საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-04-04
კომიტეტის სხდომის ნომერი 23
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
4/2/25, 10:34 AM
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
თარიღი
04 აპრილი 2025 10:00
2025 წლის 4 აპრილი, 10:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
https://parliament.ge/print/announcement/3223?local=true
1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2025 წლის 4 აპრილი, 11.00 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N23
სხდომის თავმჯდომარე: დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, დათო კოდუა,
ლიკა შარტავა, გენრიეტა წიწავა.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის
თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტის გაცნობის შემდეგ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის წევრებს გააცნო
კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა
სხდომის დღის წესრიგისათვის შემდეგი საკითხის დამატების თაობაზე: „საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილისათვის
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის საკითხის განხილვა“
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს კორექტირებული დღის წესრიგი.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
2. საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
უფროსის
გრიგოლ
ლილუაშვილისათვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის მოხსენება
როგორც მომხსენებელმა განმარტა, საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ საპარლამენტო
ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები, პარტია „გახარია საქართველოსთვის“
წარმომადგენლები არ დადიან სხდომებზე, არ იღებენ მონაწილეობას საპარლამენტო
საქმიანობაში. მათ, როგორც საპარლამენტო ფრაქციას და პოლიტიკურ ჯგუფებს, აქვთ
განსაზღვრული კვოტები საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო
დელეგაციებში, რომელთაც არ იყენებენ.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, ამჯერად მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ხელახლა განსაზღვრა უკავშირდება
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „ევროპელი სოციალისტების“ - სურვილს, რომ თავიანთი
წარმომადგენელი ჰყავდეთ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ძირითად შემადგენლობაში და
ჰქონდეთ აღნიშნულ დელეგაციაში მუშაობის საშუალება.
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად: საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი
სოციალისტები“ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ძირითად შემადგენლობაში ისარგებლებს
კვოტით, რომელიც განსაზღვრული იყო საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო
პარლამენტის წევრებისათვის, ხოლო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ძირითად
შემადგენლობაში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „ევროპელი სოციალისტების“ კვოტით
ისარგებლებენ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები.
საქართველოს პარლამენტის სხვა მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში ცვლილებები არ
განხორციელებულა.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დუჭიროს
კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში
განსაზღვრულ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედ
საპარლამენტო
დელეგაციებში
განსაზღვრული
პროპორციული
წარმომადგენლობის
კვოტები
გაეგზავნოს
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
დასამტკიცებლად.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
უფროსის
გრიგოლ
ლილუაშვილისათვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა.
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის მოხსენება
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი
უკავშირდება სახელისუფლებო რგოლში დაგეგმილ ცვლილებებს. საქართველოს პარლამენტს
2025 წლის 1 აპრილს წერილობით მომართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად, ნებაყოფლობით ვადაზე ადრე დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის
შესახებ.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6
მუხლის მე-3 პუნქტისა და 183-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დაადგინა საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მიერ
თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის სახელზე 2025 წლის 1 აპრილს წარდგენილი განცხადების ნამდვილობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ „საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“
ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის
მე-3 პუნქტისა და 183-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს ვადამდე შეუწყდეს საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილება.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
დავით მათიკაშვილმა მოკლედ მიმოიხილა აგრეთვე საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი
ცვლილებები.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ მხარი დუჭიროს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ
ლილუაშვილისათვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე?
2
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილისათვის საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
თაობაზე გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
დავით მათიკაშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
3