საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ვადების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დადგენის თაობაზე) (№1-2849/25; 07.04.2025) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.04.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-5709/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-29
ბიუროს ნომერი 44

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-5709/25 28-04-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო წინადადებაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2025 წლის 28 აპრილს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ (N1-2849/25; 07.04.2025). წარმოდგენილი საქართველოს საკანონმდებლო პარლამენტის წინადადება რეგლამენტის 224-ე ითვალისწინებს მუხლში ცვლილებების განხორციელებას, რომლის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარეების მიერ პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ვადებში რეგლამენტით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის მიერ რეგლამენტით გათვალისწინებული რომელიმე კონკურსის დაწყებისათვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნას პასუხისმგებლობის ზომა, აღნიშნული თანამდებობის პირებისათვის ხელფასის 50%-ით დაკავება, ხოლო იმავე სესიის განმავლობაში კომიტეტის მიერ რეგლამენტით დადგენილი ვადის გადაცილების განმეორების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება რეგლამენტით დადგენილი წესით კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხის დასმა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დეტალურად არის გაწერილი პარლამენტის მიერ თითოეული საკითხის განხილვისათვის დადგენილი ვადა, მათ შორის, პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების, საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge სუბიექტების მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებების, პეტიციების და რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის ვადები. სათანადო დასაბუთების შემთხვევაში კი, რეგლამენტით დადგენილი წესით, ბიურო უფლებამოსილია განსაზღვროს აღნიშნული საკითხების განხილვის ახალი ვადა. ამასთან, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილია რეგლამენტით განსაზღვრული ვადების ათვლის, ვადის დინების შეჩერებისა თუ გაგრძელების წესი, რაც გამორიცხავს ვადების ათვლის განსხვავებულ ინტერპრეტაციას. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის XVI თავი მთლიანად ეთმობა თანამდებობის პირების განწესებას, რომელთაც პარლამენტი ირჩევს საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად არის განსაზღვრული პარლამენტის მიერ შესაბამის თანამდებობაზე ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების გადაწყვეტილების წესი და მიღების ვადა, ვადის აგრეთვე შესაბამისი პარლამენტის დროით მიერ გაგრძელების შესაძლებლობა. რაც შეეხება რეგლამენტის დარღვევისათვის პარლამენტის წევრებისა და შეფარდებას, პარლამენტის აღნიშნული თანამდებობის საკითხები პირებისათვის მოწესრიგებულია სანქციების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი ნორმებით, რომლებიც მოიცავს არა მხოლოდ საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულ საკითხებს, არამედ პარლამენტის წევრისა და რეგლამენტის დარღვევის პარლამენტის შემთხვევაში თანამდებობის სხვადასხვა პირების სანქციებს და მიერ მათი შეფარდების წესს. პასუხისმგებლობის ფორმად, მათ შორის, გათვალისწინებულია პარლამენტის წევრისათვის ხელფასის დაკავების, აგრეთვე, წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში, რეგლამენტით დადგენილი წესით, ბიუროს მიერ აღნიშნული ფაქტის განხილვისა და შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დასმის შესაძლებლობაც. ამდენად, დარეგულირებული პარლამენტის როგორც რეგლამენტით პარლამენტის დეტალურად მიერ არის განსახილველი საკითხებისათვის დადგენილი ვადები და აღნიშნული ვადების გაგრძელების პროცედურები, ისე პარლამენტის თანამდებობის პირებისათვის რეგლამენტით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების საკითხიც, შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებით განხორციელების საჭიროება არ არსებობს. შემოთავაზებული ცვლილებების ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა უარყოფილად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავითი მათიკაშვილი