„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-07
ბიუროს ნომერი 39
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის
წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004,
მუხ. 7) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) რეგიონული განვითარების;“;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„თ 1) ინფრასტრუქტურის;“.
მუხლი 2.
1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტრო საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროდ და საქართველოს
ინფრასტრუქტურის სამინისტროდ.
2. რეგიონული განვითარების მიმართულებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს და საქართველოს რეგიონული
განვითარების სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამონაცვლედ რეგიონული განვითარების
მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა
ფარგლებში.
3. ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს ინფრასტრუქტურის
სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს უფლებამონაცვლედ ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოს
კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
4. რეგიონული განვითარების მიმართულებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ
განისაზღვროს
საქართველოს
რეგიონული
განვითარების
სამინისტრო,
ხოლო
ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირების კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ - საქართველოს
ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის
სისტემაში არსებული სხვა, შესაბამისი უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებით
მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონით
გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყებების მიერ ახალი სამართლებრივი
აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, აღნიშნულ სამართლებრივ აქტებში
ცვლილებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება
ენიჭებათ შესაბამის უფლებამონაცვლე უწყებებს.
6. ამ კანონის ძალაში შესვლისას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროში დასაქმებული პირები (საჯარო მოხელეები და შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებული პირები) უკონკურსოდ გადაყვანილ იქნენ საქართველოს
რეგიონული განვითარების სამინისტროში ან საქართველოს ინფრასტრუქტურის
სამინისტროში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ კანონის ძალაში შესვლის ეტაპზე
ეკავათ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში,
ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში - მის ტოლფას თანამდებობებზე.
7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შეიქმნას
კომისია, რომელიც განსაზღვრავს შესაბამის უფლებამონაცვლე სამინისტროს, რომელშიც
გადაყვანილ უნდა იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროში ამ კანონის ძალაში შესვლისას დასაქმებული თითოეული პირი (საჯარო
მოხელე
და
შრომითი
ხელშეკრულებით
დასაქმებული
პირი).
ამ
პუნქტით
გათვალისწინებული კომისია გადაწყვეტილებას იღებს საჯარო მოხელის/შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებული პირის განხორციელებული საქმიანობის, სამსახურებრივი
ფუნქცია-მოვალეობებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
8. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში შექმნას შესაბამისი
კომისია, რომელიც თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს ამ კანონის
ამოქმედებამდე
არსებული
საქართველოს
რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს
რეგიონული განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინფრასტრუქტურის
სამინისტროსთვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე
სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა
დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და აღნიშნული სამინისტროებისთვის გადაცემას.
ამ კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
9. სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული
პირების მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე დადებული შესაბამისი ხელშეკრულებებით
გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს უფლება-მოვალეობები გადაეცეს საქართველოს რეგიონული განვითარების
სამინისტროს რეგიონული განვითარების სფეროში მოქმედ კერძო სამართლის იურიდიულ
პირებთან მიმართებით, ხოლო საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს
ინფრასტრუქტურის სფეროში მოქმედ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან
მიმართებით.
10. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა, უფლებამონაცვლე სამინისტროები,
უფლებამოსილი არიან დაიწყონ სამინისტროში ან/და მათ სისტემაში (სტრუქტურაში),
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სათანადო
ღონისძიებების
განხორციელება, მათ შორის, ფუნქციათა ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაცია, შესაბამისად,
რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცესი.
11. საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის
ვადაში, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო უწყებების წარდგინებით, უზრუნველყონ
შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, მათ შორის, საჭიროების
შემთხვევაში სათანადო ნორმატიული აქტების (მათ შორის, ერთობლივი ნორმატიული
აქტების) მიღება/გამოცემა.
12. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მის სისტემაში მოქმედი საბიუჯეტო ორგანიზაციების
განკარგულებაში არსებული, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით
გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება ენიჭებათ ამ მუხლის პირველ
პუნქტში
აღნიშნულ
უფლებამონაცვლე
საბიუჯეტო
ორგანიზაციებს
(მხარჯავ
დაწესებულებებს) და მათ სისტემებში შექმნილ საბიუჯეტო ორგანიზაციებს. საქართველოს
მთავრობამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს „საქართველოს
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე
განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების
განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრა.
13. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია „საქართველოს 2025 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის მომზადების შემთხვევაში მასში ასახოს ამ კანონიდან
გამომდინარე ცვლილებები.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაში სტრუქტურული
ცვლილების განხორციელების საჭიროებით. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება საქართველოს
რეგიონული განვითარების სამინისტრო და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს
ფუნქციები
და
უფლებამოსილებები
რეგიონული
განვითარების
მიმართულებით გადაეცემა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს, ხოლო
ინფრასტრუქტურის მიმართულებით - საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს.
საქართველოში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის დარგების განვითარება
სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტული მიმართულებებია,
არსებული სამინისტროს ნაცვლად დარგობრივი სამინისტროების დამოუკიდებლად შექმნა კი
მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სფეროებში სახელმწიფოს გაცხადებული, სამთავრობო პროგრამით „2025-2028 მხოლოდ
მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ“ განსაზღვრული სტრატეგიული
მიზნების მიღწევასა და დასახული ამოცანების ეფექტიანად განხორციელებას. როგორც
რეგიონული განვითარების, ისე ინფრასტრუქტურის დარგში ცალკე სამინისტროს შექმნა ამ
უმნიშვნელოვანესი დარგების კიდევ უფრო სწრაფი განვითარების დამატებითი მექანიზმი
იქნება და სახელმწიფო მხარდაჭერის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ჩამოყალიბება დადებითად აისახება
მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციასა და დეკონცენტრაციაზე. აღნიშნული
ცვლილებებით რეგიონული განვითარების სფეროში არსებული მენეჯმენტის სისტემა
მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონული
განვითარების პოლიტიკის შემუშავებას, განხორციელებას, განხორციელების კოორდინაციას,
აგრეთვე,
კომპეტენციის
ფარგლებში,
რეგიონული
განვითარების
პოლიტიკის
განხორციელების მონიტორინგსა და ანალიზს.
ინფრასტრუქტურის სფეროს მასშტაბისა და თავისებურებებიდან
გამომდინარე,
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოყოფა საფუძველს შექმნის
ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფად.
გარდა ამისა, ორივე სფერო განსხვავდება თავისი სპეციფიკით, რაც დარგობრივი პოლიტიკის
განხორციელებისას განსხვავებული მიდგომების გამოყენებას საჭიროებს, შესაბამისად,
სამინისტროს, როგორც ამ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის
განმახორციელებელ ორგანოს ფუნქციები მეტად ეფექტიანად განხორციელდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორად
გაყოფის შემთხვევაში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახული მიზნების მიღწევა, მისი არსიდან გამომდინარე, საჭიროებს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნება საქართველოს რეგიონული განვითარების
სამინისტრო და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე, კანონპროექტით
განისაზღვრება ამ ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის პირველი მუხლის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-14 მუხლის მე-2
პუნქტში, კერძოდ, ახლებურად ყალიბდება „ზ“ ქვეპუნქტი და ნორმას ემატება „ზ1“ ქვეპუნქტი,
შესაბამისად, სამინისტროების ჩამონათვალში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაცვლად, აისახება საქართველოს რეგიონული
განვითარების და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
კანონპროექტის მე-2 მუხლის შესაბამისად:
- დგინდება სამინისტროთა უფლებამონაცვლეობის საკითხი;
- სამართლებრივ აქტებთან მიმართებით დგინდება, რომ საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული სხვა,
შესაბამისი
უწყებების
საქმიანობასთან
დაკავშირებით
მიღებული/გამოცემული
სამართლებრივი აქტები შეინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი უფლებამონაცვლე
უწყებების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე,
აღნიშნულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად
გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭებათ შესაბამის უფლებამონაცვლე უწყებებს;
- ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით განისაზღვრება, რომ საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დასაქმებული პირები
(საჯარო მოხელეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები) უკონკურსოდ
იქნებიან გადაყვანილი საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში ან
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ
ეკავათ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში,
ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში - მის ტოლფას თანამდებობებზე;
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქტივებსა
და ვალდებულებებთან მიმართებით, საქართველოს მთავრობას დაევალება კანონის
ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში შესაბამისი კომისიის შექმნა, რომელიც თავის მიერ
განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს კანონის ამოქმედებამდე არსებული საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საბალანსო მონაცემების
მიხედვით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის
სამინისტროსთვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე
სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა
დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და აღნიშნული სამინისტროებისთვის გადაცემას.
ამ კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა;
- სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან
მიმართებით დგინდება, რომ ამ საწარმოების მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე
დადებული
შესაბამისი
ხელშეკრულებებით
გათვალისწინებული,
საქართველოს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამოვალეობები გადაეცემა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს
რეგიონული განვითარების სფეროში მოქმედ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან
მიმართებით, ხოლო საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს - ინფრასტრუქტურის
სფეროში მოქმედ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმართებით;
- კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა უფლებამონაცვლე სამინისტროები
უფლებამოსილნი იქნებიან, დაიწყონ რეორგანიზაცია (მათ შორის, ფუნქციათა ანალიზის
საფუძველზე ოპტიმიზაცია) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ამასთან, საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებს დაევალებათ, კანონის
ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში (საჭიროების შემთხვევაში, სათანადო უწყებების
წარდგინებით) უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში სათანადო ნორმატიული აქტების (მათ
შორის, ერთობლივი ნორმატიული აქტების) მიღება/გამოცემა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტის მიღება ემსახურება სამთავრობო პროგრამის „2025-2028 მხოლოდ მშვიდობით,
ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ“ 1.1. ქვეთავითა და 2.10 ქვეთავით
გათვალისწინებული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში
სახელმწიფოს გაცხადებული სტრატეგიული მიზნების მიღწევასა და დასახული ამოცანების
ეფექტიანად განხორციელებას.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რამდენადაც მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო ცვლილებების დროულად ამოქმედება, რაც განპირობებულია გასამიჯნი
სფეროების ოპტიმიზაციისა და ეფექტური საჯარო მმართველობის უზრუნველსაყოფად.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის ამოქმედებისა და საშუალოვადიანი
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
პერიოდის
ფინანსური
წყაროა
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რაც
დამოკიდებული იქნება სამინისტროებში დასაქმებულთა რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას იქონიებს შესაბამისი დონის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რაც
დამოკიდებული იქნება სამინისტროთა ჯეროვანი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება (გარდა სამინისტროს გაყოფის შემდეგ, თითოეული
სამინისტროს დამტკიცებული საშტატო განრიგის მიხედვით არსებულ ვაკანტურ
თანამდებობებზე შემდგომში დანიშნული პირების შემთხვევისა) რამდენადაც კანონის ძალაში
შესვლისას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში
დასაქმებული პირები (საჯარო მოხელეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული
პირები) უკონკურსოდ იქნებიან გადაყვანილი საქართველოს რეგიონული განვითარების
სამინისტროში ან საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმავე თანამდებობებზე,
რომლებიც მათ ამ კანონის ძალაში შესვლის ეტაპზე ეკავათ საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ხოლო ასეთი თანამდებობის
არარსებობის შემთხვევაში - მის ტოლფას თანამდებობებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ
მდგომარეობაზე.
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში ,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან “ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება ,
ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობა
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა