„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.04.2025
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/29/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-07
ბიუროს ნომერი 39

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.თ) იმ საწარმოს სახსრებით, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული საწარმო თავისი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის მიერ ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისთვის დადგენილი სპეციალური წესით, რომლის მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 2 წელს. საქართველოს მთავრობის მიერ დასადგენ სპეციალურ წესს შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ან საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო შესაბამისი საწარმოებისა და მუნიციპალიტეტების წინადადებათა საფუძველზე. საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური წესის დაუდგენლობის შემთხვევაში შესყიდვა უნდა განხორციელდეს ამ კანონის შესაბამისად;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი : ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი : „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით განსახორციელებელი ცვლილებების გათვალისწინებით მიზანშეწონილია ტერმინოლოგიური დაზუსტება და უფლებამონაცვლე სამინისტროს განსაზღვრა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა : „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახული მიზნების მიღწევა, მისი არსიდან გამომდინარე, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები : „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით განსახორციელებელი ცვლილებებიდან გამომდინარე დაზუსტდება სათანადო უფლებამონაცვლე სამინისტრო. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: „ა.თ) იმ საწარმოს სახსრებით, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული საწარმო თავისი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის მიერ ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისთვის დადგენილი სპეციალური წესით, რომლის მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 2 წელს. საქართველოს მთავრობის მიერ დასადგენ სპეციალურ წესს შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო შესაბამისი საწარმოებისა და მუნიციპალიტეტების წინადადებათა 2 საფუძველზე. საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური წესის შემთხვევაში შესყიდვა უნდა განხორციელდეს ამ კანონის შესაბამისად. დაუდგენლობის ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში ): კანონპროექტის მიღება ემსახურება სამთავრობო პროგრამის „2025-2028 მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ“ 1.1. ქვეთავითა და 2.10 ქვეთავით გათვალისწინებული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში სახელმწიფოს გაცხადებული სტრატეგიული მიზნების მიღწევასა და დასახული ამოცანების ეფექტიანად განხორციელებას. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება : კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ): მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რამდენადაც მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებების დროულად ამოქმედება, რაც განპირობებულია გასამიჯნი სფეროების ოპტიმიზაციისა და ეფექტიანი საჯარო მმართველობის უზრუნველსაყოფად. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო : კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე : კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე : კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. 3 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით : კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა : კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი : კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტს არ მდგომარეობაზე. აქვს მდგომარეობაზე მოსალოდნელი კანონპროექტის ზეგავლენა გენდერული მოსალოდნელი თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან : გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან : ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების 4 არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან “ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან : ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები : დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში : ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი : საქართველოს მთავრობა ვ) კანონპროექტის ინიციატორი : საქართველოს მთავრობა 5