საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაცია დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიშის (№2-3840/25; 25.03.2025) კომიტეტის მიერ მოსმენის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-03-31
კომიტეტის სხდომის ნომერი 7
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
3/28/25, 9:32 AM
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა
თარიღი
31 მარტი 2025 14:00
2025 წლის 31 მარტი, 14:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
ილია ჭავჭავაძის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. ფინანსური ხელშეკრულება „2022 წლის 22 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის
საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო - ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი)“ N1
ცვლილებისა და უარის თქმის წერილი“ (07-2/21; 21.02.2025);
მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე,
ნინო თანდილაშვილი;
2. სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს
შორის (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“ (07-2/22; 04.03.2025);
მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე;
3. წერილ- შეთანხმება „2016 წლის 9 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო
ბანკს
შორის
ფინანსური
ხელშეკრულების
(საქართველოს
მუნიციპალური
ინფრასტრუქტურის აღდგენა)“ N3 ცვლილების“ (07-2/23; 06.03.2025);
მომხსენებელი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე;
4. დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამის საპარლამენტო
ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024
წლის ანგარიში;
https://parliament.ge/print/announcement/3207?local=true
1/2
საქართველოს პარლამენტი
3/28/25, 9:32 AM
მომხსენებელი: დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამის
საპარლამენტო
ასამბლეაში
(GUAM
PA)
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი
დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით მათიკაშვილი.
https://parliament.ge/print/announcement/3207?local=true
2/2
ოქმი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის ოქმი N7
2025 წლის 31 მარტი, 14:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
ი. ჭავჭავაძის დარბაზი
/C კორპუსი, V სართული/
სხდომას თავმჯდომარეობდა
თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
საგარეო
ურთიერთობათა
კომიტეტის
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: მარიამ ლაშხი,
მეზურნიშვილი, ეკა სეფაშვილი, ლევან მახარაშვილი, მაია ბითაძე;
ირაკლი
სხდომას საპატიო მიზეზით ვერ ესწრებოდა კომიტეტის წევრი ირაკლი
ქადაგიშვილი;
კომიტეტის აპარატი: ნიკოლოზ ხატიაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი,
კომიტეტების აპარატის თანამშრომლები.
სხდომის უფლებამოსილება
კომიტეტის წევრების დასწრებით.
განისაზღვრა
საგარეო
ურთიერთობათა
დღის წესრიგი
1.
ფინანსური ხელშეკრულება „2022 წლის 22 დეკემბრის „საქართველოსა და
ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო - ზემო სამგორის ირიგაციის
პროექტი)“ №1 ცვლილებისა და უარის თქმის წერილი“ (07-2/21; 21.02.2025)
მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი
მოადგილე, ნინო თანდილაშვილი
2.
სასესხო შეთანხმება საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის
საინვესტიციო ბანკს შორის (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“ (07-2/22;
04.03.2025)
მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე
3.
წერილ- შეთანხმება „2016 წლის 9 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის
საინვესტიციო
ბანკს
შორის
ფინანსური
ხელშეკრულების
(საქართველოს
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა)“ №3 ცვლილების“ (07-2/23; 06.03.2025)
მომხსენებელი:
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეე გიორგი პატარიძე
4.
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამის
საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის 2024 წლის ანგარიში (2-3840/25; 25.03.2025)
მომხსენებელი: დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის,
სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით მათიკაშვილი
სხდომის მსვლელობა
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის
წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და
წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის
წესრიგი.
საკითხი პირველი
ფინანსური ხელშეკრულება „2022 წლის 22 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის
საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო - ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი)“ №1
ცვლილებისა და უარის თქმის წერილი“,
მომხსენებელმა გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა
კომიტეტის წევრებს წარუდგინა:
-
ძირითადი სასესხო ხელშეკრულება ითვალისწინებს ზემო სამგორის სარწყავი
სისტემის რეაბილიტაციას და მოდერნიზაციას. სესხის მოცულობა არის 20 მლნ.
ევროს ოდენობის თანხა. სასესხო თანხის ფარგლებში, 2029 წლის 31 დეკემბრამდე
გათვალისწინებული
არის
მთლიანად
ზემო
სამგორის
სარწყავი
სისტემის
რეაბილიტაცია, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით 20 000 ჰექტარი მიწის
ნაკვეთის მორწყვას, რომლითაც 11 ათასი ოჯახი ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში
გათვალისწინებულია როგორც ცენტრალური მაგისტრალური არხების ასევე, მეორე
მეორადი და მესამეული არხების პროექტირება, მშენებლობა და მოდერნიზაცია.
ხელშეკრულებაში
წარმოდგენილი
ცვლილება
მიზნად
ისახავს
სასესხო
ხელშეკრულების პირველი წლის ფარგლებში დაზუსტებულ და განსახორციელებელ
აქტივობებს. ამავდროულად შეთანხმებაში ზუსტდება ყოველი მომდევნო ტრანშების
ჩამორიცხვის წინაპირობები.
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი
შეთანხმება დადებითად შეაფასეს და
რატიფიცირებისათვის დოკუმენტის სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.
საკითხი მეორე
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ „საქართველოსა და
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის (თბილისის მეტროს
მოდერნიზაციის პროექტი)“ სასესხო შეთანხმება წარადგინა.
-
საკითხი ეხება თბილისის მეტროსთვის ვაგონების შეძენას. როგორც
მომხსენებელმა განმარტა, თბილისის მეტროს ემსახურება 48 შემადგენლობა,
რომელთა ექსპლუატაციის ვადა 2038 წლამდე სრულად იწურება. შეთანხმების
საფუძველზე, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი მეტროს ვაგონების
შესაძენად ნაწილობრივი თანხის გამოყოფას უზრუნველყოფს. ჯამში დაგეგმილია 212
ვაგონის შეძენა, მომდევნო 7-წლიან პერიოდში კი დაიგეგმა 17 ვაგონის შეძენა. მისი
თქმით, ვაგონების ხარჯი 205 მლნ ევროს ოდენობით განისაზღვრა, თუმცა,
ამავდროულად საჭიროა დეპოს და დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაცია და
ასევე, სიმულაციური სასწავლო ცენტრის მოწყობა. სულ პროექტის ღირებულება 250
მლნ ევროს შეადგენს, საიდანაც ქვეყანა სესხის სახით 125 მლნ ევროს აიღებს,
დანარჩენი 125 მილიონი ევრო კი გამოყოფილი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
რაც შეეხება სესხის პირობებს, არის 22 წლიანი, მათ შორის, 7 წელი შეღავათიანია.
კითხვები დასვეს კომიტეტის წევრებმა:
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი
შეთანხმება დადებითად შეაფასეს და
რატიფიცირებისათვის დოკუმენტის სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.
საკითხი მესამე
„2016 წლის 9 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის
ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის
აღდგენა)“ წერილ-შეთანხმებაში N3 ცვლილება შედის. აღნიშნულის შესახებ
კომიტეტის
შესახებ
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი პატარიძემ
ისაუბრა. ევროპის საინვესტიციო ბანკსა და სახელმწიფოს შორის 2016 წელს
გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სესხის მოცულობა 100 მილიონ
ევროს შეადგენდა, მუნიციპალურ დონეზე ინფრასტრუქტურული პროექტების
განსახორციელებლად. 2020 წელს კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, ამ სასესხო
ხელშეკრულების ფარგლებში მოხდა რეპროგრამირება. დარჩენილი 38 მლნ ევროს
ოდენობის თანხით მიმდინარე და მომავალ წელს მოხდება სასწრაფო დახმარების 150
ერთეული მანქანის შესყიდვა, სისხლის ცენტრალური ბანკის შექმნა და აღჭურვა და
ასევე, გენეტიკური ლაბორატორიის მოწყობა.
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი
შეთანხმება დადებითად შეაფასეს და
რატიფიცირებისათვის დოკუმენტის სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.
საკითხი მეოთხე
სხდომაზე, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამის
საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის 2024 წლის ანგარიში მოისმინეს, რომელიც დელეგაციის
ხელმძღვანელმა დავით მათიკაშვილმა წარადგინა.
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამ-ის
საპარლამენტო
ასამბლეაში
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი
დელეგაციის მიერ გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში
პერიოდი: 2024 წლის იანვარი - 2025 წლის მარტი
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა
მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართულ საპრეზიდენტო და
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში. 2025 წლის 3
მარტს გაიმართა 2024 წელს დაგეგმილი სუამის საპარლამენტო ასამბლეის სესია.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------2024 წლის 7 თებერვალი
საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში
ბაქო, აზერბაიჯანის რესპუბლიკა
დელეგაციის შემადგენლობა: დავით მათიკაშვილი, დელეგაციის ხელმძღვანელი.
2024 წლის 7 თებერვალს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები
გაიმართა. სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით მათიკაშვილი მიწვეული იყო
აღნიშნულ არჩევნებზე, როგორც სუამის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო
მისიის წევრი. ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობაში ასევე
შედიოდნენ უკრაინის და მოლდოვას რესპუბლიკის წარმომადგენლები.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------2024 წლის 7 თებერვალი
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში
ბაქო, აზერბაიჯანის რესპუბლიკა
დელეგაციის შემადგენლობა: დავით მათიკაშვილი, დელეგაციის ხელმძღვანელი
2024 წლის 1 სექტემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვადამდელი საპარლამენტო
არჩევნები გაიმართა. არჩევნებზე დამკვირვებლად მიწვეული იყო სუამის
საპარლამენტო ასამბლეაც. ასამბლეის მისიაში შედიოდნენ საქართველოს, უკრაინის
და მოლდოვას რესპუბლიკის წარმომადგენლები. საქართველოს მხრიდან, ასამბლეის
მისიაში მონაწილეობა მიიღო სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით მათიკაშვილმა.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------2025 წლის 3 მარტი
სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტები, ბიურო და სესია
ვირტუალური ფორმატი
მონაწილეები: თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე რამიშვილი
2025 წლის 3 მარტს, აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით, ვირტუალურ ფორმატში
გაიმართა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის სამუშაო
შეხვედრა,
სადაც
მონაწილეობა
მიიღო
საქართველოს
პარლამენტის
წარმომადგენელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა. შეხვედრაში საქართველოს, უკრაინის,
აზერბაიჯანისა და მოლდოვას ეროვნული საპარლამენტო დელეგაციების
წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ.
სესიის განმავლობაში დეპუტატებმა მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო ასამბლეის
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ბიუროს სხდომაზე დაამტკიცეს დასკვნითი
დოკუმენტის - ასამბლეის კომუნიკეს საბოლოო ვარიანტი და სიტყვით გამოვიდნენ
ასამბლეის შეხვედრაზე.
კომიტეტების ერთობლივი შეხვედრის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას,
საქართველოს წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ სუამის
ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ძლიერი დარგობრივი თანამშრომლობის
ხელშეწყობა ყოველთვის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. დეპუტატის
აზრით, საჭიროა დიალოგის, ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის
წახალისება და ახალი პროექტებისა და ინიციატივებისთვის პრიორიტეტის მინიჭება.
საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სუამის რეგიონში
ფართო შესაძლებლობები იკვეთება ვაჭრობის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკისა და
ტრანსპორტის მიმართულებით, რომლის განხორციელებაში დიდი წვლილის შეტანა
შეუძლიათ ეროვნულ პარლამენტებსაც.
ასამბლეის დღის წესრიგით გათვალისწინებული თემები იყო სუამის რეგიონში
ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობის დაცვა,
ეკონომიკური და ჰუმანიტარული მდგრადობის შენარჩუნება. სესიაზე გამოსვლისას,
თორნიკე ჭეიშვილმა ისაუბრა სუამის რეგიონში იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც
საფრთხეს წარმოადგენენ წევრი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული
მთლიანობისათვის. მან ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების
აუცილებლობას და დეპუტატებს გააცნო ის პრიორიტეტები, რომლებიც ამ
მიმართულებით საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგშია.
სესიის ბოლოს, ასამბლეამ მიიღო დასკვნითი დოკუმენტი - ასამბლეის კომუნიკე.
2025 წელს, ასამბლეის საქმიანობას საქართველო უხელმძღვანელებს.
კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024
წლის საქმიანობის ანგარიში ცნობად იღეს;
სხდომის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
სხდომის მდივანი ნანა კვირცხალია