საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა ანგარიშების განხილვის ვადების 6 თვით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2024 წლის ანგარიშები (№1-2513/25; 29.03.2025); ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2024 წლის ანგარიში (№1-2514/25; 29.03.2025); გ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შესახებ (№1-2571/25; 31.03.2025)

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.04.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-5034/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-15
ბიუროს ნომერი 40

📜 ტექსტი

წერილი
2-5034/25 14-04-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N34/1;01.04.2025, N34/2,01.04.2025 და N34/4;01.04.2025 გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა:  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2024 წლის ანგარიშები ადამიანის უფლებათა ევროპული გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების საქართველოს მიმართ აღსრულების მდგომარეობის შესახებ სასამართლოს საქმეები (დასრულებული მიერ და მიმდინარე საქმეები) (№1-2513/25; 29.03.2025);  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2024 წლის ანგარიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ (№1-2514/25; 29.03.2025);  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შესახებ (№1-2571/25; 31.03.2025). იმავდროულად, აღნიშნული ანგარიშები სავალდებულო დასკვნისთვის გადაეცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და მათი სავალდებულო წესით განხილვის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 22 აპრილამდე. მიმდინარე წლის 14 აპრილს მოგვმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომელმაც გვაცნობა, რომ ობიექტურ მიზეზთა გამო, კომიტეტს სჭირდება დამატებითი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge დრო ზემოაღნიშნული საკითხების განსახილველად და ითხოვა ამ ვადის გაგრძელება 6 თვით. ვითვალისწინებთ რა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თხოვნას, მოგმართავთ შუამდგომლობით მითითებული ანგარიშების განხილვის ვადის 6 თვით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი