„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.04.2025
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
ნომერი
#07-3/50/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-07
ბიუროს ნომერი 39

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) განხორციელდეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესი 1. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტისთვის გრანტის გაცემა საჭიროებს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას. აღნიშნული თანხმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება 10 დღის ვადაში და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. აღნიშნული თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია. 2. შესაბამისი თანხმობის მისაღებად გრანტის გამცემმა სუბიექტმა საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს მე-5 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების პროექტი. 3. ეს წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ისევე როგორც საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.“. 2. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 – 64 მუხლები: „61. აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი 1. აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო). 2. ამ კანონით გათვალისწინებული უკანონო გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგის წესს, საჭიროების შემთხვევაში, ადგენს ანტიკორუფციული ბიურო. 3. მონიტორინგის მიზნებისთვის ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია: ა) პირისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონის 51 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის თაობაზე; ბ) გამოკითხოს ფიზიკური პირი ამ კანონით დადგენილი წესით; გ) დაკითხოს ფიზიკური პირი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; დ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემის და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია; ე) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 3. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შესახებ, სახელმწიფო ორგანოები ამის თაობაზე ინფორმაციას აწვდიან ანტიკორუფციულ ბიუროს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება, ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს წარუდგენს მიმართვას თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში. ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა. 5. ყველა სუბიექტი, რომლებსაც ანტიკორუფციული ბიურო მოსთხოვს ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. 6. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ანტიკორუფციული ბიურო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს. 62. აკრძალული გრანტის მიღებასთან დაკავშირებით პირის გამოკითხვა 1. ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ აკრძალული გრანტის მიღების მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია, შეიძლება ნებაყოფლობით გამოჰკითხოს ანტიკორუფციულმა ბიურომ. დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია. 2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, თავისი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოსაკითხ პირს ამ უფლებების შესახებ განმარტება გამოკითხვის დაწყებამდე უნდა მისცეს. ამ პუნქტის მიზნებისთვის გამოსაკითხი პირის ახლო ნათესავად მიიჩნევა მისი მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე. 3. გამოკითხვის დაწყებამდე უნდა დადგინდეს გამოსაკითხი პირის ვინაობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს. 4. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია. ამ განმარტების შესახებ გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს. 5. გამოსაკითხი პირი ვალდებულია გამოკითხვისას ანტიკორუფციულ ბიუროს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. 6. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია გამოსაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე. გაფრთხილების შესახებ გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს. 7. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ შეიძლება იგი მაგისტრატ მოსამართლესთან დასაკითხად იქნეს დაბარებული. 8. გამოკითხვისას დასაშვებია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების გამოყენება. გამოსაკითხ პირს მისი გამოყენების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს. 9. გამოსაკითხი პირი შეიძლება გამოყენებით გამოიკითხოს. დისტანციურად, ელექტრონული საშუალების 63. აკრძალული გრანტის მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი 1. ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. 2. თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შესაძლებელია დააბრკოლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულება, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად სამართალდამრღვევის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა შესაბამისი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად წარედგინება სასამართლოს. 3. სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხს განიხილავს და მის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მასალების მიღებიდან 15 დღის ვადაში. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. 4. წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხს განიხილავს და მის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მასალების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 72 საათის განმავლობაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სასამართლო ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილება და საქმის მასალები მხარეს გადასცეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა. 5. სასამართლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ყადაღის დადების საკითხს განიხილავს და მის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მასალების წარდგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 48 საათის განმავლობაში. გასაჩივრება არ აჩერებს ყადაღის მოქმედებას. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სასამართლო ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილება და საქმის მასალები მხარეს გადასცეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სამართალდამრღვევს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში. 64. პასუხისმგებლობა აკრძალული გრანტის მიღებასთან დაკავშირებით 1. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით. 2. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ფიზიკური პირის გამოკითხვისას ან ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ორმაგი ოდენობით. მუხლი 2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლით გათვალისწინებული თანხმობის მოთხოვნა არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ და მიღებულ გრანტებზე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ, თავად განახორციელოს იმგვარი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას, სტაბილურ განვითარებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და, მეორე მხრივ, შექმნას სათანადო ნიადაგი ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა ანდა სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის (მათ შორის, პირის მიერ გრანტის გაცემის/მიღების ფარგლებში), რომლის პირობებშიც სრულად იქნება დაცული კონსტიტუციური საწყისები - სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ქვეყნის საშინაო ანდა საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. საქართველოს კანონმდებლობა გრანტის გამცემ სუბიექტთა ფართო წრეს ითვალისწინებს, მათ შორის, უცხო ქვეყნის ხელისუფლებასა და მის წარმომადგენლობას, საფინანსოსაკრედიტო ინსტიტუტებს, აგრეთვე საერთაშორისო საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ ინსტიტუტებს. ამასთანავე, ვინაიდან გრანტი, თავისი ბუნებით, გრანტის მიმღებისათვის განსაზღვრული მიზნით უსასყიდლოდ გადაცემული სახსრებია, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისა და კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით მნიშვნელოვანია, კანონით განსაზღვრულ უცხოურ წყაროთა ნაწილისგან მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობის წესის დამკვიდრება, რათა სათანადოდ იქნეს უზრუნველყოფილი სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ჭრილში სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისი რეალიზება, აგრეთვე, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვა, მათ შორის, ხალხისგან (ხელისუფლების წყაროსგან) მხარდაჭერილი, მკაფიოდ გაცხადებული, საშინაო და საგარეო პოლიტიკის შეუფერხებლად განხორციელება. ნიშანდობლივია, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტი მიზნად არ ისახავს სავალდებულო თანხმობის გაცხადების ფორმით პროცედურულ ჩარევას, არცერთ იმ ტიპის გრანტზე, როგორიც არის: საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გაცემული გრანტები, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალური სტიპენდია, აგრეთვე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად სათანადოდ მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახელებული საკითხი. კერძოდ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და გაძლიერების ფარგლებში, აუცილებელი იქნება შესაბამისი უცხოური წყაროსგან მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ძირითადად ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს: - - - - - „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ამავე კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტისთვის გრანტის გაცემისთვის დგინდება საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობის აუცილებლობა; საქართველოს მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის კანონით განისაზღვრება 10 დღიანი ვადა, აღსანიშნავია, რომ თანხმობის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას; კანონპროექტი ადგენს გრანტის გამცემ უცხოურ წყაროთა იმ გამონაკლის სუბიექტთა წრეს, ვისი მხრიდანაც ამავე კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტისთვის გრანტის გაცემისას საქართველოს მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება, კერძოდ: საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, აგრეთვე, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე; კანონპროექტით აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო); კანონპროექტით მკაფიოდ ყალიბდება აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგის ფარგლებში ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებები, კერძოდ მონიტორინგის მიზნებისთვის ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია: ა) პირისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონის 51 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის თაობაზე; ბ) გამოკითხოს ფიზიკური პირი ამ კანონით დადგენილი წესით; გ) დაკითხოს ფიზიკური პირი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; დ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემის და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია; ე) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. - მნიშვნელოვანია, რომ „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება, ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს წარუდგენს მიმართვას თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში. ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა. - ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად კანონპროექტით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ წარმოების შემჭიდროებული - 3 თვიანი ვადა. საჭიროების შემთხვევაში, ეს ვადა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ შესაძლებელია გახანგრძლივდეს არაუმეტეს 3 თვის ვადით. კანონპროექტი ადგენს აკრძალული გრანტის მიღებასთან დაკავშირებით პირის გამოკითხვის წესსა და საფუძველს, კერძოდ:     ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ აკრძალული გრანტის მიღების მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია, შეიძლება ნებაყოფლობით გამოჰკითხოს ანტიკორუფციულმა ბიურომ. კანონპროექტით იკრძალება პირის იძულება მტკიცებულების წარდგენის ანდა ინფორმაციის გაცემისთვის, ასევე გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, თავისი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ამ პუნქტის მიზნებისთვის გამოსაკითხი პირის ახლო ნათესავად მიიჩნევა მისი მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე. კანონპროექტის თანახმად, გამოსაკითხი პირი ვალდებულია გამოკითხვისას ანტიკორუფციულ ბიუროს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს, თავის მხრივ, ანტიკორუფციული ბიურომ გამოსაკითხი პირი წერილობით უნდა გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე გამოსაკითხ პირს უნდა განემარტოს მაგისტრატ მოსამართლესთან დასაკითხად შესაძლო დაბარების თაობაზე. კანონპროექტით გათვალისწინებულია გამოსაკითხი პირისთვის წინასწარ ცნობის საფუძველზე, გამოკითხვისას ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების გამოყენება. კანონპროექტი ითვალისწინებს, გამოსაკითხი პირის დისტანციურად, ელექტრონული საშუალების გამოყენებით გამოკითხვის შესაძლებლობას.        ამასთანავე, კანონპროექტით შემუშავებულია აკრძალული გრანტის მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი: „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოების შესაძლო არსებობის შემთხვევაში, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად სამართალდამრღვევის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა შესაბამისი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად წარედგინება სასამართლოს. ყადაღის დადების საკითხს განიხილავს და მის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მასალების წარდგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 48 საათის განმავლობაში. გასაჩივრება არ აჩერებს ყადაღის მოქმედებას. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სასამართლო ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილება და საქმის მასალები მხარეს გადასცეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა. სასამართლო ზემოთ მოყვანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხს განიხილავს და მის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მასალების მიღებიდან 15 დღის ვადაში. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. კანონპროექტით დადგენილია, შემჭიდროებული - 5 დღიანი ვადა, წინასაარჩევნო პერიოდში ზემოთ მოყვანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისთვის. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 72 საათის ვადაში. თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სასამართლო ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილება და საქმის მასალები მხარეს გადასცეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა. კანონპროექტით განისაზღვრა 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენისთვის.   წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს მიღებასთან დაკავშირებულ სანქციებს, კერძოდ:  დადგენილია, რომ აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ფიზიკური პირის გამოკითხვისას ან ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ზემოთ მოყვანილი რომელიმე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის განსაზღვრულია შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადგენილი სანქციის ორმაგი ოდენობით დაჯარიმება.    აკრძალული გრანტის მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის ამოქმედებამდე გაცემულ და მიღებულ გრანტებზე არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობის წესი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): სახელმწიფო სუვერენიტეტის უზრუნველყოფის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, არსებითია მისი დაცვის დამატებითი ბერკეტის დროული ამოქმედება, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რათა მყისიერი საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას ჰქონდეს ეფექტიანი ინსტრუმენტი შესაბამისი უცხოური წყაროებიდან მისაღები გრანტის საკითხს, თანხმობის გაცხადების უფლებამოსილების ფარგლებში, გონივრულ დროში მისცეს სათანადო მსვლელობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. აღნიშნული ხარჯები დაფინანსდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანტიკორუფციულ ბიუროს საბიუჯეტო ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი ცვლილება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, რომლის ჩადენისთვის გათვალისწინებულია ჯარიმები. ზემოაღნიშნული დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმის გადახდისას, სამართალდამრღვევის მიერ თანხის ჩარიცხვა განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტში. საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი შემოსავლების მიღება დამოკიდებულია სამართალდარღვევის ყოველწლიურ რაოდენობაზე, ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები შედის იმ ხარჯებში, რომლებსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციულ ბიურო დღესაც სწევს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას მოახდენს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე უცხოური დონორისგან გრანტს იღებდნენ. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დასახელებულ პირებს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს თანხმობა. მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს ასევე, იმ შემთხვევაში, თუ გამოსაკითხი პირი ისარგებლებს უფლებით, თავისი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, აღნიშნული იქონიებს მასზე ფინანსურ გავლენას გასაწევი ხარჯების თვალსაზრისით, ხოლო მეორეს მხრივ კი ფინანსურ გავლენას იქონიებს შესაბამის ადვოკატზე. გავლენის ოდენობა კი დამოკიდებული იქნება გამოსაკითხი პირების მიერ ადვოკატების დაქირავების შემთხვევების რაოდენობაზე. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ ანტიკორუფციული ბიურო გამოიყენებს უფლებამოსილებას სამართალდამრღვევის ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით, აღნიშნული იქონიებს ფინანსურ გავლენას შესაბამის პირებზე, ხოლო გავლენა დამოკიდებული იქნება ბიუროს მიერ ყადაღის დადების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებების რაოდენობაზე. აგრეთვე, წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას მოახდენს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაჯარიმდებიან პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა აკრძალული გრანტის მიღებასთან დაკავშირებით, კერძოდ, აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით. რაც შეეხება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ფიზიკური პირის გამოკითხვისას ან ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით. ხოლო, ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ორმაგი ოდენობით. ჯარიმების ოდენობა დაკავშირებულია სამართალდარღვევათა ბუნებასთან და უზრუნველყოფს წინამდებარე კანონპროექტით განსაზღვრული პრევენციული მიზნის მიღწევას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნება“. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ფრაქცია „ქართული ოცნება“.