საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.04.2025
ავტორი
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#[55e9]/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-04-02
კომიტეტის სხდომის ნომერი 4

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 4/2/25, 10:30 AM დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 02 აპრილი 2025 15:00 2025 წლის 2 აპრილი, 15:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) დღის წესრიგი საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა; ამ კუთხით არსებული გამოწვევები, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და ყოფილი მოქალაქეების უფლებებით (უცხოეთში სარგებლობისა და მცხოვრები თანამემამულეების) მომართვიანობის შესახებ მიერ აღნიშნული ინფორმაცია, სტატისტიკა, არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების ანალიზი; მომხსენებელი: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე - რუსუდან კოხოძე. https://parliament.ge/print/announcement/3218?local=true 1/2
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N5 2025 წლის 2 აპრილი, 15:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, №307) სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა. სხდომას ესწრებოდნენ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: გივი ჭიჭინაძე, სალომე ჯინჯოლავა (ირმა ზავრადაშვილის უფლებამონაცვლე), ნოდარ ტურძელაძე, თორნიკე ბერეკაშვილი, ეკატერინე ჭიჭინაძე, გოჩა ენუქიძე, სოზარ სუბარი, ილია ინჯია. სხდომას არ ესწრებოდა: სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 9 წევრის დასწრებით. სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ: კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები. დღის წესრიგი საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა. მოთხოვნის დროებითი ამ კუთხით არსებული გამოწვევები, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და ყოფილი მოქალაქეების (უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების) მიერ აღნიშნული უფლებებით სარგებლობისა და მომართვიანობის შესახებ ინფორმაცია, სტატისტიკა, არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების ანალიზი. მომხსენებელი: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე - რუსუდან კოხოძე. სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. მომხსენებლის განცხადებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ერთ-ერთი წამყვანი უწყებაა ამ მიმართულებით, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან სახელმწიფო სერვისს სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს და უცხოელებს, მათ შორის, სააგენტოს აქტიურად მომართავენ უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და ყოფილი მოქალაქეები, საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის შენარჩუნების მიზნით. შესაბამისად, სააგენტო მუდმივად ზრუნავს, რომ დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი, განიხილოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა თუ ყოფილი მოქალაქეების განცხადებები იმგვარად, რომ კანონით განსაზღვრული პირობების არსებობის შემთხვევაში, მათ მიეცეთ შესაძლებლობა შეინარჩუნონ საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაზე ზრუნვა, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის აღიარებული. ამასთანავე, ბოლო წლებში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებისას საქართველოსთან ურთიერთობების შენარჩუნების ხელშესაწყობად. კერძოდ, საკითხის ახლებურად რეგულირებას სამართლებრივი საფუძველი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში 2018 წელს შესული ცვლილებებით ჩაეყარა. შედეგად:  პირებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა გადაწყვეტილება მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ, მიეცათ დამატებითი შესაძლებლობა მომართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.  საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, რომლებმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა, შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით; 2018 წელს კანონში გაჩენილი ეს შესაძლებლობა დღემდე აქტუალურია, რასაც მოწმობს პირთა დიდი დაინტერესება და მომართვიანობის მაღალი მაჩვენებელი, რის გამოც, კანონით განსაზღვრული მომართვის ვადა არაერთხელ გახანგრძლივდა. 2024 წლის ბოლოს კი, 2 წლით - 2027 წლის 1-ელ იანვრამდე განისაზღვრა სააგენტოსთვის მომართვის ვადა ზემოხსენებულ მოქალაქეობის შენარჩუნებასა და აღდგენის დროებით უფლებაზე. მომართვის არხები და საქმის განხილვა საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს:  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;  იუსტიციის სახლის ფილიალებს;  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას;  ჩვენი თანამემამულეებისათვის სერვისის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობის კუთხით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს სააგენტოს დისტანციური მომსახურების შესახებ, რომელიც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს, ონლაინ, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით გააკეთონ განცხადება მათთვის სასურველი სერვისის მისაღებად. სააგენტოს ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომია ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რაც შეიძლება დაინტერესებული პირისთვის მნიშვნელოვანი იყოს, მათ შორის, წარმოსადგენი დოკუმენტების, სერვისის საფასურისა და ვადების შესახებ. რაც შეეხება საქმის განხილვას, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დახმარებით. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეობის აღდგენის დროებითი განხილვაში კომისია არ მონაწილეობს. უფლებით სარგებლობის შემთხვევაში, საქმის რუსუდან კოხოძის განმარტებით, კანონით განსაზღვრულია, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. კანონმდებლობით ასევე განსაზღვრულია შესაბამისი საფასურები, რომლებიც განსხვავდება განხილვის ვადებისა და განცხადების წარდგენის ადგილის/ფორმატის მიხედვით (არსებობს დაჩქარებულად განხილვის შესაძლებლობაც). კანონით გათვალისწინებული შესაბამის დასკვნას, პროცედურების რომელიც საბოლოო გავლის შემდეგ, სააგენტო გადაწყვეტილების მისაღებად ამზადებს ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პირს უფლება აქვს, იმავე საფუძვლით ხელახლა წარმოადგინოს განცხადება უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ. აღნიშნული სიახლე გასულ წელს დაინერგა, რამაც კიდევ უფრო მოქნილი გახადა პროცესი და დაინტერესებულ პირებს აღარ უწევთ 1 წელი ლოდინი ხელახლა განცხადების წარმოსადგენად. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს პროცედურებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, კანონით ინფორმაცია გათვალისწინებულ მიაწოდა, ასევე, შემთხვევებში, ტესტირების საქართველოს მოქალაქეობის შესახებ განაცხადის წარდგენამდე, ტესტირების საშუალებით მოწმდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონე. ცოდნის დონის შემოწმებას უზრუნველყოფს სააგენტო, თუმცა ტესტირება შესაძლებელია საზღვარგარეთ - საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაშიც. აუცილებელია აღინიშნოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირისათვის ცოდნის დონის შემოწმების კიდევ უფრო დახვეწილი პროცედურა, რომელიც გასული წლიდან ამოქმედდა სააგენტოში და გულისხმობს ტესტირებას ელექტრონული ფორმით. ამასთანავე, ტესტები ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე. დაინტერესებული პირებისთვის ბევრად მოქნილია საწყის ეტაპზე ტესტირების გავლა და მხოლოდ დადებითი შედეგის შემთხვევაში განცხადების წარმოდგენის შესაძლებლობა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ცოდნის დონის ტესტირების გავლა შეუზღუდავადაა შესაძლებელი და დადებითი შედეგი 1 წლის განმავლობაშია ძალაში. აღსანიშნავია ისიც, რომ პირები, რომლებსაც არ დაუკარგავთ საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო და მომართავენ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მიზნით, არ გადიან ცოდნის დონის შემოწმების ეტაპს. ის პირები კი, რომლებსაც უკვე დაკარგული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა და სურთ, ისარგებლონ მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლებით, გადიან ცოდნის დონის შემოწმებას მხოლოდ ქართულ ენაში. სტატისტიკა და ტენდენციები რუსუდან კოხოძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის დროებითი უფლებით სარგებლობის მაჩვენებლები 2018 წლიდან დღემდე სტაბილურად მზარდია. შედარებისთვის: 2018 წელს  საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისათვის სააგენტოს მიმართა 3 120 პირმა, აქედან დაკმაყოფილდა 2 352 პირის განცხადება;  საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებით უფლებაზე სააგენტოს მიმართა 1 935 პირმა, აქედან დაკმაყოფილდა 1 076 პირის განცხადება; 2024 წელს  საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისათვის სააგენტოს მიმართა 9 832 პირმა, აქედან დაკმაყოფილდა 6 452 პირის განცხადება;  საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებით უფლებაზე სააგენტოს მიმართა 2 072 პირმა, აქედან დაკმაყოფილდა 1 650 პირის განცხადება. უშუალოდ ქვეყნების მიხედვით კი, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა თუ აღდგენის დროებითი უფლებით სარგებლობაზე მეტწილად მოგვმართავენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც მიღებული აქვთ აშშ-ის, თურქეთის, საბერძნეთის, რუსეთის, სომხეთის, ისრაელის მოქალაქეობა და სურთ საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის შენარჩუნება. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. ამის გათვალისწინებით, არასრულწლოვნისათვის მოქალაქეობის შენარჩუნებაზე მომართვიანობა მაღალია. ირაკლი ზარქუას განცხადებით, კოვიდის პერიოდში მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ჩვენს ემიგრანტებს ძალიან ეიმედებოდათ ქართული სახელმწიფოს მხარდაჭერა და რათქმაუნდა ქართულმა სახელმწიფომ, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით გააკეთა ყველაფერი მათ დასახმარებლად. ამასთან, იგი დაინტერესდა აღნიშნულ (კოვიდის) პერიოდში, მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის შესახებ მომართვიანობის სტატისტიკით და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასა და აღდგენაზე უარის თქმის მიზეზებით, ასევე იგეგმება თუ არა ზემოაღნიშნული უფლებებით სარგებლობისთვის საჭირო პროცედურების გამარტივება. ილია ინჯია დაინტერესდა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევაში, აქვს თუ არა მნიშვნელობა ვადას, თუ რამდენი ხანია გასული მოქალაქეობის დაკარგვიდან. ასევე, დაინტერესდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გარდა, რა შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის მიზეზი. მომხსენებელმა სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტმა გადაწყვიტა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მოისმინა ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობა. ამ კუთხით არსებული გამოწვევები, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და ყოფილი მოქალაქეების (უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების) მიერ აღნიშნული უფლებებით სარგებლობისა და მომართვიანობის შესახებ ინფორმაცია, სტატისტიკა, არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების ანალიზი. სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ზარქუა სხდომის მდივანი: ბექა ბიძინაშვილი