საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, ბესიკ ქათამაძის და როლანდ კოჩოძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სამშენებლო ომბუდსმენის შესახებ“

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.05.2025
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: ზურაბ ვანიშვილი, ზურაბ ღლონტი, ბესიკ ქათამაძე, როლანდ კოჩოძე
ნომერი
#1-4059/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-13
ბიუროს ნომერი 46

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412506353736 08.05.2025 საქართველოს პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სათაური: საკანონმდებლო წინადადება "სამშენებლო ომბუდსმენის შესახებ" შინაარსი: გთავაზობთ, მიღებული იქნას, საქართველოს კანონი "სამშენებლო ომბუდსმენის შესახებ", ვინაიდან მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესს ახასიათებს მასშტაბური დარღვევები. ცალსახა მაგალითის სახით, წარმოგიდგენთ, 2018 წლის 31 დეკემბერს, ს/კ -ზე გაცემული კონკრეტული მშენებლობის ნებართვის 7 უკანონობის დამადასტურებელ 7 სასასამართლო ექსპერტიზის დასკვნას, რომლებიც ადასტურებენ დედაქალაქში 12.04.2016 წელს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის 7 (შვიდ) უკანონობას. დასკვნები შედგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2024-2025 წლებში, აღნიშნული 7 საექსპერტო დასკვნა ადასტურებენ ს/კ მიწის ნაკვეთზე ( ას მიმდებარედ) 12.04.2016 წელს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის უკანონობას, 7 ეპიზოდში: (1) საპროექტო შენობის ქვეშ გადის გაზსადენი; (2) აღნიშნული გაზსადენის გადალაგება შეუძლებელია სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით; (3) საპროექტო შენობიდან სტადიონამდე არ არის დაცული სავალდებულო 10-40 მეტრიანი მანძილი; (4) საპროექტო შენობიდან მიმდებარე ავტოფარეხებამდე არ არის დაცული სავალდებულო 15-მეტრიანი მანძილი; (5) საპროექტო შენობამდე მიმავალი გზის კიდიდან შენობის კედლამდე არ არის დაცული სავალდებულო 810 მეტრიანი ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი; (6) საპროექტო შენობამდე მიმავალ გზას არ გააჩნია საფეხმავლო ბილიკები და ტროტუარები; (7) საპროექტო შენობამდე მიმავალი გზის კიდიდან შენობის კედლამდე არ არის გათვალისწინებული 8-10 მეტრიანი მანძილი სახანძრო ავტომანქანებისთვის და სახანძრო ავტოკიბეებისთვის. აღნიშნული 7 დასკვნა ნათლად და ცალსახად ადასტურებს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა ხდება ქაოტურად, დაუფიქრებლად. მშენებლობის დარგში არ არის დანერგილი მკაფიო და თანმიმდევრული წესები, გასაუმჯობესებელია გამჭვირვალობა, აუცილებელია სამშენებლო რეგულაციების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, შენობის ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების მექანიზმების არსებობის უზრუნველყოფა. პროექტების შეფასება რისკის კატეგორიების მიხედვით. ერთი მშენებლობის ნებართვის მიმართ რომ 7 სასამართლო ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა არსებობს (!), ეს ნიშნავს, რომ დარღვევების მასშტაბები მაღალია, ზოგადად ამ დარგში. შესაბამისად, სამშენებლო სექტორში ადამიანის უფლებების დაცვის უზრულველსაყოფად, საჭიროა "სამშენებლო ომბუდსმენის" ინსტიტუტის შემოღება. დამატებით, თვალსაჩინოებისათვის, წარმოგიდგენთ ვიდეო ფაილის სახით იმ ქაოსის დასტურს, რაც სუფევს ხაზობრივი ნაგებობებთან მიმართებაში - იხილეთ ვიდეო ფაილი ლინკზე: https://rustavi2.ge/ka/news/129943. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი, ზურაბ ღლონტი, ბესიკ ქათამაძე და როლანდი კოჩოძე დოკუმენტები: 1 ) მე-7 ექსპერტიზა.jpg; 2 ) 6 ექსპერტიზა, რომლებიც ადასტურებენ ს/კ საპროექტო შენობის არქ. პროექტის უკანონობას.djvu; 3 ) 2016 წლის 12 აპრილს არქიტექტურული პროექტის შეთანხმება რომელსაც 7 დარღვევა აღმოუჩინა ექსპერტიზამ.pdf; 4 ) 2018 წლის 31 დეკემბერს გაცემული მშენებლობის ნებართვა, რომელსაც 7 მძიმე დარღვევა გააჩნია.pdf; პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა:
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ბრძანება № 2538331 გაცემის თარიღი: 12/04/2016 გაცნობის თარიღი: 13/04/2016 განცხადების ნომერი: AR შემოსვლის თარიღი: 24/02/2016 შედეგი: თანხმობა მიწის ნაკვეთ(ებ)ი / ობიექტ(ებ)ი: საკადასტრო კოდი მისამართი: ქალაქი თბილისი ტერიტორია ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო ფართობი: 100.0 კვ.მ მესაკუთრე(ები): შ.პ.ს. " ) საკადასტრო კოდი: მისამართი: ქალაქი ტერიტორია ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო ფართობი: 536.0 კვ.მ მესაკუთრე(ები): შპს " " ) ნომენკლატურა : მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი IV კლასი ახალი მშენებლობა პროექტის შეთანხმება დამკვეთი - განმცხადებელი: პ/ნ მისამართი: ს მიმდებარე -ის მიმდებარე .მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების (გაპი) რეკვიზიტები.: .დადგენილი გაპის ბრძანების ნომერი.: .დადგენილი გაპის ბრძანების თარიღი.: .სატიტულო ინფორმაცია.: .ფუნქციური დანიშნულების სახეობა.: მრავალბინიანი საცხოვერბელი სახლი .მთავარი არქიტექტორის/სპეციალისტი სახელი და გვარი.: გიორგი სპარსიაშვილი .დამკვეთის ინფორმაცია.: .დამკვეთ(ებ)ის სახელი და გვარი.: .დამკვეთ(ებ)ის პირადი ნომერი. .ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით).: .მიწის ნაკვეთის ფართობი (კვ.მ).: 669.0 .განაშენიანების ფართობი (კვ.მ).: 544.4 .საერთო ფართობი (კვ.მ).: 5344.7 .საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).: 3179.9 .საზაფხულო ფართობი (კვ.მ).: 881.0 .კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი (კვ.მ).: 451.2 .დამხმარე ფართობი (კვ.მ).: 16.5 .ავტოსადგომის ფართობი (კვ.მ).: 816.1 .სამშენებლო მოცულობა (კუბ.მ).: 16128.0 .0.00 ნიშნულის ზევით (კუბ.მ).: 14773.0 .0.00 ნიშნულის ქვევით (კუბ.მ).: 1355.0 .შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე (მ).: 35.0 .0.00 ნიშნულის ზევით (მ).: 33.2 .0.00 ნიშნულის ქვევით (მ).: 1.8 .კ1 განაშენიანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში). : 480.5, კ1=0.7 .კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში). : 3931.6, კ2=5.9 .კ3 გამწვანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში). : 124.7, კ3=0.2 "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მე-5, 51-ე, 52-ე, 96-ე, მე-100 მუხლების, VI თავის, "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების, "ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების თანახმად ბრძანება 1. შეთანხმდეს ქ. ტერიტორია (ნაკვეთის საკადასტრო კოდი N -ის მიმდებარე და ), ქ. , მიმდებარე ტერიტორია (ნაკვეთის საკადასტრო კოდი N ), საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. 2. დამკვეთი ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის სტადიაზე წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საკადასტრო ერთეულების (საპროექტო მიწის ნაკვეთების) გაერთიანებული საკადასტრო გეგმა. სამშენებლო სამუშაოები დაწყებული იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ. სამშენებლო დოკუმენტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს და დოკუმენტის შემსრულებელ პირს. სამსახური პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ დამოწმებული დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. დამატებით გაცნობებთ, რომ გაურკვევლობის შემთხვევაში ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე - 2722222, ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ შარტავას ქ. #7, მერიის შენობა, პირველი სართული, სივრცე #4. PDF ფორმატში ჩამოტვირთვა
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ბრძანება № გაცემის თარიღი: 31/12/2018 გაცნობის თარიღი: - განცხადების ნომერი: A შემოსვლის თარიღი: 03/12/2018 შედეგი: თანხმობა მიწის ნაკვეთ(ებ)ი / ობიექტ(ებ)ი: საკადასტრო კოდი მისამართი: ქალაქი მიმდებარე ტერიტორია ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო ფართობი: 669.0 კვ.მ მესაკუთრე(ები): შპს " ( ) ნომენკლატურა : მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი IV კლასი ახალი მშენებლობა მშენებლობის ნებართვა დამკვეთი - განმცხადებელი: მისამართი: პ/ნ -ის .დამკვეთის ინფორმაცია.: .ორგანიზაცია (არესბობის შემთხვევაში).: შ.პ.ს. ' .საიდენტიფიკაციო კოდი.: .დამკვეთ(ებ)ის სახელი და გვარი.: .დამკვეთ(ებ)ის პირადი ნომერი.: ' ი .შეთანხმებული პროექტის რეკვიზიტები.: .შეთანხმებული პროექტის ბრძანების ნომერი.: .შეთანხმებული პროექტის ბრძანების თარიღი.: 4.12.2016 "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მე-5, 51-ე, 52-ე, 96-ე, მე-100 მუხლების, VI თავის, "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების, "ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების თანახმად ბრძანება 1. გაიცეს ქ. თბილისში, სექტორი - ვაკე, გამზირი არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი № მიმდებარე ტერიტორია, კერძო საკუთრებაში ), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალოს მშენებლობის სანებართვო მოწმობა. 2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 31 დეკემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 3. განემარტოს დამკვეთს, რომ ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი სამშენებლო დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული შემადგენლობით, მათ შორის: 3.1. სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა; 3.2. საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის კვლევა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 35-ე მუხლის შესაბამისად; 3.3. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 61-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად; 3.4. კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან, მათ შორის, ფუძე-საძირკვლისაგან. 3.5. სავალდებულო საექსპერტო შეფასებ(ა)ები საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად. 3.6. მწვანე ნარგავების (გარდა ხილ-კენკროვანი მცენარეებისა) ჭრის/გადარგვის შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურიდან მიღებული შესაბამისი ნებართვა. 3.7. მიწისზედა/მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მესაკუთრის თანხმობა/ნებართვა. • მშენებლობა განხორციელდეს წარმოდგენილი კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. • მშენებლობის დამთავრების შემდეგ ობიექტი მიღებული იქნას ექსპლუატაციაში კანონმდებლობით დადგენილი წესით. • სამშენებლო დოკუმენტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს და დოკუმენტის შემსრულებელ პირს. სამსახური პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ დამოწმებული დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. • თუ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოები არ შეესაბამება სანებართვო დოკუმენტაციას, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო დამრღვევის მიმართ გაატარებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ღონისძიებას. • დამკვეთი ვალდებულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და თანამდებობის პირის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს იმ დოკუმენტაციის გაცნობა, რომელიც ამ უკანასკნელმა უნდა იქონიოს სამშენებლო მოედანზე. • საინფორმაციო დაფა უნდა არსებობდეს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელ პერიოდში და განახლდეს სამშენებლო დოკუმენტში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, თუ ეს არსებითად ცვლის დაფაზე განთავსებულ ინფორმაციას. • დამკვეთი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები: - აწარმოოს მშენებლობა მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადებში; - აწარმოოს მშენებლობა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნების დარღვევის გარეშე; - აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე; - აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით; - უზრუნველყოს ძირითადი კონსტრუქციული სისტემის, ინტერიერის საერთო ან/და საზოგადოებრივი სარგებლობის ნაწილების, ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინროკომუნალური ქსელების, ექსტერიერისა და მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დასრულება; • გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. დამატებით გაცნობებთ, რომ გაურკვევლობის შემთხვევაში ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე - 2722222, სამსახურის ტექნიკური პრობლემების ცხელ ხაზზე 2378346, ან ისარგებლეთ არქიტექტურის სამსახურის ონლაინ კონსულტაციის სერვისით, ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ შარტავას ქ. #7, მერიის შენობა, პირველი სართული, სივრცე #4. გამოყენებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/ ელექტრონული შტამპი