„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-31
ბიუროს ნომერი 33
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №519, ვებგვერდი, 10/12/1996, სარეგისტრაციო კოდი: 360.000.000.05.001.000.184)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-13 მუხლის “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა)
სარგებლობის სახელმწიფო მართვა;
გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა)
სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;“
2. 57-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა)
სარგებლობის
სფეროში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით
მინიჭებული
უფლებამოსილებების
ფარგლებში
ახორციელებენ
სამინისტრო,
დეპარტამენტი, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირები − დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სააგენტო და სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო.
2. დეპარტამენტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და
გაზისა) სარგებლობის
სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების
უზრუნველსაყოფად ახორციელებს ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს რეგულირების
ობიექტის:
ა) გეგმურ ან არაგეგმურ შემოწმებას;
ბ) დათვალიერებას.“
ბ) მე-5 პუნქტის “ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის, მათი
ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან
ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) შესაბამისობის დადგენის,
მოპოვებული ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) და გამოყენებული
იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი
რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ
დროს დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება ბუნებრივი რესურსების (გარდა
ნავთობისა და გაზისა) მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, მათ შორის,
სასაზღვრო ზოლში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან წინასწარი
შეთანხმების საფუძველზე; დეპარტამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა
სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი,
შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის
დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული ბუნებრივი
რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის,
მასში არსებული ნივთები და საგნები, აწარმოოს პირადი გასინჯვა. პირის (მათ შორის, იმ
პირის, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას) დაუმორჩილებლობის
შემთხვევაში დეპარტამენტის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები;
გ) მე-6-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დეპარტამენტი ვალდებულია რეგულირების ობიექტის შემოწმების ან დათვალიერების
განხორციელებისას მხოლოდ იმ გონივრული ვადით და საქმიანობის მხოლოდ იმ ნაწილში
შეაჩეროს დროებით რეგულირების ობიექტის საქმიანობა (მათ შორის, მცურავი
სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება),
რომლებიც საჭიროა მხოლოდ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა
ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად, და დადგენილი წესით მიიღოს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომები.
7. თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა)
სარგებლობის სფეროში რეგულირების ობიექტი საქმიანობას საქართველოს გარემოს
დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო
დოკუმენტის (აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) გარეშე
ახორციელებს, ან რეგულირების ობიექტის საქმიანობა გარემოს მნიშვნელოვან საფრთხეს
უქმნის და მისი აღმოფხვრა სავალდებულოა, თუმცა ამის დაუყოვნებლივ განხორციელება
შეუძლებელია, ან რეგულირების ობიექტის საქმიანობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას
ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ანდა მტკიცებულებებს, დეპარტამენტი
უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების
სრულ აღმოფხვრამდე რეგულირების ობიექტისთვის შესაბამისი ქმედების მთლიანად ან
ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი,
დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა, ნივთი). რეგულირების ობიექტისთვის ქმედების
მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება
ადმინისტრაციული მიწერილობის სახით და იგი წარედგინება რეგულირების ობიექტს.
მისი შესრულება სავალდებულოა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
მიწერილობა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს მის
მოქმედებას. საქმიანობის შედეგად გარემოსთვის შექმნილი მნიშვნელოვანი საფრთხის
განმსაზღვრელი კრიტერიუმები დგინდება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით.
8. დეპარტამენტის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა
და გაზისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის სხვა მოთხოვნები და წესები
განისაზღვრება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესით“.
9. იმ ლაბორატორიული გაზომვებისა და ანალიზების ჩატარების ხარჯების ანაზღაურება,
რომელთა საფუძველზედაც დადასტურდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობის (გარდა ნავთობისა და გაზისა) სფეროში საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნათა დარღვევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება
დამრღვევ რეგულირების ობიექტს (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა)“.
მუხლი 2.
საქართველოს მთავრობამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს
სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო მართვისა და
კონტროლის განხორციელება, რომელიც არ მოიცავს სასარგებლო წიაღისეულის
რესურსების მართვისა და კონტროლის კომპეტენციას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წიაღის მდგრადი მართვის
სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა,
მიწისქვეშა სივრცის გამოყენებისა და სასარგებლო წიაღისეულით (გარდა ნავთობისა და
გაზისა) სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს
კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის
წარმართვა/სახელმწიფო კონტროლის განხორციელება და კოორდინაცია საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - მინერალური რესურსების სააგენტოს ძირითად
კომპეტენციას წარმოადგენს. აღნიშნული საქმიანობა მოითხოვს ქვეყნის სასარგებლო
წიაღისეულის ეფექტიანად მართვისა და განკარგვის უზრუნველყოფას რადგან იგი
პირდაპირ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას გარემოზე.
ამასთანავე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ძირითად ამოცანას/ფუნქციას წარმოადგენს სწორედ ბუნებრივი რესურსებით (გარდა
სასარგებლო წიაღისეულის, ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო
მართვა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ასევე, გარემოს დაცვა, ქვეყანაში
მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა და
გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება. ასევე, ნარჩენების მართვის
ორგანიზება, მათ შორის ბუნებრივი რესურსების გამოყენებისას. აღსანიშნავია, რომ
საქართველოს პარლამენტში განიხილება წიაღის შესახებ საქართველოს კანონში
ცვლილების საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სსიპ მინერალური
რესურსების ეროვნული სააგენტოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს სისტემაში გადასვლას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია „გარემოს დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში განხორციელდეს ცვლილება და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სახელმწიფო მართვა და
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა)
სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გახდეს საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენცია, რაც მეტად
ეფექტიანად უზრუნველყოფს სასარგებლო წიაღისეულის მართვას, გარემოსთვის
მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციასა და გარემოსთვის მიყენებული
ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის შერბილებას.
კანონის მიღების მიზანია სასარგებლო წიაღისეული მართვის და გარემოს დაცვის
საკითხების ეფექტიანად წარმართვა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წარმოდგენილი საკანონმდებლო აქტით არის განსაზღვრული, რომ საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვა გარდა
ნავთობის, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარდა
ნავთობის, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულისა. შესაბამისად, მასში ცვლილების
განხორციელება აუცილებელია.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ცვლილების მიღებით, უზრუნველყოფილი იქნება როგორც სასარგებლო წიაღისეულის
მართვა და სახელმწიფო კონტროლი, ასევე გარემოს დაცვის საკითხების ეფექტურად
განხორციელება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ცვლილებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვის კომპეტენციას დაემატება სასარგებლო
წიაღისეულის მართვა (გარდა ნავთობისა და გაზისა). ამასთან გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულით (გარდა ნავთობისა და
გაზისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების კომპეტენცია.
პროექტის თანახმად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, მათ შორის
სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ნავთობისა და გაზისა) ლიცენზირების სფეროში
სახელმწიფო
კონტროლს
საქართველოს
კანონმდებლობით
მინიჭებული
უფლებამოსილებების ფარგლებში განახორციელებენ სამინისტრო, სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი), სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირები − დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბირთვული და
რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო და სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო.
წარმოდგენილი ცვლილებით, დეპარტამენტი უფლებამოსილი იქნება ბუნებრივი
რესურსებით, მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულით (გარდა ნავთობისა და გაზისა)
სარგებლობის,
მათი
ტრანსპორტირებისას
წარმოშობის
ან
კანონიერების
დამადასტურებელ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი
რესურსების მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ნავთობისა და გაზისა) და
გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, უკანონოდ მოპოვებული
ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ნავთობისა და
გაზისა) გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად
განახორციელოს დათვალიერება ბუნებრივი რესურსების მათ შორის, სასარგებლო
წიაღისეულის (გარდა ნავთობისა და გაზისა) მოპოვების ან პირველადი გადამუშავების
ადგილებში.
ცვლილების შესაბამისად, დეპარტამენტი უფლებამოსილი იქნება საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
მოსთხოვოს
მოქალაქეს
პირადობის
დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული ბუნებრივი
რესურსების, მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ნავთობისა და გაზისა)
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
დოკუმენტები,
ვიზუალურად
დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, აწარმოოს პირადი გასინჯვა.
დეპარტამენტი ვალდებული იქნება რეგულირების ობიექტის შემოწმების ან
დათვალიერების განხორციელებისას მხოლოდ იმ გონივრული ვადით და საქმიანობის იმ
ნაწილში შეაჩეროს დროებით რეგულირების ობიექტის საქმიანობა, რომლებიც საჭირო
იქნება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის, სასარგებლო
წიაღისეულით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად.
წარმოდგენილი ცვლილების პროექტი ითვალისწინებს დეპარტამენტის მიერ გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულით (გარდა
ნავთობისა და გაზისა)
სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის სხვა
მოთხოვნებისა და წესების განსაზღვრას საქართველოს კანონმდებლობით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტის პირველი მუხლი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, ხოლო
კანონპროექტის მე-2 და მე-3 მუხლები ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი შეირჩა შესაბამისი კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების ამ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველსაყოფად.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
ასეთი მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა ცენტრალური ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის თანახმად, სამინისტროს კომპეტენციებს ემატება სასარგებლო
წიაღისეულით სარგებლობის სახელმწიფო მართვა და სასარგებლო წიაღისეულით
სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. აღნიშნულ
უფლებამოსილებებს გარემოს დაცვის სამინისტრო განახორციელებს არსებული
ასიგნებებისა და ადამიანური რესურსის ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
ლაბორატორიული გაზომვებისა და ანალიზების ჩატარების ხარჯების ანაზღაურება,
რომელთა საფუძველზედაც დადასტურდა სასარგებლო წიაღისეულის სფეროში
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა, ეკისრება დამრღვევ
რეგულირების ობიექტს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის შემოღებას და არც მისი არსებული ოდენობის შეცვლას.
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ გამომდინარეობს და არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები:
მაია ბითაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, გიორგი ჭყონია, ვლადიმერ ბოჟაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები:
მაია ბითაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, გიორგი ჭყონია, ვლადიმერ ბოჟაძე.