„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/48; 26/03/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-31
ბიუროს ნომერი 33
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996, გვ. 8) 22-ე მუხლის:
ა) 4 1 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4 2 პუნქტი :
„42. პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური
პარტიის
წარდგენით
არჩეული
წარმომადგენლობითი
ორგანოს
წევრის
უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე
გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საკონსტიტუციო
სასამართლოში სარჩელის შეტანიდან 9 თვეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში „მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის
მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - 14 დღეს“.
ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება ამავე მუხლის
მე-2–42 პუნქტებით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად
მიღებიდან ამ სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ
გადაწყვეტილების
გამოტანამდე,
აგრეთვე
კონსტიტუციური
წარდგინების
განსახილველად მიღებიდან ამ წარდგინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ დასკვნის ან გადაწყვეტილების გამოტანამდე.
6. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ მუხლის მე-2–42 პუნქტებით
გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვის დროს საკონსტიტუციო
სასამართლოში შეტანილ იქნა იმავე პუნქტებით განსაზღვრული სხვა სარჩელი, მისი
განხილვის ვადა აითვლება არსებითი განხილვის პროცესში მყოფ სარჩელზე
გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ :
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი :
ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი :
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის საქმიანობის
კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ
კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის სპეციალურ ვადას.
შესაბამისად, აღნიშნული სარჩელის მიმართ მოქმედებს ამავე ორგანული კანონის 22-ე
მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზოგადი წესი, რომელიც საკითხის
განსახილველად ადგენს 9 თვიან ვადას.
გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკურ
მდგომარეობაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ პოლიტიკური პარტიები,
მნიშვნელოვანია, რომ მათი საქმიანობის მიმართ არსებობდეს ეფექტური საკონსტიტუციო
კონტროლის მექანიზმი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვან კომპონენტს უფლებამოსილი
ორგანოს მიერ საკითხის დროული განხილვა წარმოადგენს. ამრიგად, მიზანშეწონილია,
პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის
წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების
შეწყვეტის საკითხის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების
გამოტანის მიმართ დადგინდეს ზოგადი, 9 თვიანი, ვადისგან განსხვავებული,
შემჭიდროებული ვადები.
ასევე, ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მნიშვნელოვანია ცვლილება განხორციელდეს
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის 22-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში. პოლიტიკური პარტიის საქმიანობის
კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ
კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების შემჭიდროებულ ვადაში მიღების
პირობებში, მიზანშეწონილი იქნება შეჩერდეს ზოგად წესს დაქვემდებარებული
საკითხების განხილვის ვადა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა :
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახული მიზნების მიღწევა, მისი არსიდან გამომდინარე, საჭიროებს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას „საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები :
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით, შემჭიდროვდება პოლიტიკური პარტიის
საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ
კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა, რაც გაზრდის
აღნიშნულ საკითხების მიმართ კონსტიტუციური კონტროლის ეფექტურობას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით, შემჭიდროვდება პოლიტიკური პარტიის
საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ
კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა, კერძოდ:
პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის
წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების
შეწყვეტის საკითხის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების
გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის
შეტანიდან 9 თვეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში
„მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში - 14 დღეს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში ):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება :
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი
მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი
ვადის დადგენას.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას ):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო :
აღნიშნული ხარჯები დაფინანსდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის
განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო ,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე :
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო ,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე :
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები შედის იმ ხარჯებში, რომლებსაც
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღესაც სწევს თავისი უფლებამოსილებების
განხორციელებისას.
შესაბამისი
ხარჯების
ოდენობა
დამოკიდებული
იქნება
სასამართლოში შეტანილი საჩივრების რაოდენობაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით :
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა :
კანონპროექტს არ აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება
მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი :
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის შემოღებას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება :
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება :
კანონპროექტს არ
მდგომარეობაზე.
აქვს
მდგომარეობაზე
მოსალოდნელი
კანონპროექტის
ზეგავლენა
მოსალოდნელი
გენდერული
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან :
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან :
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების
/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის
მომზადება , - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე
მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან :
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები :
დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება ,
ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო
ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში :
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი : ფრაქცია „ქართული ოცნება“.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი : ფრაქცია „ქართული ოცნება“.