„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.04.2025
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/37/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-05
ბიუროს ნომერი 45

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: თ) დიპლომატიური თანამდებობის პირი - დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პროფესიული საჯარო მოხელე, აგრეთვე დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით განსაზღვრული თანამდებობის პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ან უნდა მიენიჭოს დიპლომატიური რანგი;“. ბ) „ი.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი.გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით განსაზღვრული თანამდებობის პირი, აგრეთვე პირი, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს ხელს უწყობს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით, სამსახურში მიიღება შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადით და რომელსაც არ უკავია ამ კანონით დიპლომატიური თანამდებობის პირისთვის, ადმინისტრაციული პერსონალისთვის ან ტექნიკური პერსონალისთვის გათვალისწინებული თანამდებობა;“. გ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში სამუშაოდ მივლინებული სამხედრო ან სამოქალაქო პირი;“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულება, დიპლომატიური სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე.“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,ი) ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განუხრელი დაცვა.“; გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „4. დიპლომატიურ სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები მტკიცდება მინისტრის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.“. 3. მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელს, თანამდებობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, პროფესიული მომზადება და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და უცხოური ენა.“. 4. 191 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დიპლომატიური თანამდებობის პირი (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით განსაზღვრულ თანამდებობის პირისა) და ადმინისტრაციული პერსონალი არანაკლებ წელიწადში ორჯერ ექვემდებარებიან შეფასებას ამ კანონისა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.“. 5. მე- 20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. როტაცია 1. მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დიპლომატიურ სამსახურში დაწესებულია თანამდებობის პირთა როტაცია. 2. როტაციის ფარგლებში ხორციელდება დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში პირთა სამუშაოდ მივლინება და დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებულ პირთა გამოწვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობის პირთა როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნისა და მივლინებულ პირთა გამოწვევასთან დაკავშირებული სხვა საკითხები წესრიგდება დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით.“. 6. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ი1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ი1) მივლინებული პირის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის ინტერესების ან/და იმიჯის შელახვა, ან ისეთი ქმედების ჩადენა რომელიც ეწინააღმდეგება საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა ან/და სამინისტროს ინტერესს.“. 7. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“, „ვ“, „ზ“ და ,,ი1“ ქვეპუნქტებისა და 11 პუნქტის საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირები, რომლებიც ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობაზე;“. 8. 28-ე მუხლის 22 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 9. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. მინისტრი უფლებამოსილია: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გაუგრძელოს ერთ წლამდე ვადით; ბ) დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ დიპლომატიური თანამდებობის პირს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს ერთ წლამდე ვადით; გ) დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ პერსონალს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს ერთ წლამდე ვადით.“. 10. 32-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით განისაზღვრება: ა) თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების თანამშრომელთა როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნისა და გამოწვევასთან დაკავშირებული საკითხები; ბ) თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების სამსახურის გავლის, საქმიანობისა და შეფასების წესები, აგრეთვე თანამდებობათა დასახელებები.“. ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების თანამდებობის პირთა სოციალური დაცვის გარანტიების მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სოციალური დაცვის გარანტიები.“. გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საქართველოს თავდაცვის მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ თავდაცვის ატაშეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციაში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირებს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით გაუგრძელოს ერთ წლამდე ვადით.“. 11. 321 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პოლიციის ატაშეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურის გავლის, მათი როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის, მისი გაგრძელებისა და მათი გამოწვევის მიმართ გამოიყენება ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესები. ასევე, აღნიშნულ პირთა სოციალური დაცვის გარანტიების მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებისთვის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.“. ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პოლიციის ატაშეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – მეკავშირე ოფიცერს, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირებს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით ერთ წლამდე გაუგრძელოს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე: „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, წარმოადგენს დიპლომატიური სამსახურის მარეგულირებელ აქტებს შორის იერარქიულად მაღალ საფეხურზე მდგომ სამართლებრივს აქტს. განვლილმა პრაქტიკამ ცხადყო და გამოავლინა კანონის ის ნორმები, რომლებიც ვერ პასუხობენ არსებულ გამოწვევებს, ამასთანავე, სამართლებრივ ჭრილში შეფასების შედეგად, კანონის რიგი ნორმები ჩაითვალა არსებულ რეალობასთან შეუსაბამოდ. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა კანონით დადგენილი ნორმების დახვეწა და არსებულ რეალობასთან მორგების აუცილებლობა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, დაკორექტირდა და ახლებურად ჩამოყალიბდა ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა წრეს, ასევე დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირის შეფასების პერიოდულობასთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები განხორციელდა კანონის იმ ნორმებში, რომლებიც ითვალისწინებს როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნისა და მივლინებიდან გამოწვევის საკითხებს. აღნიშნულ საკითხებს დეტალურად აწესრიგებს დიპლომატიური სამსახურის გავლის წესი. შესაბამისად, ნორმათა დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, ხდება კანონიდან შესაბამისი ნორმების ამოღება. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში მყოფი პირის 6 თვემდე ვადის გაგრძელების შესაძლებლობა გაიზარდა ერთ წლამდე ვადით. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებებით, რომ კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკისა და ამ ქვეყანასთან არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, ხშირ შემთხვევაში აუცილებელი ხდება მივლინებული პირისათვის გრძელვადიანი როტაციის ვადის 6 თვეზე მეტი ხნით გაგრძელების საჭიროება. გარდა ზემოაღნიშნულისა კანონპროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს, კანონის მოქმედი რედაქციით უკვე გათვალისწინებული ნორმების მეტად ჩაშლა. კერძოდ, ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი, 61 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი და მე-15 მუხლი ითვალისწინებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯის პოპულარიზაციის მავალდებულებელ ნორმებს. მიუხედავად აღნიშნულისა, დღის წესრიგში დადგა მოცემული ვალდებულების უფრო მეტად დაკონკრეტება და პრევენციული ღონისძიებების დადგენის საჭიროება. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ამასთან, საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამთავრობო უწყებას წარმოადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სწორედ ამ მიმართულებითა და აგრეთვე საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯის პოპულარიზაციის მიზნით საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად, კანონმდებლობით დადგენილია საზღვარგარეთ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მივლინებული პირის ქმედება ვერ ამართლებს მისი მივლინების მიზანს, მიზანშეწონილია კანონი ითვალისწინებდეს, ასეთი თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევის შესაძლებლობას. ამასთან, კანონპროექტით შეიქმნა ,,ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც უფრო დეტალურ დონეზე მოაწესრიგებს მითითებულ საკითხებს. გარდა ზემოაღნიშნული ცვლილებებისა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებასთან დაკავშირებულ საკითხებს, გავრცელდება ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების ატაშეებზე, აგრეთვე მეკავშირე ოფიცერზე, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორსა და მის დამხმარეზე. სამხედრო სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით, ამასთან, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ერთგვაროვანი მიდგომის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათ აპარატებში დასაქმებული პირების სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა განპირობებულია ზემოაღნიშნული საკითხების დარეგულირებისა და დიპლომატიური სამსახურის მომწესრიგებელი ნორმების დახვეწის საჭიროებით, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების შეტანა წარმოდგენილ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი ცვლილების მიღების შემთხვევაში, მინიმუმადე შემცირდება პრაქტიკაში შესაძლო ხარვეზების გამოვლენის შესაძლებლობა, ამაღლდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებული პირების მოტივაცია, რაც კიდევ უფრო გაადვილებს დიპლომატიური სამსახურის წინაშე დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს: 1. პროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ცვლილებები შედის ტერმინთა განმარტებაში, კერძოდ:  წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, სამინისტროში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად, კანონის მოქმედი რედაქციით განსაზღვრული პირის გარდა, ასევე დამატებით განისაზღვრა დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით გათვალისწინებული თანამდებობის პირი.  საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლად ნაცვლად მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ,,თანამდებობის პირისა“ განისაზღვრა სამხედრო ან სამოქალაქო პირი. 2. პროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებსა და პრინციპებს ემატება ისეთი ნორმები, რომელთა დაცვაც აუცილებელია დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ პირთათვის, დიპლომატიური სამსახურის პრინციპების, საჯარო ინტერესებისა და ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განუხრელად დაცვის უზრუნველსაყოფად. კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტს, რომლითაც დადგენილია დიპლომატიური სამსახურის ფასეულობები, დაემატა შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი: ,,სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულება, დიპლომატიური სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე“. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დიპლომატიური სამსახურის პრინციპების ჩამონათვალს დაემატა ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განუხრელი დაცვის პრინციპი. ამასთან, მე-4 მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომლის თანახმადაც, დიპლომატიურ სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები მტკიცდება მინისტრის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით. 3. პროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით კანონის მე-18 მუხლში განხორციელებული ცვლილების თანახმად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამინისტროსთან შეთანხმებით უკონკურსოდ ნიშნავს როგორც თავდაცვის ატაშეს (რაც გათვალისწინებულია კანონის მოქმედი რედაქციით), აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, პროფესიული მომზადება და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და უცხო ენა. 4. პროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით კანონის 191-ე მუხლში შეტანილი ცვლილების მიხედვით, საერთო საჯარო პრინციპის გათვალისწინებით, დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული დიპლომატიური თანამდებობის პირები (გარდა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობოის პირებისა და დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით განსაზღვრული თანამდებობის პირებისა) და ადმინისტრაციული პერსონალი, სხვა საჯარო მოხელეთა მსგავსად შეფასებას დაექვემდებარებიან წელიწადში არანაკლებ ორჯერ (მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული წელიწადში ერთჯერ შეფასების ნაცვლად). 5. პროექტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ახლებურად ყალიბდება კანონის მე-20 მუხლი, რომლის შესაბამისად, დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობის პირთა როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნასთან და მივლინებიდან გამოწვევასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდება დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუხლის ახლებური რედაქცია არ ითვალისწინებს პირის როტაციაში წარგზავნასთან დაკავშირებულ გარკვეულ შეზღუდვებს, რომელიც მოცემულია მუხლის მოქმედ რედაქციაში. 6. პროექტის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კანონის 24-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების თანახმად, დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს დაემატა ნორმა, რომლის თანამხად, მივლინებული პირის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის ინტერესების ან/და იმიჯის შელახვა, ან ისეთი ქმედების ჩადენა რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და სამინისტროს ინტერესს, წარმოადგენს პირის ვადამდე გამოწვევის საფუძველს. 7. პროექტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ცვლილება ხორციელდება კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტში, რომელიც განსაზღვრავს დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩასარიცხ იმ პირთა წრეს, რომლებიც როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინებიდან ვადაზე ადრე გამოწვეულნი იქნენ კანონის 24-ე მუხლით დადგენილი რიგი საფუძვლების გამო. კერძოდ, ცვლილების თანახმად აღნიშნულ პირთა წრეს ემატება პირი, რომელიც გრძელვადიანი სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული იქნა მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დარღვევის (ცვლილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ნორმის) საფუძველზე. 8. პროექტის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით კანონის 28-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილების თანახმად, პირის (რომელსაც ამოეწურა როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ვადა) როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნასთან და გამოწვევასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდება მინისტრის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. ამასთან, მუხლის ახალი რედაქცია არ ითვალისწინებს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე 1 წლის განმავლობაში დანიშვნის შეზღუდვას. 9. პროექტის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კანონის 29-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილება ითვალისწინებს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობის გაზრდას 1 წლამდე ვადით, ნაცვლად 6 თვისა. 10. პროექტის პირველი მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კანონის 32-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილების თანახმად, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ენიჭება უფლებამოსილება, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, სამართლებრივი აქტით განსაზღვროს თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, აგრეთვე მათი აპარატების თანამშრომელთა როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნასა და მივლინებიდან გამოწვევასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთანავე, აღნიშნული პირების სამსახურის გავლისა და საქმიანობის, მათ შორის შეფასების წესი, აგრეთვე თანამდებობათა დასახელებები. ამასთან, ცვლილების თანახმად, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, აგრეთვე მათი აპარატების თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამასთანავე, ახლალი რედაქციის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. ამასთანავე ცვლილებით, აღნიშნული პირების როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელება საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ერთ წლამდე ვადით (ნაცვლად 6 თვისა), საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. 11. პროექტის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კანონის 321 მუხლში განსახორციელებელი ცვლილების თანახმად, პოლიციის ატაშეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირების მიერ სამსახურის გავლის, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის, მისი გაგრძელებისა და გამოწვევის, აგრეთვე მათი სოციალური გარანტიების მიმართ გამოიყენება ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (როგორც ეს გათვალისწინებულია კანონის მოქმედი რედაქციით) და ამასთანავე, ახალი რედაქციის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესები. ამასთან, ცვლილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული პირების როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელება, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ერთ წლამდე ვადით (ნაცვლად 6 თვისა), საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი კავშირში არ არის სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებით არ იქნება გამოწვეული დამატებითი ხარჯები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილი არსებული ასიგნებების ფარგლებში ანაზღაურდება კანონპროექტის ახალი რედაქციით საჭირო აუცილებელი ხარჯები ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე შემდეგი გარემოების გამო:  კანონპროექტის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა დიპლომატიური თანამდებობისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ცნებები. სიახლეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ დიპლომატიურ თანამდებობის პირად მიიჩნევა საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით“ გათვალისწინებული პირები. აღნიშნული პირები წარმოადგენენ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირველადი სტრუქტურული ერთეულის (გენერალური დირექტორი, დეპარტამენტის დირექტორი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მინისტრის სამდივნოს უფროსი) ხელმძღვანელებს. შესაბამისად, ცვლილების განხორციელების შემდეგ, ,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით“ გათვალისწინებული თანამდებობის პირებზე ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე გაწეული იქნება იმ ოდენობის ხარჯები (ხელფასი, რანგის დანამატი) რაც გათვალისწინებული იყო გენერალური დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და მინისტრის სამდივნოს უფროსისთვის.  კანონპროექტის მე-9 პუნქტით ცვლილება შედის კანონის 29-ე მუხლში, რომლის თანახმადაც როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ დიპლომატიური თანამდებობის პირს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაუგრძელდეს ერთ წლამდე ვადით, ნაცვლად 6 თვემდე ვადისა. აღნიშნული ცვლილება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე (ისევე როგორც შემოსავლების ნაწილზე საშემოსავლო გადასახადის თვალსაზრისით), რადგანაც როტაციის ვადის გაგრძელება არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას, არამედ, არის მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილება. ვინაიდან ცვლილების შედეგად ჩნდება შესაძლებლობა პირს გაუგრძელდეს როტაციის ვადა, გავლენის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენ პირს გაუგრძელდება იგი ერთ წლამდე ვადით. ამასთან, როტაცია არის თანამდებობის პირთა ურთიერთშენაცვლება. ამდენად, როტაციის ვადის გაგრძელების ხანგრძლივობა არ ცვლის ხარჯების ოდენობას, რადგანაც გამოწვეული პირის ნაცვლად წარიგზავნება ჩამნაცვლებელი პირი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება შემდეგი გარემოებების გამო:  კანონპროექტის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა დიპლომატიური თანამდებობისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ცნებები. სიახლეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ დიპლომატიური დიპლომატიურ თანამდებობის პირად მიიჩნევა საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით“ გათვალისწინებული პირები. აღნიშნული პირები წარმოადგენენ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირველადი სტრუქტურული ერთეულის (გენერალური დირექტორი, დეპარტამენტის დირექტორი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მინისტრის სამდივნოს უფროსი) ხელმძღვანელებს. შესაბამისად, ცვლილების განხორციელების შემდეგ, ,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით“ გათვალისწინებული თანამდებობის პირები ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, შრომითი ანაზღაურების თვალსაზრისით, აღმოჩნდებიან იმავე პირობებში რა პირობებშიც იმყოფებოდნენ კანონში ცვლილებების განხორციელებამდე. ამასთან, კანონპროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსურ გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ:  კანონპროექტის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით ცვლილება შედის კანონის 29-ე მუხლში, რომლის თანახმადაც როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ დიპლომატიური თანამდებობის პირს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაუგრძელდეს ერთ წლამდე ვადით, ნაცვლად 6 თვემდე ვადისა. აღნიშნული ცვლილება, შესაძლებლობას იძლევა, როტაციაში მყოფ პირებს ერთ წლამდე ვადით გაუგრძელდეს როტაციის პერიოდი, რა დროსაც აუნაზღაურდებათ გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურების თანხა, სარგო და რანგის დანამატი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის N01-82 ბრძანებით განსაზღვრულია გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურების გაანგარიშების წესი, რომლის შესაბამისადაც, სხვადასხვა მაჩვენებლებისა და კოეფიციენტების დაანგარიშების საფუძველზე, დგინდება კონკრეტულ პირზე გასაცემი თანხის ოდენობა, რაც ყველა კონკრეტულ შემთხვევაში არის განსხვავებული.  აღნიშნული ასევე ვრცელდება, ცვლილების პირველი მუხლის: მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცვლილებაზე (სამხედრო ატაშე, თავდაცვის წარმომადგენელ და მათი აპარატის თანამდებობის პირები);  მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცვლილებაზე (პოლიციის ატაშე, მეკავშირე ოფიცერი და მათი აპარატების თანამდებობის პირები).  კანონპროექტის მე-3 პუნქტით ცვლილება შედის კანონის 18-ე მუხლის მე-6 პუნქტში, რომლის თანახმადაც თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი. აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს თანამდებობაზე დასანიშნი პირის ფინანსურ მდგომარეობაზე.  კანონპროექტის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად ცვლილება შედის კანონის 24-ე მუხლში და ემატება „ი1“ პუნქტი, რომლის თანახმადაც პირის როტაციიდან ვადამდე გამოწვევის საფუძველს წარმოადგენს მის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის ინტერესების ან/და იმიჯის შელახვა, ან ისეთი ქმედების ჩადენა რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა ან/და სამინისტროს ინტერესს. აღნიშნული ცვლილება გავლენას იქონიებს იმ პირებზე, ვის მიმართაც მოხდება მისი შეფარდება (გამოწვეულ პირს შეუწყდება როტაციის წესით გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურება, სარგო, რანგის დანამატი).  კანონის მოქმედი რედაქციის 28-ე მუხლის 22 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნა 1 წლის განმავლობაში. წარმოდგენილი ცვლილების პირველი მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ახლებურად ყალიბდება 28-ე მუხლი, სადაც გათვალისწინებული არ არის 22 პუნქტის შინაარსი. შესაბამისად, აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს როტაციაში მყოფ პირებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მდგომარეობაზე. მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: ბავშვის მდგომარეობაზე უფლებრივ კანონპროექტის კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.