„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-07
ბიუროს ნომერი 39
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საავტომობილო გზების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 463) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების
ნუსხას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა. როგორც წესი, იგი გადაისინჯება 5 წელიწადში ერთხელ.“.
2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების
ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში
ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს
ინფრასტრუქტურის სამინისტრო.“.
3. 26-ე მუხლი ჩამოყა ლიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 26. საავტომობილო
დაკავშირებულ სამუშაოთა წარმოება
გზების
განვითარებასა
და
გაუმჯობესებასთან
საავტომობილო გზების შეკეთება, მოვლა-შენახვა, საექსპლუატაციოდ მიღება, საჭირო
სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება წარმოებს საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად, მათ შორის, მიღებული სტანდარტების, სამშენებლო ნორმების, ტექნიკური
რეგლამენტების, ინსტრუქციებისა და დასრულებული საგზაო სამუშაოების მიღების წესის
შესაბამისად, რომლებსაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სახით, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს ინფრასტრუქტურის
მინისტრი.“.
4. 26 1 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„3. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ავტონომიური
რესპუბლიკების ორგანოები და მუნიციპალიტეტების ორგანოები მათ მართვაში არსებული
საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით შავი წერტილების აღმოფხვრისა და
ამ გზებზე უსაფრთხო
გადაადგილების
უზრუნველყოფის
მიზნით
შესაბამისი
ღონისძიებების განსახორციელებლად შეიმუშავებენ წესებს. ეს წესები საქართველოს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შემუშავების შემთხვევაში მტკიცდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ერთობლივი ნორმატიული აქტით, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების მიერ
შემუშავების შემთხვევაში − ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი აღმასრულებელი
ორგანოების ნორმატიული აქტებით, ხოლო მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ
შემუშავების შემთხვევაში − მუნიციპალიტეტების საკრებულოების დადგენილებებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ :
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი :
ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი :
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით
განსახორციელებელი
ცვლილებების
გათვალისწინებით
მიზანშეწონილია
ტერმინოლოგიური დაზუსტება და უფლებამონაცვლე სამინისტროს განსაზღვრა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა :
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახული მიზნების მიღწევა, მისი არსიდან გამომდინარე, საჭიროებს
საკანონმდებლო
ცვლილების
განხორციელებას
„საავტომობილო
გზების
შესახებ“
საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები :
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით
განსახორციელებელი
ცვლილებებიდან
გამომდინარე
დაზუსტდება
სათანადო
უფლებამონაცვლე სამინისტრო.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი
ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით :
6. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს
მთავრობა. როგორც წესი, იგი გადაისინჯება 5 წელიწადში ერთხელ.
მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით :
1. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის
განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიან
სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ინფრასტრუქტურის
სამინისტრო.
26-ე მუხლი ჩამოყალ იბდება შემდეგი რედაქციით :
მუხლი 26. საავტომობილო გზების განვითარებასა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ
სამუშაოთა წარმოება
საავტომობილო გზების შეკეთება, მოვლა-შენახვა, საექსპლუატაციოდ მიღება, საჭირო
სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება წარმოებს საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად, მათ შორის, მიღებული სტანდარტების, სამშენებლო ნორმების, ტექნიკური
რეგლამენტების, ინსტრუქციებისა და დასრულებული საგზაო სამუშაოების მიღების წესის
შესაბამისად, რომლებსაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სახით, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს ინფრასტრუქტურის
მინისტრი.
26 1 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით :
3. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ავტონომიური რესპუბლიკების
ორგანოები და მუნიციპალიტეტების ორგანოები მათ მართვაში არსებული საერთო
სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ
გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების
განსახორციელებლად შეიმუშავებენ წესებს. ეს წესები საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის მიერ შემუშავების შემთხვევაში მტკიცდება ინფრასტრუქტურის მინისტრისა
და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ნორმატიული აქტით,
ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების მიერ შემუშავების შემთხვევაში − ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოების ნორმატიული აქტებით, ხოლო
მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ შემუშავების შემთხვევაში − მუნიციპალიტეტების
საკრებულოების დადგენილებებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში ):
კანონპროექტის მიღება ემსახურება სამთავრობო პროგრამის „2025-2028 მხოლოდ მშვიდობით,
ღირსებით,
კეთილდღეობით,
ევროპისკენ“
1.1.
ქვეთავითა
და
2.10
ქვეთავით
გათვალისწინებული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში
სახელმწიფოს გაცხადებული სტრატეგიული მიზნების მიღწევასა და დასახული ამოცანების
ეფექტიანად განხორციელებას.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება :
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ):
მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რამდენადაც მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო ცვლილებების დროულად ამოქმედება, რაც განპირობებულია გასამიჯნი
სფეროების ოპტიმიზაციისა და ეფექტიანი საჯარო მმართველობის უზრუნველსაყოფად.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო :
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე :
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე :
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით :
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა :
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
გადასახდელის
დადგენილი
გადასახადის
,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
(ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი :
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება :
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ 2)
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება :
კანონპროექტს
არ
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან :
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან :
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
და
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი :
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის
ის სამართლებრივი
აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე
მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან
“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან :
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები :
დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება ,
ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში ,
ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო
ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში :
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი : საქართველოს მთავრობა
ვ) კანონპროექტის ინიციატორი : საქართველოს მთავრობა