„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ინიციირებული ვარიანტი
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-03-24
კომიტეტის სხდომის ნომერი 7
შენიშვნა 2025 წლის 24 მარტი, 16:00 საათი
ქ. საჩხერე, ივანე გომართელის ქუჩა N50ა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის შენობა
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
3/23/25, 10:11 PM
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა
თარიღი
24 მარტი 2025 16:00
2025 წლის 24 მარტი, 16:00 საათი
ქ. საჩხერე, ივანე გომართელის ქუჩა N50ა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის შენობა
დღის წესრიგი
1. საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ინიცირება;
მომხსენებელი: პაატა სალია - საქართველოს პარლამენტის წევრი;
2. სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს
2024 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2025 წელს დაგეგმილი აქტივობების მოსმენა;
მომხსენებელი:
გიორგი
ჯინჭარაძე
-
საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.
https://parliament.ge/print/announcement/3197?local=true
1/2
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი
ოქმი N7
2025 წლის 24 მარტი, 16:00 საათი
ქ. საჩხერე, ივანე გომართელის ქუჩა N50ა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის შენობა
სხდომას უძღვებოდა: გიორგი ჩაკვეტაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: პაატა სალია, ვლადიმერ ბოჟაძე, ვლადიმერ კახაძე,
იმედა ნიკურაძე, გიორგი სოსიაშვილი.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: გიორგი ჯინჭარაძე - საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; ლევან ივანაშვილი - საჩხერის
მუნიციპალიტეტის მერი; ირაკლი კუპრავა - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი; ლევან მუშკუდიანი - სსიპ
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს
დირექტორის პირველი მოადგილე; სოფიო მაჭარაშვილი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების
აკადემიის დამფუძნებელი.
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის
წესრიგი და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს
წარმოდგენილ დღის წესრიგს.
დღის წესრიგი
1. საქართველოს კანონის პროექტის ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ინიცირება;
მომხსენებელი: პაატა სალია - საქართველოს პარლამენტის წევრი;
2. სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს
2024 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2025 წელს დაგეგმილი აქტივობების მოსმენა;
მომხსენებელი: გიორგი ჯინჭარაძე ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს პარლამენტის წევრმა პაატა სალიამ კომიტეტს ინიცირებისთვის წარუდგინა
საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
წარმოდგენილი კანონის პროექტით, „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, აკადემიის ნამდვილ წევრს
(აკადემიკოსს) ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ
1600 ლარის ოდენობით, ხოლო აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ენიშნება ანაზღაურება
მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით. აკადემიის
სტიპენდიატს ენიშნება სტიპენდია თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით. ამავე კანონის
161 მუხლით დადგენილია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
ნამდვილი წევრისა და წევრ-კორესპონდენტის ყოველთვიური ანაზღაურება მთელი
სიცოცხლის განმავლობაში, შესაბამისად, არანაკლებ 1400 ლარისა ნამდვილი წევრისათვის,
ხოლო არანაკლებ 900 ლარისა წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატისათვის.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა
აკადემიის
ნამდვილი
წევრების,
წევრ-კორესპონდენტებისა
და
სტიპენდიატების ანაზღაურება ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებიდან (2008 წლიდან)
დღემდე ფიქსირებულ დონეზე რჩება. შედეგად, აკადემიკოსთა, აკადემიის წევრკორესპონდენტთა და სტიპენდიატთა კანონით განსაზღვრული ანაზღაურების ოდენობის
უცვლელად შენარჩუნებამ მისი რეალური ღირებულების არსებითი შემცირება გამოიწვია და
საჭირო გახდა კორექტირების განხორციელება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა
მნიშვნელოვნად შეიცვალა. რამდენიმე წელია ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის
ტემპია. ამ რეალობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია აკადემიკოსების, აკადემიის წევრკორესპონდენტების და სტიპენდიატების კანონით დადგენილი მინიმალური ანაზღაურების
კორექტირება. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ ბოლო წლებში
განხორციელდა საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა. კერძოდ,
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის
გათვალისწინებით ჯამურად 46%-ით გაზარდა საჯარო მოხელეების ხელფასები, ასევე
გაიზარდა სსიპ-ების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ
ზემოაღნიშნული პირები არ დარჩნენ სახელფასო პოლიტიკის ერთიანი მიდგომის მიღმა.
2024 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი ,,საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, რომლითაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მიეცა
შესაძლებლობა აირჩიოს აკადემიის წევრ-კორესპონდენტები. ზემოაღნიშნული ცვლილება არ
შეხებია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, რომელშიც წევრ-კორესპონდენტთა
არჩევა შეწყდა 2009 წლიდან. კანონპროექტით გათვალისწინებულია სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კორესპოდენტთა არჩევის შესაძლებლობა, ისე რომ არ
შეიცვლება კანონით დადგენილი წევრ-კორესპონდენტებისა და სტიპენდიატთა საერთო
რაოდენობა.
კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს კანონის პროექტის ,,საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ინიცირებას.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 6
წინააღმდეგი: 0
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ,
გიორგი ჯინჭარაძე, კომიტეტის წევრებს წარუდგინა სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში და 2025 წელს
დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია.
მომხსენებლის
განცხადებით,
სააგენტო
წარმოადგენს საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს, რომლის მისიაა საქართველოს განათლების სისტემაში
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება. სააგენტოს საქმიანობის
ძირითადი მიზანია სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო
დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული
ორგანოების შენობების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათი ინვენტარითა და
საჭირო ტექნიკით, სასკოლო სახელმძღვანელოებით აღჭურვა.
წარმოდგენილი ანგარიშით, 2024 წლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების
ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა: 58 საჯარო
სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაცია; დაიწყო და მიმდინარეობდა 110 სკოლის
მშენებლობა/რეაბილიტაცია;
200-მდე
საჯარო
სკოლას
ჩაუტარდა
ნაწილობრივ
სარეაბილიტაციო სამუშაოები; 500-მდე სკოლა დაფინანსდა სხვადასხვა საჭიროების მიზნით
(მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ინვენტარით აღჭურვა, სხვადასხვა მომსახურების
შესყიდვა); საჯარო სკოლების აღჭურვის მიზნით გადაცემულია 1 555 ერთეული სასკოლო
დაფა, 2 232 ერთეული სტანდარტული პერსონალური კომპიუტერი,
87 კომპლექტი
სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯი, 18 425 ერთეული სასკოლო მერხი და სკამი, 293 ერთეული
პრინტერი და კარტრიჯი და 256 ერთეული სამედიცინო ინვენტარის კომპლექტი. 31 საჯარო
სკოლა უზრუნველყოფილია ფარდა-ჟალუზებით. 145 საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის
კლასების მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
საანგარიშო პერიოდში, ასევე განხორციელდა: პირველკლასელთათვის და მათი
დამრიგებლებისთვის 49 439 ერთეული პორტაბელური კომპიუტერის დარიგება; 4 962
წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა პორტაბელური კომპიუტერები; წარჩინებულ მოსწავლეებს
გადაეცათ 5 686 ერთეული ოქროს და 1 441 ერთეული ვერცხლის მედალი; მოსწავლეებს
დაურიგდათ 5 879 759 ერთეული სახელმძღვანელო და რვეული; უსინათლო და
მცირემხედველი მოსწავლეებს გადაეცათ 782 ერთეული ბრაილის და 12 რელიეფურად
ნაბეჭდი სახელმძღვანელო. ასევე, განხორციელდა თბილისის 69 საჯარო სკოლის 12 370
მოსწავლის, მათ შორის 31 საჯარო სკოლის 510 შშმ და სსსმ მოსწავლის ტრანსპორტის
მომსახურებით უზრუნველყოფა. დაფინანსდა 56 მუნიციპალიტეტი 1 172 საჯარო სკოლის 79
930 მოსწავლის ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით.
საჯარო სკოლებს გადაეცათ კომპიუტერული ტექნიკა, მათ შორის: 16 744 ერთეული
პორტაბელური კომპიუტერი; 1 851 ერთეული პროექტორი. 500-მდე საჯარო სკოლა
უზრუნველყოფილი იქნა 4 207 ტონა საწვავი ბრიკეტით. ასევე, 62 საჯარო სკოლა დაფინანსდა
საწვავი ბრიკეტის შესყიდვის მიზნით.
რაც შეეხება, პროფესიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებას, მინისტრის
მოადგილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში, მიმდინარეობდა 4 პროფესიული
სასწავლებლის (ბორჯომისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი პროფესიული
სასწავლებლების, სსიპ - კოლეჯის „ბლექსი“ და გურჯაანის კულინარიული კოლეჯის)
სამშენებლო სამუშაოები; საჯარო სკოლებში პროფესიული პროგრამის დანერგვის მიზნით,
დასრულდა 20 საჯარო სკოლის სასწავლო ოთახების სარეაბილიტაციო სამუშაოები და
აღიჭურვა 6 პროფესიული პროგრამის განხორციელებისთვის შესაბამისი ინვენტარითა და
ტექნიკით; აღიჭურვა 5 პროფესიული სასწავლებელი 465 კომპლექტი სასკოლო მერხითა და
სკამით, ერთი პროფესიული სასწავლებელი საოფისე ავეჯით; მიმდინარეობდა სსიპ კოლეჯის „პრესტიჟი“ ტერიტორიაზე ახალი სასწავლო-სახელოსნო
კორპუსის
საპროექტო/სამშენებლო სამუშაოები; დაფინანსდა ერთი პროფესიული სასწავლებელი და 3
საჯარო სკოლა, პროფესიული პროგრამების დანერგვისათვის საჭირო აღჭურვილობის
შესყიდვის მიზნით.
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და
ტერიტორიული ორგანოების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში: 2024
წელს მიმდინარეობდა სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს ნაწილობრივი სარეაბილიტაციო
სამუშაოები; დასრულდა სსიპ - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის გათბობის
სისტემისა და ქალაქ ზესტაფონის რესურსცენტრის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
46 საგანმანათლებლო რესურსცენტრი აღიჭურვა 135 ერთეული სტანდარტული
პერსონალური კომპიუტერის კომპლექტით; დაფინანსდა სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის
სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, ქუთაისის კამპუსის სრული სარეაბილიტაციო
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის, ასევე, სსიპ - საგანმანათლებლო
კვლევების ეროვნული ცენტრი, კომპიუტერული ტექნიკის, პრინტერების, ავეჯისა და ფარდაჟალუზების შესყიდვის მიზნით.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა, ექსელენს ცენტრის მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ
ტენდერი უკვე დასრულებულია და მაისის ბოლოს შესაძლებელი იქნება მშენებლობის
დაწყება.
გიორგი ჯინჭარაძემ 2025 წლის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარეობს
68 სკოლის მშენებლობა საიდანაც: 2025 წელს დასრულდება 21 სკოლა; 2026 წელს 44 სკოლა და
2027 წელს 3 სკოლა. აქედან, 62 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის
მიხედვით; 4 საჯარო სკოლის შემთხვევაში, კონტრაქტის არაჯეროვანი შესრულების გამო,
მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა, ნოემბრიდან დღემდე ვერ მოხერხდა მშენებლობის
გაგრძელება, რის გამოც შეუწყდათ ხელშეკრულება. 209-ე საჯარო სკოლას მშენებლობის
დაწყებისთვის ესაჭიროება მთავრობის მხრიდან მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა და 97-ე საჯარო
სკოლის სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება მერიასთან შეთანხმებით ოქტომბრის
თვეში. რაც შეეხება, 2024 წელს დაწყებულ და დასასრულებელ 89 საჯარო სკოლის
რეაბილიტაციას: 2025 წლის აპრილამდე დასრულდება 67 საჯარო სკოლის, ხოლო და 2025
წლის ოქტომბრამდე 22 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. 2025 წელს დაწყებულია 23 საჯარო
სკოლის სრული რეაბილიტაცია (10 საჯარო სკოლა დასრულდება 2025 წლის დეკემბერში).
ამასთანავე, 400-მდე საჯარო სკოლა დაფინანსდება სხვადასხვა საჭიროებისთვის და 200-მდე
საჯარო სკოლას ჩაუტარდება სარემონტო სამუშაოები.
ასევე, პროფესიული კოლეჯი „ბლექსი“ დასრულდება 2025 წლის დეკემბერში, გურჯაანის
ბასკური კულინარიის პროფესიული კოლეჯი 2025 წლის დეკემბერში და პროფესიული
კოლეჯი „პრესტიჟი“2025 წლის სექტემბერში დასრულდება.
საჯარო სკოლებისთვის გადასაცემად შესყიდული იქნება 50 000 ერთეული მერხი და სკამი,
1000 ერთეული სასკოლო დაფა. საოფისე ავეჯით აღიჭურვება- 75 საჯარო სკოლა, სამედიცინო
კაბინეტის ინვენტარით აღიჭურვება - 50 საჯარო სკოლა და შესყიდული იქნება - 300
ერთეული პროექტორი, 2 000 ერთეული სტანდარტული პერსონალური კომპიუტერი, 600
ერთეული პრინტერი და კარტრიჯი. განხორციელდება მოსწავლეებისთვის გადასაცემი 20252026 სასწავლო წლის სახელმძღვანელოები და რვეულების შესყიდვა. განხორციელდება
პირველკლასელთათვის და მათი დამრიგებლებისთვის 56 000 ერთეული პორტაბელური
კომპიუტერის შესყიდვა. განხორციელდება საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის
ფარგლებში საჯარო სკოლებისთვის: 14 000 ერთეული პორტაბელური კომპიუტერის
შესყიდვა; 523 ერთეული პრინტერის და კარტრიჯის და 1600 ერთეული პროექტორის
შესყიდვა. ასევე, საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლების გათბობის მიზნით საწვავი
ბრიკეტების შეძენა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფარგლებში 30-მდე საჯარო
სკოლის მოვლა-პატრონობის, ნაწილობრივ სარეაბილიტაციო სამუშაოები.
კომიტეტის სხდომაზე მოსაზრებები გამოთქვეს და კითხვით მიმართეს მომხსენებელს: გიორგი
ჩაკვეტაძემ, ვლადიმერ ბოჟაძემ. გიორგი სოსიაშვილმა, ვლადიმერ კახაძემ და იმედა
ნიკურაძემ.
კომიტეტმა, წარმოდგენილი სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის
განვითარების სააგენტოს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში და 2025 წელს დაგეგმილი
აქტივობების შესახებ ინფორმაცია, ცნობად მიიღო.
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი ჩაკვეტაძე
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე