საქართველოს მოქალაქე დიმიტრი მჭედლიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.04.2025
ავტორი
საქართველოს მოქალაქე დიმიტრი მჭედლიშვილი
ნომერი
#1-2887/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-15
ბიუროს ნომერი 40

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412504821431 07.04.2025 საქართველოს პარლამენტი შალვა პაპუაშვილი თავმჯდომარე სათაური: საკანონმდებლო წინადადება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ შინაარსი: ბატონო შალვა, გთხოვთ დადგენილი წესით განიხილოთ საკანონმდებლო წინადადება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რითაც გათანაბრდება ოფიცრის უმცროსი, უფროსი და უმაღლესი სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე პირთა უფლებები, აღმოიფხვრება წოდების მიხედვით დისკრიმინაცია და უმცროსი სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე პირებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ შეუნარჩუნდებათ თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე ტარების უფლება ცვლილების პროექტი და დასაბუთება იხილეთ დანართში დოკუმენტები: 1 ) ცვლილების პროექტი და დასაბუთება.pdf; პატივისცემით, დიმიტრი მჭედლიშვილი პ. #: მობილური: ელფოსტა:
დანართი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს მოქალაქე დიმიტრი მჭედლიშილის პ.ნ მცხოვრები: ტ. ელ.ფოსტა: საკანონმდებლო წინადადება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ბატონო შალვა, გთხოვთ დადგენილი წესით განიხილოთ საკანონმდებლო წინადადება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რითაც გათანაბრდება ოფიცრის უმცროსი, უფროსი და უმაღლესი სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე პირთა უფლებები, აღმოიფხვრება წოდების მიხედვით დისკრიმინაცია და უმცროსი სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე პირებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ შეუნარჩუნდებათ თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე ტარების უფლება ცვლილების პროექტი და დასაბუთება იხილეთ დანართში პატივისცემით, დიმიტრი მჭედლიშვილი 07 აპრილი 2025 წელი დანართი საქართველოს კანონში „იარაღის შესახებ“ (სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.05.001.001.275) შესატანი ცვლილების პროექტი საქართველოს კანონის „იარაღის შესახებ“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის წინადადებას „აგრეთვე საქართველოს პროკურატურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის თანამშრომლებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, და პირებს, რომლებსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მინიჭებული აქვთ მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდება და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, შედიან სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში) ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გამო“ სიტყვა „უფროსი“-ს წინ დაემატოს სიტყვა „უმცროსი“ და დაზუსტება „(პირველი წოდების მინიჭებიდან არანაკლებ ხუთი წლის შემდეგ)“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აგრეთვე საქართველოს პროკურატურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის თანამშრომლებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უმცროსი (პირველი წოდების მინიჭებიდან არანაკლებ ხუთი წლის შემდეგ), უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უმცროსი (პირველი წოდების მინიჭებიდან არანაკლებ ხუთი წლის შემდეგ), უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, და პირებს, რომლებსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მინიჭებული აქვთ მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდება და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, შედიან სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში) ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გამო. დასაბუთება: ცვლილების შინაარსი: ცვლილება ითვალისწინებს საქართველოს კანონში „იარაღის შესახებ“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის დაზუსტებას და კონკრეტულად იმ პირთა წრის გაფართოებას, ვისაც სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა შეუნარჩუნდეთ იარაღის ტარების უფლება. ცვლილების მიზანია, ჩამონათვალში დაემატოს ის თანამშრომლები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ უმცროსი სპეციალური ან სამხედრო წოდებები, რაც კანონის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული არ არის ცვლილება მიზნად ისახავს სპეციალური/სამხედრო წოდების ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრას და იარაღის ტარების უფლებაზე თანაბარი პირობების შექმნას იმ პირებისთვის, რომელთაც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება ჰქონდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესარულების დროს. სამსახურებრივ-საშატო იარაღის ტარების უფლება ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფო უწყებებში თანამშრომლებს ენიჭება მხოლოდ შესაბამისი მომზადების კურსის გავლის და გამოცდების ჩაბარების შემდეგ. მათ აქვთ შესაბამისი ცოდნა და უნარები 1.სამართლიანობის პრინციპის დაცვა: მოქმედი რედაქციით იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდება მხოლოდ უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე პირებს, უმცროსი ოფიცრის სპეციალური წოდების მქონეებს კი ეს უფლება არ აქვთ, მაშინ, როდესაც ყველას გავლილი აქვს სპეციალური მომზადების კურსი, ხოლო ოპერატიული ფუნქციის მქონე თანამდებობებზე უმეტესად მსახურობენ სწორედ უმცროსი ოფიცრები. მათი გამორიცხვა არღვევს თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს 2. პროფესიული გამოცდილება და სანდოობა: უმცორსი ოფიცრების უმეტესობას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველდღიური და პრაქტიკული შეხება ჰქონდა იარაღთან. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს; განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სპეციალური დანიშნულების დანაყოფების თანამშრომლებს. იგივე ეხება შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, სპაციალური დანიშნულების დანაყოფების მებრძოლებს დასახელებული უწყებების თანამშრომლებს, სამსახურის გავლის პერიოდში საბაზისო მომზადების გარდა, გავლილი აქვთ კვალიფიკაციის ამაღლების, საცეხცლე და ტაქტიკური მომზადების პერიოდული კურსები. მათი წარსული სამსახური უკვე მიუთითებს სახელმწიფო ნდობაზე და სათანადო გამოცდილებაზე ცვლილება ითვალისწინებს იარაღის ტარების უფლების შენარჩუნებას ოფიცრის უმცროსი სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე პირებს პირველი წოდების მინიჭებიდან არანაკლებ ხუთი წლის გასვლის შემდეგ. სულ მცირე ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება, გავლილ სპეციალურ მომზადებასთან ერთად საკმარისია პირის იარაღთან მოპყრობის კომპეტენციის დასადასტურებლად განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის გარემოება, რომ უმცროსი ოფიცრის წოდების მოქნე ძალიან ბევრი პირი მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში და საერთაშორისო მისიებში, აქვთ უწყებრივი და სახელმწიფო ჯილდოები 3. პრაქტიკული აუცილებლობა: ჩამოთვლილი უწყებების თანამშრომლებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში შეხება ჰქონდათ უამრავ სამართალდამრღვევთან და დანაშაულებრივი სამყაროს წევრებთან, რაც აჩენს მათი მხრიდან შურისძიების რისკებს, მათ შორის შეიარაღებულ თავდასხმას ყოფილ თანამშრომლებზე და მათი ოჯახის წევრებზე. კანონის მოქმედი რედაქციით უმცროსი ოფიცრები დაუცველები არიან და შეზღუდული აქვთ თავდაცვის შესაძლებლობა, უფროსი და უმაღლესი ოფიცრებისგან განსხვავებით. აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როდესაც ყოფილ თანამშრომლებს სურთ საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოების დაცვა 4. ადამიანური რესურსების პატივისცემა და მოტივაცია: იარაღის ტარების უფლების შენარჩუნება სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების მხრიდან აღიქმება როგორც სამხელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ მადლიერების ერთ-ერთი ფორმა, რაც ხელს უწყობს მოტივაციის ზრდას მოქმედ თანამშრომლებში და პროფესიული პატივისცემის გაძლიერებას შეჯამება: ამრიგად, წარმოდგენილი ცვლილება მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის დახვეწას და სამართლებრივი სივრცის ჰარმონიზაციას პროფესიული თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების ფარგლებში. კერძოდ, ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება იმ სახელმწიფო უწყებების ყოფილი მოსამსახურეების, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ უმცროსი სპეციალური ან სამხედრო წოდება და გააჩნდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება ანალოგიური სამართლებრივი სტატუსის მინიჭება, რაც ამჟამად მხოლოდ უფროსი და უმაღლესი წოდებების მქონე პირებისთვისაა განსაზღვრული. ცვლილება ემსახურება არა მხოლოდ სამართლებრივი თანასწორობის პრინციპის რეალიზებას, არამედ მოიცავს პრაქტიკულ უსაფრთხოების აუცილებლობასაც, ვინაიდან ყოფილი თანამშრომლები, ხშირად მათი წარსული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება აღმოჩნდნენ პირადი და ოჯახური უსაფრთხოების რეალური საფრთხეების წინაშე. ასეთ შემთხვევაში, იარაღის ტარების უფლების შენარჩუნება წარმოადგენს სახელმწიფოსგან მათდამი გამოხატული ნდობის ლოგიკურ გაგრძელებას და ამავე დროს, თავდაცვის უფლების რეალიზების მექანიზმს. აღნიშნული ცვლილება სრულად თავსებადია სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებთან, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან და იარაღის ცივილიზებული ბრუნვის თანამედროვე სტანდარტებთან. ამასთან, ცვლილება არ ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც პირს იარაღის ტარების უფლება უნდა შეეზღუდოს ობიექტური და კანონით გათვალისწინებული მიზეზების გამო (მაგალითად, დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში). წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ინდივიდუალურ ინტერესებს და ქმნის სამართლებრივად მდგრად, ფუნქციონალურად გამართულ და დაბალანსებულ რეგულაციას. საკანონმდებლო წინადადების ავტორი: დიმიტრი მჭედლიშილი