საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ინკვიზიციურობის პრინციპის უნივერსალურ პრინციპად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.04.2025
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-3533/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-29
ბიუროს ნომერი 44

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412505696139 25.04.2025 საქართველოს პარლამენტი სათაური: "ინკვიზიციურობის პრინციპის უნივერსალურ პრინციპად გამოცხადების შესახებ" საკანონმდებლო წინადადება შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ, საქართველოს კანონის მიღებას "ინკვიზიციურობის პრინციპის უნივერსალურ პრინციპად გამოცხადების შესახებ", შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისთვის, განსხვავებით ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობისა, უცხოა და აკრძალულია ე.წ. "ინკვიზიციურობის პრინციპის" გამოყენება. მაგალითად, სისხლის სამართლის და სამოქალაქო სასამართლო დაჩებზე, მე-2 ინსტანციის სასამართლოებში არ დაიშვება ახალი მტკიცებულებების წარდგენა (საექსპერტო დასკვნები და ა.შ.), რაც ზღუდავს მართლმსაჯულების განხორციელების დიაპაზონს, მის რეალურ ეფექტურობას. "ინკვიზიციურობის პრინციპი"-ს მიზანია, დაიცვას მართლმსაჯულების ინტერესები უფრო მეტად, ვიდრე ეს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზეა შესაძლებელი. ეს არის ერთგვარი ასიმეტრია. ასიმეტრიულ პირობებში, ადმინისტრაციულ დავებზე მართლმსაჯულების უზრუნველყოფა გაცილებით მაღალი სტანდარდით არის გარანტირებული. ადმინისტრაციულ საქმეებზე მომუშავე მოსამართლეეები და ადვოკატები გაცილებით უკეთეს პირობებში იმყოფებიან, მათ გაცილებით "ახლოს" ძალუძთ დავების განხილვისას, მართლმსაჯულების მაქსიმალურ შესაძლებლობებთან მიახლოება. ამრიგად, ინკვიზიციურობის პრინციპი უნდა გამოცხადდეს უნივერსალურ პროცესუალურ პრინციპად. ამავე დროს, აღსანიშნავია ადმინისტრაციულ დავებზე (საგადასახადო, სამშენებლო და სხვა) მომუშავე მოსამართლეთა მაღალი პროფესიონალიზმი და სამოქალაქო "მამაცობა", ვინაიდან ისინი დიდი გამოწვევების პირობებში ახერხებენ სწორ ორიენტაციას. ეს ტრენდი დასაფასებელია და მხარდასაჭერი. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: