საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-14
ბიუროს ნომერი 47 (11:45)
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412506435232
11.05.2025
საქართველოს პარლამენტი
სსიპ-სოციალური მომსახურების
სააგენტოს თბილისის გლდანინაძალადევის სერვის ცენტრი
საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის აპარატი
შემოსავლების სამსახური
სათაური: საკანონმდებლო წინადადება "საერთო სასამართლოების საქმიანობის
გამჭვირვალების შესახებ"
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ,
მიღებული იქნას საქართველოს კანონი "საერთო სასამართლოების საქმიანობის
გამჭვირვალების შესახებ", ვინაიდან საერთო სასამართლოების მიერ მიღებული აქტები არ
არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის და თავად მხარეებისთვის და მათი
ადვოკატებისთვის. ასე, მაგალითად, სასამართლოების წარმოებაში არსებული მასალების
ელექტრონულად ატვირთვა ელექტრონულ პორტალზე (www.info.court.ge) ხდება მხოლოდ
პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში
დავის გაგრძელების შემთხვევაში, საქმეების გაცნობა შესაძლებელია მხოლოდ დედანში,
სასამართლოს შენობაში არსებულ გასაცნობ ოთახებში. ეს არის აშკარა უკანონობა და ამ
ასიმეტრიულ გამჭირვალებას არა აქვს არაფერი საერთო რეალურ დემოკრატიულ
ღირებულებებთან. მხარეებს საქმის მიმდინარეობის მონიტორინგი შეუძლიათ
ელექტრონულად მხოლოდ რაიონულ/საქალაქო სასამართლოებში, რაც აშკარად
დისკრიმინაციული მიდგომაა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან. ამას
გარდა, არის ცალკეული, იშვიათი შემთხვევები, როდესაც სასამართლოები უარს აცხადებენ
საქმეს დაურთონ ახალი მტცკიცებულებები, რომლებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების
მიღების შემდეგ არის გამოცემული, მაგალითად, შემოსავლების სამსახურის მიერ ან
დამოწმებულია ნოტარიული წესით ერთ-ერთი მხარის მიერ. ასე, მაგალითად, ერთ-ერთ
სასამართლო დავაზე, სოციალურად დაუცველი და თბილისში, ბარალეთის ქუჩაზე მდებარე
სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები პირი
. ამტკიცებდა, რომ პარალელურად, 56 თვის
განმავლობაში თვეში 200 ლარად ცხოვრობდა
,
ის კუთვნილი საცხოვრებელი
სახლის მე-3 სართულზე. 2014 წელს მისი სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე
ს
დაეკისრა მოსარჩელის მიერ
თვის 7800 ლარის ანაზღაურება. 2015-2016 წლებში,
შემოსავლების სამსახურმა 2160 ლარით დაბეგრა ბ.აღ-ი., 200-ლარიანი იჯარის გამო. თუმცა,
მა 2016 წელს ჩვენება მისცა შემოსავლების სამსახურს, რომ მას თვეში 200 ლარი -სთის
არასდროს არ გადაუხდია. იგივე განაცხადა თვით გადასახადის გადამხდელმა
-მა. ამის
შედეგად, -ზე 2160 ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა გაუქმდა.
ამავე
მა 2015 წელს მუნიციპალიტეტის მერიას და საჯარო რეესტრს მიმართა და
მოითხოვა მისი 2-სართულიანი სახლის ლეგალიზება (და არა 3-სართულიანის, როგორც ამას
ი. უთითებდა). აღნიშნული, 2015-2016 წლებში წარმოქმნილი ახალი გარემოებების
ამსახველი მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლომ საქმეს არ დაურთო 2025 წელს,
აქაოდა ამ გარემოებების შესახებ -ს 2014 წელსვე უნდა სცოდნოდაო: თავად უნდა ენახა,
რომ
-ის სახლი არ იყო 3-სართულიანი, ასევე ისიც დაედგინა, რომ
-ი. რომ
-ის
ქირის სახით 200 ლარს არ უხდიდაო. ამგვარი არადემოკრატიული საქმისწარმოება
გარკვეულწილად იმით არის განპირობებული, რომ მოსამართლეებს მე-2 და მე-3
ინსტანციაში არ გააჩნიათ ელექტრონული პორტალი, რომელზეც მხარე შეძლებს საქმის
მსვლელობის მონიტორინგს. და არც მათ მიერ მიღებული განჩინებები არ ქვეყნდება
საჯაროდ ან საქმისწარმოების ელექტრონულ პორტალში. ამგვარი საინფორმაციო "სიბნელე"
არსებითად აფერხებს ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს საერთო სასამართლოების
სისტემაში. სასამართლოებს ამგვარი მტკიცებულებების (სადავო გადაწყვეტილების მიღების
შემდგომ შექმნილი მტკიცებულებები) არმიღების უფლება არ გააჩნიათ ადმინისტრაციულ
დავებზე, თუმცა სამოქალაქო დავებზე, ცალკეულ შემთხვევებში, მსგავსი მავნე პრაქტიკა
ცალსახად ფიქსირდება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ერთგვარ "მოუქნელობაზე"
მიუთითებს, ვინაიდან მოსამართლეს არ უკრძალავს მხარის დისკრიმინაციას. "da mihi
factum, dabo tibi jus" - "მომეცი ფაქტი და მომგცემ უფლებას" - ეს ძველი რომაული მაქსიმა
დღემდე მიუღწეველ ოცნებას წარმოადგენს
-სთვის და სხვა მრავალი პირისთვის,
კონკრეტულად თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში
მოხდა -სთვის ახალი მტკიცებულებების გამოყენების დაბლოკვა, ამ მტკიცებულებებს იგი
საკასაციო ინსტანციაში ვეღარ წარადგენს, ვინაიდან საკასაციო ინსტანციაში ახალი
მტკიცებულებების წარდგენა დაუშვებელია. ანუ, ფაქტიურად ადგილი აქვს სასამართლო
აქტივიზმს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ახალი მტკიცებულებები, რომლებიც 2014 წლის 02
ივლისს ფიზიკურად არ არსებობდნენ და 2015-2016 წლებში შეიქმნენ, სააპელაციო
სასამართლომ აღარ დაურთო საქმეს. ამგვარი პროცესუალური დისკრიმინაცია იწვევს
უკანონობას, სამართლებრივ ნიჰილიზმს და ხელს უწყობს, თაღლითებს, რომ თან
სოციალურად დაუცველის სტატუსით მიიღოს შეღავათები და დაფინანსება სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯზე და თან მოსამართლეები ფაქტიურად ხელს აფარებენ მათ და არ
აცნობებენ თაღლითური ეპიზოდების შესახებ შესაბამის ორგანოებს. ასევე, საერთო
სასამართლოებში მიმდინარე დავების განხილვისას აშკარა დანაშაულის ნიშნების
გამოვლენისას (შემოსავლების სამსახურში იმის გაცხადება, რომ თვეში 200 ლარი 56 თვის
განმავლობაში, 2009 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ივლისამდე, არ გადამიხდიაო;
სოციალურად დაუცველი პირის მიერ თან საცხოვრისში და თან სხვაგან ქირით ცხოვრება (!)
ხომ მიუთითებს,
საიდენტიფიკაციო კოდის მქონე სოციალურად დაუცველი 6წევრიანი ოჯახის მიერ სოციალური დახმარების უკანონოდ მიღებაზე, 56 თვის
განმავლობაში!! საერთო სასამართლოებს არ გააჩნიათ ვალდებულება, თავად მიმართონ
სამართალდამცავ ორგანოებს, მტკიცებულებათა გამოკვლევის ან გამოძიების დაწყების
მოთხოვნით. დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სასამართლოები არ
მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, რაც სასამართლოების წიაღში ცალსახად
საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებს. აღნიშნული ენდემური შეუსაბამობების აღმოხვრას
ხელს შეუწყობს "საერთო სასამართლოების საქმიანობის გამჭვირვალების შესახებ" კანონის
მიღება, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სასამართლო დავის ყველა ეტაპზე ელექტრონულ
პორტალზე მასალების ატვირთვის ვალდებულების შემოღებას, ხოლო დანაშაულის ნიშნების
გამოვლენის შემთხვევაში სასამართლოებს უნდა დაეკისროთ, სამართალდამცავი
ორგანოებისთვის მიმართვის ვალდებულება. წინამდებარე საკნონმდებლო წინადადების
შემცნების წყაროს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სასამართლოები სოციალურად
დაუცველი პირებს მიიჩნევენ უძრავი ქონების დამქირავებელ პირებად და აკმაყოფილებენ
მათ სარჩელებს, თუმცა ეს პირები სახელმწიფოს ხარჯზე სოციალურ საცხოვრებელში
ცხოვრობენ წლების განმავლობაში და უკანონოდ - ყოველთვიურ დახმარებასაც იღებენ,
დაზღვევის ჩათვლით. ანუ, სოციალურად დაუცველი ოჯახი #
თან სოციალურ
საცხოვრებელში ცხოვრობს და თან ქირით ცხოვრობს სხვა ადგილას. იგივე სოციალურად
დაუცველი ოჯახი, იმ პირს, რომელთანაც დამატებით - ქირით ცხოვრობს, თვეში 200 ლარად,
შემოსავლების სამსახურში ეხმარება, კუთვნილი 2160 ლარის ოდენობის საშემოსავლო
გადასახადის თავიდან აცილებაში. ამ სრული განუკითხაობის პირობებში, მიგვაჩნია, რომ
სასამართლოებს და ყველა სხვა სახელმწიფო ორგანოს უნდა გააჩნდეთ ერთიანი
საინფორმაციო ბაზა, სადაც მათ შეეძლებათ იხილონ, მაგალითად, მოქალაქის სოციალური
საცხოვრისის ადგილმდებარეობა, რომ სასამართლოები შემდგომში არ შეიყვანონ შეცდომაში,
რომ ვითომ თან ქირით ცხოვრობენ და თან - სოციალურ საცხოვრისში ცხოვრობენ.
საქართველოში არსებობს 300-მდე დავის განმხილველი ორგანო, მაგალითად: 79
სასამართლო (75 - რაიონული, 2 - სააპელაციო, ერთი - საკასაციო, 1 - საკონსტიტუციო), 69
მუნიციპალიტეტის მერია და გამგეობა, 69 მუნიციპლაიტეტის საკრებულო, 11 სამინისტრო,
სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული
დავების განხილვის საბჭო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისია ("სემეკ"), საქართველოს კომუნიკაციების
კომისია. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, ისინი არსად არ არიან ცენტრალიზებულად
აღრიცხული, მათში დასაქმებული პირების საქმიანობის ხარისხი საერთოდ არ
კონტროლდება სახელმწიფოს მხრიდან, მათ მიერ გადაწყვეტილებების მიღება, ხშირ თუ
იშვიათ შემთხვევებში, ხდება ქაოტურად, კანონმდებლობის დარღვევით, ზედაპირულად.
"საერთო სასამართლოების საქმიანობის გამჭვირვალების შესახებ" საქართველოს კანონის
მიღება ხელს შეუწყობს საერთო სასამართლოების შემდგომ განვითარებას. დაუშვებელია,
რომ სასამართლოები ისე განიხილავდნენ საქმეებს, რომ სახელმწიფო ორგამოებმა არ
იცოდნენ იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება მათი ნდობის ბოროტად გამოყენება, მაგალითად,
პირები იღებენ სოციალურ საცხოვრისს, სოციალურ დახმარებას, დაზღვევას და ამ ფონზე
დამატებით - სასამართლოებში ამტკიცებენ, რომ ცხოვრობენ ქირით, ხოლო საგადასახადო
ორგანოებს უმტკიცებენ, რომ ამ ქირას არ უხდიან გადასახადის გადამხდელს - უძრავი
ქონების გამქირავებელს. ამით კი შემოსავლების სამსახური შეჰყავთ შეცდმომაში. ანუ,
სასამართლო 2014 წელს იჯერებს, რომ
-ი იხდიდა 2009-2014 წლებში ყოველთვე ქირას 200
ლარის ოდენობით, შემოსავლების სამსახური 2016 წელს იჯერებს, რომ ამ 200 ლარს
-ი არ
იხდიდა ამ ქირას 2009-2014 წლებში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2009-2025
წლებში ჰგონია, რომ 6 პირს აცხოვრებს ბარალეთის ქუჩაზე, სოციალურ საცხოვრისში, ხოლო
იმ 6-დან 3 პირი კი სასამართლოს უმტკიცებს,2009-2014 წლებში სხვაგან ვცხოვრობოთ
ქირითო. აი, ასეთი უსუსურია სახელმწიფო თაღლითების წინააღმდეგ იმის გამო, რომ
მართლმასაჯულება არ არის გამჭირვალე. "რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?"
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: