საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-10236/24; 30.09.2024) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.04.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-5242/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-23
ბიუროს ნომერი 43

📜 ტექსტი

წერილი
2-5242/25 16-04-2025 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით კომიტეტის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე - „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-10236/24; 30.09.2024) და თანმხლებ მასალას. დანართი: 1. კომიტეტის დასკვნა 2 ფურცელზე; 2. საკანონმდებლო წინადადება; 3. სხვა დასკვნა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-5233/25 16-04-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2025 წლის 14 აპრილს განიხილა საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-10236/24; 30.09.2024). საკანონმდებლო წინადადების თანახმად, შემოთავაზებულია, რომ აუდიტორის პროფესია გამოცხადდეს დამოუკიდებელ პროფესიად და აღარ დაექვემდებაროს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას. საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2016 წელს განხორციელდა რეფორმა და მიღებულ იქნა ახალი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონი. კანონზე მუშაობა დაიწყო 2012 წლიდან და მასში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები მათ შორის მსოფლიო ბანკი, პროფესიული ორგანიზაციები, კერძო სექტორი და სპეციალურად რეფორმის მოსამზადებლად შექმნილი უწყებათაშორისი კომისია. კანონით დადგენილ იქნა, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების მომზადების და წარდგენის, პროფესიული სერტიფიცირების, აუდიტის ჩატარებისა და მისი ხარისხის უზრუნველყოფის, სახელმწიფო ზედამხედველობისა და პასუხისმგებლობათა დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები. გარდა ამისა, 2016 წლის კანონის მიღება მიზნად ისახავდა ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის მარეგულირებელი სისტემის დაახლოებას შესაბამისი ევროდირექტივის („წლიური თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge და კონსოლიდირებული ანგარიშების სავალდებულო აუდიტის შესახებ“ 2006 წლის 17 მაისის 2006/43/EC დირექტივა) მოთხოვნებთან, ამასთანავე საყურადღებოა, რომ სფეროს მომწესრიგებელი მიზნები და ამოცანები წარმოდგენილი იყო საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების VI კარის (თანამშრომლობის სხვა სფეროები) მე-6 თავის (კორპორაციული სამართალი, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი და კორპორაციული მმართველობა) 316-317 მუხლებში. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულ ცვლილებასთან დაკავშირებით კომიტეტში ასევე წარმოდგენილია საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის უარყოფითი პოზიცია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ინიციატივის მიღება და საკანონმდებლო პროცესის გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე
დანართი
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412412794842 30.09.2024 საქართველოს პარლამენტი სათაური: აუდიტორის პროფესიის თავისუფალ პროფესიად გამოცხდება შინაარსი: გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105 მუხლის თანახმად, "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც აუდიტორის პროფესიას გამოაცხადებს თავისუფალ პროფესიად და უზრუნველყოფს აღნიშნული პროფესიის სახელმწიფოს მხრიდან უხეში ჩარევისგან განთავისუფლებას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოს, ხელს შეუწყობს გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვას. როგორც მოგეხსენებათ, "ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში." ადვოკატის პროფესიასთან საკმაოდ დაახლოებული - აუდიტორის პროფესია არ გახლავთ თავისუფალი. მას არეგულირებს სახელმწიფო, რაც განაპირობებს ამ პროფესიაში გაწევრიანებული პირთა ყოფნას დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი წნეხის ქვეშ: მათ არამარტო პროფესიულ ასოციაციაში (ფედერაციაში) მოეთხოვებათ წევრობა, არამედ მათ დამატებით "ჟანდარმად" მიჩენილი ჰყავთ სარას-ი, რომელიც არც ეთიკურობით არ გამოირჩევა და არც პროფესიონალიზმით: იგი ამ დარგში მოღვაწე პროფესიონალებს ეპყრობა სრულიად წარმოუდგენელი დიქტატორულ-ვოლუნტარისტულ-კრიმინალური მეთოდებით: ერთი და იგივე საჯარო მოხელეები ჯერ საკუთარ თავს აწევრიანებენ მოკვლევის ჯგუფებში, შემდეგ ადგენენ მოკვლევის დასკვნებს და შემდეგ - თავადვე რეაგირებენ მასზე, სარას-ის სახელით. ამის დასტურია 129 აუდიტორის მიმართ დისციპლინური სახდელის დადების ეპიზოდები, განხორციელებული 2021-2024 წლებში. აღნიშნული ნეო-ალკატრასი სახელწოდებით "სარას"ი მოსაკვეთია საქართველოს პოლიტიკური სხეულიდან, ხოლო აუდიტორის პროფესია უნდა გამოცხადდეს თავისუფალ პროფესიად. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა:
დანართი
06 მარტი 2025 N 16/15410 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ პაატა კვიჟინაძეს ბატონო პაატა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (შემდგომში - სამსახური) განიხილა თქვენი 2024 წლის 10 ოქტომბრის N6543/4-3/24 წერილით (სამსახურში რეგისტრაციის N169362/01, 11.10.2024) წარმოდგენილი საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო წინადადება („ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონში (შემდგომში - კანონი) ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, აუდიტორის პროფესია გამოცხადდება თავისუფალ პროფესიად და უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნული პროფესიის ზედამხედველობისგან გათავისუფლება) და წინამდებარე დოკუმენტით წარმოგიდგენთ სამსახურის პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. 2014 წლის სექტემბრის შემდეგ, რაც ნაწილობრივ შევიდა ძალაში ,,ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საკანონმდებლო საქმიანობამ მოითხოვა სამართლებრივი დაახლოების პროცესთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინება და კანონშემოქმედებით საქმიანობაში ცალკეული დეტალების ინტეგრირება. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არ არსებობდა ანგარიშგება-აუდიტის მიმართულებით საზედამხედველო რგოლი, ევროკავშირის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით 2016 წელს მიღებულ იქნა კანონი, ხოლო საზედამხედველო რგოლად კი განისაზღვრა სამსახური. ვინაიდან, ასოცირების შეთანხმებით განიმარტა ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების ორი უმნიშვნელოვანესი პრინციპი – ეტაპობრივი დაახლოება (gradual approximation) და დინამიური დაახლოება (dynamic approximation), სამსახურისათვის ორივე პრინციპი სამოქმედო გეგმას წარმოადგენდა რეფორმის საწყის ეტაპიდანვე (2016 წლიდან), რათა აღრიცხვა-ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს მიმართულებით ევროკავშირის სტანდარტები დანერგილიყო საქართველოს კანონმდებლობაში და გატარებულიყო არაერთი წარმატებული რეფორმა. სწორედ ამიტომ, სფეროს მარეგულირებელ, დღეს მოქმედ კანონის რედაქციაშიც აღნიშნულია, რომ ფინანსური გამჭვირვალობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა უნდა მოხდეს სუბიექტთა ანგარიშგებისა და აუდიტის მარეგულირებელი შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებთან მიახლოებით. 2024 წლის მდგომარეობით ანგარიშგება-აუდიტის სფეროს კანონმდებლობას თუ შევადარებთ ამავე სფეროს მარეგულირებელ დირექტივებს და რეგულაციებს, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სახელმწიფოს მხრიდან წინგადადგმულია ნაბიჯები სფეროს გაძლიერების ყველა ძირითადი მიმართულებით. იმის გათვალისწინებით, რომ დირექტივა/რეგულაციები შესაძლებლობას იძლევა, რომ ქვეყანამ მიიღოს უფრო მაღალი სტანდარტები, სამსახურის მხრიდან მუდმივად მიმდინარეობს ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი აქტების ანალიზი და ცვლილებების განხორციელების პროცესი, ეტაპობრივი დაახლოებისა და უკვე დანერგილი EU ნორმების აღსრულების მიზნებისათვის. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ მათ შორის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნებისათვის, სამსახურის მიერ ვერ იქნება გაზიარებული საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის ზემოაღნიშნული საკანონმდებლო წინადადება. პატივისცემით, დავით მჭედლიძე სამსახურის უფროსი https://edoc.mof.ge/public/#/15410-16-2-202503061738