საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინფორმაცია კომიტეტში თეატრისა და კინოს, ასევე მწერლობის საკონსულტაციო საბჭოების შექმნის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.04.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-5842/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
4/30/25, 11:57 AM საქართველოს პარლამენტი კულტურის კომიტეტის სხდომა თარიღი 29 აპრილი 2025 11:30 2025 წლის 29 აპრილი, 11:30 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 47-ე მუხლის შესაბამისად, საკონსულტაციო საბჭოების შექმნა; მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია. https://parliament.ge/print/announcement/3267?local=true 1/2
ოქმი
კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N 10 2025 წლის 29 აპრილი, 11:30 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 47-ე მუხლის შესაბამისად, საკონსულტაციო საბჭოების შექმნა; მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია. სხდომას უძღვებოდა: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია. სხდომის მდივანი: ანა კუჭუხიძე - აპარატის თანამშრომელი. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი გაბუნია; ეკა ჭიჭინაძე; არჩილ ბერიძე; ისკო დასენი; ზაზა ლომინაძე; გიორგი სოსიაშვილი; გრიგოლ აბესაძე. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: აპარატის თანამშრომლები სხდომა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ გახსნა და დაადასტურა კომიტეტში კვორუმის არსებობა. მან დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგი, რაც დაამტკიცეს ხმათა უმრავლესობით. მოისმინეს: კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას წინადადება, კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მათზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების დაგეგმვისათვის კულტურის კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების შექმნის შესახებ. გადაწყვიტეს: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 47-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას კულტურის კომიტეტთან არსებული თეატრისა და კინოს საკონსულტაციო საბჭო, ასევე მწერლობის საკონსულტაციო საბჭო და დამტკიცდეს ამ საბჭოების დებულებები. მწერლობის საკონსულტაციო შემადგენლობით: 1. 2. 3. 4. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი გურამ ოდიშარია - ქართველი პოეტი, მწერალი; ქეთევან დუმბაძე - სსიპ მწერალთა სახლის დირექტორი; მაყვალა გონაშვილი - მწერალთა კავშირის თავმჯდომარე; ქეთევან ტომარაძე - მწერალი, რედაქტორი. თეატრისა და კინოს საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით: 1. გიორგი სიხარულიძე - სსიპ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირქტორი 2. ნიკოლოზ შველიძე - სსიპ ქალაქ გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი; 3. ლევან კოღუაშვილი - რეჟისორი; 4. დიმიტრი ღვთისიაშვილი - სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი. „ეს იქნება საბჭოები, რომლებსაც მე პირადად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმისთვის, რათა წარმატებით გადაიჭრას ჩვენს დარგებში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები. ეს ადამიანები ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ როგორც ცალკე, ასევე საპარლამენტო ფორმატშიც. ისინი შეიკრიბებიან ჩვენთან ერთად და იმსჯელებენ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით“განაცხადა გიორგი გაბუნიამ. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საბჭოს დებულებებს და საბჭოს შემადგენლობებს. სხდომის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია სხდომის მდივანი - ანა კუჭუხიძე