„ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის და 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციის მოსმენა

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.04.2025
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ინიციატორი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#[5611]/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-04-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 8

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3240?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა თარიღი 14 აპრილი 2025 12:00 2025 წლის 14 აპრილი, 12:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) დღის წესრიგი 1. საქართველოს მოქალაქეების ნანა მაჭავარიანისა და გიორგი გოგოლაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უმაღლეს საგანმანათლებლო (1-2104/25; დაწესებულებაში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების შესახებ“ 18.03.2025) განხილვა; მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე; 2. ,,ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის და 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: ანა მღებრიშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 3. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/45; 26.03.2025) განხილვა პირველი მოსმენით; მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და 4/14/2025, 2:46 PM საქართველოს პარლამენტი 2 of 2 https://parliament.ge/print/announcement/3240?local=true ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. 4/14/2025, 2:46 PM
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი ოქმი N8 2025 წელი, 14 აპრილი, 12:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 მარო მაყაშვილის სახელობის ოთახი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ვლადიმერ ბოჟაძე, ნინო წილოსანი, ვლადიმერ კახაძე, იმედა ნიკურაძე, გიორგი სოსიაშვილი. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: ანა მღებრიშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; გიორგი გოგოლაშვილი - საკანონმდებლო წინადადების ავტორი, აკადემიკოსი. სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი. სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადასვლამდე კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე დამსწრე პირებს მიულოცათ დედა ენის დღე და ისაუბრა ქართული ენის მნიშვნელობასა და მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს პოლიტიკას, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ენის დაცვასა და განვითარებისაკენ. დღის წესრიგი: 1. საქართველოს მოქალაქეების ნანა მაჭავარიანისა და გიორგი გოგოლაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების შესახებ“ (№1-2104/25; 18.03.2025) განხილვა; მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე; 2. ,,ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის და 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: ანა მღებრიშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 3. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/45; 26.03.2025) განხილვა პირველი მოსმენით; მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტმა მოისმინა: საკანონმდებლო წინადადების ავტორმა, გიორგი გოგოლაშვილმა კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა საქართველოს მოქალაქეების ნანა მაჭავარიანისა და გიორგი გოგოლაშვილის საკანონმდებლო წინადადება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების შესახებ“ (№1-2104/25; 18.03.2025). კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მოქალაქეების ნანა მაჭავარიანისა და გიორგი გოგოლაშვილის საკანონმდებლო წინადადებას „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების შესახებ“ (№1-2104/25; 18.03.2025). კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 6; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 0. კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ანა მღებრიშვილმა კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა ,,ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშისა და 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია. კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის პროგრამისა და მიზნების შესახებ, აგრეთვე წარმოდგენილი იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა პროგრამის დაფინანსება, საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისების ქსელი, საქართველოს მონაწილეობით განხორციელებული და დაფინანსებული პროექტები, გასული წლის საქმიანობის შეფასება და 2025 წლის გეგმები. ანა მღებრიშვილის განცხადებით, დაფინანსების წყარო - ჰორიზონტი ევროპა პროგრამის ფარგლებში გადახდილი საწევრო გადასახადის 50%-ის ოდენობით მიზნობრივი გრანტის სახით დაბრუნებული თანხაა. პროგრამის მიზანია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ საგრანტო კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობისა და წარმატებულ საგრანტო პროექტებში მათი ჩართულობის გაზრდა, ევროპულ კონსორციუმებში საქართველოს მკვლევართა მონაწილეობის გზით საქართველოში მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მხარდაჭერა. მომხსენებლის განცხადებით, საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისების ქსელი მოიცავს ჯამში 12 სახელმწიფო უნივერსიტეტსა და 18 კერძო ორგანიზაციას. 2025 წლის გეგმებში, კი, ძირითად მიმართულებებად გამოყოფილია კერძო უნივერისტეტებთან და ორგანიზაციებთან და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურება. მომხსენებლის განცხადებით ჰორიზონტი ევროპის საქართველოს ოფისი 2022 წელს დაარსდა და ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა საგრანტო ოფისების ქსელი. 2023 წელს განხორციელდა პროაქტიული პოპულარიზაციის კამპანია და ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში. 2024 წელს მოხდა საქართველოში არსებული სამეცნიერო რესურსებისა და პოტენციალის მეპინგი, მიზნობრივი კამპანია და ინფორმაციის დისემინაციის კამპანია. ასევე, დაიწყო მომზადება შემდეგი სტრატეგიული გეგმისთვის (2025-27წწ). 2025 წლისთვის დაგეგმილია სახელმწიფო უწყებების პარტნიორობებში ჩართვა, პროექტების მართვისა და მეცნიერების მენეჯმენტის ტრენინგების სისტემატიზაცია და სასწავლო კურსის ჩამოყალიბება, აგრეთვე, საუნივერსიტეტო საგრანტო სქემის გაძლიერება. კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება: კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, “ჰორიზონტი ევროპის” საქართველოს ეროვნული ოფისის მიმართ კომიტეტის გასული წლების პოზიცია ეხებოდა რეგიონულ სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნულ ოფისს შორის თანამშრომლობის არ არსებობას, მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის კუთხით, რაც წარმოდგენილ პრეზენტაციის მიხედვით სამომავლო გეგმებში ერთ-ერთ პრიორიტეტადაა დასახელებული, რასაც მიესალმება კომიტეტი. გივი მიქანაძის კითხვა ეხებოდა დღესდღეობით არსებული 7 რეგიონული უნივერსიტეტისა და „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის თანამშრომლობის არსებული პრაქტიკის საფუძველზე გაცემული დაფინანსებების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე, რა არის იმის მიზეზი, რომ ქსელში არ არის ჩართული ყველა უნივერსიტეტი. გივი მიქანაძემ, ასევე, ითხოვა იმ ქვეყნების დაზუსტება, რომლებთანაც შედარებით აქტიური თანამშრომლობა მიმდინარებს და რა ერთობლივი პროექტები ხორციელდება მათთან თანამშრომლობის ფარგლებში. აგრეთვე, თუ არსებობს მონაცემები უფრო დეტალურად, იმ სფეროების მიხედვით, თუ რას მოიცავს თითოეული განხორციელებული პროექტი. ანა მღებრიშვილის განცხადებით, რეგიონულ უნივერსიტეტებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ჩართულობა არ არის, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ისიც, რომ თავად რეგიონულ უნივერსიტეტებში არაა საკმარისი ინფორმაცია მათი პოტენციალისა და შესაძლებლობის შესახებ, რომელიც მისცემთ საშუალებას „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამის ფარგლებში ჩაერთონ. მისივე თქმით, იგეგმება, რომ პროგრამის წარმომადგენლების გააქტიურება მოხდება რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს პროცესის წინ წაწევას. რაც შეეხება თემატიკას, გამოიყოფა შემდეგი მიმართულებები: მედიცინის, ჯანდაცვის, სამეცნიერო ინფრასტრუქტურის, ციფრული ტექნოლოგიების, კლიმატის, ენერგეტიკასა და სხვ. და ფაქტიურად ყველა მიმართულებით არსებობს მოგებული პროექტები. რაც შეეხება საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრაქტიკას, შედარებით აქტიური პარტნიორული ურთიერთობები არსებობს პოლონეთთან, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან. უნივერსიტეტების ჩართულობასთან დაკავშირებით, რაიმე კრიტერიუმი, რის მიხედვითაც შეიძლება შეირჩეს ესა თუ ის უნივერსიტეტი, არ არის განსაზღვრული და შესაბამისად, ყველა უნივერსიტეტს აქვს საშუალება ითანამშრომლონ „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნულ ოფისთან. კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ თავის გამოსვლაში, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რეგიონული უნივერსიტეტების როლსა და მნიშვნელობას და სხდომაზე დააყენა წინადადება, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში კომიტეტს წარედგინოს წერილობითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდება რეგიონულ უნივერსიტეტებთან მიმართებით და რა წინსვლა იქნება მიღწეული მათთან თანამშრომლობის კუთხით მომავალ თვეებში. სხდომის თავმჯდომარეობა გადაიბარა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა კომიტეტის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა იკითხა არსებობს თუ არა თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნულ ოფისს შორის. მომხსენებლის განცხადებით, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, რა თქმა უნდა, თანამშრომლობის გამოცდილება შემუშავების მიმართულებითაც. კომიტეტმა გადაწყვიტა: არსებობს და დაწყებულია მუშაობა პროექტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს ,,ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 6; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 0. კომიტეტმა მოისმინა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს პირველი მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/45; 26.03.2025). „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1600 ლარის ოდენობით, ხოლო აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით. აკადემიის სტიპენდიატს ენიშნება სტიპენდია თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით. ამავე კანონის 161 მუხლით დადგენილია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრისა და წევრ-კორესპონდენტის ყოველთვიური ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში შესაბამისად არანაკლებ 1400 ლარისა ნამდვილი წევრისათვის, ხოლო არანაკლებ 900 ლარისა წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატისათვის. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპია. ამ რეალობის გათვალისწინებით კორესპონდენტების და მნიშვნელოვანია სტიპენდიატების აკადემიკოსების, კანონით აკადემიის დადგენილი წევრ- მინიმალური ანაზღაურების კორექტირება და გაზრდა. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ ბოლო წლებში განხორციელდა საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით კანონპროექტით შემოთავაზებულია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრების, წევრ- კორესპონდენტებისა ანაზღაურების და სტიპენდიატების კანონით დადგენილი მინიმალური გაზრდა რაც ნიშნავს, მათთვის კანონით გარანტირებულ უფრო მეტ მინიმალურ ანაზღაურებას. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის მინიმალურ ანაზღაურების ოდენობასთან დაკავშირებით მართებული იქნება, მათი ოდენობები გაუთანაბრდეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის ანაზღაურების ოდენობებს. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს პირველი მოსმენით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/45; 26.03.2025). კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 6; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 0. სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე