სტუდენტების სპორტში ჩართულობის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
სპორტის კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-04-11
კომიტეტის სხდომის ნომერი 10
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3229?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
სპორტის კომიტეტის სხდომა
თარიღი
11 აპრილი 2025 14:00
2025 წლის 11 აპრილი, 14:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის N8
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
დღის წესრიგი
სტუდენტების სპორტში ჩართულობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა;
მომხსენებელი: შოთა ბერუაშვილი - ა(ა)იპ. „საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის
ფედერაციის” სპორტული პროექტების კოორდინატორი.
4/11/2025, 5:40 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომის
ოქმი N10
2025 წლის 11 აპრილი 14:00 საათი
საქართველოს პარლამენტის სასახლე
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N 410)
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე;
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: შოთა ხაბარელი, დავით კაჭარავა, ზურაბ
რურუა, გენო პეტრიაშვილი, ლაშა ტალახაძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ვარლამ
ლიპარტელიანი;
სხდომას ასევე ესწრებოდნენ:
ნიკა თიკანაშვილი - ა(ა)იპ. საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის წარმომადგენელი;
საქართველოს პარლამენტის
წარმომადგენლები;
სპორტის
აპარატის
თანამშრომლები
და
მედიის
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტის კომიტეტის 8 წევრის დასწრებით.
დღის წესრიგი
სტუდენტების სპორტში ჩართულობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა
/მომხსენებელი: შოთა ბერუაშვილი, ა(ა)იპ. ,,საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის
ფედერაციის” სპორტული პროექტების კოორდინატორი/
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.
მოისმინეს: ა(ა)იპ. ,,საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის” სპორტული
პროექტების კოორდინატორის შოთა ბერუაშვილის მოხსენება, რომელმაც ისაუბრა
სპორტის ფედერაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების
შესახებ.
მომხსენებლის თქმით, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია დაარსდა
1993 წელს და მისი წევრები არიან საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი
სასწავლებლები. მასშტაბიდან გამომდინარე, ფედერაცია მასობრივი სპორტის ერთერთი
ყველაზე დიდი ორგანიზაციაა. მისი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის
დანერგვა და უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვა სპორტულ აქტივობებში. ფედერაცია
ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სპორტულ ტურნირს და ღონისძიებას,
რომელშიც მონაწილეობას 50 000-მდე სტუდენტი იღებს.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია ფედერაციის მიერ დაგეგმილი
რეგულარული ტურნირების შესახებ. ესენია:
1. საქართველოს უნივერსიადა სპორტის სხვადასხვა სახეობაში (20 მდე
სპორტული მიმართულება, მათ შორის ექსტრემალური და ინტელექტუალური
სპორტული მიმართულებები);
2. ზამთრის უნივერსიადა (სამთო სპორტი, თოვლის ფრენბურთი, თოვლის რაგბი)
3. კალათბურთის
სტუდენტური
B
ლიგა,
რომელიც
კალათბურთის
ფედერაციასთან ერთობლივი თანამშრომლობით საუნივერსიტეტო გუნდებს
შესაძლებლობას აძლევს პროფესიონალურ სპორტში გადაინაცვლონ;
4. ფუტსალის სტუდენტური ლიგა;
5. ფრენბურთის სტუდენტური ჩემპიონატი გოგონებსა და ვაჟებს შორის;
6. სტუდენტური ფესტივალი, რომელშიც გაერთიანებულია საგანმანათლებლო,
კულტურული, სპორტული და შემეცნებითი მიმართულებები;
7. საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომელიც ევროპის უნივერსიადის
შესარჩევი ეტაპია.
შ. ბერუაშვილის ინფორმაციით, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია ევროპის
საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის (EUSA)-სა და საერთაშორისო საუნივერსიტეტო
სპორტის ფედერაციის (FISU)-ს წევრია და მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო
პარტნიორ
ორგანიზაციებთან.
ქართველმა
სტუდენტებმა
საქართველოს
საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ეგიდით 2022 წლიდან დღემდე EUSA-ს
(ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაცია) და FISU-ს ( საუნივერსიტეტო სპორტის
საერთაშორისო ფედერაცია) მიერ ორგანიზებულ 10-მდე ღონისძიებაში მიიღეს
მონაწილეობა და მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვეს აღიარება.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2025 წლის 2-6 აპრილს თბილისში საქართველოს
საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციამ უმასპინძლა
ევროპის საუნივერსიტეტო
სპორტის ასოციაციის (EUSA) დელეგაციას. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა 2025 წლის
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც განხილული იქნა ევროპაში
საუნივერსიტეტო სპორტის განვითარების საკითხები. ღონისძიებაში მონაწილეობა
მიიღო EUSA-ს 24-მა წარმომადგენელმა, რომლებიც ევროპის წამყვანი სპორტული და
საგანმანათლებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები არიან. ასევე შეხვედრები
გაიმართა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან
და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორებთან.
მომხსენებელმა ისაუბრა ფედერაციის მიმდინარე პროექტების თაობაზე, როგორიცაა:
საქართველოს უნივერსიადა 2025 (17 სახეობა); ფუტსალის სტუდენტური ჩემპიონატი;
კალათბურთის სტუდენტური ,,ბ“ ლიგა; ფრენბურთის სტუდენტური ჩემპიონატი და
აღნიშნა,
რომ
ფედერაცია
აქტიურად
თანამშრომლობს
უნივერსიტეტების
ადმინისტრაციებთან, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
შ. ბერუაშვილმა საუბრის დასასრულს აღნიშნა, რომ 2025 წელს საქართველოს
საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია დარეგისტრირებულია "მსოფლიო უნივერსიადა
2025"-ზე, რომელიც ტარდება გერმანიაში, 20-27 ივლისს. ქართველი სპორტსმენი
სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ძიუდოს, ტაეკვანდოსა და კიკბოქსში. ასევე,
მონაწილეობა იგეგმება ევროპის სტუდენტურ ჩემპიონატში კომბატ სპორტში, რომელიც
ჩატარდება მიმდინარე წლის აგვისტოში, პოლონეთში.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის თაობაზე კომიტეტის წევრებმა
მოსაზრებები გამოთქვეს და შეკითხვები დასვეს: შოთა ხაბარელი დაინტერესდა
ფედერაციის დაფინანსების მოცულობით და წყაროებით, რაზეც მომხსენებელმა
უპასუხა, რომ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის დაფინანსების ძირითადი წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი და მიმდინარე ასიგენებების მოცულობა შეადგენს 800 000 ლარს.
მომხსენებლის
ინფორმაციით,
აქტიურად
თანამშრომლობენ
ქ.
თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიასთან და ცდილობენ მოიძიონ დამატებითი ფინანსური
რესურსები სპონსორებისგან.
შეკითხვები შეეხო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული
სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას, რაზეც მომხსენებელმა უპასუხა, რომ
საკმაოდ მწირია ისეთი უნივერსიტეტების რიცხვი, რომლებიც სტუდენტებს მაღალი
ხარისხის სპორტულ დარბაზებს და მოედნებს სთავაზობენ.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ა(ა)იპ. ,,საქართველოს საუნივერსიტეტო
სპორტის ფედერაციის” მიერ სტუდენტების სპორტში ჩართულობის თაობაზე
წარმოდგენილი ინფორმაცია.
კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე
სხდომის მდივანი მაგდანა ბზიკაძე