საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა ლობისტ ზაალ სარაჯიშვილის ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ განცხადების (№1-2702/25; 03.04.2025) შესწავლის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-15
ბიუროს ნომერი 40
📜 ტექსტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
2-4959/25
14-04-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნა
ლობისტ ზალ სარაჯიშვილის ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის
შეწყვეტის შესახებ განცხადების შესწავლის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 4 აპრილის N36/3
გადაწყვეტილების თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
შეისწავლა
„უცხოეთში
მცხოვრები
თანამემამულეებისა
და
დიასპორული
ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებასა და
განხილვაში მონაწილეობის
მიღების მიზნით, საქართველოს პარლამენტის
ბიუროს 2021 წლის 7 ივნისის N61/30 გადაწყვეტილების თანახმად, ლობისტად
რეგისტრირებული ზაალ სარაჯიშვილის განცხადება ლობისტად რეგისტრაციის
სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ (N1-2702/25; 03.04.2025).
„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის
პირველი პუნქტის შესაბამისად, ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის
შეწყვეტა ხდება მისი დაკარგვის ან ჩამორთმევის გზით, ხოლო ამავე მუხლის მე-2
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის
დაკარგვის საფუძველია დავალებით გათვალისწინებულ ნორმატიულ აქტზე
(მისგან გამომდინარე ნორმატიულ აქტებზე) ან ნორმატიული აქტის პროექტზე
(მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტებზე) წარმომადგენლობითი
ორგანოს, აღმასრულებელი ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ
საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ლობისტ ზაალ სარაჯიშვილის მიერ
წარმოდგენილი იქნა განცხადება ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის
შეწყვეტის შესახებ „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული
ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან (07-3/223; 09.06.2022) დაკავშირებით, რომელიც
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ინიციირებულ იქნა წინა მოწვევის პარლამენტში და მისი განხილვის პროცედურის
გაგრძელება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული წამყვანი კომიტეტის მიერ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 104-ე მუხლის პირველი პუნქტის
თანახმად, წამყვანი კომიტეტი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის
გამართვიდან არაუგვიანეს 4 თვისა ადგენს წინა მოწვევის პარლამენტში
განსახილველად წარდგენილ იმ კანონპროექტთა ნუსხას, რომელთა განხილვის
პროცედურის გაგრძელებაც მიზანშეწონილად მიაჩნია, და მას წარუდგენს
პარლამენტის ბიუროს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, პარლამენტი
დადგენილებით
იღებს
გადაწყვეტილებას
განსახილველად
წარდგენილი
წინა
მოწვევის
პარლამენტში
კანონპროექტების
განხილვის
პროცედურის
გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ. ის კანონპროექტები, რომლებიც
აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული არ იქნება, პარლამენტიდან
გათხოვილად ჩაითვლება. შესაბამისად, ვინაიდან „წინა მოწვევის საქართველოს
პარლამენტში
განსახილველად
პროცედურის
გაგრძელების
წარდგენილი
კანონპროექტების
მიზანშეწონილობის
შესახებ“
განხილვის
საქართველოს
პარლამენტის 2024 წლის 13 დეკემბრის N177-Iმს-XIმპ დადგენილებით არ იქნა
გათვალისწინებული
„უცხოეთში
მცხოვრები
თანამემამულეებისა
და
დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (07-3/223; 09.06.2022),
იგი
პარლამენტიდან გათხოვილად ითვლება.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
კომიტეტს
მიაჩნია,
„ლობისტური
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტის
შესაბამისად
„უცხოეთში
მცხოვრები
თანამემამულეებისა
და
დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრირებულ
ლობისტ
ზაალ
სარაჯიშვილს
მდგომარეობა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავითი მათიკაშვილი
შეუწყდეს
ლობისტის
სამართლებრივი