საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის მიერ 2024 წელს განხორციელებული და 2025 წელს დაგეგმილი საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.04.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტი
ნომერი
#[5613]/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-04-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 11

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3241?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 სპორტის კომიტეტის სხდომა თარიღი 14 აპრილი 2025 11:00 2025 წლის 14 აპრილი, 11:00 საათი საქართველოს პარლამენტის სასახლე ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის მიერ 2024 წელს განხორციელებული და 2025 წელს დაგეგმილი საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: რატი იონათამიშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. 4/14/2025, 2:45 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომის ოქმი N11 2025 წლის 14 აპრილი, 11:00 საათი საქართველოს პარლამენტის სასახლე ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში (C კორპუსი, V სართული) სხდომას უძღვებოდა : კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე; სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: შოთა ხაბარელი, დავით კაჭარავა, ზურაბ რურუა, გენო პეტრიაშვილი, ლაშა ტალახაძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი; სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ა(ა)იპ. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტები, შალვა მაისურაძე და რევაზ რევაზიშვილი. პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები: ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი, მალხაზ მესხი, ანა ჯაფარიძე, ლია ჩაჩიბაია, გიორგი ნიკოლაძე, თინათინ რევაზიშვილი, გიორგი მაისურაძე, მარიამ კლდიაშვილი, ასევე სპორტის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტის კომიტეტის 8 წევრის დასწრებით. დღის წესრიგი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის მიერ 2024 წელს განხორციელებული და 2025 წელს დაგეგმილი საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა /მომხსენებელი: საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი - რატი იონათამიშვილი/ კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი მოისმინეს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის რატი იონათამიშვილის მოხსენება. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოში პარალიმპიური კომიტეტი 2003 წელს დაფუძნდა და ამ დროიდან გაიარა განვითარების არაერთი ეტაპი, დაწყებული 3 პარასპორტსმენით და 2 პარასპორტის სახეობით, დღეის ანგარიშით 19 სახეობითა და 300 პარასპორტსმენით. პრეზიდენტმა ისაუბრა პარალიმპიური მოძრაობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მისი განვითარება საყურადღებოა ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობისათვის. მისი თქმით, პარალიმპიური სპორტი აჩვენებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ ნიშნავს შეზღუდულ წარმატებას, ის შთაგონებას აძლევს, როგორც შშმ პირებს, ასევე სრულიად ჯანმრთელ ადამიანებს. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა წარსულის გამოცდილებებზე, იმ დროზე, როცა სპორტის ეს მიმართულება ნაკლებად პოპულარული იყო, რაც გარკვეულ სირთულეს და ინფორმაციულ ვაკუუმს ქმნიდა, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს პარალიმპიური სპორტის პოპულარიზაციას ახალი თაობისთვის და რამდენად ხელისშემწყობია, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება. რატი იონათამიშვილის თქმით, მათი უპირველესი მიზანია, მაქსიმალურად გაფართოვდეს ეს სფერო და ხელი შეეწყოს ყველა შშმ პირის ჩართულობას. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოში ბოლო წლებში გაფართოვდა პარა სპორტის სახეობები და ამჟამად ქართველი სპორტსმენები ასპარეზობენ შემდეგ დისციპლინებში: პარა ძალოსნობა; პარა ფარიკაობა პარა ძიუდო; პარა მძლეოსნობა; პარა ტაეკვონდო; პარა მშვილდოსნობა; პარა სროლა; პარა ცურვა; პარა მაგიდის ჩოგბურთი; პარა ჩოგბურთი; მჯდომარე ფრენბურთი; უსინათლოთა ფეხბურთი; პარა ქროს ქანთრი და პარა სნოუბორდი. საქართველოში 2021-2024 წლებში ჩატარდა უმაღლესი დონის 6 საერთაშორისო ტურნირი პარა ძალოსნობასა და პარა ძიუდოში, სადაც ქართველ პარაათლეტებთან ერთად მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ქვეყნის პარასპორტსმენი. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა 2023 წლის ევროპის პარა ჩემპიონატზე (როტერდამი 2023), რომელშიც მონაწილე 42 ქვეყანის 1,500 პარა ათლეტს შორის საქართველო 12-ე ადგილზე გავიდა და გადაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, უნგრეთი, ხორვატია, სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანა. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ისაუბრა პარიზის 2024 წლის პარალიმპურ თამაშებზე ქართველი პარასპორტსმენების წარმატებაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩვენი ქვეყანა თამაშებზე წარმოდგენილი იყო 14 მონაწილით სპორტის 6 სახეობაში და ჩვენს ანგარიშზეა 6-ვე სახეობაში მოპოვებული 9 მედლი. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პარასპორტი სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც კონკრეტული ქმედებებით დასტურდება. საგულისხმოა რომ, საკანონმდებლო დონეზე განხორციელდა პარალიმპიური სპორტის სტატუსის გათანაბრება ოლიმპიური სპორტის სტატუსთან; პარალიმპიელთა პრემიები (მათ შორის მწვრთნელების და ექიმების) გაუთანაბრდა ოლიმპიელთა პრემიებს; სახელმწიფო ბიუჯეტი გაიზარდა 400%-ით. კერძოდ, 850,000 ლარიდან გახდა 3,500,000 ლარი. მხარდაჭერ აქტივობებზე საუბრისას, მომხსენებელმა ასევე ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობაზე და დასძინა, რომ პარა სპორტში ჩატარებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირები და პარაოლიმპიური თამაშები (TOKYO 2020 და PARIS 2024) პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მოხსენებაში პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შეეხო ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებს. მისი თქმით, კომიტეტის პრიორიტეტული მიმართულებებია:  ზაფხულის და ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე ღირსეული მონაწილეობა;  ახალი სრულფასოვანი საწრთვნელი ბაზა და სპორტული კომპლექსის აშენება;  რეგიონებში ადაპტირებული სპორტული ინფრასტრუქტურის და პარალიმპიური მოძრაობის გაძლიერების ხელშეწყობა;  პარალიმპიური სპორტის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა შშმ პირების დაინტერესება და ჩართულობა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და კითხვები დასვეს სპორტის კომიტეტის წევრებმა, რასაც მომხსენებლის მხრიდან ამომწურავად გაეცა პასუხები. შეკითხვები შეეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის საკითხს, რაზეც მომხსენებელმა განმარტა, რომ ნებისმიერი სპორტული კომპლექსი რომელიც აშენდება, უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებულ უნივერსალური დიზაინის პირობებსა და პრინციპებს. სწორად მოწყობილი გარემო აძლევს სპორტსმენს საშუალებას განავითაროს თავისი უნარები, აღიდგინოს ფიზიკური ძალა და გაუმკლავდეს ფსიქოლოგიურ დაბრკოლებებს – მაგალითად, თვითშეფასების პრობლემებს ან სტრესს. გარდა ამისა, სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ამტკიცებს საზოგადოების მზაობას თანასწორობისა და ინკლუზიისთვის. ეს საშუალებას აძლევს პარაოლიმპიელებს, თავი იგრძნონ სპორტის სრულფასოვან მონაწილეებად, რაც დამატებითი მოტივაციაა ახალი წარმატებებისთვის. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია პრემიერ მინისტრის ინიციატივის თაობაზე, რომლის თანახმად დაგეგმილია პარასპორტისთვის მაღალი დონის სპორტული კომპლექსის მშენებლობა, სადაც გარდა დახურულისა, იქნება ღია სივრცეები. რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ ამჟამად, შესაბამის უწყებებთან ერთად, პარალიმპიური კომიტეტი აქტიურადაა ჩართული პროექტირების ნაწილში და მომავალშიც გამოთქვამს ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზაობას. შეკითხვაზე - რამდენ ლიცენზიას ელოდებიან 2028 წლის პარაოლიმპიადაზე? მომხსენებელმა უპასუხა, რომ 20-მდე ლიცენზიის მოლოდინი აქვთ ლოს ანჯელესის თამაშებზე. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ა(ა)იპ. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის მიერ 2024 წელს განხორციელებული და 2025 წელს დაგეგმილი საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია. კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე სხდომის მდივანი მაგდანა ბზიკაძე