„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, 2024 წელს გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიშის მოსმენა;
📋 განხილვის ეტაპები
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-05-01
კომიტეტის სხდომის ნომერი 7
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3269?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
01 მაისი 2025 15:00
2025 წლის 1 მაისი, 15:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
დღის წესრიგი
„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო
პროგრამის“ ფარგლებში, 2024 წელს გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიშის მოსმენა;
„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო
პროგრამის“ განხორციელების მიზნით, 2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე
ინფორმაციის მოსმენა;
მომხსენებელი: გიორგი ცაგარეიშვილი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
თანამომხსენებელი: დავით კაიკაციშვილი - სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის
პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
5/1/2025, 12:50 PM
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი N 7
2025 წლის 1 მაისი, 15:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ზარქუა.
სხდომას ესწრებოდნენ:
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: გივი ჭიჭინაძე, ირმა
ზავრადაშვილი, ნოდარ ტურძელაძე, თორნიკე ბერეკაშვილი, ეკა ჭიჭინაძე, გოჩა ენუქიძე,
სოზარ სუბარი, ილია ინჯია.
სხდომას არ ესწრებოდა:
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და
კავკასიის საკითხთა კომიტეტის 9 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ:
კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები.
დღის წესრიგი
1.
„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების
სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, 2024 წელს გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიშის
მოსმენა;
2.
„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების
სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელების მიზნით, 2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებების
თაობაზე ინფორმაციის მოსმენა.
მომხსენებელი:
გიორგი ცაგარეიშვილი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
თანამომხსენებელი:
დავით კაიკაციშვილი - სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის
დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის
წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები
არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.
მომხსენებელმა ისაუბრა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო
დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ.
მისი განცხადებით საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური
რეინტეგრაციის ხელშეწყობა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ
მიმართულებას წარმოადგენს. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამის
განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე მიგრაციული პროცესების მართვის
კუთხით. თანამემამულეების დაბრუნების პროცესი და მათი საზოგადოებაში ხელმეორედ
ინტეგრაცია არის საკმაოდ რთული პროცესი, მაგრამ ეს არის ასევე საკმაოდ საპატიო და
საინტერესო მისია სამინისტროსათვის და შესაბამისი სააგენტოსთვის, რომელიც
ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას ქვეყანაში.
ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ აღებული
ვალდებულებების შესრულების ფარგლებში 2015 წელს შემუშავდა რეინტეგრაციის
პროგრამა, რომლის განხორციელება გათვალისწინებულია მიგრაციის 2021-2030 წლების
სტრატეგიითა და სტრატეგიის შესრულების სამოქმედო გეგმებით. პროგრამის
განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს
დაქვემდებარებული სსიპ - „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით
უზრუნველყოფის სააგენტო“.
მიუხედევად იმისა რომ, რეინტეგრაციის პროგრამა დასაწყისში შემუშავდა ევროკავშირთან
ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში, პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და არა აქვს მნიშვნელობა თუ რომელი ქვეყნიდან
ბრუნდება ის, მთავარია რომ აკმაყოფილებდნენ პროგრამის კრიტერიუმებს.
„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო
პროგრამა“ მოიცავს ისეთ სერვისებს როგორიცაა:
1. დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა - ეს კომპონენტი ითვალისწინებს
სასტუმროში განთავსებას 6 დღე-ღამის განმავლობაში, განთავსებაში შედის კვებით
უზრუნველყოფა, განთავსება ხდება დაბრუნებისთანავე. თუ ვერ მოიძია დაბრუნებულმა
მოქალაქემ საცხოვრებელი ხდება გადამისამართება მუნიციპალურ თავშესაფარში და სხვა
განსახლების პროგრამაში, მაგ: დედათა და ბავშვთა თავშესაფარში;
2. სამედიცინო დახმარება - ეს კომპონენტი ითვალისწინებს განსაკუთრებული საჭიროების
შემთხვევაში: მწვავე, ქრონიკული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მკურნალობის
დაფინანსებას; ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას და გამოკვლევებს და მედიკამენტებით
უზრუნველყოფას;
3. პროფესიულ მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა - ეს
კომპონენტი ითვალისწინებს პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების
კურსებზე რეფერირებას; კერძო აკრედიტებულ კოლეჯში სწავლის დაფინანსებას.
დაფინანსების მოცულობაა 1500 ლარი;
4. ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
5. სოციალური ინიციატივების დაფინანსება ან ეკონომიკური აგენტის (მცირე, მიკრო
ბიზნესის) სუბსიდირება, სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები (სასოფლო-სამეურნეო
ტექნიკისა და ინვენტარის შესყიდვა); თვითდასაქმებაზე ორიენტირებული არასასოფლოსამეურნეო ინიციატივების (სახელობო იარაღების შესყიდვა) უკან დაბრუნებული ჩვენი
თანამემამულეებისთვის; როგორც დამწყები ისე მიმდინარე საქმიანობის გაძლიერების
მხარდაჭერა; არაუმეტეს 6000 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებების შეძენა (
არაუმეტეს 6 ერთეული);
6. სპორტისა და ხელოვნების კურსების დაფინანსება არასრულწლოვნებისთვის - კურსი
უნდა იყოს სპორტის, ხელოვნების ან შემოქმედების სფეროში. არ ფინანსდება სხვა სასკოლო
საგნების სწავლება; დაფინანსების მოცულობაა 1500 ლარი;
7. საკონსულტაციო სერვისი.
„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო
პროგრამის“ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის
არმქონე პირი, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
1. საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც
საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ 1 წელზე მეტი ვადით, ან ჰქონდათ განაცხადი
თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდენენ თავშესაფრით.
2. საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც
სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში დარეგისტრირდებიან
რეინტეგრაციის პროგრამაში.
საქართველოს მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც
დარეგისტრირდნენ რეინტეგრაციის პროგრამაში, დარეგისტრირებიდან 1 წლის
განმავლობაში შეუძლიათ იასრგებლონ სარეინტეგრაციო სერვისებით.
მომხსენებელმა ასევე, ისაუბრა სააგენტოს მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.
მომხსენებელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ პროგრამის ძირითადი მიზანია,
სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაციის
მხარდაჭერა, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა, მათთვის საარსებო წყაროების
გაჩენის მიზნით, საზღვარგარეთ განმეორებითი არალეგალურად გამგზავრების შემცირება.
და აღნიშნა, რომ ამ კუთხით, საკმაოდ ნაყოფიერი იყო სააგენტოს საქმიანობა 2024 წელს.
კერძოდ გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი. თუ 2023 წელს პროგრამის ბიუჯეტი იყო 650 000
ლარი, 2024 წელს ბიუჯეტი შეადგენდა 1 000 000 ლარს. ასევე გაიზარდა მომართვიანობა, და
შესაბამისად ბენეფიციართა რაოდენობაც.
კერძოდ, 2024 წელს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამით ისარგებლა 57
ბენეფიციარმა, აქედან 27 იყო არასრულწლოვანი;
პროგრამის სამედიცინო დახმარების ნაწილით 2024 წელს ისარგებლა 71-მა ბენეფიციარმა.
2024 წელს მოხდა 161 დაბრუნებული მიგრანტის რეფერირება სსიპ დასაქმების ხელშეწყობის
სახელმწიფო სააგენტოს პროგრამებში, ხოლო სააგენტოს მიერ 10 ბენეფიციარს დაუფინანსდა
სწავლება კერძო კოლეჯში.
სოციალური ინიციატივების დაფინანსების ან ეკონომიკური აგენტის (მცირე, მიკრო
ბიზნესის) სუბსიდირების კომპონენტში, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ დახმარების ამ
ნაწილს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ უფრო
მრავალფეროვანი იყოს პროექტები და სწორედ ამიტომ, 2024 წელს დაფინანსდა 177
პროექტი.
2024 წელს „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების
სახელმწიფო პროგრამას“ დაემატა ახალი სერვისები: ერთჯერადი ფინანსური დახმარება და
სპორტისა და ხელოვნების კურსების დაფინანსება არასრულწლოვნებისთვის.
პროგრამის ერთჯერადი ფინანსური დახმარების კომპონენტის განხორციელება დაიწყო 2024
წლის მესამე კვარტალში, ოჯახზე ერთჯერადად 300 ლარის ოდენობის დახმარება გაიცემა, ამ
კომპონენტით სარგებლობის წინაპირობა არის ის რომ არ უნდა ქონდეს საცხოვრებელი
საკუთრება უკან მობრუნებულ მოქალაქეს და თვეში 1000 ლარზე მეტი შემოსავალი ხელზე.
ამ კომპონენტით 2024 წელს დაფინანსდა 223 ოჯახი. მომდევნო წლებში დაგეგმილია ამ
დახმარების ოდენობის გაზრდა და პროგრამაში მონაწილე ადამიანების მიერ ერთჯერადი
ფულადი დახმარების მიღების გამარტივება.
პროგრამის სპორტისა და ხელოვნების კურსების დაფინანსება არასრულწლოვნებისთვის
კომპონენტის განხორციელებაც დაიწყო 2024 წელს და ამ კომპონენტის ფარგლებში
დაფინანსდა 45 არასრულწლოვანი.
თანამომხსენებელმა წარადგინა ასევე პროგრამის განხორციელების მიზნით, 2025 წელს
დაგეგმილი ღონისძიებები.
თანამომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2025 წელს პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 1 500 000
ლარამდე და იმედოვნებენ, რომ პროგრამაში მოქალაქეების ჩართულობაც გაიზრდება.
ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროც და სააგენტოც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს
საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივ
ორგანიზაციებთან, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) არის მათი უმთავრესი
პარტნიორი და მიგრაციის საკითხის სამთავრობო კომისიის ინტეგრაცია-რეინტეგრაციის
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კოლეგა უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
ერთად მიმდინარე წელს იწყებენ დაბრუნებული მიგრანტების სახელმწიფო პოლიტიკის
ახალი დოკუმენტის შექმნაზე მუშაობას.
თანამომხსენებელმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების
ფარგლებში მონაცემების შეგროვება იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, მიგრაციის
საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) დახმარებით ანვითარებენ ონლაინ პლატფორმას,
რითიც მოხდება დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის სისტემის სრული
დიგიტალიზაცია. ეს შესაძლებელს გახდის უფრო კონკრეტულად, მიზნობრივად და
თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით მიეწოდოს ინფორმაცია პროგრამაში
მონაწილეობის მსურველ ადამიანებს. ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ონლაინ,
დაბრუნებამდე დააფიქსირონ განაცხადი. ამ ახალი ელექტრონული პორტალის სასტარტო
რეჟიმში ჩაეშვება იგეგმება 2025 წლის ივნისში.
დაგეგმილია ლეგალურად დაბრუნებული მიგრანტების ჩართვაც პროგრამაში.
ასევე, მუნიციპალიტეტების ჩართულობის გაზრდა და მათი ინფორმირებულობის გაზრდა
რეინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.
ირმა ზავრადაშვილმა ხაზი გაუსვა ჩვენი თანამემამულეების უკან დაბრუნების პროცესის
პრიორიტეტულობას და დაინტერესდა თუ არსებობს სტატისტიკა საერთოდ რამდენი
მიგრანტი დაბრუნდა ამ ხნის განმავლობაში, ასევე, თუ არსებობს სტატისტიკა
დაბრუნებული მიგრანტებიდან რომელს სჭირდებოდა სახელმწიფო დახმარება და რომელს
არა.
იგი ასევე დაინტერესდა დაბრუნებული მიგრანტებისთვის სამედიცინო დახმარების
დაფინანსებით, კერძოდ მწვავე ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე ადამიანების
რეაბილიტაციის ნაწილში. ასევე, დაინტერესდა დახმარების ხანგრძლივობით და მისი
შეწყვეტის მიზეზებით.
ილია ინჯია დაინტერესდა სააგენტომ 2024 წლის შეჯამების შედეგად თუ დაგეგმა 2025 წელს
ახალი პროექტები. ასევე, დაინტერესდა, მომართვიანობის სტატისტიკით, კერძოდ იმატებს
თუ კლებულობს მიგრანტთა მომართვიანობა წლების მიხედვით.
თამთა ბაბუნაშვილმა აღნიშნა რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოლიტიკის დოკუმენტი მიგრაციის სტრატეგია 2021-2030 და აქაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას თამაშობს
დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაცია. სამთავრობო კომისია არის ის ძირითადი
კომისია რომელიც ახორციელებს შედეგების განხორციელების ზედამხედველობას და მათ
შორის ყოველწლიურად ამტკიცებს სამოქმედო გეგმებსაც, სადაც ასევე პრიორიტეტულ
მიმართულებებად გაწერილია ის აქტივობები, რომლებიც ემსახურება რეინტეგრაციის
პროგრამების კიდევ უფრო განვითარებას. მისი განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ
მზარდია დაბრუნებული მიგრანტების რაოდენობა ქვეყანაში, მნიშვნელოვანია, ხელი
შეეწყოს რეინტეგრაციის პროგრამის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ცნობიერების
ამაღლებას, რომელიც გათვალისწინებულია სტრატეგიის დოკუმენტით და ყოველწლიური
სამოქმედო გეგმით.
ნათია კვიციანმა აღნიშნა, რომ იგეგმება მთელი რიგი აქტივობები, რომლებიც უკავშირდება
მდგრადი რეინტეგრაციის ხელშეწყობას. კერძოდ, პოლიტიკის დოკუმენტის განვითარება,
ხედვა რეინტეგრაციის თემატიკასთან მიმართებაში, რაც გავლენას იქონიებს სახელმწიფო
პროგრამაზეც, ასევე, მისი რევიზიაც გათვალისწინებულია სამინისტროსთან შეთანხმებით.
შესაძლებელია ახალი პარამეტრების, ახალი ხედვების ჩადებაც სახელმწიფო პროგრამაში.
მისი განმარტებით მუშაობა მიმდინარეობს, რომ სამინისტროს ეს ძალიან დიდი როლი და
ფუნქცია იყოს თანაბრად გადანაწილებული სხვა სტრუქტურების მხრებზეც. ასევე,
მნიშვნელოვანია რომ მიგრაციის თემატიკა და რეინტეგრაცია იყოს გამსჭვალული
თემატურ-პროფილური სტრუქტურების პოლიტიკასა და პროგრამებში და შესაბამისად
ასახული ბიუჯეტში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხის ირგვლივ იყოს გაერთიანებული მთავრობის
ყველა დონე როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი ხელისუფლება, რომელსაც პირადად
აქვს ურთიერთობა დაბრუნებულ ხალხთან. ისინი ბრუნდებიან მუნიციპალიტეტში,
მიმართვის წერტილი არის მუნიციპალიტეტი, და პირველ რიგში სწორედ ისინი უნდა იყვნენ
აღჭურვილი ინფორმაციით, თუ როგორია დაბრუნებითი მიგრაციის დონე, რომ შემდგომ ეს
აისახოს მუნიციპალურ პროგრამებსა და სერვისებში, რომლებსაც ისინი ავითარებენ
ყოველწლიურად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აი ეს კომპლექსური მიდგომა უნდა განვითარდეს,
რომელსაც ახლა სახელმწიფო ახორციელებს რეინტეგრაციის მიმართულებით.
ირაკლი ზარქუა დაინტერესდა შემდეგი საკითხებით:
პროგრამის სამიზნე ჯგუფმა ინფორმაცია სად უნდა ნახოს არსებული პროგრამის
შესახებ;
სოციალურ პროექტებთან დაკავშირებით, თუ ხორციელდება მონიტორინგი და
განმეორებითი მიგრაციის შემთხვევაში თუ ექნება პირს შესაძლებლობა, ხელმეორედ
ჩაერთოს პროგრამაში.
ჩვენს საელჩოებს თუ აქვთ ინფორმაცია რეინტეგრაციასთან დაკავშირებული
სერვისების შესახებ, რომ უფრო პროაქტიურად მიაწოდონ ინფორმაცია როგორც
არალეგალურად, ისე ლეგალურად მყოფ მოქალაქეებს ჩვენი სერვისების შესახებ?
მომხსენებელმა სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
კომიტეტის სხდომის ბოლოს, კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუამ ისაუბრა,
საკითხთან დაკავშირებით, შემდეგი აქტივობების განხორციელების აუცილებლობაზე:
1. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ უფრო მეტად, პროაქტიურად მიაწოდოს
ინფორმაცია საელჩოებს და საკონსულოებს განახლებული ინფორმაცია „საქართველოში
დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ თაობაზე.
2. კომიტეტის მონაწილეობით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში წარმომადგენლობების
ინფორმირებულობის გაზრდა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო
დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ.
მან ასევე, ხაზი გაუსვა, რომ პროგრამის მონაწილე ადამიანებს ავტომატურად,
ელექტრონულად მიეცემათ შესაძლებლობა მათთვის სასურველ პროგრამაში ჩაერთონ. ასევე,
აღნიშნა იმ ფაქტის მნიშვნელობა, რომ 2024 წელს მიგრაციული სალდო იყო დადებითი.
კომიტეტმა გადაწყვიტა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მოისმინა ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
1.
„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების
სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში;
2.
„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების
სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელების მიზნით, 2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებები.
სხდომის თავმჯდომარე:
ირაკლი ზარქუა
სხდომის მდივანი:
ბექა ბიძინაშვილი