საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2024 წლის 26 ნოემბრის №1/17 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დებულება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.04.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-5145/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-04-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 9

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3237?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 კულტურის კომიტეტის სხდომა თარიღი 14 აპრილი 2025 16:00 2025 წლის 14 აპრილი, 16:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ; მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია; 2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 47-ე მუხლის შესაბამისად, საკონსულტაციო საბჭოების შექმნა; მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია. 4/14/2025, 2:49 PM
ოქმი
კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N9 2025 წლის 14 აპრილი, 16:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის ცვლილების შეტანის შესახებ; კულტურის კომიტეტის დებულებაში მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია; 2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 47-ე მუხლის შესაბამისად, საკონსულტაციო საბჭოების შექმნა; მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია. სხდომას უძღვებოდა: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია სხდომის მდივანი: ანა კუჭუხიძე - აპარატის თანამშრომელი. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი გაბუნია; ეკა ჭიჭინაძე; არჩილ ბერიძე; ისკო დასენი; ზაზა ლომინაძე; გიორგი სოსიაშვილი. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: აპარატის თანამშრომლები სხდომა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ გახსნა და დაადასტურა კომიტეტში კვორუმის არსებობა. მან დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგი, რაც დაამტკიცეს ხმათა უმრავლესობით. მოისმინეს: კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა კულტურის კომიტეტის დებულებაში ცვლილების განხორციელებას. კერძოდ, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, კომიტეტისთვის პრიორიტეტულია მუნიციპალიტეტების მერიების დაქვემდებარებაში არსებული კულტურის ორგანიზაციების ეფექტიანი ფუნქციონირება, აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი მიზანშეწონილია მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობა და ამ ორგანიზაციების მხარდაჭერა. შესაბამისად, კულტურის კომიტეტის დებულების მე-2 მუხლი შეიცვალა, ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მასში ასახულია ზემოხსენებული საკითხი. ამასთანავე, კომიტეტის ფორმირებასთან და შემადგენლობასთან დაკავშირებული ცვლილებებით, კომიტეტის დებულება შესაბამისობაში მოვა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტთან. „მუნიციპალიტეტებს აქვთ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირები კულტურის ორგანიზაციების სახით. ეს ორგანიზაციები წარმოადგენს სოლიდურ წილს კულტურის სფეროში, რომლებიც ადგილზე ახორციელებენ სხვადასხვა დარგის ხელშეწყობას და განვითარებას. ა(ა)იპ-ები არ გახლავთ კულტურის სამინისტროს სისტემაში. ჩვენი მიზანია, ვითანამშრომლოთ ამ კულტურის ორგანიზაციებთან და ვიზრუნოთ ამ ორგანიზაციების წინსვლისთვის და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ. გადაწყვიტეს: კულტურის კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი დასამტკიცებლად წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. მოისმინეს: კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას წინადადება, კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მათზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების დაგეგმვისათვის კულტურის კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების შექმნის შესახებ. გადაწყვიტეს: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 47-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას კულტურის კომიტეტთან არსებული ქართული ტრადიციული და პროფესიული ხელოვნების საკონსულტაციო საბჭო, ასევე კულტურული მემკვიდრეობის საკონსულტაციო საბჭო და დამტკიცდეს ამ საბჭოების დებულებები. ქართული ტრადიციული და პროფესიული ხელოვნების საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით: 1. გიორგი დონაძე - სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, სსიპ - ანსამბლ ბასიანის სამხატვრო ხელმძღვანელი; 2. ჯიქი ჯანგულაშვილი - სსიპ საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი; 3. ბადრი მაისურაძე - სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 4. მარინე ლობჟანიძე - მუსიკის ექსპერტი, მუსიკოსი; 5. გია ჯაფარიძე - მხატვარი, მოქანდაკე. კულტურული მემკვიდრეობის საკონსულტაციო განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით: 1. 2. 3. 4. 5. საბჭოს შემადგენლობა ვალერი ასათიანი - აკადემიკოსი; როზეტა გუჯეჯიანი - ისტორიკოსი, ეთნოლოგი; გიორგი კალანდია - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; ქეთევან აბაშიძე - ხელოვნებათმცოდნე; მამა გიორგი გუგუშვილი. სხდომის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია სხდომის მდივანი - ანა კუჭუხიძე