საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა ანგარიშების განხილვის ვადების 6 თვით გაგრძელების შესახებ: ა) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში (№1-2570/25; 31.03.2025); ბ) სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ წარმოდგენილი ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის 2024 წლის ანგარიში (№1-2502/25; 28.03.2025); გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოდგენილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში (№1-1549/25; 28.02.2025).

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.04.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-5049/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-15
ბიუროს ნომერი 40

📜 ტექსტი

წერილი
2-5049/25 14-04-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტისთვის წარმოდგენილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2024 წლის ანგარიში (№1-2570/25; 31.03.2025) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანტიკორუფციული ბიუროს 2024 წლის ანგარიში (№1-2502/25; 28.03.2025). აღნიშნულ საკითხებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. იმავდროულად, აღნიშნული ანგარიშები სავალდებულო დასკვნისთვის გადაეცა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, რომელმაც აღნიშნული საკითხების საკომიტეტო განხილვის ვადების გაგრძელების თაობაზე მოგვმართა. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს პარლამენტისთვის წარმოდგენილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის 2024 წლის ანგარიში (№1-1549/25; 28.02.2025), რომელზეც წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკითხების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 6 თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge