საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით გამოცხადების თაობაზე) (№1-2848/25; 07.04.2025) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.04.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-4958/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-15
ბიუროს ნომერი 40

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
2-4958/25 14-04-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო წინადადებაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2025 წლის 11 აპრილს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ (N1-2848/25; 07.04.2025). წარმოდგენილი საქართველოს საკანონმდებლო პარლამენტის რეგლამენტის წინადადება 208-ე ითვალისწინებს მუხლში ცვლილების განხორციელებას, რომელიც შეეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესს. კერძოდ, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ნორმის ფორმულირებით უნდა განისაზღვროს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ცხადდება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2025 წლის 2 აპრილს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge ნაცვლად კონკურსის წესისა აირჩევს ფრაქციის ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის წარდგინებით. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების წესთან დაკავშირებულ რეგულაციებს, თუმცა, ვინაიდან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა პარლამენტის მიერ კონკურსის საფუძველზე აღარ ხდება, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილებები შეუსაბამოა არსებულ საკანონმდებლო მოწესრიგებასთან. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა უარყოფილად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავითი მათიკაშვილი