საქართველოს პარლამენტის წევრის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2025 წლის 28-30 აპრილს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის, ქალაქ ანტალიაში ასამბლეის მიერ ორგანიზებული, ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კომიტეტის ერთობლივი სემინარის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.05.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე
ნომერი
#2-5966/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-05
ბიუროს ნომერი 45

📜 ტექსტი

წერილი
2-5966/25 02-05-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ 2025 წლის 28-30 აპრილის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ქ. ანტალიაში, ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კომიტეტის ერთობლივი სემინარის ანგარიშს. დანართი: 2 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კომიტეტის ერთობლივი სემინარი/შეხვედრა ქ. ანტალია, თურქეთის რესპუბლიკა 28-30 აპრილი, 2025 ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტის ანგარიში WWW.PARLIAMENT.GE 2 მაისი 2025 ანგარიში მოამზადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, საერთაშორისო დეპარატმენტის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა დავით ღუჭაშვილმა. ანგარიში 1. 2024 წლის 28-30 აპრილს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და თურქეთის პარლამენტის ორგანიზებით გაიმართა ასამბლეის ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კომიტეტის ერთობლივი სემინარი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, რომელსაც გივი მიქანაძე ხელმძღვანელობდა. 2. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებული ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევები, ტერორიზმთან ბრძოლა, მიგრაცია და ნატო-სთან თანამშრომლობა. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და უკრაინაში მიმდინარე ომს. ასევე, აღინიშნა ნატო-ს ინტერესი რეგიონთან ურთიერთობების გაღრმავების, ახალი უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების თვალსაზრისით. 3. შავი ზღვის რეგიონის განხილვისას, მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რეგიონში უსაფრთხოების რისკები გაიზარდა. მათ აღნიშნეს, რომ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა არ ჩანს ეფექტური და საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება. დისკუსიის ფარგლებში გამოითქვა მოსაზრება, რომ ევროკავშირის ქვეყნები უნდა გახდნენ უსაფრთხოების გარანტორები, დამატებით აღინიშნა ომის შედეგად შავი ზღვის განაღმვითი სამუშაოების გაგრძელების აუცილებლობას, რომელიც რიგ გამოწვევებს უქმნის ზღვაში მოძრავ ხომალდებს. ასევე, გამოითქვა მოსაზრება საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. 4. გივი მიქანაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოში 28 აპრილს დაწყებულ „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ზე და აღნიშნა ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობას, ასევე გაუსვა ხაზი ნატო-სა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. 5. პანელურ დისკუსიაში საქართველოს დელეგაციის წევრმა მარიამ ლაშხმა ყურადღება გაამახვილა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობა ამ პროცესში. 6. ღონისძიებას ესწრებოდა 121 წარმომადგენელი მსოფლიოს 35 ქვეყნის პარლამენტებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.