oorbgborrb qrr3rgtso6gbgqro qr6c'rgboon 3r'rOolroob orr326q.oer0,:69 sg; 6ocn66o garq{13o. bbprn0rb gb$63berqg636 3er0obootr $663bo: 3q'lqro096 3lbsdg 6gber Sgg6ob03oq)o btqrarOg aobaoqrr3l 6oo66o brilorEgoqro 6966o9$r $o$l3l 3r,:6r brq'ot oE)o5 06aor 6r bgg.:03oq,o qro0og6o bgbqg$g g6tj6or,,jr6cogq'o er66gbr" g6,>jgor,,jl6orgq'o cngbgbr" g6rj6o.:,, j,:6orgq'o c'r363br" g6tj6ol "jr6orgq'o er663br" g6.:jgoc,, jl6orgq'o c'r663b,>" g6rjgor,,jl6cngq,o cn66gbr" g6,:j6or "336efgq'o bc'rgolqroboCbo" Soqro$o336o a6Sgo,,brqrbolr dlqrJ" ,3c'rqro$o3g6o a6ggo,,b;qrbob dlqrb" bbqgerO,:b brJrgocn Oob g9oocn 396 9b$6gbcnqrr: org66ob 6t60tbrts3oqro gdrjgot,jr6cngq,o c'rgbgbl" bsqr 0ojgqrrdg 3c'rqro$o3g6o a5ggo,,brq'bob dlqrt" sgqob $9b6o6o: 1. 3c.rOoboob 0qro36ob 1686r 2. 3oOoboob q.ogbgq,gbob q.olO$3ombr (o116 36or3ob) 3. r6gob6c.rb oOob qrr 0g0qr6cn0er 3g6ooqob fubrbgb 5,:36r'rb pbS6lqrg6o 0qro36olr 6cnbbg6gfubob qr.: 6rp6c'rb g0ots6c'rgbob brblefu 6gioc'rq,ggogb0o 0arg3s6oq'o glj$3bobl qrr g.:qrr$6C$ocpCbCbob tsgbrbgb. 3cn0obool.r $66gb0r g6orb0rqg qr,:r0$3ogXb 0gOc"rcnrgrbgbgqro sgqob $gU6o6o. bbqrc'rOob 0b!q'Xq'c'rbr: 1. brjr6c4gq'rnlr 3r6q,.:0g6gob 6ggq,r0g6gob 64-9 Ogbq,ob I Sgbj$ob Egbrbr0olsqr bgg,:03oqtob 3cnOolroob cor35cgat0l6g0 3er0oboob 0qro36rqr qrulrlbgq'r 6r 3rbqgoqrr$g6r 2. 3cnOoboolr 038.:qg6gbq'c'rbr 6,:3664r qgSbgqrgbob 36et3j$b 3. 3o0obot0 o0bAgq,r r5gob6cnb erOob $obr qgt 0g0q)6o0o Sg6oerqrob 0gbrbgb 5rg6r'rb pbg6.:q,g6o 0qrog6ob 0arbbgbgbgbobr qt 6rg6cnb g0o06ergbob b$$c'rb 6girc'rqg6ogb0o rb;bgq'o g$ggbob tsgbrbgb,3arOolroolr crrrgaqgc'r0;6ob 6.3arq'b3ob 0o96 ft60cns9bC6oq obgcn60,:6ofr3. rir6o 6r0r'rorj33b: o. obaorO, 3. 3rbrdgO, g. bgg.>03oqr0r, 5. $o$,:g$, 6. bolro,:03oqr0r, qr. bgbqgrd3O' 6. 3g$6o$3oq'0.:, 3. b.:qrorfl 3efobor0 6rqrr$6o$l: 1. $g6o$cn6ogqro 0orq,ol6erbob ryqr6g6obr q)r qggcn3gJrSoolr lrr3oorbgborrb qgr3r3tso6gbuqo qg6erSboon 3e)ociloob 0qgo36lQ;6Bg3qro oj6rb 93.: b3grBSoqro 2. 0oqgbgqr ojbsb ggt6oge6ogqro OoryrorbaDob lqqg6g6obr sgt sgCoJUSr6oob l$3ocoborr qr6ergbocno 3a$olroolr q.ogbgq,gbr qrl qrrb.:0$3o63bqrrqg $.:6gq96obafu 3c6qr$36$ob bog6c'rlr 3. 3oooboob cnt3aqafr6ob 0o96 $$0ercg6g6oqro obgrn60rgor - ,,t63ob$cnb c'rOob qrr 0g0q6c'r0o Sg6oarqrob tsgbrbgb 6rg6cnb 6gbg6tq,g6o 0qro36olt OcnbbSfubgbob qrr 6lg6erl'r g6ots6cngbob b$$r'rb 6gbeq'g6ogbolr 0Xlsb3b", cDrb es6cDgqr O.:brqgbor$ gdorlqr 6ggo0obr qrr Scnqro$o3g6o 6rbbrboq'gCcTrsg 6rqrrg6gb, 2003-20L2 $q,gbtso Or'rj0gq.oo orrbl6qggbc'rbob So6gbob blj0orbc'rbob 0g0b$l3q'gqro b,>jr6co3gqrefu 3r6qrr0g6$ob qr6r'rgboor 3er0obo.:b (or. $UqUaor6o) 4. 6r0aoj0gq'o 0rnbrbrfubgbob brggdgq,cbS qrtg3lqreil 3cnOolroolt r3r6r6b ts0rqr6obc'rb 3arOobootr 0c't0qggg6el $q.,b bl0g0rar 6360ob 3cn0ciroob cnr3aqrco0r6g: 6ocn66o 3coq,b3o 3c'raoboob 0qro3r6o: 6r bggrtsgoq,o , h\4n t54 36cngj$o.