„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-07
ბიუროს ნომერი 39
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული
პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან;“;
2. 261 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. 32-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პარტია ვალდებულია წლიურ საფინანსო დეკლარაციაში ასახოს ამ კანონის 261 მუხლით
გათვალისწინებული შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ გაწეული ის
ხარჯები, რომლებიც პარტიის საარჩევნო მიზნებსა და საქმიანობას მოხმარდა.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
კრძალავს პოლიტიკური პარტიის მიერ შემოწირულების მიღებას: საქართველოს
მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან; საქართველოში ან საქართველოს ფარგლების
გარეთ
რეგისტრირებული
იურიდიული
პირისგან
ან/და
პირთა
სხვა
სახის
გაერთიანებისგან, გარდა ლექციის, სემინარის ან სხვა, მსგავსი საჯარო ღონისძიების
უსასყიდლოდ
მოწყობისა;
საჯარო
დაწესებულებისგან;
სხვა
სახელმწიფოს
ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტისგან; ანონიმურად. ამასთანავე,
აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული
საარჩევნო მიზნები და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა
მატერიალურ რესურსებს იყენებს. ამასთანავე, საკანონმდებლო მოწესრიგება ტოვებს
სივრცეს, რა დროსაც შესაძლებელია კანონის მოთხოვნის (არ მიიღონ შემოწირულება
პოლიტიკურმა პარტიამ და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირმა) გვერდის ავლა,
კერძოდ, საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებულმა
იურიდიულმა პირმა ლექციის, სემინარის ან სხვა, მსგავსი საჯარო ღონისძიების
უსასყიდლოდ მოწყობის გზით განახორციელოს პოლიტიკური პარტიისთვის და
განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირისთვის შემოწირულება. ამდენად,
მნიშვნელოვანია წინამდებარე საკითხი დარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე.
წარმოდგენილი კანონის პროექტით პოლიტიკური პარტია და განცხადებული საარჩევნო
მიზნის მქონე პირი ვეღარ შეძლებენ შემოწირულების სახით მიიღონ საქართველოში ან
საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა
სხვა სახის გაერთიანებისგან ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების
მოწყობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახული მიზნების მიღწევა, მისი არსიდან გამომდინარე, საჭიროებს
საკანონმდებლო
ცვლილების
განხორციელებას
„მოქალაქეთა
პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წინამდებარე კანონპროექტის მიღების შედეგად დარეგულირდება განცხადებული
საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური
პირისგან, საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული
იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან შემოწირულების
მიღების საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის პროექტის თანახმად,
პოლიტიკური პარტია და
განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი ვეღარ შეძლებენ შემოწირულების სახით
მიიღონ
საქართველოში
ან
საქართველოს
ფარგლების
გარეთ
რეგისტრირებული
იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან ლექციის, სემინარის, ან
სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი
მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი
ვადის დადგენას.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
სათანადო დასაბუთება წარმოდგენილია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალ
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ
იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს პოლიტიკურ პარტიასა და განცხადებული
საარჩევნო მიზნის მქონე პირზე, რადგან ვეღარ შეძლებენ შემოწირულების სახით მიიღონ
საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული
პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი
საჯარო ღონისძიების მოწყობა.
წარმოდგენილ კანონპროექტს გავლენა ექნება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და
იურიდიულ პირებზე, რადგან ვეღარ შეძლებენ პოლიტიკურ პარტიისთვის და
განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირისთვის მოაწყონ ლექციები, სემინარები, ან
სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიებები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის შემოღებას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება :
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნება“.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ფრაქცია „ქართული ოცნება“.