საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (საქართველოს პარლამენტისათვის კანონის განმარტების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე) (№1-2847/25; 07.04.2025) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-29
ბიუროს ნომერი 44
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-5710/25
28-04-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნა
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საკანონმდებლო წინადადებაზე
საქართველოს
პარლამენტის
საპროცედურო
საკითხთა
და
წესების
კომიტეტმა 2025 წლის 28 აპრილს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს
მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ (N1-2847/25; 07.04.2025).
წარმოდგენილი
საქართველოს
საკანონმდებლო
პარლამენტის
წინადადება
რეგლამენტის
37-ე
განხორციელებას,
რომელიც
შეეხება
უფლებამოსილებებს.
წინადადების
ავტორის
უფლებამოსილებათა
ჩამონათვალს
უნდა
ითვალისწინებს
მუხლში
ცვლილების
პარლამენტის
კომიტეტის
მოსაზრებით,
დაემატოს
კომიტეტის
კომიტეტების
მიერ
სამართლის ნორმის განმარტების შესაძლებლობა. ცვლილების აუცილებლობას კი
განაპირობებს ის გარემოებები, რომ დღემდე მკაფიოდ არ არის განსაზღვრული
ადამიანის
უფლებების
ეფექტური
დაცვისთვის
უმნიშვნელოვანესი
ისეთი
ინსტიტუტების და იურიდიული ტერმინების შინაარსი, რომელთა ცოდნაც
აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისათვის.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პირველი მუხლის თანახმად,
საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი
ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს
ქვეყნის
საშინაო
და
საგარეო
პოლიტიკის
ძირითად
საქართველოს
კონსტიტუციით
დადგენილ
ფარგლებში
საქართველოს
მთავრობის
საქმიანობას
და
მიმართულებებს,
კონტროლს
უწევს
ახორციელებს
სხვა
უფლებამოსილებებს. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის კომიტეტები,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 27-ე მუხლის თანახმად, იქმნებიან
საკანონმდებლო
საკითხების
წინასწარი
მომზადების,
პარლამენტის
გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, პარლამენტის მიერ
მთავრობის და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
საქმიანობის
კონტროლის
უზრუნველსაყოფად.
ამასთან,
საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის X თავი დეტალურად აწესრიგებს საკანონმდებლო
პროცესს, მათ შორის კანონპროექტის განხილვის, კანონპროექტის განსახილველად
მიღებისა და საკომიტეტო მოსმენისათვის მისი მომზადების წესებს, ხოლო
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის III თავი
ნორმატიული აქტების მომზადებისა და მიღების (გამოცემის) ზოგად წესს, აგრეთვე
ნორმატიული აქტის სტრუქტურას. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე-17 მუხლის თანახმად, კანონპროექტს უნდა დაერთოს
განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის
შესახებ, კანონპროექტის მიღების მიზეზი, პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად
ისახავს კანონპროექტი, არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების
აუცილებლობა, კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები და კანონპროექტის
ძირითადი არსი. აღნიშნული მოთხოვნების შესრულებით, კანონპროექტის
ინიციატორი
ახალი
კანონის
მიღებისა
თუ
კანონში
ცვლილებების
განხორციელების აუცილებლობის მიზეზებს განმარტავს, რაც საზოგადოების
დაინტერესებული პირებისათვის წარმოადგენს შესაძლებლობას გაეცნონ ამა თუ იმ
კანონის მიღების თუ ცვლილების მიზანს, არსს. რაც შეეხება კონკრეტული
სამართლებრივი შეფასების (ნორმის განმარტება) უფლებამოსილებას, აღნიშნულს,
თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ საქართველოს საერთო
სასამართლოები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონითა
და
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
„საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით
დადგენილი წესით. საქართველოს პარლამენტის კომიტეტისათვის სამართლის
ნორმის
განმარტების
უფლებამოსილების
მინიჭება
ცდება
პარლამენტის
კომიტეტის საქმიანობის უფლებამოსილების ფარგლებს, რადგან აღნიშნულს
ახორციელებენ საერთო სასამართლოები და საკონსტიტუციო სასამართლო,
შესაბამისად საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილებების
პარლამენტის რეგლამენტში განხორციელება მიზანშეწონილი არ არის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა უარყოფილად
ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავითი მათიკაშვილი