„სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2024 წლის ანგარიში“

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.05.2025
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/40/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-13
ბიუროს ნომერი 46

📜 ტექსტი

ანგარიში
სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2024 წლის ანგარიში სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №2420 განკარგულების შესაბამისად, 2022 წლის 27 დეკემბრიდან მონაწილეობს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 72 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოს საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე ამზადებს და საქართველოს პარლამენტს უგზავნის წინა წლის ანგარიშს. შესაბამისად, წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საანგარიშო პერიოდზე (2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ანგარიშს. ინფორმაცია 500 Georgia, L.P. ვენჩერული საინვესტიციო ფონდის შესახებ 500 Georgia L.P. წარმოადგენს ვენჩერულ საინვესტიციო ფონდს, რომელიც, თავის მხრივ, დაფუძნებულია დელავერის შტატში კომანდიტური საზოგადოების (Limited Partnership) ფორმით. აღნიშნული კომანდიტური საზოგადოების კომპლემენტარს (General Partner) წარმოადგენს ასევე პასუხისმგებლობის დელავერში დაფუძნებული საზოგადოება), ხოლო სსიპ 500 Georgia, L.L.C. - საქართველოს (შეზღუდული ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო წარმოადგენს კომანდიტური საზოგადოების კომანდიტს (Limited Partner) - ფონდის ინვესტორს. 500 Georgia L.P. არის დახურული საინვესტიციო ფონდი, რაც ნიშნავს იმას, რომ მას გააჩნია საქმიანობის კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული ვადა, რის გასვლის შემდგომაც ფონდი თვითლიკვიდირდება და ინვესტორებს უბრუნებს შესაბამის ამონაგებს. ფონდის ვადა შეადგენს 10 წელს. საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველ კომპანიას წარმოადგენს დელავერში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია 500 Startups Management Company, L.L.C. ფონდში სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პასუხისმგებლობა შეზღუდულია მხოლოდ მონაწილეობის თანხით, მაშინ როდესაც კომპლემენტარის 1 პასუხისმგებლობა შეუზღუდავი და პერსონალურია (რაც დამახასიათებელია ამგვარი ფონდების სტრუქტურისა და ზოგადად კომანდიტური საზოგადოების (Limited Partnership) სამართლებრივი ფორმისათვის). 500 Georgia, L.P. ვენჩერული საინვესტიციო ფონდის მიზანი 500 Georgia L.P. ვენჩერული საინვესტიციო ფონდის მთავარ მიზანს წარმოადგენს 500 Startup აქსელერაციის პროგრამაში (რომელიც ხორციელდება სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით) მონაწილე კომპანიებისათვის საწყისი კაპიტალის მიწოდება. დაფინანსების შედეგად, 500 Georgia L.P. გახდება დაფინანსებული კომპანიების წილობრივი მონაწილე. დაფინანსების მოსაპოვებლად საჭიროა, კომპანიები შეესაბამებოდნენ კონკრეტულ საინვესტიციო კრიტერიუმებს. აღნიშნული კომპანიების საქმიანობის სფეროს უნდა წარმოადგენდეს საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომუნიკაციები ან ინტერნეტ ტექნოლოგიები. ვენჩერული საინვესტიციო ფონდი კომპანიებში მონაწილეობითა და აქსელერაციის პროგრამის მხარდაჭერით, ინვესტირებულ კომპანიებს გაუწევს მხარდაჭერას და სხვადასხვა მომსახურებას, რაც მიმართული იქნება ამ კომპანიების მასშტაბირებასა და ზრდაზე. სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობის მიზეზი აღნიშნულ ფონდში სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მონაწილეობა მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპკომპანიებისა და ეკოსისტემის შემდგომი განვითარების ხელშეწყობას მათთვის დაფინანსების მიწოდებით, ასევე თავად სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ საკუთარი გრძელვადიანი ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას. 500 Georgia, L.P. ვენჩერული საინვესტიციო ფონდის ინფორმაცია განხორციელებული საქმიანობის შესახებ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 72 პუნქტის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდს წარმოადგენს 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მთელმა ფონდმა ინვესტიცია განახორციელა 18 სტარტაპში 1.8 მლნ. ამერიკული დოლარის ოდენობით. დაფინანსებული სტარტაპები ინდუსტრიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: სერვისად მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა – 50% (9 სტარტაპი); სხვა ინდუსტრიები - 50% (9 სტარტაპი). 2 დაფინანსებული სტარტაპების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ცხრილი 1. ცხრილი 1: კომპანიის დასახელება (ქართულად) ააქსელერაციის რაუნდი ბიზნეს ინდუსტრია მოდელი (ENG) ინდუსტრია (ქარ) სერვისად მიწოდებული პროგრამული კატალისტ ეიაი მე-6 რაუნდი B2B SaaS კლასტრ ლაბს მე-6 რაუნდი B2C, B2B2C FinTech ფინანსური და საგადახდო ტექნოლოგიები იაია პასს მე-6 რაუნდი B2C, B2B2C EdTech საგანმანათლებლო ტექნოლოგიები რეისდ ნეთვორქს მე-6 რაუნდი B2B HRTech ოპტიმიზიი მე-6 რაუნდი B2B AdTech / MarTech თაჩფოინთს მე-6 რაუნდი B2B, B2B2C SaaS ჰელიო ეი აი მე-6 რაუნდი B2B HRTech სტაილებიტ მე-6 რაუნდი B2B SaaS დდდ ივოისის მე-7 რაუნდი B2B, B2B2C FinTech იკი.ეიაი მე-7 რაუნდი B2B, B2C SaaS ალგებრას ეიაი მე-7 რაუნდი B2B SaaS მენტიკა მე-7 რაუნდი B2B, B2C HRTech ტეზბორ მე-7 რაუნდი B2B Consumer უნითლაბ მე-7 რაუნდი B2B, B2C SaaS ვიდჯერა მე-7 რაუნდი B2B SaaS ვორკფლეისდ მე-7 რაუნდი B2B Productivity ალდენტე მე-7 რაუნდი B2B SaaS მარკსტერ მე-7 რაუნდი B2B SaaS ტექნოლოჯიზ უზრუნველყოფა ტექნოლოგიები ადამიანური რესურსების მართვისა და დასაქმების ინდუსტრიაში მარკეტინგული და სარეკლამო ტექნოლოგიები სერვისად მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა ტექნოლოგიები ადამიანური რესურსების მართვისა და დასაქმების ინდუსტრიაში სერვისად მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა ფინანსური და საგადახდო ტექნოლოგიები სერვისად მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა სერვისად მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა ტექნოლოგიები ადამიანური რესურსების მართვისა და დასაქმების ინდუსტრიაში სამომხმარებლო ინდუსტრია სერვისად მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა სერვისად მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა პროდუქტიულობის ზრდისთვის საჭირო ტექნოლოგიები სერვისად მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა სერვისად მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა საინვესტიციო თანხის მოცულობა და სარგებელი სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia L.P.-ის კაპიტალში მონაწილეობა განსაზღვრულია მაქსიმუმ 5,000,000.00 აშშ დოლარით, რაც მოიცავს 3 აგრეთვე ფონდის საკომისიოსა და სხვა ხარჯებს. თავად ფონდის ჯამურ სამიზნე ზომას წარმოადგენს 20,000,000.00 აშშ დოლარი. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წილობრივი მონაწილეობა არ აღემატება ფონდის ჯამური კაპიტალის 25%-ს წილს/ერთეულებს. საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად, ფონდი მისი დახურვის მომენტამდე სააგენტოს მოსთხოვს მხოლოდ იმ რაოდენობით გადარიცხვების განხორციელებას, რაც არ აღემატება ნებისმიერ დროის მონაკვეთში ფონდის გამოშვებული წილის/ერთეულების 25%-ს. ამდენად, უზრუნველყოფილი იქნება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. რაც შეეხება სარგებელს, საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად ამონაგების განაწილება მოხდება კომპანიების წარმატებით მასშტაბირებისა და მათში წილის გაყიდვით მე-5 წლიდან ფონდის თვითლიკვიდაციის ვადამდე. 4