საქართველოს მოქალაქეების ირაკლი მაღრაძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს უშიშროების აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-23
ბიუროს ნომერი 43
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412505421529
17.04.2025
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია
სათაური: საკანონმდებლო წინადადება "საქართველოს უშიშროების აკადემიის შესახებ"
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105–ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ
საკანონმდებლო წინადადებას "საქართველოს უშიშროების აკადემიის შესახებ", შემდეგ
გარემოებათა გამო: არსებული დანაწესით, სამსახურში სამუშაოდ მისაღებ კანდიდატს
შეარჩევენ შესაბამისი საკადრო დანაყოფი და სპეციალური კომისია, რომლებიც ამოწმებენ
კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფიზიკურ მომზადებას, განათლებასა და
საქმიან თვისებებს (იხილეთ საქართველოს კანონი "საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის შესახებ", მუხლი 29.2. ამგვარი "მწირი" მოთხოვნები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამუშაოდ მისაღებ კანდიდატებთან მიმართებაში
არ არის საკმარისი. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ქვეყნის უშიშროების, დაზვერვის,
კონტრდაზვერვის, თავდაცვის, ანტიტერორისტულ სეგმენტებში დასაქმებულ პირთა
კვალიფიკაციის ამაღლების და ახალი საოფიცრო კადრების სავალდებულო სწავლების
მიზნით შეიქმნას სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულება. ქვეყნის წინაშე
არსებული მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოების
სისტემების მოდერნიზაცია და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
უშიშროების აკადემია ერთ-ერთი ქვაკუთხედი იქნება საქართველოს მდგრადი
უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად, სადაც აღიზრდებიან მომავალი პროფესიონალი და
სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ღირსეული ოფიცრები. ამგვარი საკანონმდებლო
რეგულირების შემოღების შემთხვევაში ამაღლდება ქვეყნის უსაფრთხოების დონე.
აკადემიაში სწავლებას, ყაზარმულ მდგომარეობის პირობებში, უნდა სწავლობდნენ როგორც
კურსანტები (4 წლის საგანმანათლებლო პროგრამით), ასევე – სუს–ის ოფიცრები – იღებდნენ
ტრენინგს მთელი თავიანთი კარიერის განმავლობაში და სასწავლო პროგრამების
შეთავაზებები მუდმივად უნდა განახლდებოდეს მიმდინარე მოვლენებთან ტემპის
შესანარჩუნებლად. სასწავლო პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ტრადიციულ საკლასო
გარემოში ან ყაზარმულ მდგომარეობაში (კურსანტების შემთხვევაში). აკადემიის სასწავლო
დისციპლინები შეიძლება მოიცავდეს ქიმიურ იარაღს, კომუნიკაციის უნარებს, თავდაცვით
მართვას, ბინძურ ბომბებს, კრიტიკული რეგიონების გეოგრაფიას, საინფორმაციო
ტექნოლოგიებს, დაზვერვის საზოგადოებას, ფულის გათეთრებას, პროექტის მენეჯმენტს,
ტერორიზმს, მასობრივი განადგურების იარაღს, იარაღის გავრცელებას და იარაღით
წვრთნას, ენების სწავლებას. უშიშროების სამსახურში და სხვა სპეციალურ სამსახურებში
დასაქმებული პირები და ოფიცრები უნდა იღებდნენ ტრენინგს მთელი თავიანთი კარიერის
განმავლობაში და სასწავლო კურსის შეთავაზებები მუდმივად განახლებადი უნდა იყოს
მიმდინარე მოვლენებთან და გამოწვევებთან გასამკლავებლად. პატივისცემით, ირაკლი
მაღრაძე და ზურაბ ვანიშვილი
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: