საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად ანრი ოხანაშვილის კანდიდატურის წარდგენის საკითხი

საორგანიზაციო საკითხი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.04.2025
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/31/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს მთავრობის წარდგინება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად ანრი ოხანაშვილის კანდიდატურის წარდგენის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2025-04-04

📜 ტექსტი

წერილი
2-4549/25 04-04-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 4 აპრილის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლით დადგენილი წესით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა. კომიტეტის მიერ მიღებული სახელმწიფო გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების წარმოდგენილ ანრი კომიტეტმა სამსახურის ოხანაშვილის მხარი დაუჭირა საქართველოს უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურას. ამასთანავე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საკითხის საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის კენჭსაყრელ საკითხებში შეტანა განხილვის გარეშე. გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიიღოთ გადაწყვეტილება აღნიშნული საკითხის საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის კენჭსაყრელ საკითხებში შეტანის თაობაზე განხილვის გარეშე. (დანართი: 2 ფურცლად, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი) პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-4545/25 04-04-2025 დასკვნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 4 აპრილის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლით დადგენილი წესით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა. კომიტეტმა მოისმინა წარმოდგენილი კანდიდატის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და გეგმების შესახებ, რომლის შემდგომაც კანდიდატმა უპასუხა კომიტეტის წევრებისა და სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრების შეკითხვებს. კომიტეტი სრულყოფილად გაეცნო წარმოდგენილი კანდიდატურის ბიოგრაფიულ ცნობებს, მის შრომითი გამოცდილებას და პროფესიული ცოდნის შესახებ ინფორმაციას და მიაჩნია, რომ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა სრულ შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან. კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის შესაბამისად, მხარს უჭერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას. ამასთანავე, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ანრი ოხანაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩევის საკითხი კომიტეტის სხდომაზე ამომწურავად იქნა განხილული, კომიტეტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნული საკითხის საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში კენჭსაყრელ საკითხებში შეტანა განხილვის გარეშე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება ანრი ოხანაშვილის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად არჩევის შესახებ "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2049 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. არჩეულ იქნეს ანრი ოხანაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 6 წლის ვადით 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, 2025 წლის ... აპრილი N შალვა პაპუაშვილი