„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-23
ბიუროს ნომერი 43
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2023, სარეგისტრაციო კოდი:
460070000.05.001.102213) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯ) ტურისტული გიდი - შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი,
რომელიც წინასწარ დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად ტურისტებს აწვდის სანდო და
დეტალურ ინფორმაციას კულტურული, ისტორიული, ბუნებრივი და სხვა
მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების შესახებ. უზრუნველყოფს ტურისტებისთვის
ტურთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ქვეყნის ტურისტული რესურსის დაცვის
ნორმების გაცნობას.“;
2. კანონის მე-4 მუხლის :
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ამ კანონის საფუძველზე
გამოსცეს ნორმატიული აქტი - ბრძანება. ამ კანონის შესაბამისად ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის მიერ მისაღები სხვადასხვა წესები და პირობები მტკიცდება
ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის
ნორმატიული
აქტით.
ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული რამდენიმე წესი
გააერთიანოს ერთიან წესში ან/და დაამტკიცოს ერთი ნორმატიული აქტით.“;
ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. კანონის მიზნების მისაღწევად ტურიზმის სფეროში სახელმწიფო
მმართველობის განხორციელებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები
უფლებამოსილი არიან დაამუშაონ სუბიექტის პერსონალური მონაცემები (მათ შორის, ეს
მონაცემები სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს გადასცენ) „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს სამინისტროები და
მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოები, საქართველოს სახელმწიფო
მინისტრები და მათი აპარატები, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოები
ვალდებული არიან, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების
განხორციელებისას დაიცვან შესაბამის სუბიექტთა პერსონალური მონაცემები.“;
3. კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4
პუნქტი:
„4. საქართველოს მთავრობის დადგენილებით ცალკე განისაზღვრება ის რისკის
შემცველი ტურისტული მომსახურებები, რომლის მიმწოდებლისთვისაც საქმიანობის
განხორციელების ყველა ეტაპზე სავალდებულოა სამოქალაქო პასუხისმგებლობის
1
დაზღვევის ქონა. ამავე დადგენილებით დგინდება ამ დაზღვევის პირობები და
განხორციელების წესი.“;
4. კანონის 34-ე მუხლის მე-3-მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა
და ალპური გამყოლის
საქმიანობას ახორციელებს, მხოლოდ შესაბამისი ავტორიზაციის მქონე პერსონალის
სერტიფიცირების ორგანოს მიერ სერტიფიცირებული ფიზიკური პირი.
4. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის
სერტიფიცირებას ახორციელებს ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული პერსონალის
სერტიფიცირების ორგანო, რომელსაც შესაბამისად ავტორიზაცია გავლილი აქვს სამთო
გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის სერტიფიცირების
მიმართულებით.
5. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო აწარმოებს
სერტიფიცირებული პირების რეესტრს და გასცემს სამთო გამყოლის, სათხილამურო
გამყოლისა და ალპური გამყოლის ოფიციალურ მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, რომლის
ფორმას ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი- საქართველოს ტურიზმის
ეროვნულ ადმინისტრაცია.
6. ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამთო გამყოლის, სათხილამურო
გამყოლისა და ალპური გამყოლის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის
გაცემისა და გაუქმების წესსა და პირობებს, აგრეთვე ამ ნიშნის ფორმას ადგენს საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია.
7. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო ვალდებულია პირის
სერტიფიცირების, სერტიფიკატის გაუქმების ან/და შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ
აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიული პირს - საქართველოს ტურიზმის ეროვნულ
ადმინისტრაციას.
8. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო ვალდებულია
უზრუნველყოს სერტიფიცირებული პირების რეესტრის საჯაროობა და მისი მუდმივი
განახლება.
9. სერტიფიცირებული პირების მიერ სერტიფიცირების მოთხოვნების დარღვევის
შემთხვევაში ავტორიზებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო უზრუნველყოფს
მათ მიმართ სათანადო ზომების მიღებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
10. სამთო გამყოლს, სათხილამურო გამყოლსა და ალპურ გამყოლს საქმიანობის
განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა ჰქონდეთ პროფესიული პასუხისმგებლობის
სავალდებულო დაზღვევა, რომლის პირობები (მათ შორის, ლიმიტები) და
განხორციელების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
11. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.“;
5. კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
2
„ბ)
საქმიანობის
განხორციელებისას
თან
იქონიონ
ოფიციალური
მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რომელსაც გასცემს ავტორიზებული პერსონალის
სერტიფიკაციის ორგანო.“;
6.კანონის 36-ე მუხლის მე-3-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ტურისტული გიდის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და მას ახორციელებს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო,
რომელსაც შესაბამისად ავტორიზაცია გავლილი აქვს ტურისტული გიდის
სერტიფიცირების მიმართულებით.
4. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო ვალდებულია
უზრუნველყოს სერტიფიცირებული ტურისტული გიდების რეესტრის საჯაროობა, მისი
მუდმივი განახლება და საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის- საქართველოს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის გაზიარება.
5. უცხო ქვეყნის მოქალაქე ტურისტული გიდის რეგისტრაციის წესი, პირობები და
საფასურები, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. უცხო ქვეყნის
მოქალაქე ტურისტული გიდი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
6. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.“;
7.კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტურისტული გიდის ოფიციალურ მაიდენტიფიცირებელ ნიშანს გასცემს
ავტორიზებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო.“;
8. 49-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სამართალდარღვევათა ოქმს
ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის უფლებამოსილი თანამშრომელი ან იმ კერძო სამართლის
იურიდიული პირის უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელსაც საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან
დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული აქვს შესაბამისი
უფლებამოსილების განხორციელება.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 – 14 პუნქტები:
11. ამ კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა შეიძლება შეადგინოს
ელექტრონული
საჯარიმო
ქვითარი,
რომელიც
იმავდროულად
არის
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი
შედგენისას იბეჭდება შესაბამისი მოწყობილობის საშუალებით
და გადაეცემა
სამართალდამრღვევს.
3
12. სამართალდარღვევის ადგილზე:
ა) სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას სამართალდამრღვევს გადაეცემა ოქმის
ასლი, ხოლო თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, უფლებამოსილი
თანამდებობის პირი აღნიშნავს ოქმში, რის შემდეგაც ოქმის ასლი ითვლება
ჩაბარებულად;
ბ) ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოწერისას, ქვითრის ასლი გადაეცემა
სამართალდამრღვევს, ხოლო თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე,
უფლებამოსილი თანამდებობის პირი აღნიშნავს შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში,
რომლის შემდეგაც ქვითრის ასლი ითვლება ჩაბარებულად.
13. სამართალდარღვევათა ოქმისა და ელექტრონული საჯარიმო ქვითრების
ფორმას, მათი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.“;
გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის
საქმიანობა
ა) შესაბამისი ავტორიზაციის მქონე პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს
სერტიფიკატის ფლობის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
ბ) პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის
ფლობის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“;
დ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რისკის შემცველი
ტურისტული მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა სამოქალაქო პასუხისმგებლობის
სავალდებულო დაზღვევის პოლისის ფლობის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 500
ლარის ოდენობით.“;
ე) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:
„14. დაკისრებული ჯარიმის აღსრულების მიზნით საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ან ამ
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა პირი უფლებამოსილია
დაჯარიმებული პირის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით გაუზიაროს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.“;
9. კანონის 50-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4
„გ)2026 წლის 1 ივნისამდე:
გ.ა) შეიმუშაოს უცხო ქვეყნის მოქალაქე ტურისტული გიდის რეგისტრაციის წესი,
პირობები და საფასურები;
გ.ბ) განსაზღვროს სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური
გამყოლის სერტიფიცირებაზე პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის
საფასურები;“
ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) 2026 წლის 1 ივნისამდე დადგენილებით განსაზღვროს:
ე.ა) რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების ნუსხა და რისკის შემცველი
ტურისტული მომსახურების განხორციელების წესი;
ე.ბ)
რისკის
შემცველი
ტურისტული
მომსახურებები,
რომლის
მიმწოდებლებისთვის, სავალდებულოა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის
ქონა, ასევე ამ დაზღვევის პირობები და განხორციელების წესი;
ე.გ) რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლის პროფესიული
პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი და პირობები;
ე.დ) სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის
პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი და პირობები;“
ბ) მე-2 პუნქტის:
„ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2026 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა
(ფორმები);“
ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1- ბ2“ ქვეპუნქტი:
„ბ1. 2025 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ტურისტული გიდის სერტიფიცირებაზე
პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს ავტორიზაციისა და ტურისტული გიდის
სერტიფიცირების წესები;
ბ2. 2026 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს სამთო გამყოლის, სათხილამურო
გამყოლისა და ალპური გამყოლის სერტიფიცირებაზე პერსონალის სერტიფიკაციის
ორგანოს ავტორიზაციისა და სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური
გამყოლის სერტიფიცირების წესები;“;
ბ.გ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) 2025 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ტურისტული გიდის ოფიციალური
მაიდენტიფიცირებელი მოწმობის ნიშნის გაცემისა და გაუქმების წესი და პირობები,
მოწმობის ნიშნის ფორმა, ავტორიზებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ
ტურისტული გიდის სერტიფიცირების რეესტრის წარმოების წესი და რეგისტრაციის
ფორმა;
5
დ) 2026 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ავტორიზებული პერსონალის
სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური
გამყოლის სერტიფიცირების რეესტრის წარმოების წესი და რეესტრის ფორმა;“.
10. 51-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
7. ამ კანონის 33-ე−35-ე მუხლები, 36-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 49-ე მუხლის მე-2−მე-6 და
მე-8 პუნქტები და 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მეორე პუნქტის „ა“
ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
6
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს, „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში
(შემდგომში- კანონი) არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, ცალკეული ტერმინების
შინაარსის დაზუსტებას, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (შემდგომში - ადმინისტრაცია) ფუნქციებთან
და უფლებამოსილებებთან დაკავშირებული ბუნდოვანებების კორექტირებას.
კანონის პრაქტიკული აღსრულების პროცესში გამოვლინდა, რომ იგი შეიცავს
გარკვეულ ხარვეზებს რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების
სავალდებულო სადაზღვევო პაკეტებთან დაკავშირებით.
კანონის არსებული რედაქცია დამატებითი პრობლემებს ქმნის პერსონალის
სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციისა და გიდების სერტიფიცირების
მიმართულებით. კერძოდ, კანონის არსებული რედაქცია პერსონალის სერტიფიცირების
ორგანოებს ავალდებულებს აკრედიტაციის გავლას აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში.
იმის გათვალისწინებით, რომ აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში აკრედიტაციის გავლა
საჭიროებს თვისობრივად მაღალი სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას,
კანონის ეს მიდგომა მნიშვნელოვანი პრობლემების შემქმნელია ამ საქმიანობით
დაინტერესებული და მოქმედი ტურისტული კომპანიებისა თუ ასოციაციებისთვის.
გარდა ამისა, აკრედიტაციასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები არ
ითვალისწინებს ტურისტული სექტორის სპეციფიკასა და მახასიათებლებს.
კანონის არსებული რედაქცია ასევე არ შეიცავს დათქმებს ადმინისტრაციის მიერ
კანონის აღსრულების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების და მისი სხვა
სახელმწიფო უწყებებისთვის გაზიარებასთან დაკავშირებულ დათქმებს.
კანონის არსებული რედაქცია ასევე მნიშვნელოვან პრობლემებს შეიცავს კანონის
დარღვევისათვის ჯარიმების დაკისრების კუთხით. არსებული რედაქცია მხოლოდ
ადმინისტრაციის
თანამშრომელს
ანიჭებს
უფლებამოსილებას
შეადგინოს
სამართალდარღვევის ოქმი. ამ კუთხით ადმინისტრაციას არ აქვს შესაძლებლობა ამ
უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს სხვა პირზე, ან სამართალდარღვევისას
ელექტრონულად შეადგინოს ოქმი და გამოწეროს ჯარიმის ქვითარი. იმის
გათვალისწინებით, რომ სამართალდარღვევას შესაძლოა ადგილი ექნეს ქვეყნის
ნებისმიერ წერტილში და სამართალდარღვევის აღმოსაჩენად და დასადგენად
აუცილებელია ფაქტზე წასწრება კანონის აღსრულების ეფექტიანობის გასაზრდელად
მიზანშეწონილია ადმინისტრაციისთვის მეტი მოქნილობის შესაძლებლობის მინიჭება,
რომ ცალკეულ შემთხვევებში იყოს შესაძლებელი გეოგრაფიული არეალის ან სხვა
კრიტერიუმებზე დაყრდნობით ამ ფუნქციის დელეგირება კონკრეტულ კერძო
სამართლის იურიდიულ პირზე.
კანონის არსებული რედაქციის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს 500-დან
1000 ლარამდე ჯარიმას ისეთ შემთხვევაში, თუ სამთო გამყოლი, სათხილამურო გამყოლი
და ალპური გამყოლი საქმიანობას ეწევა სერტიფიკატის ან სავალდებულო დაზღვევის
პოლისის ფლობის გარეშე. აღნიშნული ნორმა შეიცავს მნიშნელოვან ბუნდოვანებას იმის
1
გათვალისწინებით, რომ ერთნაირ სამართლებრივ შედეგებს უკავშირებს ორი
თვისობრივად განსხვავებული დოკუმენტის არქონას. გარდა ამისა, ასევე პრობლემურია
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჯარიმის ფიქსირებული ოდენობის განსაზღვრა,
ვინაიდან ჯარიმის ოდენობად გათვალისწინებულია არა ფიქსირებული ოდენობა,
არამედ მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
მისაღებად გარკვეულ ვადებს როგორც ადმინისტრაციის, ისე საქართველოს
მთავრობისათვის. ზემოთ მოცემული ცვლილებების შესაბამისად, აუცილებელია
გარდამავალი დებულებების აღნიშნული ნაწილებიც ადაპტირდეს კანონის ახალ
რედაქციასთან.
გარდა ამისა, კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქე
გიდების რეგისტრაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, ხოლო უცხო ქვეყნის
მოქალაქე გიდების რეგისტრაციას საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამასთან, რეგისტრაციის გარეშე ამ საქმიანობის
განხორციელებისათვის
კანონით
გათვალისწინებულია
სანქცია.
იმის
გათვალისწინებით, რომ სარეგისტრაციო პროცესი ეტაპობრივად უკვე მიმდინარეობს,
თუმცა ჯერ კიდევ მრავლად არიან ის სუბიექტები, რომლებსაც ეს პროცესი არ
დაუსრულებიათ, ამ ნაწილში ჯარიმის ამოქმედება მნიშვნელოვან პრობლემებს
გამოიწვევს სექტორისთვის. ამიტომ მიზანშეწონილია რეგისტრაციის გარეშე ამ
საქმიანობის განხორციელებისათვის სანქციის დაკისრების მექანიზმი გადავადებულ
იქნეს დამატებით ერთი წლის ვადით. ამავე მიზეზით ასევე მიზანშეწონილია უცხო
ქვეყნის მოქალაქე გიდებისათვის რეგისტრაციის ვალდებულების დაწესება 2025 წლის
პირველი ივნისის ნაცვლად დაიწყოს 2026 წლის პირველი ივნისიდან.
გათვალისწინებულია 36-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 49-ე მუხლის მე-8 პუნქტის
ამოქმედების გადავადება 2026 წლის პირველ ივნისამდე. შინაარსობრივად კანონის 36-ე
მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდების რეგისტრაციის
სავალდებულოობას, ხოლო 49-ე მუხლის მე-8 პუნქტი რეგისტრაციის გარეშე
აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისთვის ჯარიმის დაკისრებას.
იმის გათვალისწინებით, რომ სარეგისტრაციო პროცესი ეტაპობრივად უკვე
მიმდინარეობს, თუმცა ჯერ კიდევ მრავლად არიან ის სუბიექტები, რომლებსაც ეს
პროცესი არ დაუსრულებიათ, ამ ნაწილში ჯარიმის ამოქმედება მნიშვნელოვან
პრობლემებს გამოიწვევს სექტორისთვის. ამიტომ მიზანშეწონილია რეგისტრაციის
გარეშე ამ საქმიანობის განხორციელებისათვის სანქციის დაკისრების მექანიზმი
გადავადებულ იქნეს დამატებით ერთი წლის ვადით. ამავე მიზეზით ასევე
მიზანშეწონილია
უცხო
ქვეყნის
მოქალაქე
გიდებისათვის
რეგისტრაციის
ვალდებულების დაწესება 2025 წლის პირველი ივნისის ნაცვლად დაიწყოს 2026 წლის
პირველი ივნისიდან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
პროექტით შემოთავაზებული რეგულაციებისა დანერგვა და ზემოთ აღნიშნული
პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ წარმოდგენილ საკანონმდებლო აქტში
ცვლილების შეტანის გზით.
2
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად დაზუსტდება კანონის მოქმედი რედაქციით
გათვალისწინებული საკითხები, აგრეთვე, აღმოიფხვრება არსებული უზუსტობები.
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორში ტურისტული სერვისების
ხარისხის ზრდასა და ამ კუთხით დღეს არსებული სტანდარტების ამაღლებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით:
1. იცვლება და ზუსტდება ტერმინ „ტურისტული გიდის“ განმარტება (კანონის მე-2
მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტი). საერთაშორისო პრაქტიკისა და საუკეთესო გამოცდილების
გათვალისწინებით, აღნიშნული განმარტება ყალიბდება შემდეგი ფორმულირებით: „ჯ)
ტურისტული გიდი - შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც
წინასწარ დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად ტურისტებს აწვდის სანდო და დეტალურ
ინფორმაციას კულტურული, ისტორიული, ბუნებრივი და სხვა მნიშვნელოვანი
ღირსშესანიშნაობების შესახებ. უზრუნველყოფს
ტურისტებისთვის ტურთან
დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ქვეყნის ტურისტული რესურსის დაცვის ნორმების
გაცნობას.“
2. ზუსტდება კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვითაც,
ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი
გამოსცემს
ნორმატიულ
ადმინისტრაციულ
სამართლებრივ აქტებს. გარდა ამისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ენიჭება
უფლებამოსილება კანონით გათვალისწინებული რამდენიმე წესი გააერთიანოს ერთ
წესში ან დაამტკიცოს ერთი ნორმატიული აქტით. ასევე კონკრეტდება, რომ ის წესები,
რომელიც მისაღებია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ მიღებულ უნდა იქნეს
ნორმატიული აქტის სამართლებრივი ფორმით.
3. კანონის მე-4 მუხლს ემატება მე-8 პუნქტი და 49-ე მუხლს ემატება მე-14 პუნქტი,
რომლითაც მკვიდრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით
გათვალისწინებული სტანდარტები ტურიზმის სფეროში.
4. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლებისა და სამთო
გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა
და ალპური გამყოლის საქმიანობის
განმახორციელებელ სუბიექტებთან მიმართებით ზუსტდება და კონკრეტდება
სავალდებულო
დაზღვევასთან
დაკავშირებული
საკითხები.
კანონპროექტით
გათვალისწინებულია შესაბამისი ცვლილებები კანონის 33-ე და 34-ე მუხლები.
5. იცვლება
პერსონალის
სერტიფიკაციის
ორგანოს
ავტორიზაციასთან
დაკავშირებული საკითხები - აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში სავალდებულო
აკრედიტაციის ნაცვლად, პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს ავტორიზაციას
კანონპროექტის
მიღების
შემთხვევაში
განახორციელებს
ადმინისტრაცია.
კანონპროექტით
შესაბამისი
რედაქციული
ხასიათის
ცვლილებები
არის
გათვალისწინებული ტურისტული გიდების სერტიფიცირებისა და რეგისტრაციის
მიმართულებით.
6. ზუსტდება
და
სწორდება
კანონის
მოთხოვნების
დარღვევისათვის
პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული ფორმალური პროცედურები.
კერძოდ, არსებული რედაქციით გათვალისწინებულია მხოლოდ სამართალდარღვევის
ოქმის შედგენა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის სახით მხოლოდ ადმინისტრაციის
თანამშრომლის
მიერ.
წარმოდგენილი
კანონპროექტი
ითვალისწინებს
3
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას ელექტრონული ფორმით.
გარდა ამისა ასევე შესაძლებელი იქნება ამ უფლებამოსილების დელეგირება
ადმინისტრაციის მიერ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე. კანონპროექტით
შესაბამისი ცვლილებები გათვალისწინებულია კანონის 49-ე მუხლში.
7. კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და გადავადება ხდება 2025 წლის პირველი
ივნისის ნაცვლად 2026 წლის პირველ ივნისამდე. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს
უცხოელი
გიდების
რეგისტრაციის
ვალდებულების
ამოქმედებას.
იმის
გათვალისწინებით, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე სუბიექტების საქართველოში
საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს ზოგად მიდგომას და ერთიან მოწესრიგებას
ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი ამ ნორმის ამოქმედება, რის გამოც აუცილებელია
მისი ამოქმედების ვადის გადაწევა.
8. გარდა ამისა, კანონის 49-ე მუხლის მე-8 პუნქტის ამოქმედების გადავადება ხდება
2025 წლის პირველი ივნისის ნაცვლად 2026 წლის პირველ ივნისამდე. აღნიშნული ნორმა
ითვალისწინებს სანქციას იმ სუბიექტისთვის, რომელიც ტურისტულ საქმიანობას
ახორციელებს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე.
იმის გათვალისწინებით, რომ რეგისტრაციის პროცესი დიდ დროსთან არის
დაკავშირებული და არსებული მდგომარეობით დარჩენილია ამ სფეროში საქმიანობის
განმახორციელებელი არაერთი სუბიექტი, რომელსაც არ გაუვლია კანონით
გათვალისწინებული რეგისტრაცია მიზანშეწონილია ჯარიმის მექანიზმის ამოქმედების
გადავადება მოხდეს დამატებით ერთი წლის ვადით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპრექტთან
მიმართებაში (კანონპრექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის აქტუალობიდან
და ამ
განმარტებითი ბარათის „ა.ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე
მიზანშეწონილია კანონი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთანავე,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტით გათვალისწინებულია რიგი ნორმების ამოქმედების ვადის
გადაწევა, რომელიც ძალაში შედის 2025 წლის 1 ივნისიდან (ხოლო, კანონპროექტით
მოთხოვნილია, მისი ძალაში შესვლის გადავადება 2026 წლის 1 ივნისიდან) და
გამომდინარე იქიდან რომ იხვეწება კანონის არსებული რედაქცია, ემატება რიგი
საკითხები, იმისათვის რომ აღმოიფხვრას უზუსტობები და ხელი შეეწყოს ტურიზმის
სექტორში ტურისტული სერვისების ხარისხის ზრდასა და დღეს არსებული
4
სტანდარტების ამაღლებას, მიზანშეწონილია მისი განხილვა მოხდეს დაჩქარებული
წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი
დაფინანსების წყარო:
წინამდებარე
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
ხარჯების
ხარჯების
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე ვინაიდან წინამდებარე კანონპროექტთან ერთად წარმოდგენილი
საკანონმდებლო პაკეტით ვადდება ტურისტული სუბიექტების რეგისტრაციის გარეშე
საქმიანობასთან დაკავშირებული ჯარიმები. კერძოდ, კანონის მოქმედი რედაქციის 49-ე
მუხლის მე-8 პუნქტი ითვალისწინებს ჯარიმას ხუთასი ლარის ოდენობით იმ
სუბიექტებისათვის, რომლებიც ტურისტულ საქმიანობას განახორციელებს „ტურიზმის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო რეგისტრაციის
გარეშე. აღნიშნული პუნქტის ამოქმედების ვადად მოქმედი რედაქციით
განსაზღვრულია 2025 წლის პირველი ივნისი, წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტით
კი ამ ვადის გადაწევა ხდება 2026 წლის პირველ ივნისამდე.
1 წლით გადავადდება უცხო ქვეყნის მოქალაქე ტურისტული გიდის რეგისტრაციის
წესი, პირობები და საფასურების შემუშავება. შესაბამისად, გადავადდება ამ
მომსახურებიდან შემოსავლების მიღებაც შესაბამისი უწყებისთვის. ამასთან ეს უწყება,
საფასურების გადახდის წესი და სხვა პირობები უნდ განისაზღვროს მთავრობის
დადგენილებით. აქედან გამომდინარე, იმ სახელმწიფო ორგანოსათვის, რომელსაც უნდა
მიეღო უცხო ქვეყნის მოქალაქე ტურისტული გიდის რეგისტრაციის საფასური, ვერ
მიიღებს აღნიშნულ შემოსავლებს ამ ერთი წლის განმავლობაში.
ამასთან, კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს პერსონალის სერტიფიკაციის
ორგანოს აკრედიტაციას აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოში, რომლის საფასურიც
განსაზღვრულია მიახლოებით 8 000 ლარის ოდენობით. კანონპროექტი ითვალისწინებს
პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციას ადმინისტრაციაში, რომელიც
ტურისტული გიდების სერტიფიცირებაზე ავტორიზაციის ნაწილში იქნება უფასო.
ხოლო რაც შეეხება, სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის
სერტიფიცირებაზე პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის საფასურებს
- აღნიშნული საფასურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
შესაბამისად, ამ ნაწილში აკრედიტაციის ცენტრი დაკარგავს ამ სუბიექტების
აკრედიტაციის სანაცვლოდ მისაღებ შემოსავლებს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე
არცერთი აკრედიტირებული სუბიექტი არ არსებობს ქვეყანაში, თუმცა არსებული
ინფორმაციით აღნიშნულის სურვილსა და დაინტერესებას გამოთქვამს ოთხი სუბიექტი.
გარდა ამისა, კანონის მოქმედი რედაქციის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტში ზუსტდება,
რომ სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობა
შესაბამისი ავტორიზაციის მქონე პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს სერტიფიკატის
5
ფლობის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო პროფესიული
პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის ფლობის გარეშე გამოიწვევს
დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. შესაბამისად, დამატებით ჯარიმის საფუძველი
ხდება პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის არქონა, რასაც
დამატებითი გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა სსიპ
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მსგავსი მიზნით
ტურისტული სუბიექტების დაჯარიმების წესსა და პირობებს, მათ შორის კერძო
სამართლის იურიდიული პირისთვის სამართალდარღვევის ოქმის შედგენის
უფლებამოსილების დელეგირების შესაძლებლობას, ასევე ტურისტული სუბიექტების
რეგისტრაციის ვალდებულებას, შესაბამისად, არ არსებობს სამართალდარღვევათა
ზუსტი სტატისტიკა, ჯარიმის რაოდენობა და სუბიექტთა რაოდენობა გავლენის
ოდენობა კი დამოკიდებულია იმ პოტენციურ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე, რაც
შეიძლება ჩაედინათ შესაბამის სუბიექტებს. თუმცა, გადავადების გამო, შესაბამისი
ნორმების ამოქმედებამდე აღარ მოხდება მათი დაჯარიმება.
აქვე, აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაცია არ მოახდენს კერძო
სამართლის
იურიდიულ
პირზე
სამართალდარღვევის
ოქმის
შედგენის
უფლებამოსილების დელეგირებას, საჭირო გახდება შესაბამისი საშტატო ერთეულების
მატება ადმინისტრაციაში, რაც გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების
გაზრდას მათ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ოდენობით. გავლენის
ოდენობა დამოკიდებული იქნება დასაქმებულთა რაოდენობასა და მათი ხელფასის
ოდენობაზე.
აგრეთვე, კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ვინაიდან წინამდებარე კანონპროექტთან ერთად
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
ვადდება
ტურისტული
სუბიექტების
რეგისტრაციის გარეშე საქმიანობასთან დაკავშირებული ჯარიმები. კერძოდ, კანონის
მოქმედი რედაქციის 49-ე მუხლის მე-8 პუნქტი ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის
ოდენობით
იმ
სუბიექტებისათვის,
რომლებიც
ტურისტულ
საქმიანობას
განახორციელებს „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე. აღნიშნული პუნქტის ამოქმედების ვადად
მოქმედი რედაქციით განსაზღვრულია 2025 წლის პირველი ივნისი, წარმოდგენილი
ცვლილებების პაკეტით კი ამ ვადის გადაწევა ხდება 2026 წლის პირველ ივნისამდე.
გარდა ამისა, 1 წლით გადავადდება უცხო ქვეყნის მოქალაქე ტურისტული გიდის
რეგისტრაციის წესი, პირობები და საფასურების შემუშავება. შესაბამისად, გადავადდება
ამ მომსახურებიდან შემოსავლების მიღებაც შესაბამისი უწყებისთვის. ამასთან ეს უწყება,
საფასურების გადახდის წესი და სხვა პირობები უნდა განისაზღვროს მთავრობის
დადგენილებით. აქედან გამომდინარე, იმ სახელმწიფო ორგანოსათვის, რომელსაც უნდა
მიეღო უცხო ქვეყნის მოქალაქე ტურისტული გიდის რეგისტრაციის საფასური, ვერ
მიიღებს აღნიშნულ შემოსავლებს ამ ერთი წლის განმავლობაში.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა სსიპ
საქართველოს
ტურიზმის
ეროვნული
ადმინისტრაციის
მიერ
მსგავსი
მიზნით
ტურისტული სუბიექტების დაჯარიმების წესსა და პირობებს, მათ შორის კერძო
6
სამართლის
იურიდიული
პირისთვის
სამართალდარღვევის
ოქმის
შედგენის
უფლებამოსილების დელეგირების შესაძლებლობას, ასევე ტურისტული სუბიექტების
რეგისტრაციის ვალდებულებას, შესაბამისად, არ არსებობს სამართალდარღვევათა
ზუსტი სტატისტიკა,
ჯარიმის რაოდენობა და სუბიექტთა რაოდენობა გავლენის
ოდენობა კი დამოკიდებულია იმ პოტენციურ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე, რაც
შეიძლება ჩაედინათ შესაბამის სუბიექტებს. თუმცა, გადავადების გამო, შესაბამისი
ნორმების ამოქმედებამდე აღარ მოხდება მათი დაჯარიმება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი ცვლილებებით, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების
დარღვევისათვის სამართალდარღვევის შედგენის ოქმის უფლებამოსილება ექნებათ
კერძო
სამართლის
იურიდიულ
პირებსაც.
აღნიშნულთან
დაკავშირებით
გადაწყვეტილების მიღება მოხდება ადმინისტრაციის მიერ. შესაბამისად, საჭიროების
შემთხვევაში თუ დადგება ამის საჭიროება და მოხდება რომელიმე კერძო სამართლის
იურიდიულ პირზე აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირება, უფლებამოსილების
დელეგირება განხორციელდება საჯარო კონკურსით (აუქციონით) ან/და ინტერესთა
გამოხატვის მეშვეობით. ეს გამოიწვევს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის ხარჯების გაზრდას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ამ შემთხვევაში
განხილულ იქნება კერძოს სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაბამისი
მოწყობილობების შეძენის და ჯარიმების აღსრულებისათვის საჭირო ხარჯების
დაფინანსება, რომლის ფინანსური გაანგარიშება განხორციელდება იმ დროისთვის
არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ასევე პროცესში აუცილებელია
შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა ან რომელიმე სახელმწიფო
ორგანოს მიერ უკვე არსებული პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაზე მიერთება,
რომელიც განხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების
გაფორმების საფუძველზე. პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯები გამოიწვევეს
ადმინისტრაციის ხარჯების გაზრდას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. პროგრამული
უზრუნველყოფა გულისხმობს ისეთი სისტემის დანერგვას (ან არსებული შესყიდვას)
სადაც ელექტრონულად განხორციელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა
აღრიცხვისა
და
მათი
აღსრულების
მართვა.
არსებული
რედაქციით
გათვალისწინებულია სამართალდარღვევის ოქმის შედგენა მკაცრი აღრიცხვის
დოკუმენტის
სახით,
წარმოდგენილი
კანონპროექტი
კი
ითვალისწინებს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას ელექტრონული ფორმით.
ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ საჭირო იქნება შესაბამისი მოწყობილობების შეძენა,
თუ ადმინისტრაცია არ მოახდენს კერძო სამართლის იურიდიულ პირზე ამ
უფლებამოსილების დელეგირებას. ამ შემთხვევაში საჭირო გახდება შესაბამისი საშტატო
ერთეულების
მატება,
ასევე,
საჭირო
იქნება
შესაბამისი
უფლებამოსილი
თანამშრომლების დატრენინგება, მათთვის საქართველოს მასშტაბით სამივლინებო
ხარჯებისსა და ტრანსოირტირების ხარჯების ანაზაღურება შესაბამისად, ამ ნაწილში
გაიზრდება ადმინისტრაციის ხარჯები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
ასევე აუცილებელია იქნება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა ან
რომელიმე სახელმწიფო ორგანოს მიერ უკვე არსებული პროგრამული უზრუნველყოფის
7
სისტემაზე მიერთება, რომელიც განხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის
ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე. პროგრამული უზრუნვეყოფის ხარჯები
გამოიწვევეს ადმინისტრაციის ხარჯების გაზრდას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
ფინანსური გავლენის ოდენობა დამოკიდებული. იქნება იმ დროისთვის არსებული
საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ასევე, გავლენა დამოკიდებულია იმაზე თუ რა გზით
მოხდება კანონის აღსრულება (უშუალოდ ადმინისტრაციის მიერ თუ კერძო სამართლის
იურიდიული პირისთვის დელეგირებით).
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ
ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წინამდებარე კანონპროექტს აქვს გარკვეული ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის მოქმედება. კერძოდ:
კანონპროექტი
ითვალისწინებს
ტურისტული
გიდების
სერტიფიცირებას
პერსონალის სერტიფიცირების ორგანოში. არსებული მდგომარეობით სავარაუდოა, რომ
ასეთ ორგანოთა რაოდენობა იქნება სულ მცირე ოთხი ერთეული, რომლებიც
დამოუკიდებლად განახორციელებენ კონკურენტული ფასების დაწესებას ტურისტების
სერტიფიცირებაზე. შესაბამისად, ამ ნაწილში კანონპროექტი გამოიწვევს გარკვეული
ფინანსურ დანახარჯებს იმ პირებისათვის, რომლებიც გამოთქვამენ სურვილსა და
ინტერესს გახდნენს სერტიფიცირებული ტურისტული გიდები.
კანოპროექტი ითვალისწინებს რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების
გარკვეულ სახეებს, რომელთა მიმწოდებლებისთვისაც სავალდებულო ხდება
სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო პოლისის ქონა. ამ მომსახურების
სახეებს განსაზღვრავს ამ კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობა
დადგენილებით. შესაბამისად, ამ ნაწილში კანონპროექტი მთავრობის აღნიშნული
დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი სუბიექტებისათვის
გამოიწვევს ხარჯების ზრდას სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო
სადაზღვევო პოლისის შეძენის ნაწილში. აღნიშნული, თავის მხრივ, გამოიწვევს
სადაზღვევო კომპანიების შემოსავლების ზრდას. ვინაიდან, ამ კუთხით არ არსებობს
დაზუსტებული სტატისტიკა და წინასწარ არც ასეთი მომსახურებების ნუსხა არის
ცნობილი ფინანსური გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ დროისთვის
არსებულ საუკეთესო პრაქტიკაზე.
კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს
აკრედიტაციას აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოში, რომლის მინიმალური საფასურიც
განსაზღვრულია მიახლოებით 8 000 ლარის ოდენობით. კანონპროექტი ითვალისწინებს
პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციას ადმინისტრაციაში, რომელიც
ტურისტული გიდის სერტიფიცირებაზე ავტორიზაციის ნაწილში იქნება იქნება უფასო.
8
შესაბამისად, ადმინისტრაციაში ტურისტული გიდის სერტიფიცირებაზე ავტორიზაციის
მსურველი სუბიექტებისათვის აღნიშნული ცვლილება იქნება დამატებითი შეღავათის
მომტანი იმდენად, რამდენადაც მათ არ მოუწევთ აკრედიტაციის ცენტრში
აკრედიტაციის საფასურის გადახდა და აღნიშნულის ნაცვლად უფასოდ გაივლიან
ავტორიზაციას ადმინისტრაციაში. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ასეთი აკრედიტებული
სუბიექტები არ არსებობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით 4 სუბიექტს აქვს
აღნიშნულის სურვილი და დაინტერესება. ხოლო რაც შეეხება, სამთო გამყოლის,
სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის სერტიფიცირებაზე პერსონალის
სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის საფასურებს - აღნიშნული საფასურები
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით და ამ მიმართულებით ამ
დროისათვის იდენთიფიცირებულია ერთი სუბიექტი.
უცხო ქვეყნის მოქალაქე ტურისტული გიდების რეგისტრაციის გადავადება ამ
პირთათვის გამოიწვევს სარეგისტრაციო საფასურის გადახდის ვალდებულების
გადავადებას. სხვა ნაწილში სარეგისტრაციო ვალდებულებით წარმოშობილი ხარჯები ამ
კანონპროექტით რჩება უცვლელი.
გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებებით, კანონით გათვალისწინებული
მოთხოვნების
დარღვევისათვის
სამართალდარღვევის
შედგენის
ოქმის
უფლებამოსილება ექნებათ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსაც. აღნიშნულთან
დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოხდება ადმინისტრაციის მიერ. შესაბამისად,
საჭიროების შემთხვევაში თუ დადგება ამის საჭიროება და მოხდება რომელიმე კერძო
სამართლის იურიდიულ პირზე აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირება, ეს
გამოიწვევს ასეთი იურიდიული პირებისათვის შემოსავლის ზრდას. ასევე
სამართალდაღვევათა ოქმის შედგენისა და მისი მყისიერი აღსრულებისათვის
აუცილებელი იქნება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა,
სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულება გაფორმდება
რომელიმე კერძო სამართლის იურიდიულ პირთან ან/და შესაბამის სახელმიწფო
უწყებასთან რაც გამოიწვევს ასეთი იურიდიული პირებისათვის შემოსავლის ზრდას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
მოქმედ რედაქციაში დაჯარიმებას ექვემდებარება მხოლოდ პერსონალის
სერტიფიკატის ან/და სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის
პოლისის ფლობის გარეშე საქმიანობა. ახალ რედაქციაში იმიჯნება ზემოაღნიშნული
დარღვევებისთვის დაკისრებული ჯარიმები და შემოდის ახალი ჯარიმა პროფესიული
პასუხისმგებლობის
სავალდებულო
დაზღვევის
პოლისის
ფლობის
გარეშე
საქმიანობისთვის. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის
დადგენილებით
განხორციელდება სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის
სერტიფიცირებაზე
პერსონალის
სერტიფიცირების
ორგანოს
ავტორიზაციის
საფასურების განსაზღვრა.
კანონის პროექტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად განსაზღვრული
გადასახდელის განსაზღვრის პრინციპი ეფუძნება სსიპ საქართველოს ტურიზმის
ეროვნულ ადმინისტრაციაში არსებული პრაქტიკით გათვალისწინებულ დაშვებებს.
ასევე, გაანალიზებულია არსებული სხვადასხვა გადასახდელების ოდენობები,
9
შესაბამისად მოცემულ კანონის პროექტში წარმოდგენილი ახალი გადასახდელის
კალკულაცია თანაზომადია და შესაბამისობაში მოდის ანალოგიური სახის სხვა
შენატანებთან. გარდა ამისა, მოცემული გადასახდელის შემოღებისას გაანალიზებულია
საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებებზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპრექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღებას არ აქვს ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები გავლილ იქნა საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, აგრეთვე, საქართველოს
ტურიზმის ადმინისტრაციასთან, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან,
10
აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და
სექტორის მონაწილეებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, მარიამ ლაშხი, ლევან
მაჭავარიანი, ირაკლი კირცხალია, გიორგი ბარვენაშვილი, ანტონ ობოლაშვილი,
გოდერძი ჩანქსელიანი, ირაკლი მეზურნიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, მარიამ ლაშხი, ლევან
მაჭავარიანი, ირაკლი კირცხალია, გიორგი ბარვენაშვილი, ანტონ ობოლაშვილი,
გოდერძი ჩანქსელიანი, ირაკლი მეზურნიშვილი.
11