„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.05.2025
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/39/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სპორტის კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-13
ბიუროს ნომერი 46

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 52-ე მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში სწავლა დასაშვებია: სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებისთვის, რომლებიც გახდებიან ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების, საჭადრაკო ოლიმპიადების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები; ხოლო სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში - ეროვნული ნაკრები გუნდის იმ წევრებისათვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ თამაშებში, პარალიმპიურ თამაშებში ან მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ფინალურ ტურნირებში ან/და მოიპოვებენ მითითებულ შეჯიბრებებში (ოლიმპიური თამაშები, პარალიმპიური თამაშები ან მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატების ფინალური ტურნირები) მონაწილეობის უფლებას. ამ პუნქტით განსაზღვრული წესი ვრცელდება სპორტის მხოლოდ იმ სახეობებზე, რომლის შესაბამისი ეროვნული სპორტული ორგანიზაცია აღიარებულია საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ.“; მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს იმ სპორტსმენებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირობით იქნენ ჩარიცხული 2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლებში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებული „მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის“ შესაბამისად.“. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 31 პუნქტის თანახმად, „აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში სწავლა დასაშვებია საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებისთვის, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ბრინჯაოსმედალოსნები გახდებიან“. სპორტსმენთა ხელშეწყობის მიზნით, მიზანშეწონილია, გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში უპირობოდ ჩარიცხვის უფლება გააჩნიათ და არსებულ ჩამონათვალს დაემატნონ სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრები, რომლებიც გახდებიან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები, ხოლო სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში - ეროვნული ნაკრები გუნდის ის წევრები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ თამაშებში, პარალიმპიურ თამაშებში ან მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ფინალურ ტურნირებში ან/და მოიპოვებენ მითითებულ შეჯიბრებებში (ოლიმპიური თამაშები, პარალიმპიური თამაშები ან მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატების ფინალური ტურნირები) მონაწილეობის უფლებას. მოცემული წესი კი გავრცელდეს სპორტის მხოლოდ იმ სახეობებზე, რომლის შესაბამისი ეროვნული სპორტული ორგანიზაცია აღიარებულია საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 31 პუნქტი ყალიბდება ახლებური რედაქციით, რაც კიდევ უფრო მეტ პროფესიონალ სპორტსმენს მისცემს შესაძლებლობას, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, უპირობოდ ჩაირიცხონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: რამდენადაც იმ პირთა წრე, რომელთაც უფლება აქვთ ისწავლონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში, განსაზღვრულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 31 პუნქტით, მოცემულ პირთა წრის გაფართოებაც უნდა მოხდეს იმავე ნორმაში ცვლილების გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: აღნიშნული კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში, სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებს, რომლებიც გახდებიან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები, ხოლო სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში ეროვნული ნაკრები გუნდის იმ წევრებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ თამაშებში, პარალიმპიურ თამაშებში ან მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ფინალურ ტურნირებში ან/და მოიპოვებენ მითითებულ შეჯიბრებებში (ოლიმპიური თამაშები, პარალიმპიური თამაშები ან მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატების ფინალური ტურნირები) მონაწილეობის უფლებას, მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, უპირობოდ ჩაირიცხონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ შეეხებათ იმ პირებს, რომელთაც ნორმის მოქმედი რედაქციით მინიჭებული აქვთ უგამოცდოდ ჩარიცხვის უფლება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 31 პუნქტში და ინდივიდუალურ სპორტის სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებს, რომლებიც გახდებიან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები, ხოლო სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში ეროვნული ნაკრები გუნდის იმ წევრებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ თამაშებში, პარალიმპიურ თამაშებში ან მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ფინალურ ტურნირებში ან/და მოიპოვებენ მითითებულ შეჯიბრებებში (ოლიმპიური თამაშები, პარალიმპიური თამაშები ან მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატების ფინალური ტურნირები) მონაწილეობის უფლებას, მიეცემათ შესაძლებლობა, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, უპირობოდ ჩაირიცხონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოცემული წესი გავრცელდება სპორტის მხოლოდ იმ სახეობებზე, რომლის შესაბამისი ეროვნული სპორტული ორგანიზაცია აღიარებულია საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ შეეხებათ იმ პირებს, რომელთაც მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უგამოცდოდ ჩარიცხვის უფლება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გარდამავალ დებულებას, რომლის თანახმად, მისი მოქმედება გავრცელდება იმ სპორტსმენებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონპროექტის პირველი მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირობით იქნენ ჩარიცხულნი 2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლებში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებული „მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის“ შესაბამისად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით, სპორტსმენთა ხელშეწყობის მიზნით, ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში უპირობოდ ჩარიცხვის უფლება გააჩნიათ. ცვლილების მოქმედება ასევე უნდა გავრცელდეს იმ სპორტსმენებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირობით იქნენ ჩარიცხულნი 2023-2024 და 20242025 სასწავლო წლებში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებული „მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის“ შესაბამისად. „მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №512 დადგენილების შესაბამისად, მაღალი მიღწევების შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენ პირობით ჩარიცხულ სტუდენტებს უფლება აქვთ პირობითი ჩარიცხვიდან მომდევნო 2 წლის განმავლობაში ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები და მათი შედეგების საფუძველზე მოიპოვონ სწავლის გაგრძელების უფლება. ვინაიდან, 2023-2024 სასწავლო წელს პირობით ჩარიცხული სტუდენტებისთვის 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით იწურება დადგენილებით განსაზღვრული ორ წლიანი ვადა და სპორტული გრაფიკიდან გამომდინარე, მათ შეიძლება ვერ შეძლონ აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა, სპორტსმენთა ხელშეწყობისა და სტუდენტთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია აღნიშნული ცვლილება განხორციელდეს 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებამდე და კანონპროექტი განხილული იქნას დაჩქარებული წესით. აღნიშნული ცვლილება მათ საშუალებას მისცემს 2025-2026 სასწავლო წელს შეფერხების გარეშე გააგრძელონ სწავლა სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რაც შეეხება, 2024-2025 სასწავლო წელს ჩარიცხულ სტუდენტებს, მათთვის 2 წლიანი ვადა იწურება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება ზაფხულში (ივლისის თვეში) და კანონპროექტით გათვალისწინებული ტურნირებიც უმეტესად სწორედ ამ პერიოდში იმართება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ სპორტსმენებსაც ჰქონდეს შეფერხების გარეშე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ქმედებები/ღონისძიებები არ მოახდენს ზეგავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებულმა პირმა, სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში, უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური - წლის განმავლობაში 2250 ლარის ოდენობით, აღნიშნული აისახება სსიპ − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. აქვე აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული პირები, აღარ გადაიხდიან ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასურს, რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში შეადგენს 10 ლარს. ამდენად, კანონპროექტი ამ ნაწილში გავლენას მოახდენს სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. რესპუბლიკის ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი გავლენას მოახდენს იმ ფიზიკური პირების ხარჯვით ნაწილზე, ვისაც სურს ისარგებლოს აღნიშნული კანონპროექტით და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩაირიცხონ სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვინაიდან მათ დაფინანსებას სახელმწიფო არ უზრუნველყოფს და თავად უნდა განახორციელონ სწავლის საფასურის გადახდა (წლის განმავლობაში 2250 ლარის ოდენობით). სპორტსმენები, რომლებიც ისარგებლებენ კანონპროექტით, არ მოუწევთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დადგენილი საფასურის გადახდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათ სურთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება, მათ ჩვეულებრივ მოუწევთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. (2023-2024 სასწავლო წელს სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირობით ჩარიცხულია 3 სპორტსმენი, ხოლო 2024-2025 სასწავლო წელს პირობით ჩარიცხულია 4 სპორტსმენი). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.