ლობისტ ზაალ სარაჯიშვილის მომართვა „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-04
ბიუროს ნომერი 36 (11:45)
📜 ტექსტი
წერილი
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412504664739
03.04.2025
საქართველოს პარლამენტი
სათაური: ლობისტური საქმიანობის შეწყვეტის შესახებ
შინაარსი: გაცნობებთ, რომ ლობისტად რეგისტრირებული გახლავართ „უცხოეთში
მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მიზნით. აღნიშნულ კანონში
შესაბამისი ცვლილების პროექტი ინიცირებული იყო წინა მოწვევის პარლამენტში, მაგრამ
წინა მომწვევის პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო
კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტს, არ განუხილავს აღნიშნული ცვლილები. 2024 წლის
12 დეკემბერს ჩატარდა წამყვანი კომიტეტის სხდომა აღნიშნულ კანონპროექტზე და
მიღებული იქნა გადაწყვეტილება „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და
დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-3/223; 09.06.2022) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის პროცედურის
გაგრძელების მიზანშეუწონლობის შესახებ. საყურადღებოა, რომ წამყვანმა კომიტეტმა ისე
ჩაატარა ამ საკითხის განხილვა, რომ კომიტეტის სხდომაზე დასწრების მოწვევა არ მიმიღია,
როგორც ამას ითვალისწინებს "ლობისტური საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე10 მუხლის მე-3 პუნქტი. შესაბამისად, არც წინა მოწვევის და არც მოქმედ პარლამენტში არ
მომეცა შესაძლებლობა სრულფასოვნად განმეხორციელებინა ჩემი ლობისტური საქმიანობა
აღნიშნულ საკითხზე. ამიტომაც, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და
თანახმად "ლობისტური საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2
პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა, გთხოვთ შემიწყვიტოთ ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობა
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“
საქართველოს კანონთან დაკავშირებით.
დოკუმენტები:
1 ) კომიტეტის გადაწყვეტილება.pdf;
პატივისცემით,
ზაალ სარაჯიშვილი
პ. #:
მობილური
ელფოსტა:
დანართი
2-15975/24
12-12-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, დიასპორისა და კავკასიის
საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 104-ე მუხლის
მოთხოვნათა შესაბამისად, კომიტეტის სხდომაზე, განიხილა მე-10 მოწვევის
პარლამენტში განსახილველად წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტის
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/223;
09.06.2022) განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი.
სხდომაზე აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის - ირაკლი კობახიძის მიერ
წარმოდგენილი 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამის - „მხოლოდ
მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ მიხედვით, უახლოეს
მომავალში, საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება „უცხოეთში
მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“
საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს „უცხოეთში მცხოვრები
თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს
კანონში შესატანი ცვლილებების გადაკვეთა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა
კომიტეტის წევრთა გადაწყვეტილებით, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/223;
09.06.2022)“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის პროცედურის
გაგრძელება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ზარქუა
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge