საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 47-ე მუხლის თანახმად, აგრარულ საკითხთაკომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს შექმნა (საბჭოს შემადგენლობა და დებულება)
📋 განხილვის ეტაპები
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-04-02
კომიტეტის სხდომის ნომერი 9
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
4/2/25, 10:31 AM
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
02 აპრილი 2025 15:00
2025 წლის 2 აპრილი, 15:00 საათი
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 47-ე მუხლის თანახმად, აგრარულ საკითხთა
კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს შექმნა (საბჭოს შემადგენლობა და დებულება);
მომხსენებელი: გელა სამხარაული - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე.
https://parliament.ge/print/announcement/3219?local=true
1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ოქმი N9
2025 წლის 2 აპრილი, 15 საათი
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი #410
სხდომას თავმჯდომარეობდა:
გელა სამხარაული
(კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: გელა სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი
გუგუჩია
-
კომიტეტის
თავმჯდომარის
პირველი
მოადგილე,
დავით
შერაზადიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზაალ დუგლაძე,
ედიშერ თოლორაია, სამველ მანუკიანი, ვასილ ჩიგოგიძე.
აპარატის თანამშრომლები:
ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის
უფროსი, მარიამ ტყეშელაშვილი, სიმონ უროტაძე, გიორგი გვასალია, ირმა
ქიტიაშვილი, ნინი ჟღენტი.
1
დღის წესრიგი (პროექტი)
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 47-ე მუხლის თანახმად, აგრარულ
საკითხთა კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს შექმნა (შემადგენლობა და
საქმიანობის წესის განსაზღვრა).
(მომხსენებელი: გელა სამხარაული - საქართველოს პარლამენტის აგრარულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე).
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი
სახით.
I.
მოისმინეს:
გელა სამხარაულის ინფორმაცია - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
47-ე მუხლის თანახმად, აგრარულ საკითხთა კომიტეტის საკონსულტაციო
საბჭოს შექმნის შესახებ. საბჭოს საქმიანობის მიზანია, საბჭოს წევრების
ცოდნის,
გამოცდილებისა
გამოყენებით,
და
კომიტეტს
ინტელექტუალური
გაუწიოს
პოტენციალის
საკონსულტაციო
მომსახურება
დარგობრივი მიმართულებით. მან აღნიშნა, რომ როდესაც კომიტეტში
კანონპროექტის, საკითხების განხილვა ხდება, მნიშვნელოვანია, დარგის
სპეციალისტები ჩართული იყვნენ, მოხდეს მათი რჩევების გათვალისწინება
და საბოლოოდ, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც გამოადგება
დარგსაც და მოსახლეობასაც.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საბჭო არ არის შეზღუდული
წევრების
რაოდენობაში.
შესაბამისად,
მომავალში,
თუ
რომელიმე
ორგანიზაციას ექნება სურვილი, მოავლინოს თავისი წარმომადგენელი
საკონსულტაციო საბჭოში, კომიტეტი იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის
გადაწყვეტილებას. ჩაინიშნება პირველი გაცნობითი შეხვედრაც და მათთან
ერთად მიმოიხილავენ არსებულ რეალობას და სამომავლო გეგმებს.
კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციის შემდეგ, აპარატის უფროსმა -
ივერი ახალბედაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო საბჭოს წევრობის
კანდიდატები და დებულების პროექტი. მან აღნიშნა, რომ საბჭო იქმნება
პარლამენტის უფლებამოსილების ვადით და აკადემიური და პროფესიული
წრეებიდან აგრარული სექტორისთვის მნიშვნელოვანი ადამიანებით იქნება
დაკომპლექტებული, რომელთა ინტელექტუალური რესურსის გამოყენება
მნიშვნელოვანი
ალექსანდრე
იქნება
კომიტეტის
დიდებულიძე
-
ეფექტური
ტექნიკურ
2
საქმიანობისათვის.
მეცნიერებათა
დოქტორი,
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი
აკადემიკოს-მდივანი, აგრარული ინოვაციების კომისიის თავმჯდომარე;
ლევან უჯმაჯურიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
სსიპ
სოფლის
მეურნეობის
სამეცნიერო-
კვლევითი ცენტრის დირექტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
დოქტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;
როზა ლორთქიფანიძე - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; თამაზ დუნდუა
- ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია „ელკანა“ - პროგრამის მენეჯერი;
ბექა გონაშვილი - ფერმერი; მერაბ ჭითანავა - თხილის მწარმოებელთა
ასოციაციის თავმჯდომარე; ლევან სილაგავა - ხორბლისა და ფქვილის
მწარმოებელთა
ასოციაციის
აღმასრულებელი
დირექტორი;
რუსუდან
გიგაშვილი - ორგანიზაცია “მომავლის ფერმერის” ხელმძღვანელი; ქეთევან
კვიჭიძე
-
გასტრონომიული
და
სოფლის
ტურიზმის
ასოციაციის
დამფუძნებელი; ქეთევან ექიზაშვილი - ქართული რძის ნიშნის ფედერაციის
გამგეობის წევრი. ივერი ახალბედაშვილმა ასევე, ისაუბრა საკონსულტაციო
საბჭოს დებულების ძირითად მუხლებთან დაკავშირებით, საქმიანობის
მიზნებზე და ამოცანებზე.
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი:
გადაწყვიტეს: (ერთხმად: მომხრე 7, წინააღმდეგი - 0)
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 47-ე
მუხლის თანახმად, აგრარულ საკითხთა კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს
შექმნას (პარლამენტის უფლებამოსილების ვადით) წარმოდგენილი
შემადგენლობით და დაამტკიცა საკონსულტაციო საბჭოს დებულება.
სხდომის თავმჯდომარე:
გელა სამხარაული
სხდომის მდივანი:
ირმა ქიტიაშვილი
3