„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-13
ბიუროს ნომერი 46
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი
კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 72–ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა
და 73–ე მუხლის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შეიქმნას ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს
პარლამენტის დროებითი კომისია.
2. საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია შეისწავლის ქალებთან და
ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს.
3. საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა
განისაზღვროს 3 თვით.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი
კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი:
ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით
უზრუნველყოფილ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. აღნიშნული საკითხები
თემატურად საქართველოს პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის კომპეტენციაში შედის.
საქართველოს პარლამენტის მე-11 მოწვევისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
ისეთი მექანიზმის არსებობა, რომელიც ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით
უზრუნველყოფს საპარლამენტო სუბიექტებს შორის კოორდინირებულ მუშაობას,
არსებული მდგომარეობის ღრმა ანალიზსა და საპარლამენტო კონტროლის
ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებას, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს
ზედამხედველობის განხორციელებას აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ამ სფეროში
გატარებულ პოლიტიკასა და ქმედებებზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა:
აღნიშნული დადგენილების მიღებით შეიქმნება „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე
საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია“, რაც აუცილებელია „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში
დასახელებული მიზნების მისაღწევად.
ა.ბ) დადგენილების მოსალოდნელი შედეგები:
„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი
კომისიის“ შექმნა უზრუნველყოფს საპარლამენტო სუბიექტებს შორის კოორდინირებულ
მუშაობას, არსებული მდგომარეობის ღრმა ანალიზსა და საპარლამენტო კონტროლის
ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებას, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს
ზედამხედველობის განხორციელებას აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ამ სფეროში
გატარებულ პოლიტიკასა და ქმედებებზე.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
დადგენილებით შეიქმნება „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს
პარლამენტის დროებითი კომისია, რომელიც შეისწავლის ქალებთან და ბავშვებთან
დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული კომისია იქმნება 3 თვის ვადით.
1
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი დადგენილების პროექტის
მიმართ.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
დადგენილების მიღებისთანავე ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების
აღმოფხვრას. დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება დადგენილების პროექტის მიმართ.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კომისიის შექმნასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების
წყაროა საქართველოს პარლამენტის ასიგნებები.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
დროებით
კომისიებზე
ვრცელდება
დროებითი
საგამოძიებო
კომისიის
დაფინანსებისათვის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესები,
შესაბამისად, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის
დროებითი კომისიის ხარჯები, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 71-ე მუხლის
შესაბამისად, ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. დროებითი კომისიის ხარჯების
2
ოდენობის თაობაზე პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებას პარლამენტის
თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
დადგენილების მოსალოდნელი ფინანსური შედეგები დროებითი კომისიის მოქმედების
პერიოდში შესაძლებელია უკავშირდებოდეს იმ პირებზე გავლენას, რომელთა საქმიანობაც
უზრუნველყოფს დროებითი კომისიის ფუნქციონირებას.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
დადგენილება არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის ზეგავლენის შეფასება:
დადგენილება პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე,
ვინაიდან, იქმნება საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია, რომელიც, მათ შორის,
სიღრმისეულად შეისწავლის ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს, გამოავლენს არსებულ
საჭიროებებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს შეუწყობს აღნიშნული
მიმართულებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.
ბ2 ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
დადგენილება პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე,
ვინაიდან
სწორედ
ამ
დადგენილებით
იქმნება
საქართველოს
პარლამენტის დროებითი კომისია, რომელიც ეფექტიანი კონტროლის განხორციელების
გზით, მათ შორის, შეისწავლის ქალებთან დაკავშირებულ საკითხებსაც, განსაზღვრავს
არსებულ საჭიროებებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს შეუწყობს აღნიშნული
მიმართულებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.
3
გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, −
მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
დადგენილება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. დადგენილების პროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
4
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
დადგენილების
პროექტის
მსგავსი
კანონის
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) დადგენილების პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი.
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი.
5