საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიშის (№2-1514; 07.02.2025) კომიტეტის მიერ მოსმენის თაობაზე

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.03.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#2-4077/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-03-28
კომიტეტის სხდომის ნომერი 6
შენიშვნა ცნობად იქნა მიღებული

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3206?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა თარიღი 28 მარტი 2025 12:30 2025 წლის 28 მარტი, 12:30 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8 პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მეზურნიშვილის მიერ წარმოდგენილი ასამბლეაში შავი საქართველოს ზღვის ეკონომიკური პარლამენტის თანამშრომლობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის 2024 წლის ანგარიში (2-1514; 07.02.2025); მომხსენებელი: შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი მეზურნიშვილი; 2. წერილ-შეთანხმება „2018 წლის 5 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისის მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ N2 ცვლილების“ (07-2/24; 14.03.2025); მომხსენებელი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი; 3. წერილ-შეთანხმება „2019 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის 3/27/2025, 9:48 AM https://parliament.ge/print/announcement/3206?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 2 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ N1 ცვლილების“ (07-2/25; 14.03.2025); მომხსენებელი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი; 4. „წერილ-შეთანხმება 2020 წლის 15 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროექტი)“ N1 ცვლილების“ (07-2/26; 14.03.2025); მომხსენებელი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი; 5. წერილ-შეთანხმება „2017 წლის 19 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი)“ N2 ცვლილების“ (07-2/27; 17.03.2025); მომხსენებელი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი. 3/27/2025, 9:48 AM
ოქმი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის ოქმი N6 2025 წლის 28 მარტი 12:30 საათი პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) საქართველოს პარლამენტი სხდომას თავმჯდომარეობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: მარიამ ლაშხი, ირაკლი მეზურნიშვილი, ეკა სეფაშვილი (ჩანაცვლება დ.ხუნდაძე), ლევან მახარაშვილი, მაია ბითაძე და ირაკლი ქადაგიშვილი; კომიტეტის აპარატი: ნიკოლოზ ხატიაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, კომიტეტების აპარატის თანამშრომლები და საერთაშორისო დეპარტამენტის თანამშრომლები. მოწვეული სტუმრები: სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების დასწრებით. დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის წევრის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი მეზურნიშვილის მიერ წარმოდგენილი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიში. (2-1514; 07.02.2025) მომხსენებელი: შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი 2. წერილ-შეთანხმება „2018 წლის 5 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისის მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ №2 ცვლილების“ (07-2/24; 14.03.2025) მომხსენებელი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი 3. წერილ-შეთანხმება „2019 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ №1 ცვლილების“ (072/25; 14.03.2025) მომხსენებელი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი 4. „წერილ-შეთანხმება 2020 წლის 15 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროექტი)“ №1 ცვლილების“ (07-2/26; 14.03.2025) მომხსენებელი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი 5. წერილ-შეთანხმება „2017 წლის 19 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი)“ N2 ცვლილების“ (07-2/27; 17.03.2025) მომხსენებელი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი სხდომის მსვლელობა სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. საკითხი პირველი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა კომიტეტის წევრებს ირაკლი მეზურნიშვილმა წარუდგინა პერიოდი: 2024 წლის იანვარი - 2025 წლის იანვარი საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ პაბსეკის საპარლამენტო ასამბლეაში 2024 წლის პერიოდში აქტიური მონაწილეობა მიიღო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, კერძოდ:      მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა, ქ. სტამბოლი, თურქეთის რესპუბლიკა. 23 თებერვალი 2024; კულტურის, განათლებისა და სოციალურ საქმეთა კომიტეტის სხდომა, ქ. სკოპიე, ჩრდ. მაკედონია, 5-6 მარტი 2024; სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომა, კაჭრეთი, საქართველო, 20-21 აპრილი, 2024; გენერალური ასამბლეის რიგით 63-ე სხდომა, ქ. ტირანა, ალბანეთი, 13-15 მაისი, 2024; გენერალური ასამბლეის სხდომა, ონლაინ ფორმატი, ორგანიზატორი ქვეყანა სომხეთის რესპუბლიკა, 11-12 დეკემბერი, 2024. ზემოაღნიშნული შეხვედრების გარდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა 2024 წლის 7 თებერვალს პაბსეკის ეგიდით, მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში. ასევე 2024 წლის 28 სექტემბერს, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ რიზეში გამართულ რიზეს ეკონომიკურ ფორუმში. 2024 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში ჩამოვიდა პაბსეკის სადამკვირვებლო მისია ასამბლეის გენერალური მდივნის ასაფ ჰაჯიევის ხელმძღვანელობით, რომელიც დააკვირდა ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნების პროცესს. ჩატარებული ღონისძიებები: 23 თებერვალი, 2024 - მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრა, სტამბოლი, თურქეთის რესპუბლიკა შეხვედრას უძღვებოდა პაბსეკის ვიცე-პრეზიდენტი და პაბსეკში ალბანეთის ეროვნული დელეგაციის ხელმძღვანელი პეტრო კოჩი. მუდმივმოქმედმა კომიტეტმა მიიღო ასამბლეის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომელიც წარმოდგენილ იქნა სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ. სხდომაზე განიხილეს პაბსეკის საქმიანობის სხვადასხვა საკითხები, ასამბლეის მიმდინარე და სამომავლო გეგმები. პაბსეკის გენერალურმა მდივანმა ასაფ ჰაჯიევმა, მონაწილეებს აცნობა, რომ ასამბლეის ღონისძიებების ჩასატარებლად მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ეროვნულ დელეგაციებს ინფორმაცია მიეწოდებათ წინასწარ და ასამბლეის წევრი პარლამენტები მზად უნდა იყვნენ, რომ ორ წელიწადში ერთხელ უმასპინძლონ ასამბლეის სხვადასხვა ღონისძიებებს. 5-6 მარტი, 2024 - კულტურის, განათლებისა და სოციალურ საქმეთა კომიტეტის სხდომა, სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონია კომიტეტის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა „ინოვაციების დანერგვის და კეთილდღეობის მიღწევის მიზნით ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება“. ზემოაღნიშნულ თემაზე წარმოდგენილ და განხილულ იქნა რეკომენდაციის და მოხსენების პროექტები. კომიტეტმა მოისმინა ბისეკის ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო ბისეკის საერთაშორისო სამდივნოს აღმასრულებელი დირექტორის სანდრა ვუინოვიჩის მიერ. 20-21 აპრილი, 2024 - სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომა, კაჭრეთი, საქართველო 2024 წლის, 20-21 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომას. სხდომაში მონაწილეობა მიიღო ასამბლეის ცხრა წევრი ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლებმა. კომიტეტის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა „პარლამენტების როლი კულტურათაშორისი დიალოგისა და შემწყნარებლობის ხელშეწყობაში“. ზემოაღნიშნულ თემაზე წარმოდგენილ და განხილულ იქნა რეკომენდაციის და მოხსენების პროექტები. კომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა. სიტყვით გამოსვლისას დელეგაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა კულტურული ურთიერთკავშირების, კულტურული დიალოგისა და შემწყნარებლობის მნიშვნელობაზე, რაც ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მან აღნიშნა, რომ ამ პროცესში პარლამენტის როლი უდიდესია. პარლამენტის წევრებს, როგორც ხალხის წარმომადგენლებს, უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ იმგვარი კანონებისა და პოლიტიკის შემუშავებაში, რომლებიც ხელს უწყობენ კულტურათაშორის დიალოგს და უზრუნველყოფენ მოცემული პრინციპების დაცვას საზოგადოებაში. სიტყვით გამოსვლისას აქცენტი ასევე გაკეთდა საქართველოს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკასა და მის სამოქმედო გეგმაზე. ამ პოლიტიკის მიზანი არის თანასწორობაზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების შემდგომი გაძლიერება და ყველა მოქალაქისათვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნა, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა. ღონისძიების ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს ასაფ ჰაჯიევს შორის. შეხვედრაზე განხილულ იქნა ასამბლეასთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. 13-15 მაისი, 2024 - გენერალური ასამბლეის რიგით 63-ე სხდომა, ტირანა, ალბანეთი გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა ბიუროს და კომიტეტების სხდომები, ასევე პლენარული სესია. სესიის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა „რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება უსაფრთხოების საერთო გამოწვევების გასაძლიერებლად“, რომელზეც გაიმართა გენერალური დებატები. სესიაზე განიხილეს და მიიღეს მოხსენებები და რეკომენდაციები შემდეგ თემებზე: „პარლამენტების როლი კულტურათაშორისი დიალოგისა და შემწყნარებლობის ხელშეწყობაში“; „ინოვაციების დანერგვის და კეთილდღეობის მიღწევის მიზნით ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება“; „შავი ზღვის რეგიონში ენერგო ვაჭრობის ხელშეწყობა“. ასამბლეაზე წარმოდგენილ იქნა ბისეკის საერთაშორისო ორგანიზაციის წლიური ანგარიში, ასევე მოუსმინეს სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ასამბლეამ დაამტკიცა 2023 წლის აუდიტის ანგარიში და მიიღო გადაწყვეტილება 2025 და 2026 წლებში კომიტეტის სხდომების გამართვის გეგმის შესახებ. პლენარული სესიის დასასრულს ასამბლეის თავმჯდომარეობა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეას გადაეცა. 11-14 დეკემბერი, 2024 - გენერალური ასამბლეის რიგით 64-ე სხდომა, ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა სხდომაში, ონლაინ ფორმატში, მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა. სესიის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა „საზღვრების გახსნა, როგორც რეგიონული განვითარების გარანტია“. სესიაზე განიხილეს და მიიღეს მოხსენებები და რეკომენდაციები შემდეგ თემებზე: „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, როგორც განვითარების საშუალება შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში“; „ლტოლვითა და მიგრანტების სამართლებრივი გამოწვევები“; პარლამენტების როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გაძლიერებაში". ასამბლეამ დაამტკიცა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი და დაამტკიცა საბიუჯეტო საკითხთა და აუდიტის კომიტეტის შემადგენლობა (უკრაინა, ალბანეთი, სომხეთი), რომელიც მოამზადებს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს და 2024 წლის აუდიტის ანგარიშს. სესიის დასასრულს ასამბლეის თავმჯდომარეობა გადაეცა აზერბაიჯანის პარლამენტს. ზემოაღნიშნული ღონისძიებების გარდა, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თანა-ორგანიზატორობით გამართულ რიზეს ეკონომიკურ ფორუმში. ღონისძიება იყო საკმაოდ წარმომადგენლობითი, ფორუმს სიტყვით მიმართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მასში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ფორუმის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა „ლოგისტიკა და ტრანსპორტი შავი ზღვის რეგიონში’’. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პაბსეკში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა. სიტყვით გამოსვლაში მან ისაუბრა შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და ინოვაციების წახალისების საჭიროებაზე. ფორუმის დასასრულს მიღებული იქნა ერთობლივი განცხადება თემაზე „ლოგისტიკა და ტრანსპორტი შავი ზღვის რეგიონში“. კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში ცნობად იღეს; საკითხი მეორე 1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2018 წლის 5 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისის მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“, კომიტეტის წევრებს, მომხსენებელმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა წარუდგინა: - 2018 წლის 5 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითრების ბანკს (ADB) შორის ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისის მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი), რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 14 ნოემბრის N 3734 დადგენილებით. სასესხო შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ხევი-უბისის (12 კმ) მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსებას, ასევე, საგზაო უსაფრთხოებასთან ჩქაროსნული საავტომობილო დაკავშირებით ავტომაგისტრალების გზების ცნობიერების საგზაო დეპარტამენტის გაზრდას უსაფრთხოების საქართველოს პროგრამის შესაძლებლობების ტერიტორიაზე შემუშავებით განვითარებას. და პროექტის განხორციელების მიზნით ADB -ის მიერ გამოყოფილი იყო 255,297,000 ევროს ფინანსური რესურსი სესხის სახით. 2020 წლის 12 მარტს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმდა აღნიშნული შეთანხმების N1 ცვლილების წერილი-შეთანხმება, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ. დოკუმენტი ითვალისწინებს სესხის ფარგლებში არსებული დანაზოგის გამოყენებას ,,E-60 ავტომაგისტრალის ნატახტარი-რუსთავის მონაკვეთის (თბილისის შემოვლითი გზა) დეტალური პროექტირების“ მოსამზადებელი სამუშაოებისთვის და თანხების შესაბამის კომპონენტებში რელოკაციის შედეგად თანხის განაწილების ცხრილის ცვლილება. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 ივნისის N1065 განკარგულების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართა ADB-ს სესხის ფარგლებში არსებული დანაზოგის გაუქმებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც სესხის თანხიდან გაუქმდა 11,000,000 ევრო. ამ ეტაპზე სესხის ფინანსური პირობებია: სესხის მოცულობა: 244,297,000 ევრო; სესხის ხანგრძლივობა: 26 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 11 წელი); წლიური საპროცენტო განაკვეთი: ცვლადი EURIBOR+0,7%; ვალდებულების გადასახდელი: წლიური 0,15%(ერიცხება სესხის აუთვისებელ ნაწილს). სესხის დახურვის თარიღია 2024 წლის 31 დეკემბერი. პროექტების განმახორციელებელია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით. პროექტი გულისხმობს ხევისა და უბისის შორის დაახლოებით 12კმ სიგრძის მონაკვეთზე ორმაგი შუა ხაზიანი გზის ან ოთხზოლიანი გაყოფილი ავტომაგისტრალის მშენებლობას, ავტომაგისტრალზე საგზაო უსაფრთხოების პროგრამის მეშვეობით საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებას და E -60 ავტომაგისტრალის მონაკვეთის დეტალური პროექტის მომზადებას ნატახტრიდან რუსთავამდე (თბილისის შემოვლითი გზა). საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე 2025 წლის 28 თებერვალს ხელი მოეწერა ,,2018 წლის 5 ოქტომბრის ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევიუბისის მონაკვეთი)გაუმჯობესების პროექტი)N2 ცვლილების წერილ-შეთანხმებას“. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი შეთანხმება დადებითად შეაფასეს და რატიფიცირებისათვის დოკუმენტის სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს. საკითხი მესამე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2019 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ №1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ კომიტეტის წევრებს, მომხსენებელმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა წარუდგინა: 2019 წლის 27 ნოემბერს ხელი მოეწერა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას არგვეთას (ჩვეულებრივი მონაკვეთი) ოპერაციები)(აღმოსავლეთ-დასავლეთ გაუმჯობესების პროექტი)“; პროექტი მაგისტრალის ითვალისწინებს (შორაპანი- საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას 4 ზოლიანი გზის მშენებლობას, ასევე მაგისტრალთან დაკავშირებული მეორადი გზის რეაბილიტაციას, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებას, საწყის რეაბილიტაციასა და შეკეთებას და შემდგომ რუტინული, პერიოდული და გადაუდებელი ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოების ჩატარებას საერთაშორისი და მასთან დამაკავშირებელ მეორად გზებზე, ეფექტურობაზე ორიენტირებული ტექნიკური უზრუნველყოფის კონტრაქტის ფარგლებში. პროექტის დასაფინანსებლად ADB-ის მიერ გამოყოფილი იქნა 255,100,000 ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი სესხის სახით. სესხის ფინანსური პირობებია: სესხის მოცულობა: 255,100,000 ევრო, სესხის ხანგრძლივობა 26 წელი (შეღავათიანი პერიოდი 11 წელი), საპროცენტო განაკვეთი ცვლადი euribor + 0.7℅, ვალდებულების გადასახადი 0.15℅, სესხის დახურვის თარიღია 2025 წლის 31 დეკემბერი. აღნიშნული პროექტის განმახორციელებელია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით. 2024 წლის 15 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სესხის შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებების შეტანის მიზნით. სამინისტროს ინფორმაციით სესხის შორაპანიარგვეთის მონაკვეთის დამაკავშირებელი შეთანხმებაში გათვალისწინებულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გაუმჯობესება. ამ ეტაპისთვის საავტომობილო გზის დეპარტამენტისთვის გამოყოფილი დაფინანსება შესაძლებლობას იძლევა შიდასახელმწიფოებრივი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორცილდეს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით. სასესხო შეთანხმება, ასევე ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებების განხორციელებას, ვინაიდან საგზაო გზების დეპარტამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს ფართომასშტაბიან საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებზე, დამატებით საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებების სესხის თანხით დაფინანსების საჭიროება აღარ დგას. ასევე სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებულია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რუტინული და პერიოდული შეკეთება. ამ ეტაპისთვის იგეგმება საავტომობილო გზების მოვლა შენახვის სტრატეგიის შემუშავება, რომელმაც უნდა განსაზღვროს საქართველოში საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის საუკეთესო მიდგომა და წარმოაჩინოს რომელი გზების მიმართ რომელი მიდგომა იქნება ოპტიმალური. ამიტომ ამ ეტაპზე შიზანშეწონილი არ არის მოვლა შენახვისთვის გამოყენებული იქნას მსგავსი ხელშეკრულება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ADB- ის მიერ წარმოდგენილია აღნიშნულ სასესხო შეთანხმების №1 ცვლილება რომელიც ითვალისწინებს: განრიგი 1-ის მე-2 პუნქტის (ა) ქვეპუნქტის (ii) ნაწილი (რომელიც გულისხმობს მეორადი გზის რეაბილიტაციას, რომელიც დაკავშირებული იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალთან) ამოღებულ იქნეს (დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან); განრიგი 1-ის მე-2 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს წინადადება: „საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება მსესხებლის აღმოსავლეთ დასავლეთ მაგისტრალის მიმდებარე მონაკვეთზე“ (სესხის თანხით დაფინანსების საჭიროება არ დგას და დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან). განრიგი 1-ის მე-2 პუნქტის (დ) ქვეპუნქტი (საწყისი რეაბილიტაცია და შეკეთება და შემდგომ რუტინული, პერიოდული და გადაუდებელი ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოების ჩატარება საერთაშორისო და მასთან დამაკავშირებელ მეორად გზებზე, ეფექტურობაზე ორიენტირებული (შესრულებაზე დაფუძნებული) ტექნიკური უზრუნველყოფის კონტრაქტის ფარგლებში) ამოღებულ იქნეს (უნდა განისაზღვროს სტრატეგიის ფარგლებში თუ რომელი მიდგომა იქნება ოპტიმალური - მოცულობებზე დაფუძნებული თუ შესრულებაზე დაფუძნებული (PBM) მიდგომა; განრიგი 1-ის მე-2 პუნქტს ცალკე (დ) ქვეპუნქტად დაემატება „პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას მსესხებლის ტერიტორიაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალების საექსპლუატაციო და ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემის შეფასება- გაძლიერების გზით“ (აღნიშნული ნაწილი გადმოდის 2018 წლის 5 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებიდან (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მოწაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“. 2025 წლის 28 თებერვალს ხელი მოეწერა 2019 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები)(აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის (შორაპანი-არაგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ №1 ცვლილების წერილ-შეთანხმებას“. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი შეთანხმება დადებითად შეაფასეს და რატიფიცირებისათვის დოკუმენტის სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს. საკითხი მეოთხე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2020 წლის 15 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროექტი)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ კომიტეტის წევრებს, მომხსენებელმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა წარუდგინა: - 2020 წლის 15 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება. ბანკის მიერ პროექტის დასაფინანსებლად სესხის სახით გამოყოფილია 17,740,000 ევრო. სესხის ხანგრძლივობა - 23 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 14 წელი); საპროცენტო განაკვეთი - EURIBOR -ზე დაფუძნებული ფიქსირებული მარჟით (2025წ 28 თებერვლის მდგომარეობით EURIBOR შეადგენს 2.355%-ს, ფიქსირებული საპროცენტო მარჟა შეადგენს 0,5%); სესხის ვალუტა - ევრო; ვალდებულების გადასახდელი - 0.15%, რომელიც სესხის აუთვისებელ თანხას ერიცხება; ვადიანობის მარჟა - 0.2% (ერიცხება სესხს ვადიანობის ზრდის შემთხვევაში). სესხის დახურვის თარიღი - 2025წ 30 ივნისი. პროექტს ახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მეშვეობით. პროექტის მიზანია თელავში წყალმომარაგების სიტემის რეაბილიტაცია, სოფლად წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარებისთვის მოსამზადებელი აქტივობები, პროექტის მართვის, მონიტორინგის და შეფასების გაძლიერება, ასევე ინფექციის საპრევენციო ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლება ( COVID 19ის კონტექსტში), ჰიგიენის, სანიტარიისა და წყლის ეფექტური გამოყენების მნიშვნელობის ხაზგასმით. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასესხო შეთანხმების ცვლილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სესხის დახურვის თარიღად ნაცვლად 2025წ 30 ივნისისა 2027წ 30 ივნისით და პროექტის დასრულების თარიღად 2024წ 31 დეკემბრის ნაცვლად 2026წ 31 დეკემბრით განსაზღვრასთან დაკავშირებით. (რაც გამოწვეულია კომპანიის ოპერირებისათვის საჭირო მძიმე ტექნიკის შესყიდვის, თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის და სხვა საჭიროებით. პროექტის განხორციელებისას რამდენჯერმე შეიცვალა შესყიდვების გეგმა, რომელიც საბოლოო სახით 2024 წ ივლისში შეთანხმდა, რომლის მიხედვითაც პროექტის ფარგლებში კომპანია შეისყიდის და დანერგავს ERP (Enterprose Resource Prlanning) პროგრამას. სატენდერო პროცედურების დაწყებიდან შესყიდვის დასრულება ნავარაუდევია 7 თვის განმავლობაში, ხოლო დანერგვისათვის გასათვალისწინებელია 1,5 წლიდან 2 წლამდე პერიოდი.) 2025წ 28 თებერვალს ხელი მოეწერა „2020 წლის 15 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროექტი)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმებას“, რომლის მიხედვითაც სესხის დახურვის თარიღად განისაზღვრა 2027 წ 30 ივნისი. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი შეთანხმება დადებითად შეაფასეს და რატიფიცირებისათვის დოკუმენტის სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს. საკითხი მეხუთე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2017 წლის 19 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი)“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ კომიტეტის წევრებს, მომხსენებელმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა წარუდგინა: - 2017 წლის 19 ივნისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი)“. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო ძირულა-ხარაგაული-მოლითიფონა-ჩუმათელეთის დაახლოებით 50- კილომეტრიანი საავტომობილო გზისა და ასევე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, რომელიც აკავშირებდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და აღმოსავლეთდასავლეთის ავტომაგისტრალს. სესხის ფინანსური პირობებია: სესხის ოდენობა: 43,804,000 აშშ დოლარი (სესხის თავდაპირველი ოდენობა: 80,000,000 აშშ დოლარი; 27.02.2019 სესხის გაუქმებული ოდენობა: 36,196,000 აშშ დოლარი); სესხის ხანგრძლივობა: 24 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 13 წელი); საპროცენტო განაკვეთი: 6-თვიან SOFR-ს დამატებული ფიქსირებული მარჟა; ვალდებულების გადასახადი (Commitment Charge Rate): წლიური 0.15 %. პროექტის განმახორციელებელია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით. პროექტი გულისხმობს ძირულა-მოლითის (მარელისის რკინიგზის სადგური) დამაკავშირებელი დაახლოებით 25 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას, 2 ზოლიან ყველა ამინდზე გათვლილი სტანდარტების შესაბამის გზას, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან და ხარაგაულისა და სხვა რკინიგზის სადგურებთან მოკლე მისასვლელი გზების ჩათვლით. შიდასახელმწიფოებრივი გზის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის მონაკვეთი დაყოფილია ორ ლოტად: ლოტი 1 (კმ 0+000- კმ 24+620): ძირულა-მოლითის მონაკვეთი (აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია); ლოტი 2 (კმ 24+620 - კმ 50+244) მოლითი- ჩუმათელეთის მონაკვეთი. ლოტი 1 (დაახლოებით 24 კმ. ღირებულებით 51 467 681. 29 ლარი) შესრულდა 2018 წელს. ამავე წლის 4 დეკემბერს კონტრაქტორთან გაფორმდა ხელშეკრულება ლოტი 2ით (ღირებულებით 54 566 117. 36 ლარი) გათვალისწინებული მოლითიჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციის თაობაზე, რომელიც კონტრაქტორის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყდა 2021 წელს. ამის შემდეგ ორჯერ გამოცხადებული სატენდერო პროცედურები დასრულდა წარუმატებლად და გამომდინარე იქედან, რომ მეორე ლოტის ხელშეკრულების შესრულების ხანგძლივობა სცდება სესხის დახურვის ვადას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეტანილ იქნეს ცვლილება სასესხო ხელშეკრულებაში. კერძოდ: ამოღებულ იქნეს მოლითი-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია და შესაბამისად, გაუქმდეს დარჩენილი სესხის თანხა 18 437 997. 21 აშშ დოლარის ოდენობით. რაც შეეხება დარჩენილი გზის რეაბილიტაციას, გათვალისწინებულია იგი განხორციელდეს საჯარო შესყიდვების პროცედურით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ამ ეტაპზე ADB-ის მიერ წარმოდგენილია საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გასაფორმებელი ცვლილების წერილ-შეთანხმება N2, რომელიც ითვალისწინებს სასესხო შეთანხმების დანართი 1-ის მე-2 პუნქტის წაშლას და მის ნაცვლად შემდეგი წინადადების ჩაწერას: „2.პროექტი გულისხმობს ძირულამოლითის (მარელისის რკინიგზის სადგური) დამაკავშირებელი დაახლოებით 25 კმიანი გზის რეაბილიტაციას, 2 ზოლიან ყველა ამინდზე გათვლილი სტანდარტების შესაბამის გზად, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან და ხარაგაულისა და სხვა რკინიგზის სადგურებთან მოკლე მისასვლელი გზების ჩათვლით.“ (ძირულაჩუმათელეთის დამაკავშირებელი, დაახლოებით 50 კმ-იანი გზის რეაბილიტაციის ნაცვლად განისაზღვრება ძირულა-მოლითის (მარელისის რკინიგზის სადგური) დამაკავშირებელი დაახლოებით 25 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია). აღნიშნულ სასესხო შეთანხმების N2 ცვლილების წერილ-შეთანხმებას ხელი მოეწერა 2025 წლის 11 მარტს. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი შეთანხმება დადებითად შეაფასეს და რატიფიცირებისათვის დოკუმენტის სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს. სხდომის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სხდომის მდივანი ნანა კვირცხალია